სირბილი ბედნიერი დღის დასაწყისი

10390178_287255814732179_3727977265778066836_nძველი ბერძნები ამბობდნენ:

თუ გინდა იყო ძლიერი – ირბინე, გინდა იყო ლამაზი – ირბინე, გინდა იყო ჭკვიანი – ირბინე“.

ასე, რომ დავუჯეროთ ბერძნებს.
საქართველოში თავისუფლად შესაძლებელია, წელიწადში თითქმის ოთხივე სეზონი ქუჩაში ირბინო.

მე, პირადად ძალიან მიყვარს სირბილი და დროა ჩამოვიდე სარბენი ბილიკიდან და გავიდე გარეთ. მითუმეტეს, დაიწო გაზაფხული, ამინდებიც სწორედ ისეთია როგორიც მას უხდება.
სირბილი იდეალური  საშუალებაა გამოიყურებოდე კარგად. არ მოითხოვს სპეციალურ აღჭურვილობას. ჩაიცვით „კედები“ ან „ბოტასები“ და წინ! 🙂


ზუსთად ერთი წლის წინ, გადავწყვიტე დამეწყო სირბილი. უფრო სწორედ, 3თვიან ონლაინ-სასწავლო კურსებს გავდიოდი. სადაც მყავდა „ანაგრიშ ჩაბარების“ პარტნიორი. მან მომაწოდა მასალები, სირბილის სარგებლობაზე და მის მერე, დღითი-დღე ვრწმუნდები მის ეფექტურობაში. რომ არაფერი ვთქვათ წონის კორექციაზე, სირბილი სასარგებლო და ეფექტური საშუალებაა უამრავი დაავედებების წინააღმდეგ. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ის აბებს შეცვლის ან ექიმთან მისვლა არ არის საჭირო, მაგ10659372_283653978493470_8153561067718804716_nრამ  ირიბ ზემოქმედებას მოახდენს ცენტარალურ ნერვულ, ასევე გულსისხლძარღვთა სისტემაზე და მთლიანად, მთელს ორგანიზმზე.

  • სირბილი ზრდის გულის და სისხლძარღვების მუშაობის შესაძლებლობას, ამ დროს, ხდება გულის კუნთის ვარჯიში. ეს კი იმას ნიშნავს, რომ გული უფრო ძლიერია.
  • სირბილის დროს მატულობს ჟანგბადის შემცვლელობა სისხლში. ყველა ქსოვილში, უჯრედში და ორგანოებში მიედინება მეტი სისხლი, რომელიც მდიდიარია ჟანგბადით და მკვებავი ნივთიერებებით.
  • სირბილი, კარგი საშუალებაა ნერვიული დაძაბულობის მოსახსნელად. სტრესი და დაღლილობა მთელი დღის განმავლობაში გძაბავთ. იმისათვის, რომ განთავისუფლდეთ ამ დაღლილობისგან, საჭიროა სათანადოდ დაიხარჯოთ, გაოფლიანდეთ და სირილი, ძალიან კარგად ართმევს თავს ამ ამოცანას.
  • ხანგრძლივი სირბილი, სისხლში გადაისრვრის განსაკუთრებულ ჰორმონს – ენდორფინს. ამ ჰორმონს სხვანაირად კიდევ – „ბედნიერების ჰორმონს“ უწოდებან. როდესაც მათი კონცენტრაცია სისხლში მატულობს, ადამიანი გრძნობს მსუბუქ ეიფორიას. ასეთ დროს დეპრესია სადღაც ქრება.
  • სირბილის შედეგად მატულობს გონების აქტიურობა. ამ დროს, როგორღაც თავისით მოდის ხოლმე- პრობლემის ამოხსნა, ახალი იდეები და გადაწყვეტილებების ადვილად მიღების საშუალება.
  • სისტემატიური სირბილი, აძლიერებს იმუნურ სისტებმას, იმის ხარჯზე, რომ სისხლში მატულობს ერითროციტები, გემოგლობინი. სირბილით დატვირთვის დროს, სისხლში იკლებს ჰოლესტერინის შემცვლელობა, იკლებს შიმშილის გრძნობა, უმჯობესდება ნაწლავების პერისტალტიკა. ყოველივე ამას, საბოლოო ჯამში, მივყევართ წონის დაკლებამდე.

სირბილი შეიძლება დღის ნებისმიერ დროს. პრადად, უპირატესობას ვაძლევ დილას. რადგანაც, დილით სისხლში მომატებულია ჰორმონალური ფონი. ხოლო, ამ დროს სირბილი იქნება კარგი საშუალება განმუხტვისთვის, რაც ხელს შეუწყობს ორგანიზმის დაბრუნებას ჰარმონიულ მდგომარეობაში. თუ გადაწყვიტავთ ირბინოთ სამუშაო დღის ბოლოს – საღამოს, თქვენ ამით მოიხსნით დაძაბულობას, მოდუნებას, დაიმუხტებით ენერგიით, გააქრობთ მადას და დაიძინებთ მშვიდი ძილით.

გამოკვლევებმა აჩვენა, რომ სირბილის დროს ხდება ღვიძლის ნაწილობრივი რეგენერაცია. 10437495_291411140983313_426484903216530554_nდადებითი ზემოქმედება თირკმლებზე. კერძოდ, სირბილის დროს თირკმელს ეხსნებათ დატვირთვა, რაც ხელს უწყობს მის გაუმჯობესებულ ფუნქციონირებას.

სისტემატიური სირბილი აგრეთვე დადებითად მუშაობს საყრდენ-მამოძრავებელ, ძვლოვან-სახსროვან სისტემაზე. ადამიანები რომლებსაც აქვთ ასაკი, ასეთი ვარჯიშები, კერძოდ, ნელი სიბილი სასარგებლოა, რადგანაც ის, ხელს უშლის სახსრების და კუნთოვანი ქსოვილების დეგენერაციულ ცვლილებებს.

გაუფრთხილდით თავს, იყავით ჯამრთელნი! მე უკვე დავრბივარ და თქვენც შემომიერთდით. პირადად ჩემთვის, სირბილი მორიგი ბედნიერი დღის დასაწყისია. 🙂 ❤

დაამატეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.