ოქრო ხარ, ოქრო…

0--

გადავწყვიტე ასე დავარქვა დღევანდელ თემას. როცა ქმედება მოსაწონია, ხუმრობით და სიყვარულით,  ვეუბნებით ან გვეუბნებოდნენ ხოლმე: „ოქრო, ხარ ოქრო“  და აბსოლუტურად ვეთანხმები. თითოეული პიროვნება, უზარმაზარი პოტელციალის მატერებელია. ხაზი მინდა გავუსვა, თითოეული

ადამიანებს უჭირთ გააჩნდეთ ჯანსაღი და პოზიტიური დამოკიდებულება, არა თუ სხვების მიმართ, პირველა რიგში საკუთარი თავის მიმართ. (რატომღაც, დღევანდელ თემაში მიწევს ყველაფრის ხაზგასმა, რადგან ვთვლი რომ ეს მნიშვნელოვანია).

მილიონობით ადამიანი ცხოვრობს დაბალი თვითშფასებით, რადგან ვერ ამჩნევენ და არ აფასებენ იმას, რაც არის მათ შიგნით, რაც დამალული აქვთ შინაგანად.

ძირითადად, ჩვენ გვზრდიდნენ და გვაჩვევდნენ ბავშვობიდან, რომ არაფერი განსაკუთრებული ჩვენ არ ვიყავით. მუდმივად გვესმოდა: არა, არ შეიძლება, არასწორია… და მივეჩვიეთ.

ჩვენ ჩვენს თავში ვხედავთ მხოლოდ გარეგნულ უსუსურობას, „არ შემდგორობას“ და არ ვიცით როგორ დავინახოთ შინაგან ფასეულობა.

ჩვენ მივეცით, ჩვენს ტალანტს და ნამდვილ მისწრაფებებს ჩაიკეტნონ და ჩაიმარხონ, ეჭვებისა და უიმედობის სქელ კედელში და ეს, ჩვეულებრივ მოვლენად მიგვაჩნია. უარის თქმა საკუთარ დანიშნულებაზე, ხელსაყრელი საქმის გამო, რადგან, თავს ვგრძნობთ მეტად დაცულად, მიუხედავად იმისა, მოგვწონს საქმის კეთება თუ არა. აი, რა არის ხშირ შემთხვევაში, ჩვენი არჩევანი.

ჯანსაღი თვითშფასეება მდგომარეობს, არა იმაში, რომ თავი მოვაწონოთ სხვებს, ვსდიოთ ტენდენციებს. არამედ, ის მდგომარეობს იმაში – სინამდვილეში რას წარმოვადგენთ, რა გვაქვს შიგნით.

შიგნით, კი დამერწმუნე „ოქრო ხართ“ 🙂 . უბრალოდ ამას, არავინ არ გეუბნებათ თქვენ კი ვერ, ან არ ხედავთ. რა არის ეს „ოქრო“?  პოტენციალი, ტალანტი და მისწრაფება. სწორედ ის,  „დაკონსერვებული“ მარცვალი უნდა ამოიღოთ  და გააღვივოთ. 0---

ჯანსაღი თვითშეფასება წარმოადგენს არა იმას, რომ გაიმარჯვო კონკურენტულ ბრძოლაში ან თავი შეადარო ვინმეს, არამედ იმაში, რომ აკეთო ის რაც ძალიან , ძალიან გინდა და რაც კარგად გამოგდის.

როდის ააქვს ადამიანს სწორი, ჯანსაღი თვითშეფასება:

დასასრულს, მინდა რეალური ისტორია მოგიყვეთ ოქროს ბუდაზე.

„ბეტონისგან დამზადებული რვა ფუტიანი ბუდდას ქანდაკება იდგა ტაილანდში, ბანკოკის ცენტრში. ის, რაიმე განსაკუთრებულ  კულტურულ ღირშესანიშნაობას არ წარმოადგენდა. ხალხიც არ აღიქვამდა მას რაღაც განსაკუთრებულ, რელიგიურ ობიექტს. ტურისტები ამ ქანდაკების გარშემო როცა ისვენებდნენ,   დებდნენ ცარიელ ჭიქებს. ხანაც, დებდნენ ფოტოაპარატს, რომ სურათი გადაეღოთ. ზოგიერთები კი, საერთოდ, ვერც კი ამჩნებდნენ მის არსებობას.buda

ერთხელ, დაახლოებით 50 წლის წინ, ბუდისტმა მოძღვარმა წაიღო ეს ქანდაკება ტაძარში. გადატანის დროს, ქანდაკება გაიბზარა და მას მოტყდა ბეტონის ნაწილი. მოძღვარმა შეამჩნია, რომ მოტეხილი ადგილიდან რაღაც ლივლივებდა. სხვების დახმარებით, მან მოაცილა ბეტონი მთლიანად და აღმოაჩინა მსოფლიოში, რაც კი ოდესმე ჩამოუსხიათ, ყველაზე დიდი  ოქრო.“

ეს ქანაკება წარმოადგენდა ფასეულობას და ის, მთელი ამ დროის განმავლობაში იყო დაფარული.

აი ასეთი,  დამალული და არარელიზებული პოტენციალის მაგალითი.

ყველა ჩვენთაგანი იცნობს ადამაინებს რომლებსაც აქვთ შინაგანად „ოქრო“  და დაფარული აქვთ ბეტონის საფარით -შიშის, ეჭვების, გაუბედაუბის, უმოქმედობის, თავისგამართლებების… სახით.

როგორ ფიქრობთ, ვინ არიან ისინი?

თქვენ იცნობთ მას?

პასუხები შეგიძლიათ დატოვოთ კომენტარებში და თუ თემაც მოგეწონათ, შეგიძლიათ გააზიაროთ. მადლობთ, რომ კითხულობთ და ხართ ჩემთან.

გისურვებთ წარმატებებს, თქვენი პოტენციალის გახსნაში. ირწმუნეთ, რომ „ოქრო ხართ, ოქრო“, რადგან ეს ნამდვილად ასეა!!!

 

8 thoughts on “ოქრო ხარ, ოქრო…

  1. neta martla ase advili iyos yvelas qondes oqros guli,anu oqro iyos,mashin ar iqneboda amdeni boroteba,shuri,sijulvili,bigma da kactkvla.

    1. მადლობთ კომენტარისთვის.
      ჩვენს გარშემო იქმნება ის რეალობა რისიც გვჯერა. თქვენს მიერ ჩამოთვლილი წარმოადგენს დამანგრეველ ენერგიებს. ჭიქის პრინციპით მიუდექით ცხოვრებას და დაინახეთ კარგი და არა ცუდი, მაშინ აზრებიც და გარემოც შეიცვლება გარშემო.
      პიროვნული ზრდა ადამიანმა საკუთარი შინაგანი სამყაროდან უნდა დაიწყოს და მერე უკვე შეუძლია იფიქროს, რა ხდება გარეთ. ჯერ თავად ვხდებით კეთილი, მოსიყვარულე, მიმტევებელნი და კაცთმოყვარე.

  2. ნეტავი იმას, ვინც ამბეტონს მოიცილებს!!! ოქრო კი არა, ბაჯაღლო ოქრო ხართ თამარ! ❤

  3. თქვენ ძალიან მაგარი ადამიანი ხართ ქალბატონო თამარ! მადლობა საინტერესო და სასარგებლო ბლოგებისთვის.

  4. „როგორ ფიქრობთ, ვინ არიან ისინი?“
    შიშის, ეჭვების, გაუბედაუბის, უმოქმედობის, თავისგამართლებების… სახით, ისინი გარედან მოსულია, ჩვენ არ ვართ. 🙂 ❤

დაამატეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.