რა არ უნდა უთხრათ მეუღლეს როცა ჩხუბობთ

a

არის ისეთი წინადადებები და სიტყვები რომელიც არასდროს, არ უნად გამოიყენონ პარტნოიორებმა ერთმანეთის მიმართ. მე, როგორც კოუჩი ვრჩები იგივე აზრზე, რომ ქალებს შეგვიძლია მამაკაცი ვაქციოთ გენიოსებად ან პირიქით… ასევე, ეს ეხება მამაკაცებს – მათ შეუძლიათ გვერდს უმშვენებდეთ ბედნიერებით გასხივოსნებული ცოლი ან პირიქით გააუბედურონ… ერთმანეთს ვავსებთ… უბრალოდ ამისთვის საჭიროა გავერკვეთ: ჩენ ვინ გვინდა რომ გვერდში გვყავდეს. ალბათ ყველა იტყვის – რა თქმა უნდა… ბილ გეიტცის, დონალდ ტრამპის, კოენ ბაფეტი და სხვა მსგავსი თავით. ბრად პიტის , შერონ სტოუნის, ანჯელინა ჯოლის – გარეგნობით….? 😉

მაშინ რას ვაკეთებთ ამისთვის?..

თუ კი ურთიერთობებში განიცდით სისასტიკეს და ძალადობას, თქვენი გადასაწყვეტია მაგრამ, ასეთი ურითიერთობები ჯობია დასრულდეს. თქვენ შეგიძლიათ განიხილოთ, გაანალიზოთ მდგომარეობა და გამოასწოროთ ან დაცილდეთ.   😦 არ არსებობს სამყაროში რამე მიზეზი, შეურიგდეთ ემოციურ სადიზმს, მითუმეტეს ფიზიკურს.

091a5b0f3aa9fc2a1d1fc46305e3dc61

 

წინა თემა ეძღვნებოდა  თუ რა უნდა ვუთხრათ ქმარს ყოველ დღე. ახლა კი შემოგთავაზებთ რამოდენიმე ფრაზას, რომელიც არასოდეს არ უნდა უთხრათ თქვენს პარტნიორს.

 

დავიწყოთ:

მე წავალ შენგან, თუ…….

ყოველი წვრილმანზე ულტიმატუმის წამოყენება არ არის სასურველი. იქიდან გამომდინარე, რომ არ მოგწონთ მისი გარკვეული ჩვევა (მაგალითად: არ მiდის თქვენთან ერთად სტუმრად ან არ დაგეხმარათ ლურსმნის მიჭედებაში ან იმიტომ რომ ხვრინავს..). თუ ფიქრობთ რომ თქვენ ამითი მანიპულაციას შესძლებთ და რამეს შეცვლით,  ცდებით. ეს არის ძალიან ცუდი მცდელობა, აკონტროლოთ სიტუაცია. ასეთი მუქარა არ სიამოვნებს თქვენს პარტნიორს და ბოლოს და ბოლოს გეტყვით: „კარგი, წადი…“. ხართ თუ არა მაზად ამ სიტყვების მოსასმენად?

მოვკვდები, თუ შენ თავს არ დაანებებ……

ესეც მუქარის  და მანიპულაციის ერთ ერთი ფორმაა.. ნურასდროს დაემუქრებით. თქვენ ფიქრობთ ამით მას შეაშინებთ და დარჩება თქვენთან?  ამ სახით ზემოქმედებას ნუ შეეცდებით, რადგან ეს იწვევს მხოლოდ და მხოლოდ საცოდაობის შეგრძნებას (შეცოდება – ერთ ერთი დამანგრეველი ენერგიაა ადამიანის მიმართ მიმართული) თქვენს მიმართ.

შენ ხარ უვარგისი …66ee8ce847cf73ff4acdd90c3756be20

პირდაპირ ვიტყვი – სისასტიკეა ამის თქმა. განსაკუთრებით ეს, უთხრა იმ ადამიანს ვისაც ძალიან უყვარხართ. უცხო ადამიანის სიტყვებმა შეიძლება დაჭრას, მაგრამ საყვარელი ადამიანის მიერ წარმოთქმულმა -შეიძლება გაანადგუროს. თუ ხართ გაბრაზებული პარტნიორზე,  ჯობია უთხარათ მას ამის შესახებ პირდაპირ და აუხსენით რატომ, ვიდრე შეურაცყოფა მიაყენოთ. შეურაცხოფა დაანგრავს თქვენს ურთიერთობებს, საუბარი კი გაგაერთიანებთ.

შენ რომ გავდე, აი…

არ შეადაროთ თქვენი პარტნიორი სხვა დამიანს. ამით მისთვის ქმნით არა რეალურ სტანდარტებს და თვითშეფასებას უქვეითებთ.  გაითვალისწინეთ: თუ თქვენ მოგწონთ ის სხვა, რომელსაც გინდათ დაამსგავსოთ მეუღლე, მაშინ რაღა გადაკეთება – გაცილდით და გაყევით ან მოიყვანეთ ის ვინც მოგწონთ. ნუ ეცდებით, ამ გზით გული ატკინოთ ადამიანს, რომელსაც უყვარხართ.

ვერ ვიტან შენს…

ნუ გამოიყენებთ მეუღლის მშობლებს, ნათესავებს და ახლობლებს იმისთვის, რომ გააბრაზოთ. ის, არ არის დამნაშავე, იმაში რომ მას ჰყავს ასეთი მშობლები…. მაშ რატომ აყვედრით? მის მშობლებზე და ახლობლებზე  ცუდად ლაპარაკით მას აყენებთ დარტყმას. დააკვირდით თავს: ამას აკეთებთ მაშინ, როცა არ გაქვთ სხვა არგუმენტი და არ იცით რაზე გააბრაზოთ? ტყუილად ცდილობთ, გააფუჭებთ ურთიერთობებს.

ნებისმიერ ვინმეს შეეძლო შენზე უკეთ გაეკეთებინა

თუ თქვენ მართლაც ასე ფიქრობთ, მაშინ დაანებთ მასთან თანაცხოვრებას თავი და იპოვეთ ის, ვინც ამას კარგად გაგიკეთებთ. რა აზრი აქვს, თუ ვერ ხედავთ თქვენს მეუღლეში – რამდენად  საოცარი  და უნიკალური პიროვნებაა. თქვენი მეუღლე უნდა იყოს ყველაზე განსაკუთრებული ამ ქვეყნად, მისი ბადალი არ უნდა დაიარებოდეს. განსაკუთრებით – მან უნდა იცოდეს, რომ აფასებთ და გიყვართ. უნაკლო არავინ არ ვართ. მაგრამ კარგია, როცა ხედავ ადამიანის ნაკლს და იღებთ მას როგორიც არის. თუ თქვენ ყურადღებას ამახვილებთ მის უარყოფითზე, თან იყენებთ ამ ყოველივეს მის წინააღმდეგ, მაშინ ეს სისასტიკეა და არ გყვარებიათ, ჩემო ბატონო. 🙂

უგულვებელყოფა

ხშირად მეუბნებიან – ჩემი მეუღლე ისე მიდის და მოდის არც კი ვსაუბრობთო.  თუ თქვენ არსდროს არ ლაპარაკობთ და  მითუმეტეს, არ ეხუტებით ერთმანეთს, მაშინ თქვენს ურთიერთობებში ყველაფერი კარგად არ არის. დავა, კონფლიქტი, კამათი – ეს ჩვეულებრივი ამბავია და შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე საათი, აჰა დღე, მაგრამ თუ თქვენი იზოლაცია-გაუცხოება გაგრძელდა რამდენიმე თვე, მაშინ ღირს დაფიქრება.

ეს არის, ძალიან მცირე რეკომენდაციები მეუღლეებს. როგორც წარმატებული მამკაცის უკან დგას ბრძენი ქალი, ასევე ბედნიერი ქალის უკან დგას ჭკვიანი  კაცი. ისინი ავსებენ ერთმანეთს და დგება ტანდემი რომლეთა ერთობლობას შეუძლია, შეუძლებელის გაკეთება.

არ შეიძლება ემოციურ ძალადობაზე არ გაამახვილო ყურადღება. თუ თვლით, რომ თქვენი პარტნიორო გეგცევათ სასტიკად, სრულებით არ ხართ ვალდებული ითმინოთ. მერე რა, რომ ერთ დროს დედამ  ასე დაგარიგათ, მამა და ძმა დაგემუქრათ ან ერთ დროს, გიყვარდათ ერთმანეთი ან გყავთ საერთო შვილები და უკვე შეჩვეულები ხართ ერთმანეთს – ასეთი ურთიერთობები უნდა გაწყდეს. მსგავსი ურთიერთობები ვერ გაგხდიან ვერც თქვენ, ვერც შვილებს და გარემოს ბედნიერს (გარემოცვას თავისიც ეყოფა) და ჰარმონიულს…853225950617343232

იპვეთ თქვენი გზა. ირწმუნეთ აზრების ძალა, აამოქმედეთ ისინს ცხოვრებაში და გახდით ხილული საოცრებების მოწმე.

გისურვებთ, ჰარმონიულ და ბედნიერ თანაცხოვრებას!

 

3 thoughts on “რა არ უნდა უთხრათ მეუღლეს როცა ჩხუბობთ

  1. ძალიან კარგი სტატიაა,კარგი იქნებოდა ახალგაზრდები თუ წაიკითხავენ და გაითვალისწინებენ ამ არაჩვეულებრივ რჩევებს,უფრო ნაკლები პრობლემები შეექმნებათ პირად ურთიერთობებში.

  2. სამწუხაროდ ასეთ სწორ რჩევებს ყველასგან ვერ ვიღებთ ხოლმე, როცა გვჭირდება. 100% სიმართლეა ყველაფერი.

დაამატეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.