ცნობიერის I – II – III დონე

msxverpl ხშირად, ვაფიქსირებ აზრს – ადამიანის წარმატება ან წარუმატებლობა მისი ცნობიერის მდგომარეობაა.

ცნობიერი მონაწილეობს – გადაწყვეტილებების მიღებაში, სიტუაციის ანალიზში, შეხედულებების, მტკიცებულობების და რწმუნებულობების ფორმირებაში. წარმატების ექსპერტებმა,  კარგად იციან,  რომ ორივეს (წარმატების ან წარუმატებლობის) საწყისი ჩვენი აზრებია.

გამახსენდა ერთი იგავი:

ახალაგაზრდა, მდიდარულად ჩაცმული კაცი, რომელსაც ეკეთა ძვირფასი  აქსესუარები, მიდის ბრძენთან და ეკითხება:

„მე მაქვს ყველაფერი. მივაღწიე რისი მიღწევაც კი შეიძლებოდა, მაგრამ ბედნიერება ვერ ვიპოვე. რა დავთმო იმისათვის, რომ ვიყო ბოლოს და ბოლოს ბედნიერი?“

ბრძენმა კარგად შეათვალიერა და მშვიდად უპასუხა:

„შენთვის ორი ამბავი მაქვს – კარგი და ცუდი. კარგი მდგომარეობს იმაში, რომ არ მოგიწევს ამ ყველაფერთან დამშვიდობება. სიღარიბე ვერ გაგხდის შენ ბედნიერს. ცუდი ამბავია – მოგიწევს დაემშვიდობო გაცილებით  მეტს – შენს აზრებს“

თუ ჩვენ არ მოგვწონს ის რეალობა, რომელშიც ვცხოვრობთ, მაშინ, გადასახედია ჩვენი აზრები. ჯერ კიდევ ალბერტ აინშტაინმა თქვა  – „პრობლემის გადაწყვეტა შეუძლებელია, ცნობიერის იმ დონეზე, რომელზეც ის წარმოიშვა“.

წარმატების ექსპერტები თვლიან, რომ არსებობს ცნობიერის სამი დონე, რომლებიც რადიკალურად განსხვავდება ერთმანითისაგან და თითოეული მათგანი განსაზღვრავს, ადამიანის ცხოვრების ხარისხს. თითოეული დონე, თავის თავში მოიცავს, ამა თუ იმ შეხედულებების, ცხოვრებისეული წესების, ფასეულობების და რწმუნებულებების ნაკრებს.

ეს ყველაფერი, არ არის მოცემულობა, მიიღეთ ისე როგორც გსურდეთ.

მაშ ასე, დავიწყოთ:

ცნობიერის პირველი დონე – „მსხვერპლი“

სხვასთან შედარებით, ამ დონეზე ადამიანები იმყოფებიან მეტობაში. ისინი ძირითადად ცხოვრეობენ თვითგადარჩენის ინსტიქტით, საკუთარ ცხოვრებაზე მუდმივ ფორიაქში და შიშში.msxverplii

გამოთქვამენ უკმაყოფილებას – სამსახურის თაობაზე, უფროსზე, მეგობრზე, ხელისუფლებაზე, ცხოვრებაზე საერთოდ. გამუდმებით წუწუნებენ და გარემოებების მსხვერპლად მიიჩნევენ თავს . მათი სიტყვები დაახლოებით ასე ჟღერს: „მე რომ პატრონი მყოლოდა“, „ნორმალურ სამსახურს სად ნახავ“, „აი, ასეთ ხალხს, აქვს ფული..“ „სამსახურს თავს ვერ დავანებებ, მიხუხედავად იმისა, რომ მძულს, საქმე რომელსაც ვაკეთებ“ „ მომბეზრდა, მაგრამ სხვა გზა არ არის“ „ვალდებული ვარ“ ….

გეცნობათ?

იყო ცნობიერის „მსხვერპლის“ დონეზე, არც კარგია და არც ცუდი. ყველა თვითონ წყვიტავს – რა აზრებს ატარებდეს, როგორ მეტყველებდეს და როგორ მოქმედებდეს. საქმე, იმაშია, რომ ამ კატეგორიაში მყოფთათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია კონფორტში ჯდომა, ურისკო ცხოვრება, გარანტიები ცხოვრებაში. ამიტომაც მათი უმრავლესობა ირჩევს დაქირავებულ შრომას (ანუ მუშაობას „ვიღაცაზე“), რათა ჰქონდეთ გარანტირებული, მოჭრილი ხელფასი ყოველი თვის ბოლოს, ოცნებობენ – იმუშაონ  და დაბერდნენ ერთ სამსახურში, ერთ კოლექტივში და გავიდნენ პენსიაზე ბედნიერად…

ნებისმიერი ცვლილებები, მათ ცხოვრებაში აღიქმება ძალიან მტკივნეულად, როგორც საშიშროება. ისინი დარწმუნებულნი არიან, რომ ცხოვრება ბრძოლაა.. და ომობენ, მთელი ცხოვრება საკუთარ თავთან და საერთოდ, ცხოვრებასთან.

ცნობიერის მეორე დონეა – „ბატონ-პატრონი“

ადამიანები, რომლებიც იმყოფებიან ცნობიერის მოცემულ დონეზე, მათთვის შეუძლებელი არაფერია. მათ სჯერათ საკუთარი თავის და  საკუთარი წარმატების ცხოვრებაში. ამ ადამიანებს კარგად აქვთ გააზრებული, რომ სამყარო სავსეა შესაძლებლობებით და საჭიროა მოქმედება.msxver“ბატონ-პატრონის“ ცნობიერის  ადამიანებს ახასიათებთ გადაწყვეტილების სწრაფად მიღების, მოქმედების უნარი და აღწევენ მიზანსაც. ისინი თავს გრძნობენ, თავისი ცხოვრების ბატონ-პატრონად. ეს იმას ნიშნავს, რომ პასუხისმგებლობა აქვთ აღებული, საკუთარ თავზე და არ უყურებენ ხელში არავის, როგორც პირველი დონის შემთხვევაში.

მათგან ვერ გაიგებ ისეთ დიალოგს როგორიცაა: „რატომ მაინც და მაინც მე უნდა შემთხვეოდა?“… რადგანაც, ამ კატეგორიაში მყოფმა დამიანებმა კარგად უწყიან, რომ ნებისმიერი პრობლემა რომელიც მათ ცხოვრებაში წარმოიშობა, არის ახალი კარები უკეთესი შესაძლებლობებისკენ… სწორედ, ასეთ ადამიანებთან საქმდება ხალხი, პირველი დონიდან. მათ უმრავლესობას აქვს საკუთარი საქმე, ბიზნესი, საწარმოები…

იმისათვის, რომ გადახვიდე „მსხვერპლის“დონიდან, „ბატონ-პატრონის“ დონეზე საჭოროა აზროვნების ტრანსფორმაცია  და ცხოვრებისეული პარადიგმის შეცვალა და დრო… სხვანაირად შეუძლებელია!!!!!

ცნობიერის მესამე დონე – „ჯადოქარი“

ეს არის, ცნობიერის ყველაზე მაღალი დონე. ადმიანების ძალიან მცირე კატეგორია ადის ამ საფეხურზე. ისინი დარწმუნებულები არიან – ცხოვრება სავსეა, იმ ყველაფრით, რაც გინდა და ყველასათვის ყველაფერი საკმარისია. მათ გააჩნიათ განსაკუთრებული აზროვნება – არ სჯერათ არანაირი „ცრურწმენის“, „ბედის“ „იღბაuspლის“.  კარგად ესმისთ – იმისათვის, რომ „რაიმე“  შეცვალო ბედში, „რაიმე“ უნად შეცვალო შენში. მხოლოდ, ასე შეიძლება მიიღო ეს თუ ის სიკეთე ცხოვრებაში. ისინი იღებენ ცხოვრებისგან იმას, რაც სურთ და ამას ახერებენ იმდენად სწრაფად, იამდენად სწაფადაც შეძლებენ გააზრებას – რა უნდათ და რატომ უნდათ.

„ჯადოქრებს“ ახასიათებთ პოზიტიური აზროვნება და თუ შემოეპარებათ ნეგატივი, შეუძლიათ მისი მომენტალური ტრანსფორმირება. პრობლებეს იღებენ, როგორც საშუალებას გაიუმჯობესონ ცხოვრება.

პრობლემა, ჭრაჭუნა ქაღალში შეფუთული შესაძლებლობაა. 

ისინი მიიწევენ წინ, მუდმივად ვითარდებიან, აღწევენ ყველაფერს რასაც მოისურვებენ. სასურველს იღებენ შინაგანი მუშაობით და არა გარეშე ფაქტორების მიმართ ან რეალობასთან ბრძოლოთ. როგორც წესი ასეთი ადამიანები, არიან დიდი ქველმოქმედნი, ტრიალებენ წარმატებულ ადამიანთა გარემოცვაში. ასხივებენ სიკეთეს და სიყვარულს.

რა გამოდის?

როგორც ფოქრობთ,  ისე ცხოვრობთ!

ეგ, როგორ?

რა უნდა მოვიმოქმედოთ, რომ გავიუმჯობესო ცხოვრების ხარისხი?

თუ ეს კითხვები გაგიჩნდათ და გინდათ პასუხის პოვნა, პასუხებს ვერ იპოვით გარეთ, გარემოებების შეცვალში ან ცხოვრებასთან ბრძოლაში.

მაშ, როგორ უნდა მოიქცეთ?

თავდაპირველად, მოაწესრიგეთ მოსაწესრიგებელი, დაალაგეთ „ტვინი“ – შიგ მოარული აზრების სახით. გადახედეთ ცხოვრებისეულ პარადიგმას – რაზე ფიქრობთ, რა შეხედულების ხართ საკუთარ თავზე, გარშემომყოფებზე, ადამიანებზე საერთოდ… რა შეხედულებები, რწმუნებულობები, ფასეულობები და უპირატესობები გაქვთ ცხოვრებაში.

სრულებით შესაძლებელია, პრეტენზია გქონდეთ, რომ ხართ ცნობიერის „ბატონ-პატრონის“ დონეზე და თუმცა, სინამდვილეში აზროვნებდეთ როგორც „მსხვერპლი“…

ასე, რომ განსაზღვრეთ, როგორს ხედავდეთ თქვენს ცხოვრებას? შემდეგ, შეხედეთ რომელ ცნობიერის დონეს შეესაბამება სასურველი და გადადით მოქმედებაზე.

იმიქმედეთ! იმიქმედეთ! იმოქმედეთ!

წარმატებებს გისურვებთ!!!

 

Advertisements

19 thoughts on “ცნობიერის I – II – III დონე

  1. ხალხს ულაყებთ ამ ქადაგებებეით ტვინს,ვიტომ რამე იცით,და ამ საშუალებით გინდათ იშოვოთ თქვენი ფული,მეტი მიზანი ამ მოქმედებაში,,,ჯერ ერთი ყველა ერთი შესაძლებლობით არ იბადება,მეორე, გარემობა დიდ გავლენას ახდეს ჩვენსავე სულიერ და გონებრივ მონაცემებზე,და იშვიათია ისეთი სულელი,ყველაფერი შეეძლოს და არაფე

    რი ინდომოს,,,დღესვე შევცვლი აზრებს ,მაგრამ თუ ვერ შევძელი შეცვლა რეალობის,აზრების შეცვლა ადვილია,,,ერთი ჩემს მდგომარეობით დაბადებულიყავით,მაგ გონებითვე და რას სეჩვლიდით და როგორი იქნებოდით,მერე დავიჯერებდი თქვენს ქადაგებებს…ფარისევლები ხართ.ვითომ სხვაზე მეტი იცით რამე…ხო დაიწყებთ ეხლა რომ ეს თქვენ არ გეხებათ და ვიღაც სულელი ვარ,ან გაბოროტებული…უბრალოდ ნუ აგიჟებთ რა ხალხს,თქვენი უპირატესობის დაჯერების გამო,რომ რაღაცით იცხოვოთ,

  2. არც ჩემს არსებობას ვმალავ,ნინო ვარ ხელაშვილი,ნებისმიერ დროს დამირეკეთ და ამას ისედაც გეტყვით პირადად,592001485,,ნუ უბურღავთ ტვინს ხალხს,,,შესაძლებლობები თუ გააქვს ისედაც გამოიყენებ,აზრები განწყობას ცვლია,და არა რეალობას…და ვინმე თუ სუსტია,ყველა თქვენნაირი გონებით არ იბადება,რომელიც თქვენმავე გარემოება ჩამოაყალიბა…

    1. მადლობა ნინო კომენტარისთვის გამბედაობისთვის.
      ო, ნინო ძვირფასო, ვინმემ გაიძულათ ჩემთან, ბლოგზე სტუმრად შემობრძანება?
      მე მაინც გილოცავთ!
      ვხედავ ცხოვრებაში ცვლილებები გჭირდებათ, რადგან გატყობთ ძალიან გეტკინათ მსხვერპლის როლში თავის აღმოჩენა, თუმცა ეწინააღმდეგებით. საქმის მეოთხედი გაკეთებულია… თუ კი გინდათ ამ მდგომარეობიდან გამოსვა გააგრძელეთ კითხვა ან ცხოვრების გაკვეთილების გავლა თქვენებურად.

      ნინო ძვირფასო, ამ კომენტარში გაცილებით მეტს ვკითხულობ, ვიდრე წერთ. ეს არის სასოწარკვეთილი, იმედგაცრუების, ბრძოლისგან დაღლილი ქალის კივილი… როგორ მეცნობა ეს ყველაფერი…

      ჩვენ გვაქვს ის რისიც გვჯერა. ჩვენი შეხედულებები გვაცხოვრებს ის სადაც ვართ.
      მესმის რომ ეს ადვილი არა არის, ამიტომაც შეიქმნა სფერო, რომელსაც მე ვემსახურები.

      „სიტყვებს რომელსაც მეუბნებით გეკუთვნით თქვენ, მე მეკუთვნისის სიტყვები რიმელსაც მე გეუბნებით“ – მგონი რემარკმა თქვა (შეიძლება მეშლება).

      შემთხვევით არაფერი ხდება. სულაც არ ვთვლი თავს,რომ ვდგევარ ვინემზე დაბლა ან მაღლა. თქვენ ჩემი სარკე და სულის ნაწილი ხართ. მე მჯერა თქვენი და თქვენც დაიჯერეთ ჩემი. ტყულუბრალოდ ამ ბლოგს არ ესტუმრებოდით. მე ვაკეთებ ჩემს საყვარელ საქმეს მთელი გულით და სულით, რაც მთავარია სიყვარულით. არის ამაში რაღაცა რაც უნდა წაიკითხოთ მესიჯის სახით, როგორც თქვენს ნაწერში გზავნილი არის ჩემთვის. მივხვდი სამყარომ რა მესიჯიც გამომიგზავნა თქვენი კომენტარით – რალიზებული და ბედნიერი ადამიანები მომრავდეს…
      შეგიძლიათ კიდევ ბევრჯერ შემოხვიდეთ გვერდზე და ნალ-ნელა მოახდინოთ სასიკეთო ძვრები ცხოვრებაში და შეგიძლიათ, მეორე, იყოთ იქ სადაც ხართ და დაიჯეროთ ის, რისიც ეხლა გჯერათ.

      საუთარი თავის უფალი ხართ თქვენ.

      ხალხზე აპელირება არ წაგადგებთ. უფრო მარტივი იქნებოდა დაგეწერათ: რატო მილაყავთ ტვინსოოო…
      თავდაცვის პოზიცია – მოჩვენებითი წამებული და გმირის როლიც, არ ვიცი, აბა??? თქვენ უკეთ იცით, თქვენი საქმის… არც მე ვაპირებ რამის მტკიცებას და არა მგონია სხვამაც თქვენი გადარწმუნება მოინდომოს. ყველას ჩვენი გზა გვაქვს…
      მთავარია, გულახდილობა საკუთარ თავთან…

      წარმატებები!

      1. ქალბატონო თამარ… შეიძლება ჩემ თავზე ბევრს ვიღებ ამას რომ გეუბნებით მაგრამ – დრო და ენერგია რომელიც თქვენ ნინოს პასუხის გასაცემად დახარჯეთ მე რომ მე ვარ, მე დამენანა… მსგავსი აზროვნების ტიპებს უკვე შესისხლხორცებული აქვთ პირველ დონეზე ყოფნა.. ეგ კი არადა “დაჟე” სიამოვნებთ და ვერც წარმოუდგენიათ საკუთარი ცხოვრების (აზრების) ბატონ-პატრონებად გახდომა რომ შესაძლებელია… სამაგიეროდ ოდესმე თუ თვალს აიხელენ და სწორ ცხოვრების წესს მიყვებიან დიდია ალბათობა რომ ბევრზე მეტი შეძლონ.. მაგრამ ხომ ვამბობ თითქმის წარმოუდგენელია მათთვის შეხედულების შეცვლა. არ სურთ და ძალით სხვა ვერ შეუცვლის ადამიანს შეხედულებას თავად თუ არ იმუშავა საკუთარ თავზე.. ის კი არ აპირებს როგორც ჩანს..

    2. ninos vetanxmebi ragaceebshi, tumca aq bevri sasargeblo statiaa ubralod dzalian didi sifrtxile ginda aq rac weria da rasac daweren yvelaferi dasajerebeli araa!

      1. გიორგი, ალბთ, მართალი ბრძანდებით თქვენი გადმოსახედიდან.
        ჩემთვის ეს სტატია (სხვა დანარჩემები რაც ბლოგზე მიდევს) მისაღებია (ჩემი ცნობიერის ამ დონეზე). ისინი მუშაობენ ჩემთვის და იმუშავებს მათთვის, ვინც გამოიყენებს(ამაზე უამრავი ყოველ დილით „პირადში“ მოსული სამადლობელი წერილები მეტყველებს).
        სიფრთხილეს რაც შეხება.
        სიფრილეს ვცნობ მხოლოდ, უპარაშუტოდ გადმოხტომის მსგავს სიტუაციებში…
        ჩემი გადმოსახედიდან, (ჩემი გამოცდილება არის პანაცეა) – რაც მეტად ვიფრთხილე ცხოვრებაში, მით მეტი შეცდომები დავუშვი, რომელსაც მეორე შანსი რომ მქონდეს, არ დავუშვებდი.
        ამიტომ გადავწყვიტე გავყვე გულს მას რა უნდა სინამდვილეში (ქალი ვარ და ამიტომ)… (მამაკაცური ფაქტორია – როდესაც ლოგიკა უფრო ძლიერე მუშაობს)
        ამიტომ, არჩევანს ვაკეთებ ცხოვრების მრავალფეროვნებაზე, მისით ხარებაზე, სიუხვებზე და ბედნიერებაზე. ამისთვის გავაკეთებ ყველაფერს(ფასეულობებზე დაყრდნობით), მოვსინჯავ ყველა გზებს და მივალ იქ საითკენ მივისწრაფი – მქონდეს სისავსის, ბენიერების და უპირობო სიყვარულის მდგომარეობა.
        მადლობა კომენტარისთვის.

    1. ყველას პრობლემა სვადასხვა და შესაბამისად პასუხებიც, ეკა.
      ჩამოწერეთ მინიმუმ 10 გზა მის გადასწყვეტად და გადადით ქმედებებზე დაყოვნებლივ.
      დაუსვით თავს კითხვა: რას მასწავლის ეს პრობლემა? რა გაკვეთილს ვიღებ მისგან? რა შესაძლებლობები დევს მასში?
      პასუხები მხოლოდ თქვენშია

  3. ninos vetanxmebi ragaceebshi, tumca aq bevri sasargeblo statiaa ubralod dzalian didi sifrtxile ginda aq rac weria da rasac daweren yvelaferi dasajerebeli araa!

  4. ra aurzauri atexet am saintereso statiaze ? adamianma tu moindoma yvelafers shedzlebs da yvelaferi migwevadia , ra es ambavi exla gaigo zogma? tu moindomebs adamiani ra pirobebshic ar unda iyos is mainc miagwevs mizans. es dadasturebulia rogorc mecnierul doneze ise praktikulad,

  5. იმისათვის, რომ „რაიმე“ შეცვალო ბედში, „რაიმე“ უნად შეცვალო შენში. ai es winadadeba statiashi zustad aris astrologiuri principi. sanam sakutar tavshi ar shecvli rames araferi gamova.

  6. nino rac sheexeba tqvens mdgomareobas komentaridan ver vimsjelebtt verafers , tumca daxmareba , rom gindat tavadd grdznobt amas da amitomac wert ase “agresiuls “ver vuwodeb albat ufro tkivilianad. tqven ufro qaosur mdgomareobashi xart da sanam es ar dalagdeba dzneli iqneba gzis danaxva, dae mshvidobianad gepovot tqveni gza, simshvide da siyvaruli gepovot uflis wyalobit . :*

დაამატეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s