გამოხმაურებები – 6.06.2015

Nino Sekhniashvili

ძვირფასო თამარ! მინდა გადაგიხადოთ უღრმესი მადლობა 11118988_943395982347945_6877332059811311143_nდღევანდელი არაჩვეულებრივი ტრენინგისთვის!ტრენინგი იყო ძალიან საინტერესო, სასარგებლო, პროდუქტიული.  თქვენი უშრეტი ენერგიის და მაღალი პროფესიონალიზმის წყალობით დავიმუხტე უზარმაზარი პოზიტიური ენერგიით, გავამდიდრე ჩემი ცოდნა – როგორ გადალახო პრობლემები, როგორ მიიღო ცხოვრებისეული ფაქტორები, როგორ გადადგა წინ ნაბიჯი წარმატების მისაღწევად.შევიძინე აქამდე უცნობი გამოცდილება და ახალი მეგობრები!

წარმატებებს გისურვებთ თქვენს ამ კეთილშობილურ საქმიანობაში! იმედია კვლავ შევხვდებით! ❤

15517_959610604059816_3132068326139829308_n

 

Tamta Dokvadze

„ტრ03ენინგის სათაურიდან „რაზე გადის წარმატების გზა“ გამომდინარე მაინტერესებდა, რამდენად სწორად ვხედავ ჩემს თავს, როგორც წარმატებულ ან წარუმატებელ ადამიანად. რა გავაკეთო, რომ ვიყო უფრო მეტად წარმატებული.

ტრენინგმა სხვა კუთხით დამანახა ბევრი საკითხი. მივხვდი, მეტი და მეტი უნდა გავაკეთო, ჩემი მიზნის მისაღწევად და არასოდეს ვთქვა მასზე უარი.

კარგი იქნება, თუ ამ ტრენინგს დაესწრება ყველა ის ადამიანი, რომელმაც განიცადა მარცხი და სურს გადალახოს ის. მოვისმინე ინფორმაცია, რომელიც საჭიროა წარმატების, განვითარების გზაზე მდგარი ადამიანისთვის. გმადლობათ.“

Anna Kore

 11რას ველოდებოდი ტრენინგიდან?

პრობლემების გადაჭრის გზების დანახვას,იმის გაცნოიერებას თუ რა მიშლის ხელს წარმატების მიღწევაში.რა უნდა გავაკეთო, ან შევცვალო, რომ ყოველთვის მივიღო,ის რაც მინდა. ტრენინგმა ჩემ მოლოდინს გადააჭარბა. ბევრი რამ განვსაზღვრე ფასეულობების მიხედვით. გავაცნობიერე, როგორ გავიხადო მარცხი საუკეთესო მეგობრად. ვისწავლე პრობლემების და ცხოვრებისეული ფაქტორების გარჩევა ერთმანეთისგან. აღმოვაჩინე ერთი შეხედვით მარტივი, მაგრამ მიზნობრივად და ფსიქოლოგიურად გათვლილი ქმედება – პრობლემების გაშვების და წარსულიდან გამოსვლის 5 ოქროს წესი. გავაანალიზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, გავარღვიო ჩაკეტილი წრე შიშის , პასუხისმგებლობის აღება, საკუთარი თავის და შესაძლებლობების რწმენა…

მე მივიღე გადაწყვეტილება- მე უნდა ავიღო პასუხისმგებლობა ჩემს ყველა ქმედებაზე! მე გავაკეთე არჩევანი დავიწყე ეფექტური მოქმედება. ჩემი დევიზია anna don’t stop!

მინდა გითხრათ, რომ გუშინდელი ტრენინგის შემდეგ ემოციებით ვარ დატვირთული. გმადლობთ თქვენ ქალბატონო თამარ.

Teo Jikia

11693990_881233868578376_5287889444595578223_n       ტრენინგი „რაზე გადის წარმატების გზა“ – საკუთარი თავისთვის გაკეთებული საუკეთესო საჩუქარია. მათთვის, ვისაც სურს წარმატების მიღწევა, თუმცა, გარკვეული ფაქტორები უშლის ხელს ამაში, ეს ტრენინგი წარმატებისკენ მიმავალი ტრამპლინი გახდება.

        უღრმესი მადლობა მინდა გადავუხადო თამარს ძალიან საინტერესო ინფორმაციისთვის, უშრეტი ენერგიისა და უზარმაზარი პოზიტივისთვის, რომლითაც გაჯერებული იყო მთელი ტრენინგი.

         მინდა აღვნიშნო, ამ ფორმატის კიდევ ერთი უპირატესობა: ეს არ იყო მხოლოდ მოსაწყენი ლექცია ან გაკვეთილი. ტრენინგი დატვირთულია სავარჯიშოებითა და პრაქტიკული დავალებებით, რისი საშუალებითაც კიდევ უფრო უკეთ გავაცნობიერე საკუთარი ძლიერი და სუსტი მხარეები, თვალებში ჩავხედე „შიშებს“, აღმოვჩნდი პრობლემების წინაშე, დავისახე მიზნები და დავიწყე მოქმედება. ტრენინგმა დამანახა, რომ დროა, წარსულში დავტოვოთ ყოველგვარი უსიამოვნება, წარუმატებლობა, დავუმეგობრდეთ მარცხს და დავიწყოთ საკუთარი შეცდომების გამოსწორება. დიახ, გამოსწორება, არა წუწუნი და სხვაზე გადაბრალება, არამედ მათი მოგვარება და პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება. საინტერესო იყო ასევე სხვადასხვა წარმატებული ადამიანების ცხოვრებისეული ისტორიების მოსმენა. მათ მაგალითზე აცნობიერებ, რომ, მთავარია, არ დანებდე და იბრძოლო, რადგან  შეუძლებელი არაფერია, როცა ეს  რაღაც ძალიან გსურს.

        ყველა ადამიანს ვურჩევ ამ ტრენინგზე დასწრებას. ტრენინგი მართლაც ტრანსფორმაციულია. მისი გავლის შემდეგ საოცარ ძალას იგრძნობთ, ისწავლით პოზიტიურ აზროვნებას და გააცნობიერებთ სამყაროს იმ კანონებს, რომელთა დახმარებითაც წარმატების მიღწევა გაცილებით მარტივი გახდება.

დაამატეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.