ნუ დაუწუნებთ მამაკაცს საჩუქარს

podarokდაპირებისამებრ, გთავაზობთ თემას სერიიდან  –  „რატომ არ იღებს პასუხისმგებლობას მამაკაცი, ქალის უზრუნველყოფაზე“. რამდენად ძნელად აღასქმელად არ უნდა ჟღერდეს: შეცდომებს ვუშვებთ ქალები.

ამ რამდენიმე დღის წინ გაგიზიარეთ თემა „არ მისცეთ მამაკაცს ფული“. იყო გამოხმაურებები, მადლობა მინდა გადაგიხადოთ. როგორც  სჩანს, აქტუალურია ურთიერთოების ეს კუთხე წყვილებში. გავაგრძელებ  და შემოგთავაზებთ  საკითხის განხილვას – რატომ არ უნდა ვთქვათ უარი, საყვარელი მამაკაცის მიერ მორთმეულ მცირეოდენ საჩუქარზეც კი.

მაშ ასე ვიწყებთ:

როცა, ქალს უჭირს კაცისგან საჩუქრის მიღება არ მოსწონს და აკრიტიკებს, ეს არის არც მეტი და არც ნაკლები – წყევლის მსგავსი.

დიახ, დიახ არ მოგეჩვენათ!i

ქალი – სიმბოლო და მატერიალური კეთილდღეობის ენერგიაა. გაანებივრო ქალი – ნიშნავს, ასე რომ ვთაქვათ, გული მოუგო „სიმდიდრის და კეთიდღეობის ღმერთს“.

განვიხილით ქალის რეაქცია საყვარელი მამაკაცისგან საჩუქარაზე.

ორი შემთხვევა  :

  1. ქალი საჩუქარს, თუნდაც მციერეოდენს, იღებს სიხარულით. ამ დროს, ფაქიზ ენერგიების დონეზე ხდება ენერგიების გაცვლა. რის შედეგადაც, მამაკაცისთვის იხსნება დიდი ენერგეტიკული ველი მოქმედებებისთვის და მორიგი წარმატებებისათვის.
  2. როდესაც ქალს არ შეუძლია საჩუქრის მიღება და ამბობს „ეს ხომ ასეთი ძვირია! რაში დახარჯე ფული… რად  გინდოდა ამის ყიდვა“… ის „წყევლის“  და ბლოკავს კაცის კეთილდღეობას. რის შედეგადაც, ფული მიდის მამაკაცისგან  (ყოველ შემთხვევაში მანამ, სანამ, არ იპოვის ქალს, რომელიც სიამოვნებით მიიღებს საჩუქრებს).

რა ხდება თქვენ შემთხვევაში:

chto-nel-zya-darit-zhenshhinam

  • იღებთ თუ არა საჩუქრებს თქვენი საყვარელი მამაკაცისგან?
  • გახარებთ თუ არა, თუნდაც, მცირედი საჩუქარი?
  • მთელი გულით, ხდება თუ არა საჩუქრის მიღება?
  • გრძნობთ თუ არა თავს კარგად, როცა გასაჩუქრებენ?

როგორ იქცევიან ე.წ. საყვარლები?

+ ითხოვენ და ეუბნებიან რა უნდათ.

+ სიხარულით ღებულობენ სასურველს.

+ ტრაბახობენ საჩუქარზე ყველგან, სადაც კი მოახერხებენ.

მამაკაცი ამაყია რომ მოახერხა ქალის გახარება. მამკაცაცი ბედნიერია და რეალიზებული, თუ შეძლო ქალის გაბედნიერება.

რას აკეთებს ამ დროს ე.წ. კანონიერი ცოლი? ზოგავს, ინახავს, ეკონომიის რეჟიმი აქვს ჩართული… ძალიან ხშირია, როცა ცოლი უკმაყოფილოა  და გულგრილია საჩუქრის მიმართ ან უფრო უარესი, გააჩუქრებს  სხვაზე შეცდომაა!!! თუ საჩუქარს არ იღებს ქალი, თანაცხოვრება კარგავს აზრს. ამიტომ, გააფართოვეთ თქვენი დაშვებადობა, ისწავლეთ  სურვილების ხმამაღლა თქმა და მიიღეთ მთელი გულით სასურველი.

მიმღებლობის მედლას აქვს მეორე მხარეც – როცა ქალი იღებს და ითხივს არაჯანსაღად. მას ეცოტავება, არაფერი არ აკმაყოფილებს, გაუმაძღარია. ეს დამანგრეველია კაცისთვის – ის გამოიფიტება, რადგანაც საყვარელი ქალი მისით გამუდმებით უკმაყოფილოა და უბედური.

როგორ გამოვასწოროთ მდგომარეობა?pair-with-presents

დაიწყეთ, ყოველ დღე ღმერთის მადლიერებით, რომ გყავთ ადამიანი რომელიც თქვენზე ფიქრობს.

უთხარით საკუთარ თავს:

„მართალია, მოცემულ მომენტში უკმაყოფილო ვარ ქმრის საჩუქრით, მაგრამ მე დიდი სიხარულით და მადლიერებით მივიღებ ნებისმიერ მის მიერ გამოჩენილი ყურადღებას“.

გარკვეული დროის შედეგად, თქვენი დამოკიდებულება შეიცვლება.

ეს, რაც შეეხებოდა მიმღებლობას.

გამიზიარეთ რანდენად მოგწონთ თემაში მოყვანილ საკითხები. რამდენად მისაღები და გასათვალისწნებელია ის?

მე კი ვაგრძელებ რუბრიკას: „რატომ არ იღებს პასუხისმგებლობას მამაკაცი, ქალის უზრუნველყოფაზე“ და რაშიც ლომის წვლილი მიუძღვის ქალს…

პირველი – „არ მისცეთ მამაკაცს ფული“ ა

მეორე – „ნუ დაუწუნებთ მამაკაცს საჩუქარს“

მესამე – „ნუ გეცოდებათ მამაკაცი“

გმადლობთ, რომ  კითხულობთ ბლოგს.

სიყვარულით,  პერსონალური ქოუჩი 

თამარ კვარაცხელია

 

6 thoughts on “ნუ დაუწუნებთ მამაკაცს საჩუქარს

    1. ლალი, მსგავსი კითხვა საკმაოდ ბევრს აწუხებს და ძალიან ხშირად ისმის.
      ზოგადად შემიძლია გიპასუხოთ.
      უბრალოდ, ჰკითხეთ თავს, სად აკეთებთ იგივეს (დაიწყეთ საკ. თავით. თავის მიმართ ხართ თუ არა ძუნწი?..)?
      პასუხს აუცილებლად იპოვის ადამიანი, თუ ყოველგვარი თავის მართლებებს შეეშვება და მსხვერპლის როლიდან გამოვა. არ არის ადვილი საკუთარ თავთან მუშაობა, მაგრამ პასუხები აუცილებლად მოვა.

  1. ra advilad da ubralod sheidzleba viyot bednierebi da rogor vartulebt yvelapers.. chven adamianebi !! madloba tamar !! ratm vaketeb piriqit yoveltvis imas rac isedac vici,rogor moviqce sxvebs vexmarebi rchevebis sxit da me ar viyeneb imas rac vici.. ((

  2. :დ ჩემთვისაა ეს სტატია,უნდა შევიცვალო დამოკიდებულება ე.ი ,ვცდებოდი აქამდე.მადლობა :*

  3. ძალიან მაგარი თემაა და ზუსტად ის რაც საჭიროა, როცა ქმარი მჩუქნის საჩუქარს ეს საჩუქარი მე არ მომწონს და თითქოს მეტყობა სხვანაირი გემოვნება მაქვს მე ალბათ მირჩევნია ყვავილი მაჩუქოს ვიდრე მაგალითად ფეხსაცმელი მაგრამ ის იმას მჩუქნის რაც მე არ მომწონს მაგრამ მადლობას მაინც ვუხდი და ვფიქრობ ეხლა იქნებ მეტყობა რო არ მომწონს და ეს ცუდია ))) კარგი სტატია იყო ძალიან

დაამატეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.