Beso Kaishauri  ჩემი ნაცნობობა თამარ კვარაცხელიასთან, როგორც კოუჩთ10881624_880063168705343_997881365630029289_nან დაიწყო 2014 წლის ბოლოს და 2015 წლის 1 იანვარს საახალწლო საჩუქარივით მივიღე პირველი კოუჩ-სესია, რომელიც შემდეგ სამი თვე გაგრძელდა.
სრულიპასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ ეს იყო ყველაზე ძვირფასი საახალწლო საჩუქარი ჩემს ნახევარსაუკუნოვან ბიოგრაფიაში.
უფრო მეტიც, ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ღმერთს ვუყვარვარ და რომ ვუყვარვარ, სწორედ ამიტომ თამარ კვარაცხელია გამომიგზავნა დამხმარედ.
ქალბატოთ თამარის ღვაწლით, მონდომებითა და დამსახურებით მე გამეხსნა ჩემი შინაგანი ძალები; აღმოვაჩინე ჩემი ძლიერი მხარეები; შევიძინე პოზიტიური აზროვნება; ნათელი მოეფინა ჩემს საქმიანობაში ხარვეზებსა და მაპოვნინა ძალები ამ ხარვეზების გამოსწორებისა….
ქალბატონო თამარ, ჩემო წარმატებულო წარმატების ექსპერტო, მინდა მეტი წარმატება გისურვოთ, რადგან თქვენი წარმატება სხვისი წარმატებისთვის ღვაწლია.
უღრმესი მადლობა, თქვენი შრომის, მონდომებისა და უმაღლესი პროფესიონალიზმისთვის!!!
მადლობა იმ შეუფასებელი შედეგებისა და ბედნიერებისთვის, რომელიც მე მივიღე თქვენგან სამთვიანი კოუჩ-სესიების პერიოდში.

სადღაც წავიკითხე და მინდა გაგიზიაროთ ეს იგავი:

ოკეანეს უამრავი ზღვის ვარსკვლავი გამოერიყა ნაპირზე და დასაღუპად განწირულები უიმედოდ იკლაკნებოდნენ.
…იქვე გოგონა ფაციფუცობდა, ხელში აჰყავდა ზღვის ვარსკვლავები და წყალში აბრუნებდა.
ერთმა კაცმა დაინახა, მივიდა გოგონასთან და უთხრა:
“შვილო, ტყუილად ჯახირობ, ასობით ზღვის ვარსკვლავია გამორიყული, მათ აღარაფერი ეშველება, ჯობია შეეგუო… შენ მაინც ვერეფერს შეცვლიო”
გოგონას მწარედ გაეღიმა, კაცის დასანახად კიდევ ერთი ზღვის ვარსკვლავი წყალში მოისროლა და უთხრა:
“აი, ამის ცხოვრება მე უკვე შევცვალეო”

ამ გოგონას მაგონებ, თამარ!
უამრავი გამორიყულიდან ერთიც რომ გადაარჩინო, რამხელა მადლია,
შენ კი ასობით ადამიანს ეხმარები ღვთის სათნო სურვილების ახდენაში.
ღმერთმა დაგლოცოს და ასმაგი სიკეთე მოგაგოს.

 

Advertisements

ემოციების ციფრული ფსიქოლოგია

balansi

ემოციების ციფრული ფსიქოლოგია –  ასე დავარქვი დღევანდელ თემას.  ვაკვირდებოდი რა,  გარშემო შექმნილ სიტუაციებს – სახლში, სამსახურში და ახლობლებში –  ძალიან მაინტერესებდა, რამდენია დასაშვები ზღვარი  პოზიტივისა და ნეგატივისა.  ხშირად გამოდის, რომ ძალიან ბევრი პოზიტივის შედეგად, შეიძლება მაგალითად, მეგობარი მოდუნდეს, გაზარმაცდეს და „სულ იქით ითხოვდეს“. მუდმივი ნეგატივის დროს კი, საუბარი საერთოდ არ ღირს, ისედაც გასაგებია რა ემოციები ჩნდება.  მაშ, გამოსავალი სად არის? როგორ დავაბალანსოთ?

Continue reading “ემოციების ციფრული ფსიქოლოგია”

ვიზუალიზაციის ძალა

Ispolnenie-zhelaniy

რითი განხვავდებიან წარმატებული და წარუმატებებლი ადამიანები ერთმანეთიაგან? რა ხდის ადამიანს წარმატებულს?

ერთ-ერთი წესი წარმატების მიღწვისას წარმოადგენს ვიზუალიზაცია. დღეს მსურს, სწორედ, ამაზე ვისაუბრო. ის, არ არის ყველაფერი, რაც სჭირდება სასურველის მიღებას, მაგრამ მის გარეშე წარმატებაც არ ან ვერ იქნება. არ გეყოფათ მოტივაცია, შეგიმცირდებათ შთაგონება,  შეგერყევათ რწმენა… ერთი სიტყვით გჭიდებათ საწვავი, ხოლო წარმოსახვა ამაში დაგეხმარებათ.

Continue reading “ვიზუალიზაციის ძალა”

რა არის ქოუჩინგი – “იმედის დილა”

პრობლემების გამიჯვნა

აუდიო

 

 

images (3)

თქვენ რას ფიქრობთ პრობლემების გამიჯვნაზე? გამიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში.

პატივისცემით,

კოუჩი თამარ კვარცხელია.