დიახ, ადამიანო, შენთვის „მესიჯია“ სამყაროდან!

იმ, ავად მოსაგონარ ღამეს ვმუშაობდი ტრენინგზე და ტრეგედია ვერც გავიგე. ვწუხვარ… 😦  წვიმაც კი ვერ გავიგე, თუ ასთი ძლიერი იყო. როგორც კი გავაცნობიერე მომხდარი… აგერ უკვე მეხუთე დღეა – ვარ დამინჯებული, გაოგნებული, შეძრწუნებული. სისხლი მეყინება უმწეობისგან…

ვუსამძიმრებ ყველა დაღუპულთა ოჯახებს…

ვწუხვარ, დახოცილი ცხოველების გამო…

უმძიმეს წუთებში გადარჩენილებს, ვუსურვებ გამძლეობას.

ძალიან დაზაფრულები, უმწეოები  ვართ ასეთი ტრაგედიის წინაშე…

11-

 

არ მინდოდა არაფრის დაწერა, ისედაც ბევრი იწერება. მაგრამ ხელები ითხოვს კლავიატურაზე ავკრიფო ის რასაც ვგრძნობ. ვცდილობ, დავწერო ჩემი შეხედულება,  საკუთარ ბლოგზე.

დავიწყებ იქიდან, რომ კვანტური ფიზიკა სამყაროს აღიქვამს, როგორც უსაზღვრო დინამიური ერთობლიობის ქსელს. სადაც ყველაფერი, მოძრაობს, იცვლება და რაც მთავარია ურთიერთზემოქმედებს.. ჩვენ, ადამიანები არ ვართ ცალკე მდგომი დამკვირვებლები. კიდე, ზღვარი არ არსებობს. ჩვენ ვართ, ერთი გიგანტური მთლიანის შემადგენელი ნაწილები. სამყაროში  ზემოქმედებას ვახდენთ დანარჩენ შემადგენელზე და ისინი ზემოქმედებენ ჩვენზე, ანუ ყველანი ერთმანეთზე „ურთიერთზემოვქმედებთ“.

ზოგი იტყვის რა შუაშია ფიზიკა, სამყარო და ტრაგედია?

სამწუხაროდ, თავშია!!!

ალბათ, ზოგიც დასვამს კითხვას: მე როგორ შემიძლია ზემოქმედება მოვახდინი სამყაროზე, მე რა შუაში ვარო ამ ტრაგედიაშიო?

რა თქმა უნდა, პირდაპირ სამყაროზე, ვერ იქონიებთ ზეგავლენას, ირიბად კი…4992982_large

თქვენ თავისუფალი ხართ აზრების, სიტვების, შეხდულებების, დამოკიდებულებების, განწყობის არჩევანში.

ყველაფერი კი ენერგია.  აზრი, სიტყვა, შეხედულება  და ა. შ. ყველაფერი ენერგიაა.

ჩვენი აზრებით მე, შენ, ის, ჩვენ, თქვენ, ისინი ყველანი ვქმნით ენერგიას.

ღვარძლით, ბიღმით, გაუტანლობით, ერთმანეთის სიძულვილით იქმნება – დამანგრეველი ენერგია.

სიყავრულით, გვერდით დგომით, გამხნევებით, სიკეთის კეთებით, მიტევებით, იქმნება – აღმშენებლობითი ენერგია.

მხოლოდ და მხოლოდ გრძნობების და ემოციების ენა (და არა სურვილების) ესმის  სამყაროს. ჩვენ მათი საშუალებით ზემოქმედებას ვახდენთ  პირად ცხოვრებაზე,  რომელიც შესაბამისად ზემოქმედებს  გარემოზე.  საბოლოოდ მიდის სამყაროში, სადაც აირეკლავს ამ ყველაფერს და პროექცირებას ახდენს ჩვენსავე რეალობაში. სამყარო გვიბრუნებს ჩვენივე აზრებს, მისი ფიზიკური ექვივალენტის სახით.

უშვებ კარგს, გიბრუნებს კარგს…

უშვებ ცუდს, გიბრუნებს ცუდს…

აქ მაშტაბებიც გასთვალისწინებელი…

როცა, ძალიან დიდი რაოდენობით გროვდება უარყოფითი და  სჭარბობს დადებითს, ხდება მეტად დაგროვილი ენერგიის გარდაქმნა, მის ფიზიკურ ექვივალენტში.

მუშაობს უზარმაზარი გამომთვლელი მანქანა, რომელსაც ჰქვია სმაყარო და რომლის ყურადღების გარეშეც არ რჩება, ჩვენს გულის კუნჭულში გაპარული არც ერთი აზრი. სადაც არ უნდა წავიდეთ, რაც არ უნდა მოვიმოქმედოთ, ჩვენ ვქმნით ჩვენს რეალობას, იმ დაგროვილი ენერგიის შესაბამისად, რასაც ასე გულუხვად ვარიგებთ. გინდ დაიჯერეთ გინაც არა……

sky_and_face_outline_32127544

არ ვიცი, როგორ გამომდის სათქმელი…

მაგრამ, არა საკამათოდ…

დააკვირდით, თვენს ცხოვრებას გვერდიდან, რამოდენიმე წუთით:

აზე ფიქრობთ? რას ამბობთ? როგორ იქცევით?

ყველამ თავის გულში ჩაიხედოს და დასვას კითხვა:

რას ვაკეთებ მე ისეთს, რომ ასე სასტიკი, მტკივნეული, სასოწარკვეთად და გაუსაძლის ტკივილად მექცა რეალობა?

რა შეხედულებები,  განცდები და აზრები მაქვს,  გარემოებების, ადამიანების თუ მოვლენების მიმართ?..

სად ვერ ვპატიობ?  რა შემთხვევაში ვარ სასტიკი? ვის ვცდილობ, რომ ვატკინო? ვის ვაყენებ გაუსაძლის ტკივილს?

 დააქსირეთ, თქვენი შეგრძნებები ამ ტრეგედიის შედეგად და საკუთარ თავს ჰკითხეთ:

სად ვაკეთებ იგივეს, მე?

რა გითხრა სამყარომ, თქვენივე აზრების რეალიზებით?

რა მესიჯია და რა ზავნილია შენთვის?…

სად უნდა ისწავლო და რა უნდა გამოასწორო?

 დიახ ადამიანო,  შენთვის „მესიჯია“ სამყაროდან! ამჯერად, სასტიკი „მესიჯი“!

შევძლებთ კი, გავიაზროთ ეს ყველაფერი…

დაამატეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.