არსებობს თუ არა ბედნიერება? რატომ არის ზოგი უზომოდ ბედნიერი და ზოგიც უბედური? რა ფაქტორები განაპირობებს მას? სად ვეძებოთ ის?
კითხვები ბედნიერებაზე. შევეცდები დღეს გავცე ჩემი მოკრძალებული პასუხი.
თავი რომ იგრძნონ ბედნიერად, ხალისიანად და იყვნენ ჰარმონიაში საკუთარ თავთან, ადამიანების უმარავლესობა ელოდება გარეშე ფაქტორების ცვლელებას.
ელოდება:
აი, საყვარელმა ადამიანმა, რომ „ის“ აჩუქოს, ბედნიერი იქნებოდა…
აი, ეს, რომ ჰქონდეს ან ფლობდეს, მის სიხარულს საზღვარი არ ექნება…
აი, ოჯახი და შვილები, რომ ჰყავდეს…
აი, ის ადამიანი (ქმარი, შვილი, ძმა, სიდედრი/დედამთილი. მეზობელი) რომ არ უშლიდეს ხელს…
სია ამოუწურავია და ყველას თვისი ბედნიერების საზომი აქვს. ადამიანები ნადირობენ, გაუაზრებლად დასდევენ კუდში ბედნიერებას, ვერა და ვერ იჭერენ ამ მოუხელთებელს, მიუხედავად იმისა, რომ ამ სირბილში იტაცებენ ხოლმე იმ ყველაფერს, რაც მათი აზრით მოუტანს ბედნიერს. ის კი არსად ჩანს…
Continue reading “არსებობს თუ არა ბედნიერება” →
Like this:
Like იტვირთება. . .