ჰარმონია

10403350_768588873216049_3312726581485062154_n

ადამიანის ცხოვრეაში ბედნიერება წარმოუდგელია თუ არ აქვს შინაგანი ჰარმონია.

შინაგანის და გარეგანის წონასწორობა – საფუძველია სრული ჰარმონიის.

შინაგანი – აზრები, შეხედეულებები, წარმოდგენები, ფიქრები, ოცნებები.

გარეგანი – რეალობა, რომელიც არსებობს გარშემო.

მათი თანხვედრა ან მიახლოება უკვე ჰარმონიაა.

მე არ ვასწავლი… მომიტევეთ თუ ასე ჩანს. ❤ მე გიზიარებთ იმ ფასეულობებს და პრინციპებს, რითაც ვცხოვრობ და რამაც დღვანდლამდე მომიყვანა. დამერწმუნეთ, როგორც უმრავლესობა თქვენთაგანის, ასევე, ჩემი ცხოვრების გზა არ ყოფილა ადვილი გასავლელი. მაგრამ მადლობა ღმერთს: იმ ძალებისთვის – რომელიც საკუთარ თავში საჭირო დროს მაპოვნინა, იმ წინააღმდეგობებისთვის და წარმოუდგენლად გადაულახავი პრობლემებისთვის, რომელმაც დამანახა ახალი შესაძლებლობები… მადლობა, იმ უამრავი შეცდომებისთვის რომლზედაც რთულად, მაგრამ როგორც იქნა გავიზარდე.  🙂 ❤

დავუბრუნდეთ თემას და როგორ მივაღწიოთ ჰარმონიულობას? სად ვიპოვეოთ შინაგანი სიმშვიდე?

ვიცხოვროთ ახლა! ვიცხოვროთ დღევანდელი დღით!!!

ყველაზე და ყველაფერზე კარგი და საინტერესო ხდება ახლა, ამ წუთას.

ის რაც იყო გუშინ დარჩა წარსულში, გამოდით წარსულის ტყვეობიდან და ასევე, არ არის საჭირო ველოდოთ ბედნიერ დღეებს ხვალ, ერთი თვის მერე ან შემდეგ… ოდესმე.

იცხოვრო ახლა და ამ წუთას! – აი, ჰარმონიის მთავარი გზავნილი .

აწმყო უკეთესია, ვიდრე მოგონებები და თუნდაც, გაურკვეველი, ბუნდოვანი მომავალი.  შეწყვიტეთ თავის გაკიცხვა და შეიყვარეთ თავი ისეთი როგორიც ხართ… შეეშვით წარსული შეცდომების გამო წუწუნს, სინანულს, თავის მართლბებს, გადაბრალებებს, თავის შეცოდებას…

1360009054_backfacing14ნუ იტყვით უარს შესაძლებლობებზე მომავალი შეცდომების დაშვების შიშით. არაფერია, 😉 დაუშვით შეცდომები, ისწავლეთ, გაიზარდეთ მათზე. ცხოვრება გამზადებთ თქვენი საკუთარი გამოცდილებისთვის.  თქვენს მიასღებ გამოცდილებას, თუ როგორ გაიარეთ ცხოვრებისეული სირთულეები და როგორ გადალახეთ წინააღმდეგობები, წიგნებიდან ან სხვისი რჩევით ვერ ისწავლით. ასე, რომ შეცდომებში ცუდი არაფერია. მხოლოდ ერთი ადამიანი არ უშვებს შეცდომას. ვინც არ აკეთებს ა რ ა ფ ე რ ს – თუ არ ვცდები, ინგლისური ანდაზაა. 😉 თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ერთი და იგივე შეცდომა უნდა დაუშვათ გამუდმებით.

ყოველ დღე აკეთეთ ელემენტალურლი, პატარ-პატარა, უმნიშვნელო კეთილ-კეთილი საქმეები. გახდით მეტად თბილი სხვების მიმართ და ეს მოგცემთ  საშუალებას გამომავლინოთ სიყვარული. დაკავდით თვითგანვითარებით, ავარჯიშეთ სხეული და გონება. იკითხეთ სასარგებლო ლიტერატურა, იარეთ პიროვნული ზრდის და განვითარების ტრენინგებზე, ჩაერთეთ ონლაინ პროექტებში, გაიჩინეთ ჰობი…g

და რაც მთავარია, არა აქვს მნიშვნელობა ვინ რას გეტყვით და სად რას წაიკითხავთ, მთავარია – ცხოვრება რომ ისწავლოთ, პირველ რიგში, მოუსმინეთ საკუთარ თავს და გახდით ჰარმონიული პიროვნება. ისწავლეთ მიტევება, გქონდეთ მიმღებლობა და მადლიერება იმისი, რაც უკვე გაქვთ ცხოვრებაში, მოაწესრიგეთ აზრები და სწორი, პოზიტიური დიალოგი აწარმოეთ საკუთარ თავთან.

ამ სამყაროში, მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ იპოვოთ, თქვენსავე გამოცდილებაზე თქვენი წონასწორობის და ჰარმონიის ბალანსი. მზა, ყველასთვის ერთი რეცეპტები არ არსებობს. თქვენს გასაკეთებელს სხვა ვერ გააკეთებს, თქვენს გადასალახ შეცდომებს სხვა ვერ გადალახვს. ეს თქვენი ცხოვრების გზაა და თქვენი არჩევანი. და თუ ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე, ამას დამოუკიდებლად ვერ ახერხებთ, შეგიძლიათ მიმართოთ პერსონალური კოუჩის დახმარებას. კოუჩი სჭირდება ყველას.

თქვენ როგორ თვლით?

P.S. შეგიძლიათ გამიზიაროთ აზრი და შეხედულებები კომენტარებში. მადლობა.

პერსონალურო ქოუჩ-სესიები: http://kvaratskhelia.pro/

 

სიყვარულით და თქვენს შესაძლებლობებში რწმენით

თამარ კვარაცხელია.

 

2 thoughts on “ჰარმონია

  1. თამუნა ჩემო ძვირფასო, ისეთი სიწრფელით საუბრობ გულს ათბობს შენი სიტყვები, მერე შენი პირადი პოზიტივი, რომელიც გადამდებია. მე პირადად მინდა მადლობა გითხრა, რადგან შენი მოსმენისას საკუთარი თავის რწმენა მემატება.
    წარმატებები შენს გზაზე.

დაამატეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.