ინგა

ჩემი გონიერი კოუჩი!
თამარ კვარაცხელია, პირველად რომ ვნახე, ერთი განებივრებული, თავისთავზე შეყვარებული ლამაზუნა მეგონა. არმაზში შევხვდით ,,ინტერგენიის” დაბადების დღეზე. ტრენინგის შემდეგ რა თქმა უნდა,  არ დაგვიკლია – ხაჭაპური, მწვადი, ტორტი და არც დანარჩენი:))) თამარი დადიოდა საკუთარი პურ-მარილით, კონტეინერში ჯანსაღი კვების პროდუქტები ეწყო და ალბათ, აზრადაც არ მოსდიოდა ჩვენთვის მოებაძა. მშვიდად, ანგელოზის ღიმილით გვპასუხობდა მიპატიჟებაზე. ჩემთვის, ეს იყო პირველი შთაბეჭდილება. მივხვდი, ერთი შეხედვით ნაზი არსების შიგნით, რა ძლიერი ნებისყოფა იმალებოდა. ამის შემდეგ, ხშირად ვხვდებოდით და მივხვდი, ვისთან მქონდა საქმე. ნებისყოფის გარდა, აღმოაჩნდა უდიდესი  სურვილი  წინსვლის, განვითარების,  უზარმაზარი გამოცდილება საკუთარ თავზე მუშაობისა.

როცა, კოუჩ-სესიების გავლა გადავწყვიტე, ბევრი არ მიფიქრია. უკვე კარგად ვიცნობდი: გამუდმებით მუშაობდა, ახლაც ასეა, უდიდესი პასუხისმგებლობით ეკიდებოდა მსმენელებს, ამას თავად ვხედავდი. მოკლედ დავიწყეთ.
ერთი თვე მოვუნდით, თითქმის, გამეგო რა მინდოდა. სული ამომართვა თამარმა კითხვებით, მედიტაციებით, ტექნიკებით, სანამ გავიღვიძე და აზრზე მოვედი – მე, რა მინდოდა, პირადად ჩემთვის და არა სხვებისთვის. მარტო ეს ღირდა გარჯად.
კოუჩინგი? არაჩვეულებრივი მიდგომაა:
  1. ყოველკვირეული შეხვედრებით ქმნი სისტემას 1-6-1-6-1-6-ერთი დღე ანალიზი, +დაგეგმვა; 6-დღე მუშაობა. სულ მობილიზებული ხარ.
  2. ჯარიმა!  ოოოოო, ისე მეშინოდა შიმშილის, ყველაფერს მაქსიმალურად ვაკეთებდი 🙂
  3. ანკეტები, სადაც აფიქსირებ შედეგებს და კოუჩი მათ მიხედვით გირჩევს კითხვებს.
  4. კოუჩინგი, იმით განსხვავდება სხვა მიდგომებისგან, რომ ყველაფერს შენ აკეთებ. შენი სურვილით, ჯარიმასაც შენ ირჩევ. კოუჩიგი გზას გინათებს საით წახვიდე, ოქროს გასაღებს გაპოვნინებს, რომელიც შენშია დამალული,  ოღონდ კარებს შენ აღებ.

კოუჩ სესიების შედეგად, განვახორციელე ჩემი მიზანი: ჩამეტარებინა ტრენინგი „არჩევანი“. ის შედგა წარმატებით.

ჩემო ოქროსთმიანო კოუჩო! მადლობას გიხდი ჯიკებისთვის, ძალიან მიყვარხარ! წარმატებებს გისურვებ!

დაამატეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.