არსებობს თუ არა ბედნიერება

schastieარსებობს თუ არა ბედნიერება?  რატომ არის ზოგი უზომოდ ბედნიერი და ზოგიც უბედური? რა ფაქტორები განაპირობებს მას? სად ვეძებოთ ის?

კითხვები ბედნიერებაზე. შევეცდები დღეს გავცე ჩემი მოკრძალებული პასუხი.

თავი რომ იგრძნონ ბედნიერად, ხალისიანად და იყვნენ ჰარმონიაში საკუთარ თავთან, ადამიანების უმარავლესობა ელოდება გარეშე ფაქტორების ცვლელებას.

ელოდება:

აი, საყვარელმა ადამიანმა, რომ „ის“ აჩუქოს, ბედნიერი იქნებოდა…

აი, ეს, რომ ჰქონდეს ან ფლობდეს, მის სიხარულს საზღვარი არ ექნება…

აი, ოჯახი და შვილები, რომ ჰყავდეს…

აი, ის ადამიანი (ქმარი, შვილი, ძმა, სიდედრი/დედამთილი. მეზობელი) რომ არ უშლიდეს ხელს…

სია ამოუწურავია და ყველას თვისი ბედნიერების საზომი აქვს. ადამიანები ნადირობენ, გაუაზრებლად დასდევენ კუდში ბედნიერებას, ვერა და ვერ იჭერენ ამ მოუხელთებელს, მიუხედავად იმისა, რომ ამ სირბილში იტაცებენ ხოლმე იმ ყველაფერს, რაც მათი აზრით მოუტანს ბედნიერს. ის კი არსად ჩანს…

უნდა გაგიწბილოთ იმედები.

სინამდვილეში ყვეალფერი ხდება პირიქით.

იმისათვის, რომ ცხოვრებაში მიიღოთ ის, რაც ასე ძალიან, ძალიან გაგხდით ბედნიერს, არ არის საჭირო კუდში სდიოთ ან ეძებოთ სხვაგან.

ბენიერების აუცილებელი პირობაა –  შეიძინოთ  უმიზეზოდ  ბედნიერების,  უპირობო სიყვარულის, განუსაზღვრელი მადლიერების განცდა, პატიების უნარი და დამატებით პოზიტიური აზროვნება… და არა შემდეგ, ან მოგვიანებით როცა ყველაფერი კარგად იქნება, არამედ, დღეს და ამ წუთას, ახლავე იყოთ ბედნიერი.b87bfdfed324472013cba131023d8db3

წარმატებული ადამიანი თავისი ოცნებით, სურვილით და მიზნით, შინაგანად ქმნის  პატარა ბედნიერების მაგნიტს, რომელიც შემდეგ რეალურად მოიზიდავს შემთხვევებს, მოვლენებს და საშუალებებს, რომელზეც არდე არც კი უფიქრია. ძალიან ხშირად, ასეთ მოვლენას ხალხში ბედს, იღბალს, გამართლებას უწოდებენ.

ყველასათვის ცნობილი ფრაზაა: „ნივთი იბადება ორჯერ – ჯერ გონებაში, შემდეგ რალობაში“. სწორედ, ეს პრინციპი მუშაობს ბედნიერების შემთხვევაშიც.

როცა ვსაუბრობ ხოლმე, უმიზეზო ბედნიერებაზე, ვხედავ, რომ ყველას გულში ჰპოვებს ის გამოძახილს. ყველას უნდა იყოს ბედნიერი. ყველა გრძნობს, რომ ცხოვრების არსი ბედნიერებაშია და ამ დროს წუწუნებენ, განიკითხავენ, სძულთ, ეშინიათ, ვარდებიან აპათიაში, შურთ….

ბედნიერება და აპათია, სხვადასხვა ენერგეტიკულ ველზე  მდებარეობს. ისინი სხვადასხვა სიხშირეზე ვიბრირებან.

გაიხსენეთ თქვენი ახლობელი ადამიანები, რომლებიც ბედნიერნი და მუდამ პოზიტიურები არიან, თითქოს გვიზიდავენ თავისი ენერგიით. ისინი, აბსოლუტური ოპტიმისტები არიან და მარტო კი არ ხვდებიან, რომ ჭიქა ნახევრად სავსეა, პრიქით შეუძლიათ პირამდე აავსონ, სადაც კი ნაკლულს შეამჩნევენ. ძალიან ხშირად ისინი სიმშვიდეს და შინაგან სიწყნარეს ასხივებენ და მათ გვერდით, სხვები სიცოცხლით ხალისზე მოდიან.

– როგორ ახერხებენ ისინი ამას? როგორ გავხდეთ ჩვენ ბედნიერები?

– „დავაკოპიროთ“ ბედნიერი ადმაინის ქცევები, შევიძინოთ ბედნიერი ადამიანისთვის მახასიათებელი უნარები.

სისტემატიურად განმეორებადი ქცევები და აზრები ტვინში ქმნიან ნეირონულ ბილიკებს. ამ 0,,69815624,00დატკეპნილ ბილიკებს ჩვევები ჰქვია და ის ავტომატიზმამდეა დასული. თუ წლების მანძილზე თავს ვთვლიდით უბეურდ – გვექნება ნეგატიური ნეირონული მარშრუტი გაკვალული და შესაბამისად გვექნება, უარყოფოთი გამოხმაურებები, რეაქციები. აი, რატომაც ვერ გავხდებით 😦  ბედნიერი, თუ რამეს არ შევცვალეთ. ჩვენს გონებასთან ხუმრომა არ შეიძლება. 🙂 ბედნიერებისთვის, საჭიროა ახალი ნერონული ბილიკის გაკვალვა და ახლი უნარ ჩვევების დანერგვა. კარგი იქნება, ამისთვის თუ სპეციალისტს მიმართავთ, დამოუკიდებლად ტექნიკების გამოყენება რთულია, მაგრამ არა შეუძლებელი.

ადრე მეცნიერები ფიქრობდნენ, რომ როცა ადამიანი აღწევს ზრდასრულ ასაკს, ტვინი ფიზიკურად აღარ ვითარდება ანუ „იყინება“ და აქედან გამომდინარე ადამიანს ვერაფერი შეცვლის. გახსოვთ ქართული ანდაზა: „კუზიანს სამარე თუ გაასწორებსო“. სრული სიცრუა!!! თანამედროვე მეცნიერებამ დადგინა, რომ ტვინი მოქნილია. როცა ჩვენ ვფიქრობთ, ვგრძნობთ და ვმოქმედებთ სხავანირად ვიდრე ადრე, ტვინი იცვლება და პრაქტიკულად, თავიდან ტკეპნის ბილიკს ახალი უნარ-ჩვევისთვის.

ვისკონსის უნივერსიტეტის წამყვანი მეცნიერი, რომელიც სწავლობს ტვინის შესაძლებლობებს დოქტორ რიჩარდ დევიდსონი ამბობს: „ვიცით რა ტვინის მოქნილი შესაძლებლობები, ამის საფუძველზე, ჩვენ ისეთ მოვლენებს როგორიცაა ბედნიერება და გულმოწყალება შეიძლება მიუდგეთ როგორც უნარებს, რომელიც არ განსხვავდება ისეთი ჩვევებისგან, როგორიცაა – გიტარაზე დაკვრა ან ტენისის თამაში… თქვენ შეგიძლიათ, ავარჯიშოთ ტვინი და გახდეთ ბედნიერი“. მხოლოდ ძალიან ცოტა ადამიანია ბედნიერი დაბადებიდან, დანარჩენმა გაიაზრა რა მისი აუცილებლობა, შეიძინა ბედნიერად ყოფნის ჩვევა.

დასასრულს მინდა მოვიყვანო დალაი ლამას სიტყვები წიგნიდან: „ბედნიერების ხელოვნება“:

„უნდა დაიწყოთ იქიდან, რომ გაერკვეთ იმ ფაქტორებში, რა განაპირობებს თქვენს ბედნიერებას და რა განაპიობებს თქვენს ტანჯვას. ამის მერე, საჭიროა ეტაპობრიsun_1ვად გამორიცხო თქვენი ცხოვრებიდან ის ფაქტორები, რომლებსაც მიჰყავხართ ტანჯვამდე და გააძლიეროთ, ისინი რომელსაც გაჰყავხართ ბედნიერებამდე. ამაშია მთელი იდეის არსი“.

მე რაღა დავამატო? ალბათ, მხოლოდ ის, რომ ყველაფერი თქვენს ხელშია, არჩევანი გააკეთეთ ბედნიერებაზე. დღეს სულ ეს იყო.

გისურვებთ წარმატებებს თქვენი ბედნიერების ფაქტორების განსზღვრაში და შემდგომ მის ხორცშესხმაში.

თუ, თემაში მოყვანილი აზრები თქვენთვის მისაღებია, მოიწონეთ, გააზიარეთ სოც, ქსელებსი და დამიტოვეთ თქვენი შეხედულებები ბედნიერებაზე კომენტარებში.

წინასწარ გიხდით მადლობას.

პატივისცემით და თქვენს შესაძლებლობებში რწმენით

თამარ კვარაცხელია

 

 

40 thoughts on “არსებობს თუ არა ბედნიერება

  1. KALBATONO TAMAR CARMATEBEBS GISURVEBT. DARCMUNEBULI VAR TKVENI SAKMIANEBA MRAVAL ADAMIANS MOUTANS CARMATEBAS DA SULIER SIMSHVIDES.

    1. გაიხარეთ, დღევანდელ ეპოქაში ნამდვილად საჭირო ინფორმაციებია.ვფიქრობ სკოლაში სხვა საგნებთან ერთად უნდა ისწავლებოდეს ემოციების მართვა.მადლობა

  2. თამუნა, ძალიან მიხარია, ძალიან მაგარი ხარ! სულ წარმატებაბით გევლოს ცხოვრებაში! შესანიშნავ საქმეს აკეთებ, ვხედავ გურამი ძალიან გეხმარება საქმეში, წარმატებები გქონდეთ ცხოვრებაში.

  3. რა თქმა უნდა ბედნიერება არსებობს, უბრალოდ, ძალიან არ უნდა გეცოდებოდეს საკუთარი თავი და წარსულის ნეგატივებს არ მისცე შენი დამორჩილების უფლება.

    1. ნონა, ბედნიერება იარსებებს თუ არა ჩვენს ცხოვრებაში, ვწყვიტავთ ჩვენ და არა ვინმე ან რამე გარემოებები. ეს ჩვენი შენაგანი მდგომარეობაა.
      რაც შეეხება თავის შეცოდებას. ეს დამანგრეველი პროცესია. ის გვართმევს ჩვენ დროს, ენერგიას და შესაძლებლობებს და ბოლოს დაბოლოს გვაცლის ძალას.
      მოგახსენებთ ჩემს მოკრძალებულ აზრს შეცოდების შესახებ: თავის შებრალება, ეს არის მსხვერპლის როლში ყოფნა, რომელიც თავისთავდ მენტალური გამოფხიზლების პირველ საფეხურს წარმოადგენს. ადამიანების 90% ისე მიდის ამ ქვეყნიდან, რომ ვერც კი გადადიან სხვა დონეებს, ესის მდგომერობაა, როცა გგონია რომ სამყარო, მსობლები, მთავრობა და ყველანი შენწინაში ვალში არიან და მათ მართებთ შენი.. რატომ მაინცდამაინც მე? მე ამას არ ვიმსახურებ? რატო? ….
      როცა ხვდები, რომ შენ არ ხარ მსხვერპლი და შენ შეგიძლია ცხოვრებაში, საკუთარ თავზე აიღო პასუხისმგებლობა, ეს უკვე მეორე ეტაპია, აუცილებლად აქვე პოზირიური აზროვნებაც გასდის ფონად, თქვენ რომ ახსენეთ. კიდევ 2 ეტაპია მენტალური გამოფხიზლების გასავლელი, მაგრამ მე მგონი, სათქმელი გამიგრძელდა და ჯობია ამაზე თემა დავწერო.
      მადლბა ნონა გამოხმაურებისთვის და იდეისსთვი რომელიც ეხლა გაჩნდა.

      1. რა ეტაპებია ეს 2 კიდევ რომ არის გასავლელი ? იქნებ ნაბიჯნაბიჯ ეგეც აღწეროთ 🙏

  4. me mgoni bedniereba ar arsebobs,imitom rom rac sheidzleba dges bednierebad gechvenebodes xval sulac ar ganihebdes bednierebas,

    1. სამწუხაროდ, სახელი არ ჩანს, მაგრამ პასუხს გაგცემთ, თქვენის ნებართვით.
      თქვენი წინადადება იწყება „მე მგონი…“ და ეს კარგია… თქვენ ასე თქვლით, იმიტომ რომ ასე გგონიათ.

      სინამდვილეში რა ხდება? ჩვენი აზრები ხშირად არ ასახავს რეალობას და ის, რაც გვგონია ვთვლით სიამრთლედ. ჩვენ რომ გავისაუბრით 5 წუთი, იმდენ ბედნიერების მიზეზს იპოვით, რომ შეიძლება საკუთარ თავსაც კითხოთ – რატომ ვერ ვამჩნევდი ადრე ამდენ რამეს აქამდე? 🙂

      ბედნიერება არსებობს. მას არ სჭირდება ძებნა. მისი მიგნების ერთადერთი გზა არის აზრების შეცვლა და ეს კი ნამდვილად თქვენს ხელშია.
      დიდი მადლობა, რომ დატოვეთ კომენტარი და ჩემი მხრიდან მინდა გისურვოთ ყველა საქმეში წარმატებები!

  5. ,,თქვენს შესაძლებლობებში რწმენით” damshvidobeba iyo dzalian imediani ♥️

    1. დიახ, „თქვენს შესაძლებლობებში რწმენით“! ❤

      საკუთარ თავზე გამაქვს გამოცდილი რას ნიშნავს, როცა უიმედოდ ხარ ან როცა გაქვს რწმენა, მაშინაც კი როცა სხვებს არ სჯერათ შენი…. მე, არა მარტო როგორც პროფესიონალი ქოუჩი, არამედ როგორც პიროვნება დარწმუნებული ვარ თითოელი ადამიანის პოტენციალში, რომელიც მარგალიტივით არის ჩადებული ოკეანის სიღრმეში და ყვეალს, ყველას(ხაზს ვუსვამ) შეუძლია ჩაყვინთოს, ამოიღოს, გაიხაროს და გაახაროს სხვები…

      მაგრამ… არსებობს მაგარამ, ამას საკუთარ თავზე მუშაობა ჰქვია და სამწუხაროდ, ადამაინებს ამისი დრო არა ააქვთ.

  6. ” ბედნიერ წუთებს, სულ ათს თუ დათვლი მთელ სიცოცხლეში”-გალაქტიონი….რა თქმა უნდა ბედნიერება არსებობს და იგი ყოველი ადამიანისთვის ხელმისაწდომია მიუხედავად ყველაფრისა! ვფიქრობ ბედნიერება მხოლოდ ჭეშმარიტების შეცნობაშია, ან მისი შეცნობის წყურვილში და მისკენ მიმავალ გზის ძებნაში! თუ არსებობს უკვდავება,თუ არსებობს სულიერი “მე”, თუ არსებობს ინკარნაცია[განსხეულება ხელმეორედ],თუ არსებობენ ანგელოზები, მთავარ-ანგელოზები, არქეები, ქერუბიმები, ქრისტე და ასე შემდეგ , თუ არსებობს ამის შეცნობის პოტენციალი ადამიანში რაზედაც მიუთითებს სახარებები, სხვადასხვა რელიგიები და სულიერი მამების ნაწერები, მაშინ ბედნიერი ხარ ადამიანი თუ ეს ყველაფერი გწამს გინდ გულის მხოლოდ კუნჭულში მაინც და ესწრაფვი ამის შემეცნებას და მხოლოდ მაშინ თავისუფლდები ყველაფრისგან რაშიც გგონია,რომ ბედნიერი არ ხარ!! ….”და შეიცნობთ ჭეშმარიტებას და ჭეშმარიტება გაგანთავისუფლებთ თქვენ”-იოანე-8-32- !გაითვალისწინეთ!….

  7. დღეს ვნახე თქვენი ბლოგი.ეს ზუსტად ის არის,რაც მჭირდება,თანაც ძალიან! ყველა სტატია არაჩვეულებრივია,ძალიან დამაფიქრებელი და ჩემთვის შედეგიანი და სარგებლიანი! დიდი მადლობა

  8. ძალიან მომეწონა,აქტუალური საკითხია. ბედნიერება რა თქმაუნდა არსებობს, ოღონდ მხოლოდ მათთვის, ვისაც უნდა რომ ბედნიერი იყოს და მზად არის მის მოსაპოვებლად. ბევრი არც არაფერია საჭირო-უბრალოდ მოინდომე და ნებისმიერ სიტუაციაში იპოვი ბედნიერების პაწაწინა ნამცეცს. ყოჩარ თამარ!

  9. როგორ მოვიქცე მაშინ,როცა ძალიან ბევრი ფაქტორი მიშლის ბედნიერებაში ხელს?მე რაც არ უნდა ვიმეორო ჩემთვის რომ ვარ ძალკიან ბედნიერი, რა შეიცვლება ამით ვერ ვხვდები?მოვლენები ისევ ისე განვითარდება ორგორც აქამდე იყო და გამოდის რომ უბრალოდ თავი ვაიძულო,ყურადღება არ მოვაქციო იმ გამაღიზიანებელ ფაქტებს,რასაც ყოველდღიურად ვაწყდები და თავი მოვიტყუო ვითომ ბედნიერი ვარ?

    1. სამწუხაროდ თქვენი სახელი არ ჩანს.
      რა შემიძლია გითხრათ?
      ქოუჩ სესიის შედეგად, შესაზლებელია განისაზღვროს, თქვენი ბედნიერების კრიტერიუმები და თქვენი ფასეულობები.
      გარკვევით ჩემოყალიბდეს თქვენ რა გინდათ და ამ გზაზე წარმოქმნილი წინააღმდეგობები, სიძნელეები და პრობლემები განიხილოთ , ცხოვრებაში როგორც მორიგი ეტაპზე გადასასვლელი საფეხური. დაფიქრდეთ და გამოიტანოთ გაკვეთილი.
      დასვათ კითხვა: თქვენს ცხოვრებაში არსებული უკმაყოფილო მდგომარეობა და მსხვერპლის როლში ყოფნა რაში გაწყობთ? რა დაფრული მესიჯები იკიკითხება, რწმუნებულობები დგას მათ უკან?
      როგორ შეიძლება პროცესები წარიმართოს თქვენდა სასიკეთოდ?(აქ გაგიჩნდებათ პოროტესტი, რა სისულელეს წერს? რაში უნდა მაწყობდეს ცუდად ყოფნა? და მსგავსი აზრები… მაგრამ დამარწმუნეთ რაც თქვენს გარშემო ხდება დღეს ეს, თქვენი შინაგანი სამყაროს პროექციაა. ამიტომაც დასალაგებელია შიგნით)

      ერთში მართალი ბრძანდებით, თქვენ რაც არ უნდა იმეოროთ რომ ყველფერი კარგად არის, თუ ოდნავი, ნეგატიური აზრი გაიელვებთ თავში და იტყვით – ჭიქა ნახევრად ცარიელია(თუმცა შიძლება ითქვას სხვანაირადაც – ჭიქა ნახევრად სავსეა), არაფერი არ გამოვა. არაფერი. ცვლილებები იწყება მაშინ, როცა მეტი აღარ შეგიძლია ასე გაგარძელება….

      სანამ მავნე ჩვევა არ ამიძირკვება (ერთი სტატიის წაკითხვით კი, ეს არ მოხერხდება)

      მოკლედ, სამუშაოა საკუთარ თავზე და ეს მთელი პროცესია, რომელიც დარჩენილ სიცოცხლეზეა გათვლილი. ამას ემსახურება პიროვნული ზრდის ტრენინგები, ქოუჩ-სესიები…

      ჩვენ ამ ქვეყნად არ მოგვაქვს არაფერი და ვერც ვერაფერს წავიღებთ, ერთადერთი რაც გვევალება და ჩვენი ამ ქვეყნად მისვლის დანიშნულებაა – გაიზარდო წინაღმდეგობებზე, გადალოახო პრობლემები დაუშვა შეცდომები, რომლებზეც ისწავლი, შექმნა შენთვის ფასეულობები და შეძლო მომავალში სხვებს დაეხმარო.
      ალბათ მეტს ვერ გავაგრძელებ… თითქმის თემა გამომდის. შეგიძლიათ დამეკონტაქტოთ, ჩემი მონაცემები მითითებულია ცალკე რუბრიკაში.
      წარმატებები!

      1. ეს არაჩვეულებრივი ბლოგია, საქართველოში ერთ სხვა კოუჩსაც ვიცნობ ისიც არჩვეულებრივი ქალია, მაგრამ ასე ვრცლად არ წერს თემებს, ძალიან დიდი მადლობა თქვენ ქალბათონო თამარ რომ თქვენმა შინაგანმა სამყარომ ამდენს მიაღწია ეს გასაოცარია როცა ადამიანი ასე იზრდები. ასე გასცემთ ამ ყველაფერს მადლობა თქვენ ამისთვის :*, ბევრ რამეში გავერკვიე ბევრი რამეც გავიაზრე, როცა შეცდომას ვუშვებ დიდი ხანი არ მჭირდება რომ შეცდომას მივხვდე და ის ვაღიარო გამოვასწორო ბოდიში მოვუხადო ჩემს თავს და მერე სხვასაც, თქვენი არ იყოს თემა გამომივა 🙂 აქ რაც არის მოთხრობილი საწინააღმდეგო არაფერი მაქვს ყველაფერი პირდაპირ მიდის ჩემს ტვინში ყველაფერს ვაანალიზებ გარკვეული დრო ვაკეთებ ამ ყველაფერს ბედნიერიც ვარ როცა ვაკეთებ მაგრამ მაინც ადვილად ვღიზიანდები ბევრ რამეზე მიუხედავად იმისა რომ ვიცი რომ მშვიდად უნდა შევხვდე ყველაფერს და ნერვების მოშლის ნაცვლად ვიმოქმედო მაგრამ მაინც ბევრჯერ ვერ ვახერხებ ამას ესაა ჩემი პრობლემა და რა გავაკეთო არ ვიცი 🙂

        1. მადლობა მეგი, ასეთი საინტერესო უკუკავშირისთვის.
          რა გავაკეთოო, კითხვა დასვით.
          პირველ რიგში, ადექით და დამირეკეთ, ❤ დანარჩენს ადგილზე გავარკვევთ.

  10. ბედნიერი ვარ და ბევრად უფრო ბედნიერი ვიქნებოდი ასე მალე რომ არ ვღიზიანდებოდე, ვიცი რომ ეს სისუსტეა ადამიანის ვერ მოვიშორე ეს ფეთქებადი ხასიათი. 🙂

    1. მეგი , რომ გითხრათ ერთი ტექნიკა გააკეთებთ?
      როდესაც ხედავთ ან გრძნობთ – ღიზიანდებით, შესძახეთ (მიუდექით ამას იუმორით) თავს „უი რა კარგია!!!“
      არ გაგიკვირდეთ, ამას რომ ვწერ.
      ეს კარგია რომ ღიზიანდებით რადგან ეს ის მომენტებია, თქვენს ცხოვრებაში, როდესაც ქვეცნობიერი გასაცნობიერებელ ბლოკებს აგდებს. ხოლო ტვინს თუ „უი რა კარგიათი“ არხზე მომართავთ, მომენტალურა იპოვის მინიმუმ სამ მიზეზს რატომ არის ეს თქვენთვის კარგი და რა უნდა ისწავლოთ. გისურვებთ წარმატებებს!!!

  11. ბედნიერება არსებობს. მას არ სჭირდება ძებნა. მისი მიგნების ერთადერთი გზა არის აზრების შეცვლა და ეს კი ნამდვილად თქვენს ხელშია.es tqveni sityvebia tamar ,mogesalmebit,,,,madloba rom damayenet am gzaze da ,dalian nela magram mtavaria nabij nabij daviwye misi debna ,da amashi tqven mexxmarebit ,mabednierebt ,,chemi bedniereba ase vityodi tqveni gacnobit da blogebit daiwyo ,,,me gamoval im mdime mdgomareobidan rashic vimyofebodi mravali weli ,,madloba tamar rom arsebobt ,,miyvarxart,,,,tqveni nina,,,,

  12. ქალბატონო თამარ, ძალიან ცოტა რამ მყოფნის იმისათვის, რომ ბედნიერად ვიგრძნო თავი, შემიძლია საკუთარ თავს დღესასწაულებიც კი მოვუწყო, მაგრამ არსებობს გარემოებები, რომელიც საშინლად მთრგუნავს და სიხარულის განცდას მიკლავს – თან დამდევს მუდმივი ჩუმი შიში, შიში მარტომ გადავლახო სიძნელეები, მარტომ შევებრძოლო ცხოვრებისეულ სიძნელეებს. მუდამ ახლობლების იმედი მაქვს, უკვე ვგრძნობ დიდ მიჯაჭვულობას მათზე, ვგრძნობ ისინიც დავღალე… არადა მინდა დამოუკიდებელი ვიყო, მინდა ძლიერი ვიყო. ვგრძნობ ჩემი მეორე მე ძალიან ძლიერია, მაგრამ გამუდმებული თანხმლები შიში აპატარავებს და თრგუნავს მას. ამიტომ, ყოველივე ამის ფონზე მცირედი ბედნიერებითაც კმაყოფილი ვარ ხოლმე, როცა რაიმე კარგი ხდება. მაგრამ, შიში შიშად რჩება ისევ ჩემდა სამწუხაროდ…

    1. იაკო, შიშებში გარკვევა და მათთან გაშინურებაა საჭირო. უნდა დაელაპარაკოთ, რა უნდათ, რას ითხივენ. შიში შეიძლება აქციოთ თქვენი პიროვნული ზრდის ფაქტორად და გარადასახოთ სამოქმედო გეგმაში.
      თუ მას გაექცევით, არ სეხვალთ დიალოგში და ცალკე შიში გადგება, ცალკე თქვენ – აუცილებლად რეალიზდება ის რისიც გეშინიათ, რადგან ენერგეტიკულად კვებავთ და აძლიერებთ წარმოსახულს. შეგიძლიათ დამოუკიდებლად იმუშაოთ, შეგიძლიათ მომმართოთ. სკაიპი ან ტელეფონი მითითებულია კონტაქტების გვერდზე.
      მადლობა, რომ სტუმრობთ ბლოგს.
      პატივისცემით, თამარი.

    2. პირადად თქვენი, სიძლიერე და ძალა თქვენს სისუსტეებშია, როგორც ნამდვილი მარგალიტები ოკეანის ფსკერში დებულ ნიჟარებში – გააცნობიერეთ ეს და ყველაფერი კარგად იქნება. წარმატებები იაკო!

  13. თამარ ვერ წარმოიდგენ როგორ დამეხმარე,ორი კვირის წინ მოგწერე ჩემი ქმარი თა’აშობს ,მისი წყალობით ნაგირავებში ვცხოვრობ და მას კარგად როგორ უნდა მოვექცე მეთქი.თქვენი რჩევა გავითვალისწინე თავი ხელში ავიყვანე და მეუღლესთან მშვიდი ურთიერთობა დავამყარე,აღარ ვჩხუბობ ,აღარ ვყვირი,პატივისცემით ვექცევი და ამას მალე ორ დღეში მივეჩვიე, არ გამიჭირდა,რადგან ასე ყოფნა ძალიან მომეწონა,სულიერი სიმშვიდე მოვიდა, გამახსენდა რომ ასე ვცხოვრობდი წლების უკან და ეს ყველაფერი ეტყობა ჩემში მიძინებული იყო,მეუ’ღლე აღფრთოვანებულია,ვერ ხვდება ჩემი ასე უეცრად შეცვლის მიზეზს,საჩუქრებს მიკეთებს,სახლიდან გასვლისას და შემოსვლისას მკოცნის,ჩემი
    ვაჟიც დამშვიდდა,სახლში მოსვლა სძულდა ამბობდა ეს სახლი კი არა ჯოჯოხეთიაო,დიდი მადლობა თამარ რომ საჭირო დროს სწორი რჩევა მომეცი,დღეს 50 წლის გავხდი და მიხარია რომ ჩემს ცხოვრებაში ახალი ბედნიერების ხანა დაიწყო,მჯერა,რომ ყველაფერი კარგად იქნება,

  14. დიდი მადლობა, ჩვენ ყველანი ვართ არაჩვეულებრივი, განსაკუთრებულები და განუმეორლები. ამიტომაც ცხოვრება მრავალფერი და მშვენიერია.
    როდესაც ვაკეთებთ საყვარელ საქმეს და ვიმკით მის ნაყოფს ჩვენთვის და სხვებისთვის სასიკეთოდ, ჩვენს წინაშე ცხოვრება ყველაზე საუკეთესო მხრიდან გადაიშლება.
    წარმატებები!!!

  15. marto am temidan kiara da am komentarebze gacemuli pasuxebidanac bevrs sheizens adamiani. sainteresoa zalian,madloba tqven

  16. გამარჯობა, ქალბატონო თამარ!
    დიდი მადლობა, რომ ასე კარგად ცდილობთ ადამიანების გამოღვიძებას და გაბედნიერებას-ეს ძალიან გვჭირდება, ისე ვართ დაძაბული ყოფითი მრავალმხრივი პრობლემებით, მთავარი გვავიწყდება-ვეცადოთ ვიყოთ ბედნიერები… როგორც სახარებაშია-‘შეეცადე ცხონდე და შენს გარშემო ათასები ცხონდებიან” …თქვენი მოძღვრება საყოველთაო და აუცილებელი სასწავლო კურსი უნდა იყოს ყველა ასაკში და ყველა სფეროში-სკოლებიდან დაწყებული. ბავშვობიდან უნდა ისწავლებოდეს ბედნიერად ყოფნის გზები. პირველ რიგში პედაგოგებს სჭირდებათ ამის ცოდნა , ათიათასობით ბავშვი რომ არ დაამახინჯონ და არ მივიღოთ შემდეგ მახინჯი საზოგადოება… მიხარია, რომ აღმოგაჩინეთ, წარმატებებს გისურვებთ, მარად თქვენი მსმენენლი ლალი გოჩიტაშვილი.

  17. მე გეთანხმებით არიან ადამიანები რომლებიც სულ უბეფურები არიან და წუწუნებენ მათ ბედზე როცა შეიძლება დატკბენ ცხოვრებით იმიტომ რომ ზოგ ადამისნს ეგ უკანასკნელი პირობებიც არ ჰქონდეს მაგრამ ის უფრო ბედნიერი იყოს.. ვფიქრობ ეს სიხარბის და გაუმაძღრობის ბრალია

დაამატეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.