ჯადოსნური სიტყვები

0_c ერთი  ისტორია (ჩემი აზრით სახალისო) მინდა მოგიყვეთ, რომელიც რამდენიმე დღის წინ გადამხდა..

ალბათ,  ბლოგის და „ფეისბუკ“ გვერდის მკითხველებმა თუ ხელმომწერებმა იციან, რომ თითქმის, ყოველ პარასკევს  ვატარებ 1 უფასო ქოუჩ-სესიას მსურველებთან. ისინი, წინასწარ ავსებენ შეთავაზებულ ფორმას (რომელსაც ზემოთხსენებულ გვერდებზე ვანთავსებ). ივსება  კითხვარი. იქვე, ერთ-ერთ პუნქტში იწერება საკითხი, რომელიც მათთვის აქტუალურია  ცხოვრების მოცემულ ეტაპზე.

ერთ-ერთი, ასეთი გასაუბრების დროს გოგონა (დავარქვათ მას პირობითად თამთა) წერდა გარკვეულ საკითხზე, რომელიც (მისი აზრით), სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო. დავიწყეთ სესია. კითხვების დასმის შედეგად აღმოაჩნდა, მეტად პრიორიტეტული სხვა საკითხი იყო, რომელიც შევსებულ ფორმაში არ იყო მითითებული და არც კი ეხებოდა პირველ საკითხს.  ეგეც არაფერი, სესიის ბოლოსკენ კი ვიპოვეთ, სულ სხვა, მესამე სამუშაო (საქოუჩე) თემა. მოკლედ, ერთი აურზაურია, ჯერჯერობით, თამთას შინაგან სამყაროში.

მე, როგორც ქოუჩს, სულაც არ გამკვირვებია (ეს ეტაპი მეც გავიარე), თუ რატომ ჰქონდა ამდენი პრობლმები დახვავებული და გადაუჭრელი. მას წარმოგენაც არ ქონდა როგორ? საიდან? რანაირად? :(როგორც ქოუჩმა, რა თქმა უნდა შევთავაზე 3 თვიანი მუშაობა. თანაც ავუხსენი, თუ რა სარგებელს ნახავდა სესიების შედეგად, რომ ის ჯერ, შესძლებდა  ცხოვრებისეული საკითხების, მოწესრიგებულად თაროზე შემოლაგებას და შემდგომ, პრიორიტეტების მიხედვით, მათ ამოხსნასაც შეუდგებოდა.

პასუხად თამთამ არც აცია, არც აცხელა ალალად და გულღიად მიპასუხა:

რად მინდა სესიები? შენი ბლოგიდან ბევრ რამეს ისედაც ვიგებ. იმდენ რამეს შევხედე უკვე სხვანაირად… და საერთოდ – დეპრესიიდანაც კი გამომიყვანაო. ზამთარი ბლოგმა გადამატანინაოო….

ჰოოო.. ვაუუ…  🙂  😦  ზუსტად ამ სმაილებივით გაორებული გრძნობა დამეუფლა…

თან, რაღაცნაირი სიტყვები იყო. გულიდან… აი ისეთი წინასწარ რომ არ გიფიქრია რა თქვა, ენაზე როცა მოგადგება და უცერემონიოდ იტყვი. ტონიც შეესაბამებოდა. თანაც წაუკილოებდა, საყვარლად…

სჭირდებოდა თუ არა თამთას სესიები? ეს მისი გადასაწყვეტია. მე თუ მკითხავთ: სჭირდება, მაგრამ ამ ეტაპზე, არ იყო მზად რამის შესაცვლელად…

მადლობა მინდა თამთას გადავუხადო. ❤ მსგავსი შინაარსის, კომენტარები დევს ბლოგზეც და ისინი მაძლევს ენერგიას, მოტივაციას  მოგაწოდოთ ის მასალები, გაგიზიაროთ გამოცდილება, რომელსაც ვიღებ  წარმატების გზაზე სვლის პროცესში.  ❤ თითოეული თქვენთაგანის, ჩემთან  ბლოგზე შემოსვლა და მეტად  კომენტარი, საჩუქრია ჩემთვის. მადლობთ თქვენ ამისათვის.

ძალიან ხშირად, საოცარი გარდასახვის, გათვითცნობიერებების, გააზრებების და მიგნებების მომსწრე ხდება ადამიანი ქოუჩ-სესიებზე. რაც დრო გადის,  სულ მეტად ვრწმუნდები მის აუცილებლობაში და სარგებლიანობაში. ქოუჩ-სესია სჭირდება ყველას.

დღეს მსურს შემოგთავაზოთ 2 სიტყვა, რომელიც შეცვლის თქვენს ცხოვრებას – საკმარისი“ და  „ღირსი“.

თამთა, ხარ თუ არა  მზად? 🙂 ❤

მაშ, ასე დავიწყოთ „საკმარისი“-დან.

რატომ ვნერვიულობთ, ვშფოთავთ და ვწუხვართ?

რაღაც არ გვაკმაყოფილებს და არ გვყოფნის.

ასე არ არის?

არ გვყოფნის ფული, სიყვარული, ყურადღება,  თავდაჯერებულობა, გვაკლია სითბო და ა.შ.

მოდი, ჩავატაროთ დაკვირვება და იმის მაგივრად, რომ ჩავიციკლოთ იმაზე –  რა არ გვაქვს. დავიწყოთ ფიქრი იმაზე – თუ რამდენი რამე გავქვს. ნათელი გონება, მხედველობა, ჯანმრთელობა, ფეხები, ხელები, გვყავს დედა, მამა, შვილ(ებ)ი, მეუღლე, საყვარელი ადამიანები; მეგობრები, გარემოცვა; მატერილური ფასეულობები გვახვევია; გვაქვს სამსახური….

ღმერთი, სამყარო ყოველთვის  გვაძევს იმას, რაზეც ძალიან ხშირად ვფიქრობთ და რასაც, ყველაზე მეტად განვიცდით.

საჭიროა სიფრთხილე, თუ რაზე ვფიქრობთ და რას განვიცდით. ჩვენ უნდა შეგვეძლოს  აზრების სწორად ფორმულირება და შეგრძნება. თუ ფიქრობთ, რომ ვიღაცას არ უყვარხართ და განიცდით- ეს მოხოლოდ ფ ი ქ რ ე ბ ი ა , ამიტომ შეცვალეთ ისინი შემდგნაირად, უთხარით თავს:

ჩემ ცხოვერბაში არიანი საკმარისი ადამიანები, ვისაც ვუყვარვარ და ვინც მიყვარს!

1d81df7b41b7

რას გრძნობთ, როცა ამას ამბობთ? დარწმუნებული ვარ – სიხარულის გრძნობა მატულობს თქვენში. თქვით:

„მე მაქვს საკმარისი ფული!“

„მე ვარ საკმაოდ კარგ ჯანზე!“

„მე ვარ საკმაოდ ბედნიერი!“

„მე ვარ საკმაოდ მხიარული!“…..

შეგიძლიათ ამ სიტყვებს თამაშის ფორმა მისცეთ: „მე ვარ საკმაოდ ლამაზი, რაც მატებს დამაჯერებლობას!“

„ მე ვარ საკმაოდ შემოქმედებითი!“

„მე მაქვს საკმარისი ენერგია!“

„მე ვარ საკმაოდ კრეატიული! მე მაქვს საკმაოდ კარგი სამსახური!“….

იგრძენით ამ სიტყვების ძალა. ფეხზე დადექით, ხმამაღლა წარმოსთქვით…

ეთამაშეთ ამ სიტყვებს როგორ გინდათ! გაიხსენეთ ბავშვობა. გაიხსენეთ როგორ თამაშობდით? რას ამბობდით?.. სიტყვებში ეჭვიც კი არ შეგქონდათ, ისე ასრულებდით ჩამორიგებულ როლებს: ვითომ ეს ჩემი მანქანაა, ვითომ შენ დედა ხარ, ვითომ ეს შენი შვილია, ვითომ ეს შენი სახლია, ეს კი ჩემი… გაიხსენეთ, როგორ იყო ეს ყველაფერი, როცა გეგონათ, რომ ყველაფერი გქონდათ (წარმოსახვით) რასაც მოისურვებდით…

როგორც კი, დარდი შემოგეპარებათ გაიხსენეთ, ეგრევე, ზემოთ მოყვანილი სიტყვები და ჩამოაყალიბეთ წინადადება, სიტუაციის მიხედვით. წარმოსთქვით ხმამაღლა და დამაჯერებლად. მოიგონეთ სიტყვებით თქვენთვის საკურნებელი აფირმაცია და იმეორეთ ან დაკიდეთ თვალსაჩინო ადგილას.

უკმარისობა და უკმაყოფილებლობა, ეს არ არის ჩემი შემთხვევა  მე ყველაფერი მაქვს, თან უხვად და ბარაქიანად!

ავიღოთ მეორე სიტყვა „ღირსი“.

თუ  დღეს რამე არ გაქვთ, ეს იმას ნიშნავს: 1. არ გჭირდებათ 2. თავს თვლით უღირსად

ანუ ფიქრობთ – „არ ვართ ამის თუ იმის ღირსი“ ან „ვისჯები  და იმიტომ“... ძალიან ხშირ შემთხვევაში ჭარბობს ეს უკანასკნელი.

აქედან გამომდინარე, იგივე მეთოდით როგორც პირველ შემთხვევაში, შეუძახეთ თავს:

მე ვარ სიყვარულის ღირსი!“

„მე ვიმსახურებ საუკეთესოს!“

„მე ვარ ღირსი, მქონდეს მაღალი შემოსავლები!“

„მე ვარ ბედნიერების ღირსი!“

„მე ვარ ამ მანქანის ღირსი!“

„მე ვარ ცხოვრებაში ყველაფერი საუკეთესოს ღირსი!“

„მე ვარ ღირსი ვუყვარდე და მიყვარდეს ეს მამაკაცი ან ქალი!“

იმეორეთ, იმეორეთ მანამ, სანამ თავად არ დაიჯერებთ რასაც ამბობთ.

ამ შემთხვევაშიც, გაიხსენეთ ბავშვობა 🙂

მართალია, თავიდან თქვენი ცნობიერი შემოვა კამათში და დაგიწყებთ ჭიდილს – აბა, რას ბავშვობო? რას სულელობო? მაგრამ თუ არ შეშვებით აფირმაციების განმეორებას, რამდენიმე კვირაში მას მობეზრდება, მიხვდება რომ არ ხუმრობთ და თავს დაგანებებთ, 🙂 რაც ხელს შეუწყობს აზრების განმტკიცებას და მომავალში, მის რეალიზებას.

ეს ასე მუშაობობს! მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ თქვენ, მზად ხართ იმუშაოთ საკუთარ აზრებზე, შეხედულებებზე და მტკიცებულობებზე.

იმედია, თამთას სიტყვების არ იყოს, ეს სავარჯიშო დაგეხმარებათ, ცხოვრება გახადოთ უკეთესო.

მიმღები, მიიღებს…

გამგები, გაიგებს…

მზაობაში ადამაინი, დაუყონებლივ გადავა ქმედებაზე და გავა სასურველ შედეგზე.

57912610029b2ec6df903f625b7639fa

 სამყაროვ მე ვარ მზად, ყველაფერი საუკეთესოს მისაღებად ჩემს ცხოვრებაში!

 

თუ რამე სწორად ვერ ჩამოაყალიბეთ აფირმაციის შემთხვევაში დამიკომენტარებთ. კომენტარებს სიამოვნებით ვეცნობი.

გისურვებთ წარმატებებს!

ეფექტური აზროვნები ქოუჩი და წარამატების ტრენერი

თამარ კვარცხელია

http://kvaratskhelia.pro/

11 thoughts on “ჯადოსნური სიტყვები

  1. mogesalmebit. tamtas adgilze me chems tavsac vxedav,qalbatono tamar albat tqveni blogi zgvashi wvetia sesiebtan shedarebit, magram chven adamianebi romlebic vcdilobt ar gavyvet dinebas da daviwyot sakutari tavis gacnoba,gacnobiereba im didi wyalobisa rasac chveni , cxovreba hqvia da mistvis sasurveli mimartulebis micema (aseve cnobierad) tkveni blogi ukve shedegis momcemia. ristvisac me madlieri var.
    siyvarulit da pativiscemit mariami.

  2. მარიამ, ნამდვილად ასეა.
    ქოუჩინგ-სესიებმა სხვა აზროვნების სიხშირეზე გადამისროლა მე პირადად. როცა გავიაზრე ჩემში მომხდარი ცვლილებები, მის მერე გადავწყვიტე პროფესიადაც ამერჩია ის.
    ყველას ჩვენ-ჩვენი ცხოვრებისული ფაქტორების, ჩვენეული აღქმა გაგვაჩნია. რომელთა მეტი წილი საკუთარ გამოცდილებაზე არის ჩამოყალიბებული.
    თავის დროზე, როდესაც ჩემი ფასეულობები განიცდიდა რყევებს, არ მქონდა ბევრ კითხვაზე გაცემული პასუხები და ვერც ვერავინ მაძლევდა სათანადო რჩევას ან მე არ მესმოდა… გამოსავალი პრაქტიკული ფსიქოლოგიის წიგნებში ვნახე, პასუხები ვიპოვე და წლებია მუდმივ, დაუღალავ, სასიმოვნო პროცესად მექცა. ალბათ, ის რყევები წარსულში იყო საჭირო, მოვსულიყავი აქ სადაც დღეს ვარ და სხვანაირად არ შემიძლია.
    მარიამ, თქვენი კომენტარი კიდევ იმის დასტურია, რომ სამყარო ჩვენის საშუალებით ატარებს სათქმელს, რომელიც მიდის იმ ადამიანების გულებამდე, ვისაც ეს სჭირდება, როგორც ერთ დროს მოვიდა ჩემთან.
    მოხარული ვარ, რომ ეს ბლობი ეხმრებ მცირედად, მაგრამ მაინც, სხვებს „საკუთარი თავის გაცნობაში“ – როგორც თქვენ ამბობთ კომენტარში – ეს პატივია ჩემთვის.
    მადლობა თქვენ, რომ ეცნობით და მიზიარებთ შეხედულებებს. ❤

  3. იმედია თამთა უკვე არის მზად ყველაფერი საუკეთესოს მისაღებად სამყაროსგან, აუცილებლად დააჯერებს ქვეცნობიერს რომ ის თავისი ოცნებების და მიზნების ღირსია და იმსახურებს მათ…თუ არა და გაითვალისწიენებს და თავის რვეულში ჩაინიშნავს თქვენს აფირმაციებს… ეს რომ ჩავიკითხე, მომინდა რომ მომეწერა თქვენთან მაილზე. 🙂 ❤

  4. dzalian saintereso temebi gaqvt qalbatono tamar, imedia rogorc me ise bevr adamians daexmareba dzalian bevri sakitxis gadacyvetashi da tavisi survilebistvis scori gzis micemashi, madlobt rom arsebobt da miuxedavad tamtas pasiurobis mainc cdilobt rom daexmarot. gilocavt agdgomis brcyinvale dgesascauls ufali gfaravdet. da bolos me vurchevdi tamtas daescros tqves seminarebs.

  5. ბედნიერი ვარ, რომ აღმოგაჩინეთ ქალბატონო თამარ მაშინ,როცა ყველაზე მეტად მცირდებოდა 🙂

  6. DIDI MADLOBA KALBATON TAMAR. MARTLAC ROM DZALIAN BEVRS NISHNAVS TKVENI BLOGIS KITXVA CHEMTVIS MAGRAM SCORED ROM METI MINDA MIVIGO SIKVARULIT SAMKAROSAGAN DA TKVENGAN. AMITOM ME AUCILEBLAD GIERTDEBIT ZRDISPAKTORIS ME 7 SEZONZE. DIDI MADLOBA ROM MEGILEBIT CHEMS GVERDIT.

დაამატეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.