Beso Kaishauri  ჩემი ნაცნობობა თამარ კვარაცხელიასთან, როგორც კოუჩთ10881624_880063168705343_997881365630029289_nან დაიწყო 2014 წლის ბოლოს და 2015 წლის 1 იანვარს საახალწლო საჩუქარივით მივიღე პირველი კოუჩ-სესია, რომელიც შემდეგ სამი თვე გაგრძელდა.
სრულიპასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ ეს იყო ყველაზე ძვირფასი საახალწლო საჩუქარი ჩემს ნახევარსაუკუნოვან ბიოგრაფიაში.
უფრო მეტიც, ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ღმერთს ვუყვარვარ და რომ ვუყვარვარ, სწორედ ამიტომ თამარ კვარაცხელია გამომიგზავნა დამხმარედ.
ქალბატოთ თამარის ღვაწლით, მონდომებითა და დამსახურებით მე გამეხსნა ჩემი შინაგანი ძალები; აღმოვაჩინე ჩემი ძლიერი მხარეები; შევიძინე პოზიტიური აზროვნება; ნათელი მოეფინა ჩემს საქმიანობაში ხარვეზებსა და მაპოვნინა ძალები ამ ხარვეზების გამოსწორებისა….
ქალბატონო თამარ, ჩემო წარმატებულო წარმატების ექსპერტო, მინდა მეტი წარმატება გისურვოთ, რადგან თქვენი წარმატება სხვისი წარმატებისთვის ღვაწლია.
უღრმესი მადლობა, თქვენი შრომის, მონდომებისა და უმაღლესი პროფესიონალიზმისთვის!!!
მადლობა იმ შეუფასებელი შედეგებისა და ბედნიერებისთვის, რომელიც მე მივიღე თქვენგან სამთვიანი კოუჩ-სესიების პერიოდში.

სადღაც წავიკითხე და მინდა გაგიზიაროთ ეს იგავი:

ოკეანეს უამრავი ზღვის ვარსკვლავი გამოერიყა ნაპირზე და დასაღუპად განწირულები უიმედოდ იკლაკნებოდნენ.
…იქვე გოგონა ფაციფუცობდა, ხელში აჰყავდა ზღვის ვარსკვლავები და წყალში აბრუნებდა.
ერთმა კაცმა დაინახა, მივიდა გოგონასთან და უთხრა:
“შვილო, ტყუილად ჯახირობ, ასობით ზღვის ვარსკვლავია გამორიყული, მათ აღარაფერი ეშველება, ჯობია შეეგუო… შენ მაინც ვერეფერს შეცვლიო”
გოგონას მწარედ გაეღიმა, კაცის დასანახად კიდევ ერთი ზღვის ვარსკვლავი წყალში მოისროლა და უთხრა:
“აი, ამის ცხოვრება მე უკვე შევცვალეო”

ამ გოგონას მაგონებ, თამარ!
უამრავი გამორიყულიდან ერთიც რომ გადაარჩინო, რამხელა მადლია,
შენ კი ასობით ადამიანს ეხმარები ღვთის სათნო სურვილების ახდენაში.
ღმერთმა დაგლოცოს და ასმაგი სიკეთე მოგაგოს.

 

დაამატეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.