ემოციების ციფრული ფსიქოლოგია

balansi

ემოციების ციფრული ფსიქოლოგია –  ასე დავარქვი დღევანდელ თემას.  ვაკვირდებოდი რა,  გარშემო შექმნილ სიტუაციებს – სახლში, სამსახურში და ახლობლებში –  ძალიან მაინტერესებდა, რამდენია დასაშვები ზღვარი  პოზიტივისა და ნეგატივისა.  ხშირად გამოდის, რომ ძალიან ბევრი პოზიტივის შედეგად, შეიძლება მაგალითად, მეგობარი მოდუნდეს, გაზარმაცდეს და „სულ იქით ითხოვდეს“. მუდმივი ნეგატივის დროს კი, საუბარი საერთოდ არ ღირს, ისედაც გასაგებია რა ემოციები ჩნდება.  მაშ, გამოსავალი სად არის? როგორ დავაბალანსოთ?

რამდენიმე თვის წინ ვიმყოფებოდი ტრენინგზე და აღმოვაჩინე ამაზე პასუხი, რამაც ძალიან გამახარა. რადგან, საბოლოოდ მისაღები გახდა ის, რაც მე იქ მოვისმინე. თუმცა შემდეგ სხვა მასალებიც მოვიძიე ინტერნეტში, დავამუშავე და საბოლოო სურათი ჩემთვის ჩამოვაყალიბე. მოხარული ვიქნები, თუ ეს საკითხი ჩემი მკითხველებიდან ვინმეს მაინც გამოადგება.  მანამდე კი  დავწერ ცოტას ემოციებზე.

ემოციები, ფსიქოლოგიური პროცესია. მასში აისახება ადამიანის დამოკიდებულება საკუთარ თავთან და გარემომცველი სამყაროს მიმართ.  მაგალითად, როცა ვინმე ცდილობს უნებლიედ, ან შეგნებულად გული გატკინოთ,  პირველ რიგში   შეეცდებით გაიაზროთ, რატომ „მოიზიდეთ“ ეს შემთხვევა და იპოვოთ შიგნით, საკუთარ თავში მიზეზები (და ამ მიზეზს ყოველთვის იპოვით). მეორე – მისი სიტყვებიდან გამომდინარე თქვენ დაინახავთ, თუ რა დამოკიდებულებაშია ის ადამიანი საკუთარ თავთან და რა შინაგანი პრობლემები აქვს მას თავად. ამაზე საუბარი  შორს წამიყვანს, ამიტომ დავუბრუნდეთ თემას.bal

ემოცია ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია და მასზეა დამოკიდებული,  თუ როგორ ფერებში აღიქვამთ გარშემო ყველაფერს. ადამიანი რასაც აკეთებს, ძირითადად  აკეთებს გარკვეული ემოციებით. მას შეიძლება, რაღაც მოსწონდეს ან პირიქით, ეს რაღაც – იწვევდეს უარყოფით შეგრძნებებს. მაგალითად, მე მომწონს, როცა ვკითხულობ ლიტერატურას წარმატების ფსიქოლოგიაზე. ვიღაცას მოსწონს, როცა ფერებს არჩევს დასახატად. ვიღაცას მოსწონს, როცა საჭეს მართავს. ამ პროცესების დროს ან კმაყოფილი ვართ ჩვენი თავით , ან –უკმაყოფილო. მაგრამ არის ისეთი მიდგომა, როგორიცაა – „ჩემთვის სულ ერთია“. როცა გულგრილი და ემოციურად დაცლილი ხარ, როცა მოწყენილი ხარ.

ჩვენი ემოციები ჰგავს კარგ მხატვარსრომელიც იყენებს ფერთა პალიტრეას.

დაგირეკათ საყვარელმა ადამიანმა და მთელი სამყარო გაფერადდა ნათელი ფერებით. არ დაგირეკათ  – ყველაფერს ხედავთ მუქ ფერებში .

რა იწვევს ემოციებს?

ცნობილი ფაქტია, როცა ადამიანი მოათავსეს იზოლირებულ ოთახში შუქის, ხმების, სუნის და სხვა შეგრძნებების აღმძვრელი პირობების გარეშე. რამდენიმე დღის მერე, დაეწყო მძაფრი ჰალუცინაციები და მოგვიანებით, მისი მდგომარეობა ძალიან დამძიმდა.  დასკვნა არის შემდეგში: ადამიანს სჭირდება გამაღიზიანებლები რათა განიცადოს ემოციები და იცოცხლოს.

ექსპერიმენტით დამტკიცდა, რომ ადამიანის ჯანმრთელობისთვის და იმისათვის, რომ ტვინს მიეცეს სტიმულირება, საჭიროა 3 ტიპის გამაღიზიანებელები გარკვეული თანაფარდობით:

  • გამაღიზიანებლები, რომლებიც იწვევენ დადებით ემოციებს – 35%
  • გამაღიზიანებლები, რომლებიც იწვევენ უარყოფით ემოციებს – 5%
  • ემოციურად ნეიტრალური გამაღიზიანებლები (ბალასტი) – 60%

მიაქციეთ ყურადღება, დადებითი და უარყოფითი გამაღიზიანებლების თანაფარდობას. ისინია 7:1

არსებობს ლოსადას კოეფიციენტი. სწორედ, მის შესახებ გავიგე ტრენინგზე. სწორედ, მისი დახმარებით გავეცი ჩემში არსებულ შეკითხვას – „რამდენი შეიძლება“ – პასუხი. რამდენჯერ შეიძლება მშვიდად, პოზიტიურად ახსნა და როდის შეიძლება, მიუჩინო  თავისი ადგილი? რამდენი უნდა ითმინო, როცა გეჩვენება, რომ ურთიერთობებში რაღაც წავიდა არასასურველად? უცხო ხალხთან გასაგებია, რომ  სიკეთეს სიკეთითვე პასუხობ, უნდა შეგეძლოს პატიება როცა ინანიებს, ხოლო აგრესიის დროს, ვერ მიხვალ შვლის ნუკრის თვალებით, ვერ ჩახედავ თვალებში და ვერ ეტყვი თბილად „იცით რა, დამშვიდდით“…  🙂

მარსიალ ლოსადამ (Marcial Losada) (ის არის დირექტორი და კონსალტინგური კომპანია “Meta Learning” დამფუძნებელი) შეისწავლა ეფექტური და არაეფექტური ორგანიზაციის ჯგუფები და მივიდა შემდეგ დასკვნამდე: გუნდის წარმატებისთვის, ყველაზე ეფექტურ გასაღებს  წარმოადგენს, წევრებს შორის ნაგატიური და პოზიტიური მომენტების თანაფარდობა. ნიშან „მინუსში“ შედიოდა ყველაფერი ნეგატიური: წამოყვედრება, შეურაცხყოფის მიყენება, უკმაყოფილების გამოხატვა, დასჯა, სიმკაცრე. ნიშან „პლუსში“ შედიოდა – შექება, კომპლიმენტები, თანადგომა, კეთილგანწყობა და ა. შ.bal

ამ თანაფარდობას გუნდში დაერქვა „ლოსადის კოეფიციენტი“ (Losada ratio) და აქვე განიმარტა, რომ ეფექტური გუნდი იყო ის, სადაც კოეფიციენტის თანაფარდობა იმყოფებოდა 2.9013-დან 11.6345-მდე. ანუ, ის გუნდები , რომელთა კოეფიციენტი იყო 2.9-ის ქვემით ,  ნელ-ნელა განიცდიდნენ დეგრადაციას. დაწყებული 2.9-დან დაახლოებით 7-მდე მათი ეფექტურობა იყო მზარდი, ყველაზე კარგი. ხოლო 7-ს ზემოთ, ეფექტურობა ისევ ეცემოდა და 11.6 თანაფარდობაზე ისევ განიცდიდა დეგრადაციას. ასე რომ ჯადოსნურ თანაფარდობას წარმოადგენს :  7:1, როგორც ზემოთ ვახსენე. უბრალოდ, ლოსადამ მოგვცა ზუსტი ზღვარი მისაღები ინტერვალის, რაც , ჩემის აზრით , ძალიან მნიშვნელოვანია.

პრაქტიკაში ეს ნიშნავს დაახლოებით შემდეგ რამეს –  რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება „პლუსების“  არა მხოლოდ ხარისხს, არამედ –  რაოდენობასაც.3

კოლეგებთან და ახლობლებთან ურთიერთობებშიც უნდა იქნას ბალანსი დაცული. საკმარისი პოზიტივის და ერთმანეთის გვერდით დგომის მზაობის გარეშე, ურთიერთობები დაინგრევა. ამავე დროს, უნდა შეგეძლოთ თქვენი აზრის დაფიქსირება, შენიშვნების მიცემა და თქმა, რომ რაღაც არ მოგწონთ და „დასაჯოთ“  კიდეც, თუ ამას სიტუაცია მოითხოვს. „ვარდისფერი სათვალეები“ ურთიერთობებიში ისეთივე საშიშია, როგორც „უმადურობა“. სხვაობა მათ შორის არის ის , რომ „უმადურობის“ დროს – თქვენგან წავლენ. ხოლო,  „ვარდისფერი სათვალეების“ დროს – თქვენ წახვალთ, მოგბეზრდებათ.

ზღვარი დადგენილია, თუ თქვენ გამოთქვამთ ერთ უარყოფითს, სამ დადებითზე, ეს უკვე დასაფიქრებებლია და რაღაც უნდა შეცვალოთ ან თქვენში ან თანამშრომლებში. ეს ყოველივე ეხება პირად ურთიერთობებსაც. იმისათვის, რომ გამოასწოროთ ერთხელ უაზროდ წარმოთქმული სიტყვა, მოგიწევთ გასწიოთ ძალისხმევა, მინიმუმ, სამჯერ მეტი კომპლიმენტით ან ნებისმიერი პოზიტივი გამოიყენოთ. დაფიქსირდა, რომ ოჯახები ინგრევა 0.3 კოეფიციენტის დროს, როცა მუდმივი ნეგატივია.

პირადად მე მომწონს თანაფარდობა 7:1.

მაშასადამე, თუ თქვენ გაუბრაზდით ბავშვს, მეუღლეს, თანამშრომელს ერთხელ, წარმატებისთვის, სულიერი ჯანმრთელობისთვის საჭიროა შეაქოთ 3– 7-ჯერ.

თუ გაუბრაზდით 2, 3, 5 -ჯერ, შექება მოგიწევთ ძალიან ბევრჯერ.

აწყენინე ადამიანს , მოუხადე ბოდიში და მოიფიქრე, როგორ გამოისყოდი შენი დანაშაული. ვიღაცამ გაწყენინა და მოგიხადა ბოდიში, მიიღე მობოდიშება იმწუთშივე, თუ ეს ურთიერთობები შენთვის ფასეულია, არ დაუმატო მას შენი ნეგატივი. ხოლო, იმისგა8ნ ვისგანაც მუდმივად მოდის ნეგატივი, და არ სურს შეცვლა, შენი ახლობლების წრიდან ამოშალე ან განერიდე.

არ ვიცი, მიიღებთ თუ არა დღევანდელ თემას, არც ის ვიცი,  გაითვალისწინებთ  და გამოიყენებთ თუ არა პრაქტიკაში, მაგრამ დამერწმუნეთ ,  ის მუშაობს.

და თუ როგორ მოიქცეთ, აირჩიეთ თქვენ. მე კი ჩემის მხრიდან, გისურვებთ წარმატებებს!

კოუჩი და წრმატების ექსპერტი

პიროვნული ზრდის საკითხებში თამარ კვარაცხელია

One thought on “ემოციების ციფრული ფსიქოლოგია

  1. უღრმესი მადლობა თამარ!!! დიახ ეს ნამდვილად მუშაობს.
    ვერც წარმოიდგენთ რამხელა სიამოვნებაა საკუთარ თავში ასეთი შეცდომების პოვნა,შემდგომ კი სწორედ ამ შეცდომებზე , თითოეულ წვრილმანზე მუშაობა . სანაცვლოდ ვიღებთ არა მარტო ოჯახის წევრების, ბავშვების , მეგობრების ,ჩვენთვის საყვარელი ადამიანების გაბრწყინებულ თვალებსა და ბედნიერ სახეებს არამედ სრულიად უცხო ადამიანებისაც კი . ( ეს ის შეგრძნებაა რაც ძალიან დიდ სიხარულს მანიჭებს)
    დარწმუნებული ვარ ვინც შეეცდება აუცილებლად მიაღწევს ამ უდიდეს შედეგს.
    კიდევ ერთხელ გიხდით დიდ მადლობას ასეთი თემის განხილვისთვის.

დაამატეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.