იგავი უაზრო განცდებზე

ყველა ჩვენთაგანის ცხოვრებაში იყო შემთხვევა, რომელიც დიდი ხნის მანძილზე არ გვაძლევდა მოსვენების საშუალებას. ჩვენ ვატრიალებთ ამ მოვლენებს თავში გაუთავებლად და ვხარჯავთ ენერგიას უაზრო განცდებზე.

რა უნდა გავაmanaxკეთოთ?

პასუხს იპოვით ამ შესანიშნავ იგავში:

ერთხელ მოხუცი და ახალგაზრდა ბერი ბრუნდებოდნენ თავიანთ საცხოვრებელში.

გზას ჭრიდა მდინარე, რომელსაც წვიმების შედეგად ნაპირები ჩამორეცხა.

ბერებმა შეამჩნიეს, რომ იქვე ნაპირზე იდგა ახალაგაზრდა ქალი, რომელასაც ასევე სჭირდებოდა მეორე ნაპირზე გადასვლა, მაგრამ დაუხმარებლად ამას ვერ შეძლებდა.

აღქმა რომელიც ჰქონდათ ბერებს დადებული, მკაცრად უკრძალავდათ მათ შეხებოდნენ ქალს. ამიტომაც, ახალგაზრდა ბერმა დემონსტრატციულად გვერდი აქცია.

მოხუცი ბერი მიუახლოვდა ქალს, აიყვანა ხელში და გადაიყვანა მდინარის მეორე მხარეს.

მთელი დარჩენილი გზა ბერები დუმდნენ, მაგრამ როცა მიუახლოვდენენ საცხოვრებელს ახალგაზრდა ბერმა ვერ მოითმინა და ჰკითხა:

– როგრო შეგეძლო შეხებოდი ქალს, შენ ხომ აღქმა გაქვს დადებული?

რაზეც მოხუცმა მშვიდად უპასუხა:

– უცნაურია, მე გადავიყვანე ქალი და დავტოვე მდინარის მეორე ნაპირზე, შენ კი ჯერ კიდევ, აქამდე მოგყავს ის.

 

 

გაიარეთ რეგისტარაცია 21 დღიან ინლაინ ტრენინგზე #ზრდისფაქტორი და გადადით ცხოვრების ახალ ეტაპზე!

განთავისუფლება – პოზიტიური აზროვნება – თვითშეფასების ამაღლება

სრული ინფორმაცია: http://kvaratskhelia.pro/zrdisfactori/

2 thoughts on “იგავი უაზრო განცდებზე

დაამატეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.