ტესტი – რას გვეტყვის ქვეცნობიერი

შემოგთავაზებთ სახალისო ტესტს.

მოამზადეთ სუფთა ფურცელი და კალამი.

წაკითხვის შემდეგ დასმულ კითხვას დაუფიქრებლად გაეცით პასუხი. არ დაფიქრდეთ არც ერთი წამით. დაწერეთ ან დახატეთის ის, რაც პირველად მოგივათ თავში. თუ მოახერხებთ დაუფიქრებლად გასცეთ პასუხი, შესძლებთ კონტაქტი დაამყაროთ თქვენს ქვეცნობიერთან.

მაშ ასე, დავიწყოთ.

  1. წარმოიდგინეთ, მიდიხართ ვიღაცასთან ერთად ტყეში. ვინ იქნებოდა ის?
  2. მიდიხართ ტყეში და  შორი-ახლოს ხედავთ ცხოველს. რა ცხოველია?
  3. რას მოიმოქმედებთ იმის მერე, რაც თვალებში შეხედავთ ცხოველს? 🙂 🙂 🙂
  4. აგრძელაბთ სიარულს ტყეში. ბილიკმა გაგიყვანთ მინდორზე სადაც დგას თქვენი ოცნების სახლი. რა ზომის არის სახლი? აღწერეთ.
  5.  შემოსაზღვრული აქვს თუ არა ღობე სახლს?
  6. თქვენ შედიხართ სახლში. გადიხართ სასადილო ოთახში და ხედავთ მაგიდას. რას ხედავთ მაგიდაზე და რა ხდება მის გარშემო? აღწერეთ.
  7. გამოდიხართ და ტოვებთ სახლს უკანა კარებიდან. როგორც კი გამოხვედით, ხედავთ თქვენს თვალწინ, პირდაპირ ბალახებზე დადებულ ჯამს. რა მასალისგან არის ის დამზადებული?
  8. რას მოიმოქმედებდით მისი დანახვისას?
  9. გადიხართ ეზოს ბოლოში და  ხედავთ წყალსაცავს. როგორია წყალსაცავი?
  10. თქვენ გჭირდებათ გზის გაგრძელება, როგორ აპირებთ მის გადალახვას?

peyzazhi-469d9f12762b

პასუხები ახდენს თქვენი იდეალების და ფასეულობების დემონსტრირებას.

აი როგორ უნდა გაანალიზოთ:

  1. ადამიანი, რომლის გვერდიდაც მიდიხართ – არის, უმთავრესი პიროვნება თქვენს ცხოვრებაში
  2. წარმოდგენილი ცხოველი და მისი ზომა –  სინამდვილეში წარმოადგენს შინაგანად არსებულ ქვეცნობიერის პრობლემას. რაც მეტად დიდია ცხოველი, მით მეტად მძიმეა თქვენი ცხოვრება.
  3. ხოლო, ის თუ როგორი რეაქცია გაქვთ ცხოველთან  მოულოდნელ შეხვედრისას – ანალოგიურად იქცევით, თქვენს წინაშე წარმოქმნილი პრობლემის გადაჭრისას (აგრესიულობა, პასიურობა ან გაქცევა).
  4. სახლის ზომა – ეს არის თქვენი ამბიციურობის მაშტაბურობაა. თუ სახლი ძალიან დიდია, შესაძლებელია, გაქვთ გადამტებული მოლოდინი ცხოვრებისგან.
  5. თუ სახლს არ არტყია ღობე – გახსნილი და შინაგანად თავისუფალი ადამიანი ხართ. თუ არის ღობე, მაშასადამე, თქვენ აფასებთ პირად სივრცეს და იგივეს ითხოვთ სხვისგანაც ანუ არასდროს არ შეხვალთთ სხვის სივრცეში დაუკითხავად.
  6. თუ სასადილო ოთხში ვერ დაინახავთ საკვებს, ყვავილებს ან ადამიანებს – ეს იმას ნიშნავს, რომ შინაგანად ხართ  უბედური, მარტოსული.
  7. ჯამის სიმყარე (მასალა რისგანაც არის დამზადებული) – ნიშნავს რამდენად მტკიცე და მყარი ურთიერთობები გაქვთ ოჯახში.  თუ დაიანხეთ: ერთჯერადი, „პლასმასი“, შუშა… ამ შემთხვევაში შფოთავთ და განიცდით თქვენი ოჯახის მომავალს.. თუ ჯამი იყო ფაიფურისგან და მეტალისგან ე.ი. არ გაქვთ არაფერზე სანერვიულო.
  8. ის თუ როგორ მოიქეცით ჯამის დანახვისას, ახასაითებს იმ დამოკიდებულობას რომელიც გაქვთ ადამიანთან 1 კითხვიდან.
  9. წყალსაცავის ზომა  –  🙂 ეს არის თქვენი სექსუალური „მადა“.
  10. მეორე ნაპირზე გასასვლელად თუ რას აირჩევთ და არჩეულის შედეგად რაც მეტად დასველდებით, მით მეტ მნიშვნელობას ანიჭებთ სექსს ცხოვრებაში. შეიძლება სულაც წყლის ტრანსპორტიც (ნავი, ტივი..) იხილოთ. 🙂

მთავარია, პასუხები კითხვაზე გაცემილ იქნას დაუფიქრებლად. მხოლოდ და მხოლოდ ამ შემთხვევაში მიიღებთ, თქვენი ქვეცნობიერიდან რეალურ სურათს.

აი, ასე. გისურვებთ წარმატებებს.

სულ ეს იყო. გაიარეთ ეს ტესტი და შეიცანით საკუთარი თავი უკეთ.

შეგიძლიათ,  ქვემოთ დატოვოთ თქვენი კომენტარები.

გმადლობთ. 🙂 

16 thoughts on “ტესტი – რას გვეტყვის ქვეცნობიერი

  1. საინტერესი იყო მდაა :)) ეი ყველა სიტყვაზე ბებიაჩემს ვამბობ ხოლმე, საწყალი ბებიები მორიგებით ბრუნავენ საფლავში :)) ამიტომ ტყეში წასვლაც გარდაცვლილ ბებოსთან ერთად დავგეგმე, უცებ ეს მომაფიქრდა 🙂 ცხოველი დათვი წარმოვიდგინე :)) მის დანახვაზე მე კი არა ყველა გაიქცეოდით წივილით :)))) სახლი საშუალო ზომის, ხე აგურით ნაშენენები, ისეთი ბუნებას რომ შეეფერება, სახლს ღობე აქვს , ჯამი ალუმინის იყო,ანუ გამოდის შიგნით დათვის ოდენა პრობლემა მაქვს, მე კიდევ არ ვნერვიულობ :)))) მართალია, მასეა :)) ხო, წყალსაცავი დიდი და კამკამა იყო, ანუ კარგი აპეტიტი მაქვს , მაგრამ წმინდა სექსი მექნება მხოლოდ , სიკამკამე მაგასთან დავაკავშირე ,ანუ ჯვრისწერის გარეშე არაფერი იქნება :)) უკან დავბრუნდი , წყალსაცავს შემოვუარე ფეხით 🙂

    გმადლობთ :)))

    1. დათვი მეც წარმოვიდგინე, მაგრამ გაქცევა არ შიძლება.წყნარად უნდა გაჩერდე.

  2. ძალიან საინტერესო ტესტია 🙂 ყველაზე მთავარი ადამიანი ჩემი ქმარი აღმოჩნდა და ასეც არის,მისი იმედი მაქვს ყოველთვის და ჩემს ძირითად დასაყრდენს წარმოადგენს! გზაზე ულამაზესი შველი შემომხვდა,ესე იგი არ მქონია დიდი პრობლემა 🙂 მისი მოფერება მომინდა,პრობლემებსაც სიყვარულით ვაგვარებ 🙂 სახლი ბელეტაჟზე,ლამაზი და კოხტა,ღობის გარეშე,,,მაგიდაზე დამხვდა ლარნაკი ფერადი ყვავილებით! 🙂 ხის ჯამი ავიღე და ყურადღებით დავათვალიერე! აი წყალსაცავი კი იყო ცოტა მღვირე,მომწვანო, არც არის გასაკვირი 🙂 ჩემი სექსუალობა მკვეთრად დაქვეითებულია,არ დავსველებურვარ,გარშემო შემოვუარე მშრალად და გავაგრძელე გზა…

  3. yvelaperi gavige magram cxoveli shveli davinaxe,romelsac tvalebshi shevxede da vuyurebdi,mivedi kidec.mazoxisti var???)))))))cyali ki patara gube iyo romelsac gadavaxti da gzac davasrule.erti isaa chems shviltan davicye tyeshi seirnoba.es mainc maqvs normalurad davmshviddi))))))))))))))

  4. ხოოო /მე წითელქუდასთან ერთად გადავწყვიტე ტყეში წასვლა სადაც დათვი შემომეყარა და ჩემი რეაქცია/ჩემდა გასაკვირად/სიმშვიდე იყო.ღრმა ტყეში არაჩვეულებრივ სიმწვანეში საშუალო ზომის ხის სახლი დამხვდა/ღობის გარეშე ლამაზი შესასვლელით.სახლში ძირითადი ნივთები ხის იყო/მაგიდაზე მარტო ხილით სავსე ვაზა იდგა.ბუხარი ენთო და არაჩვეულევრივი სიმშვიდე სუფევდა.ძალიან არ მინდოდა იქიდან წამოსვლა.გარეთ რკინის ჯამი დამხვდა. რატომღაც ძაღლს დავუწყე თვალით ძებნა.წყალსაცავი პატარა და სუფთა იყო.მდორედ მიედინებოდა და არ მომინდა შიგნით შესვლა ამიტომ ხიდი მოვძებნე ფეხი რომ არ დამესველა-ეს ყველაფერი ჩემთვის ასე ჯღერს-ოთხი თვის წინ /ვცხოვრობდი უცხოეთში/ დავტოვე ქმარ-შვილთან ერთად საკუთარი ეზო-კარი და გავეშურე სხვა ქვეყანაში შვილებისთვის/მყავს5 შვილი/-უკეთესი მომავლის შესაქმნელად.ალბათ ძაღლის ძებნა ნოსტალგიაა დათვი კი ამჟამინდელი პრობლემები რომლის მოგვარებასაც ლოდინით ვაპირებ. მხოლოდ წითელქუდას როლი ვერ გავიგე? დიდი მადლობა ტესტისთვის.

  5. ტყეში ჩემს გვერდით ჩემი შვილები და მეუღლე, შემხვდა დათვი და ჩავეხუტე, სახლი საშუალო ზომის,ხის,ძალიან ლამაზი,აივნებით,საძინებლებით,მისაღებით, ლამაზი სამზარეულოთი, ლამაზი ეზოთი და ხედებით, არ აქვს ღობე,სასადილო ოთახში მაგიდაზე სხვადასხვა სახის საჭმელი ბარაქიანად,უამრავი ხილი ყველა სახის, ლამაზი ფერები,მაგიდის ირგვლივ ჩემი მეუღლე,შვილები,მშობლები,ოჯახის წევრები,ახლობლები,ჟრიამული და პოზიტიური განწყობა,ჯამი იყო ხის და გაჭირვებულებისთ
    ვის ჩავდე შესაწირი,წყალსაცავი სუფთა და კამკამა თევზებით სავსე ირგვლის სიმწვანეში,თუ ხიდია გავივლი თუ არადა შემოვუვლი გრძელი გზით

  6. ძალიან საინტერესო იყო, განსაკუთრებით იმ ნაწილში სადაც ჯამს რას უზავდითო გეკითხებიან და ამას პირველ კითხვასთან აკავშირებენ. სოუ >> ტყეში ჩემს ქმართან ერთად წავედი და ჯამი სახლში შევიტანე 😀

  7. ნაწილობრივ გამოხატა პასუხებმნა ჩემი ქვეცნობიერი მადლობა ტესტისთვის

  8. ძალიან საინტერესო და სახალისო ტესტია😊
    ტყეში შვილებთან ერთად მივდიოდი..მერე შველი შემოგვხვდა..მოვეფერეთ..ყვავილებში ჩაფლული სახლი მინდორში ღობის გარეშე..მაგიდაზე სამოვარი და ახლადგამომცხვარი ბლინები დაგვხვდა😀…ჯამი ხის იყო..ცარიელი..წყალი ჩავასხით წიწილებისთვის😊😊კამკამა და ლურჯი წყალსაცავი გამოძახებული კატერით გადავცურეთ😁😁😁ზღაპრის დასასრული💖💖💖👍👍👍

  9. ძალიან საინტერესო და სახალისო ტესტია😊
    ტყეში შვილებთან ერთად მივდიოდი..მერე შველი შემოგვხვდა..მოვეფერეთ..ყვავილებში ჩაფლული სახლი მინდორში ღობის გარეშე..მაგიდაზე სამოვარი და ახლადგამომცხვარი ბლინები დაგვხვდა😀…ჯამი ხის იყო..ცარიელი..წყალი ჩავასხით წიწილებისთვის😊😊კამკამა და ლურჯი წყალსაცავი გამოძახებული კატერით გადავცურეთ😁😁😁ზღაპრის დასასრული💖💖💖👍👍👍

  10. ძალიან საინტერესო იყო, ესე იგი მივდივარ ტყეში ჩემს შეყვარებულთან ერთად,შემხვდა მგელი რუხ ფერის ოღონდ არც ისე დიდი,მომინდა მოფერება რომელიც მშვიდი ჩანდა და მოვეფერე:))შემდეგ მინდორში ვხედავ დიდი 4 სართულიან ქვის სახლს,ძალიან ლამაზია და რომელსაც ღობე არ აქვს საერთოდ,:)) სამზარეულოში ირგვლივ ყველაფერი თავის ადგილზეა სუფთაა,მაგიდაზე ხილია,გარეთ გამოვდივარ და ვხედავ თეთრ ჯამს რკინის აი ისეთი კომუნისტების დროს რომ გვქონდა ყველას :))) მაგრამ რატომღაც ყურადღება არ მივაქციე და გვერდით ჩავუარე მგონი ცუდია:))(ცოტა ვერ გავიგე იქნებ ამიხსნათ ასეთი დამოკიდებულება მაქვს ჩემს შეყვარებულთან?) თან ეს ჯამი ცოტა ჭუჭყიანია ოდნავ თეთრი საღებავი აქვს ამძვრალი ასე დავინახე,რაც შეეხება წყალსაცავს ტბაა დიდი თუმცა ნაპირები ჩანს და ღრმაა მუწი მწვანე,წყნარია,ამ ტბას გადავცურავ იქვე მდგარი ხის ნავით:)) სულ ეს იყო:))მადლობა

  11. ტყეში მივდივარ ჩემს საყვარელ ადამიანთან ერთად.უცებ ლომი დავინახე და გავიქეცი.პატარა ლამაზი ხის კოტეჯი იყო ყვავილებში გარშემორტყმული.კი ქონდა ლამაზი ღობეც.სამზარეულოში საჭმელი არა მაგრამ ორი სანთელი ანათებდა მაგიდიდან შამპანურიც იდო ალბად რამე მისაყოლებელიც იქნებოდა.ჯამი? ჯამი ხისგან იყო გაკეთებული და დავინტერესდი შიგ რა იყო ჩასხმული.წყალსაცავი შეგუბებული მდინარე ღრმა ლურჯად მოკამკამე.მაგრამ მდინარე ანუ წყალსაცავი ვერ ან არ გადავცურე დავიწყე ბილიკის ძებნა ნეტა სადაა?

  12. მე ჩემს მეუღლესთან ერთად გავისეირნე,გზად შველი შემხვდა ახლოს მივედი და მოვეფერე,შემდეგ ხის პატარა სახლი დავინახე შევედი და დავინახე მოკრძალებული სუფრა და ყვავილები ლარნაკში,იქვე კრიალა ნაკადული დავინახე თავისთვის ჩუმად მოჩუხჩუხე გადავაბიჯე და გავაგრძელე გზა.

დაამატეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.