ორი თოჯინა

02ცალ-ქმარმა 60 წელი იცხოვრა ერთად.

მათ  მთელი ცხოვრება, არ ჰქონიათ ერთმანეთისგან არფერი დამალული. მხოლოდ, ერთ საიდუმლოს ინახავდა ცოლი.

კარადის ზედა თაროზე, იდო ფეხსაცმლის ყუთი, სადაც ქმარს არასდროს არ ჩაუხედავს. მისი საიდუმლოც სწორედ ამ ყუთს უკავშირდებოდა.

ღრმად მოხუცი ცოლი, გახდა ავად და ჩაწვა ლოგინად. მან გადაწყვიტა, ქმრისთვის გაემხილა თავისი საიდუმლო და სთხოვა მეუღლეს ჩამოეღო, ძველი ფეხსაცმლის ყუთი თაროდან.

როდესაც ქმარმა გახსნა   ყუთი, მან დაინახა ორი ძალიან ლამაზი ნაქსოვი თოჯინა და  გვერდზე, მთელი შეკვრა ფული 25 000$.

– რა არის ეს? – იკითხა ქმარმა.

– იცი, როცა ცოლად მოგყვებოდი, ბებიამ გამიმხილა ბედნიერი ოჯახური თანაცხოვრების  საიდუმლო. მან მასწავლა:„როცა ქმარზე გაბრაზდები – არსდროს, არსდროს არ ედავო. უბრალოდ წადი და მოქსოვე ერთი თოჯინა“.

ქმარს თვალებში ჩაუდგა ცრემლები, ყუთში ხომ ორად ორი თოჯინა იდო და მან ჰკითხა:

–  და ეს, რა ფული დევს ყუთში?  ნუთუ, მთელი ამ ხნის მანძილზე დასახარჯი თანხიდან ზოგავდი?

ცოლმა მშვიდად მიუგო:

– მე შევაგროვე ეს ფული, თოჯინების გაყიდვით…

დაამატეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.