არ მისცეთ მამაკაცს ფული…

?????????

ყველაფერი ამ სამყაროში წარმოადგენს ენერგიას და მათ შორის ფულიც. კაცის ამოცანაა იფიქროს, იმოქმედოს, შექმნას ეს ენერგია, უზრუნველყოს და დაიცვას თავისი ოჯახი. ოჯახი, სადაც ქალი უქმნის მას კომფორტულ გარემოს, სისუფთავეს, სითბოს და ახვედრებს სიყვარულს.

როცა დედებო, ცოლებო, დებო, თქვენ აძლევთ თქვენს საყვარელ კაცს ფულს (ენერგიას), ეწევით მის კასტრაციას. ამ საქციელით ეწინააღმდეგებით ბუნების კანონებს – ცხოველებშიც, ფრინველებშიც ხომ „მამა“ დამცველი და შემომტანია, „დედა“- მზრუნველი და მფარველი.

ამ რამოდენომე დღის წინ, მქონდა ახლობელ ადამიანებთან საუბარი თემაზე, რატომ არის ზოგიერთი კაცი „სუსტი“.  რატომღაც ჩემმა აზრმა გამოწვია კამათი და დღეს თემაში შევეცდები ჩამოვაყალიბო და ვთქვა – რატომ ხდებიან მამაკაცები პასიურები.

ძალიან ბევრ ქალს უდგას პრობლემა ცხოვრებაში, როცა მისი საყვარელი მამაკაცი  არ მუშაობს, არ უზრუნველყოფს ოჯახს.

ეს სტატია არის საყურადღებო:

– თუ საყვარელ მამაკაცს, უჭირს გადაწყვეტილებების მიღება.

– თუ საყვარელი მამაკაცი არ მუშაობს და როგორც ეტყობა, არც აპირებს გაინძრეს.

– თუ საყვარელ მამაკაცს იდეები აქვს (ასე ვთქვათ – „იდეები აწუხებს“), მაგრამ საქმეში არასდროს გადაჰყავას.

– თუ საყვარელი მამაკაცი წუწუნებს, ცდილობს პასუხისმგებლობის თქვენზე აკიდებას.

……

რატომ ხდება ასე?

ახლობლებთან საუბარშიც ვთქვი და ახლაც გავიმეორებ (რამდენადაც გასაკვირად არ უნდა მოგეჩვენოთ ან პროტესტის გრძნობა გაგიჩნდეთ)  – შეცდომას უშვებს ქალი. ქალი პოტენციურად გაცილებით ძლიერი – გააჩნია მეტი ფსიქიკური და სასიცოცხლო ენერგიები. რაც კი ხდება მის გვერდით არსებული მამაკაცის თავს, წარმოადგენს ქალის გავლენას.

  • ზოგი ქალის გვერდით მამაკაცი მდიდრდება, ზოგის გვერდით ღარიბდება…
  • ზოგის გვერდით  საქმეები მისდის კარგად, ზოგის გვერდით, კარგავს სასიცოცხლო ძალებს…

ყველაფერი, ზემოთ ჩამოთვლილი დამოკიდებულია იმაზე თუ რითი ავსებს ქალი მამაკაცს.kacii

რატომ არ უნდა მისცეს  ქალმა, კაცს ფული?

ამ დროს, ქალი ენერგეტიკულად ანგრევს მას, რის შედეგადაც, მამკაცს უძნელდება დაიბრუნოს კაცური თვისებები. კაცი არაცნობიერად მდაბლდება და გადაიქცევა იმ პატარა ბავშვად, რომელსაც მუდმივად სჭირდება განებივრება ახალ-ახალი „სათამაშოებით“.

არასდროს არ მისცეთ საყვარელ მამაკაცს ფული! – გვაფრთხილებენ ფსიქოლოგები – არა აქვს მნიშვნელობა იქნება ის ქმარი, შვილი ან ძმა.

რა რთულ სიტუაციაშიც არ უნდა იყოს, რა მძიმე მდგომარეობაც არ უნდა ჰქონდეს – ეცადოს და ამოძვრეს სიტუაციიდან თავად. ეს გადააქცევს მას კაცად და არა ენერგეტიკულ „ინვალიდად“. მერწმუნეთ, ფულადი დახმარება ქალის მხრიდან არ სრულდება კარგად!

შვილსაც კი როგორც კი შეუსრულდება 18 წელი, ფული არ მისცეთ. მიდგეს-მოდგეს, გაინძრეს და გამოიმუშაოს. ამით დაეხმარებით გახდეს ნამდვილი კაცი, ხელს შეუწყობთ გახდეს დამოუკიდებელი.  საბოლოო ჯამში, შეძლებს პასუხისმგებლობის აღებას არა მატო საკუთარ თაზე, არამედ საყვარელ ადამიანებზეც.

და თუ თქვენ მაინც მიეცით კაცს ფული,  უნდა დაგიბრუნოთ ის სამმაგად!!!!

ეს შემთხვევა მისცემს მას განვითარების შანსს.

დედებო, დებო და ცოლებო მოდით „გულზე ხელი დაიდეთ“  და უპასუხეთ კითხვას:

  • რას ვგრძნობ, როცა კაცს ვაძლევ ფულს?
  • რა ემოციები მეუფლება ამ დროს?
  • მსიმოვნებს თუ არა ეს?
  • მინდა თუ არა ეს გავაკეთო?

დარწმუნებული ვარ, რომ უმრავლესობა თქვენთაგანი უპასუხებს უარყოფითად! რადგან,kaci განვმეორდები და ვიტყვი, როცა ქალი მამაკაცს აძლევს თანხას, ეს არის არა ბუნებრივი მოვლენა. კაცი, ჯერ კიდევ უძველისი დროიდან, არის – დამცველი, შემომტანი, მფარველი.

როდესაც ქალი აძლევს კაცს ფულს, ქალს უჩნდება პრეტენზია და აგრესია. ასეთი ქცევით,  ზიანდება ქალური ბუნება -უკმაყოფილოა, წყინს და ბრაზობს თავზე. ეს კი დამანგრეველი ენერგიებია.

… არა და ყველაფერი დაიწყო პატარა, უცოდველი გადაწყვეტილებით – „შემეცოდა“  ან „დავეხმარებ“, „გადავარჩენ“ ან „ამე ვუშველი“.

ახლობლებმა საუბარშიც სწორედ, ასე აღნიშნეს „გვეცოდებაო“, „სხვა გზა არ არის, შეიძლება თავს რამე უწიოსო“…

ანუ მამაკაცი როცა ხვდება, რომ მას მაინც მისცემენ, რაში სჭირდება ხელის განძრევა, თუ არ მისცემენ გადავა შემდეგ ეტაპზე: დაიწყებს მანიპულირებას, პროვოცირებას და თუ აქაც გაუვიდა… დაღუპულია კაცი და ეგ არის… 😦

კაცის ამოცანაა: უზრუნველყოს ყოველივე აუცილებელით , დაიცვას და აავსოს ოჯახი – ცოლი და შვილები.

ქალის ამოცანაა:სახლში უზრუნველყოს კომფორტი, სითბო და სიყვარული. იზრუნოს შვილებზე მანამ (ასევე კაცი ზრუნავს), სანამ გხდებიან დამოუკიდებლები და გაფრინდებიან მშობლიური ბუდიდან და ამავე დროს, ქალს არავითარ შემთხვევაში არ დაავიწყდეს საკუთარ თავზეც და თვითრეალიზებაზე ზრუნვა..

თუ ჩვენებურად გვინდა ვმართოთ ბუნების კანონები, დამარცხება გარნტირებილა. ამ შემთხვევაში, სახეზეა – კაცი როგორც ენერგეტიკული ინვალიდი...

გმადლობთ, რომ დარჩით ბოლომდე.

ჩვენ კიდევ გავაგრძელებთ მსგავს თემაზე საუბარს, თუ კი იქნება, თქვენის მხრიდან, დაინტერესება კომენტარებში. სათქმელი და შესაცნობი ჯერ კიდევ ბევრია!!!

 

პატივისცემით და თქვენს შესაძლებლობებში რწმენით

ქოუჩი თამარ კვარაცხელია

 

9 thoughts on “არ მისცეთ მამაკაცს ფული…

  1. სად არის ამ შემთხვევაში “გენდერული თანასწორობა ” ? რომელსაც მე არ ვეთანხმები,მაგრამ ბევრი ფსიქოლოგი ამტკიცებს. ამ სტატიას ვეტანხმები და ამიტომაც არ მომწონს გენდერული თანასწორობა.

    1. ბუნების წინააღმდეგ წასვლა არ მოგვიტანს კარგს. ქალი კაცი ვერ გახდება და კაცი ქალი. ორივე ერთიანობაში სრულყოფილებას და ჰარმონიულობას ბადებს. თუ კი ვინემს ეჩვენება რომ მას ჩაგრავენ ის იმიტომ, რომ შინაგანად მსხვერპლის როლშია და გენდერი არაფერ შუაში.
      ბუნებაში ცხოველებში და ფრინველებსიეს განსხვავება კარგად ჩანს და ჩვენც ამ საყაროს ნაწილი ვართ და გვინდა თუ არ გვინდა ადრე თუ გვიან წეშმარიტებას ვაღიარებთ. ეს ან მოხდება გააზრებულად და გონიერად ან უამრავ პრობლემაზე და წინააღმდეგობაზე გავლით.
      ყველას ჩევნი გზა გვაქვს ჭეშმარიტების შესამეცმად გასავლელი და ეს საოცარია.
      მადლობათ კომენტარისთვის

  2. მე ძალიან მომეწონა ეს სტატია ❤ ❤ მაგრამ ზოგჯერ ფსიქოლოგია ახლოსაა რაღაც წარმართულ ჩარჩოებთან, იქამდე მომწონს და ვეთანხმები, სანამ არ უპირისპირდება მართმადიდებლობას აზრობრივად. ხშირად თანხვედრაშია და უბრალოდ ტერმინოლოგიააშია განსხვავება. მაგრამ რაც შეეხება ამ თემას, მე მომწონს როდესაც კაცი ლიდერია, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მე მსხვერპლი ვარ. დისბალანსი არ უნდა დაირღვეს და ერთმანეთის უფლებები, თორემ იყოს ლიდერი. მომწონს , როცა მაMაცაია ოჯახში წამყვანი ფიგურა და უზრუნველყოფს ოჯახს ფინანსურად,მაგარმ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ქალს არ შეუძლია საკუთარი თავის რეალიზაციის მოხდენა. უბრალოდ პროვიკაციულად უდგებიან ამ საკითხს. მადლობა თქვენ

  3. tu vınme waıkıtxavs chems komentars da tan ıs adamıanı vısac xshırad ecodeba an cdılobs gaugos roca mısı qmarı ar mushaobs da mızezı arasdros eleva.umorchılesad gtxovt damıjerot sakutarı zalıan mtkıvneulı gamocdılebıdan rom maınc tu datmobaze waxvalt da gındat gamoscadot rısı gamketebelıa yvelaze metı anu maqsımum samjer daexmaret mere aucıleblad mıxvdebıt ra da rogor.vetanxmebı statııs avtors ARASODES MISCET MAMAKACEBS FULI.

  4. me damgupa mag shecodebam da bavshvebıc davgale mtelı cxovreba sıgarıbes da valebs ver gavcdı.aı exla gavaketebs zaxılshı.26 wlıs mere gadavdgı nabıjı da exla cota mocılebulı var magram bavshvebs ar asvenebs fulı unda ar mıvcemt da vals ıgebs .zalıan kargad vıcı ro chemı bralıa.aı dges aı xval.raqnas cudadaa.cudı droa samushao araaa xo ar moıparavs.aı davıgupe damıjeret da tu jer kıdev araa gvıan gamofxızldıt.

  5. ძალიან ცოდოა კაცი, რომელიც ქალის ვალიდან ვერ ამოდის, ფაქტებით ვიცი ეს 😃

  6. ძალიან კარგი სტატიაა!
    მაგრამ იმ ქალბატონების საყურადღებოდ, ვისაც მათი იმედი არ აქვს ან საკუთარი შესაძლებლობების რეალიზაციაზე ოცნებობს, არის ძალიან მაგარი საქმე, დამიკავშირდით პირადში, დაგეხმარებით! ეხება წარმატების მაძიებლებს!

დაამატეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.