ნაკვალევი

sledდღეს, რატომღაც ბევრს ვფიქრობ ნაკვალევზე…

ნაკვალევზე, რომელსაც ვტოვებთ ადამიანები ერთმანეთის ცხოვრებაში.

შეიძლება, ზოგი ადამიანი სულაც არ ტოვებს არანაირ კვალს ან არც გვახსოვს ოდესმე გვინახავს, შეგვხვედრია თუ გამოვლაპარაკებივართ.

თუ გავიხსენებ და ავკინძავ პრადად ჩვემ ცხოვრებაში,  აჭრელდება მრავალფერებად. დაწყებული ბაციდან – მკაფიომდე.

არიან ადამიანები, როლებმაც ჩემში სითბო დატოვეს და დღესაც არ მტოვებს ეს შეგრძნება.

ზოგმა, მასწავლა როგორი არ უნდა ვიყო...

არიან ისეთები, ვინს წამის მეათედში გაიელვა და სათქმელი თქვა. ავად თუ კარგად …

და ის, მაინც ნაკვალევია…

ვიღაცა კი, შემოვიდა მცირე ხნით (ან უფრო მეტი დროით) და მაიძულა შემეცვალა ხედვა საგნების, გარემოებების და ადამიანების მიმართ.

ვიღაცამ, თავისი წასვლის შემდეგ დატოვა ერთი ორი ნოტი – დო, რე… ზოგმა მთელი მელოდია..

ვიღაცამ, გააჟღერა სიტყვები და ეს სიტყვები, მოგვიანებით,  გახდა ჩემი.

ალბომები და სიძველის სურნელი, სიხარულ ნარევი სევდა, მოგონებებად გადმოფრქვეული სიამოვნების განცდა… ბედნიერი წუთების შეგრძნებებით სავსე.

მდინარე?.. ჩემი მდინარე და ბედნიერი ბაშვობა… მისი დუდუნი.. ნაპირზე ეულად მდგარი ჭადარი, ჭადართა შორის…

ზოგმა ადამიანმა შემცვალა ისე, რომ სამუდამოდ მასწავლა ერთგულება.

ზოგმა კიდევ, ისეთი  „სიყვარული“ თუ სიგიჟე მაჩვენა, რომელიც დღემდე ვერ გამირკვევია – რა იყო ???

თუმცა…  არა, არა…

ვიცი პასუხი – ნაკვალევი!

ვიღაცის წასვლამ გადააფასა ცხოვრებაში პრიორიტეტები..

ვიღაცამ გამააზრებინა…

ვიღაცას მადლობა, რომ იყო…

ვიღაცას მადლობა, რომ მეტად აღარ არის.

slediვიღაცა კი დაიკარგა ისე, თოთქოს არც ყოფილა…

ვიღაცასთან, არც გამარჯობა და არც ნახვამდის არ ყოფილა…

ვიღაცა გავიდა, მისხალი სინანულის გარეშე…

ვიღაცა შემოვიდა, ზღვა სიყვარულით …

ვიღაცამ მასწავლა უანგარობა და მაგრძნობინა,   უპირობო სიყვარული…

ვიღაცამ დამანხა შესაძლებლობები…

ვიღაცამ მასწავლა ცხოვრებით ხალისი…

მადლობა, სამყაროვ ყველაფრისათვის!

საოცარია, ნაკვალევები ჩვენს ცხოვრებაში…  საოცარი…

 

სიყვაულით და მადლიერებით,  ქოუჩი და წარმატების ექსპერტი  თამარ კვარაცხელია

დაამატეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.