რატომ უნდა დავუჯეროთ ქმარს?

9YY41KjoV4Iხშირად, ბლოგის თემები იბადება ქოუჩ-სესიებზე წამოჭრილი  საკითხებიდან. თავად ქოუჩ-სესია არ მოიაზრებს რჩევების მიცემას, ის არის პროცესი სადაც ქოუჩი სვამს კითხვებს და კლიენტი პასუხობს. ბლოგი დამხმარე საშუალებაა, რომ სათქმელი და მოსაზრებები აქ გავატარო.

სესიების დროს ირკვევა, რომ ხშირად, კითხვეზე პასუხები იმდენად ღრმად არის ჩამალული, იმდენად დაცილებულები ვარათ საწყის და ჭეშმარიტს –  აღზრდის, ფილმების, ტელევიზიის, ჩვენი გამოცდილებების და სხვა, თავზე მოხვეული სტერეოტიპების შედეგად, რომ წინწამწევი პასუხების მისაღებად, ერთ კონკრეტულ საკითხზე, რამოდენიმე (ზოგჯერ თვეც) ქოუჩ სესიის ჩატარება ხდება სჭირო.

დღეს, ჩემი თემა მხოლოდ ქალების  საკითხავია…

იმ ქალბატონების, რომლებთაც სურთ, რომ მათ ოჯახში სუფევდეს ჰარმონია.

ვისაუბრებ, ერთ-ერთ უნარზე, რომელზეც მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ოჯახის სიმყარე.

დაუჯეროთ და მოვუსმინოთ ქმარს (მორჩილება) .

ზოგიერთი გამიპროტესტებს, მით უმეტეს, რომ  მოსმენის უნარი დეფიციტს წარმოადგენს.

ქალებს არ უყვართ მოსმენა, სამაგიეროდ უყვართ – რჩევის მიცემა, ბევრი ლაპარაკი და გაკრიტიკება. ეს აქტიურობაა.

მოსმენა – პასიური მოქმედებაა, რომელიც მოდის შინაგანი მუშაობის და პროცესში ჩართულობიდან.  ეს, არის სწორედ ქლურობა.

ქალს ყველა აქტიურობა მიმართული უნდა იყოს შიგნით და არა გარეთ.

ქალბატონები ხშირად მეუბნებან: „ჩემი ქმარი ასეთი და ისეთია…“  და იწყებს ჩანოთვლას – რატომ არ ელაპარაკება სახლში მოსული ქმარი, არ უსმენს, დიდი ხანია არ ესმთ ერთმანეთის, როგორი ცოდვაა ასეთი კაცის გვერდით, რატომ შეხვდა მას მაინცდამაინც ასეთი ბედი… „ეს კაცია ცუდი, მე უკეთესს ვიმსახურებ, კარგი ცოლი ვარ, მასშია პრობლემა და არა ჩემში“ …

ზოგიერთი ქალბატონი სრულებით დარწმუნებულია, რომ არსებობენ მამაკაცები, რომლებიც ქალებს უსმენენ და არ უსმენენ. რა თქმა უნდა, ქალს შეუძლია დაელოდოს ასეთი მამაკაცის გამოჩენას, ან მამაკაცი დაელოდოს მორჩილი ქალის გამოჩენას… მაგრამ უფრო ადვილი იქნება, თავად შექმნან (ქალმაც და მამაკაცმაც) ისეთი გარემო, რომელიც ვინმეს გამოჩენაზე კი არ იქნება დამოკოიდებული, არამედ, თავად შექმნიან გარშემო სასურველ სტუაციას.

რას იძლევა ქალური მორჩილება?

როდესაც მამაკაცს აქვს სტატუსი, დაფასება, ფინანსური ზრდა – ეს ხდება იმიტომ, რომ ცოლმა მიიღო ერთი უბრალო (ამავე დროს, ძნელად გასაკეთებელი) გადაწყვეტილება  –  გამხდარიყო მორჩილი !

განვმარტავ მორჩლებას – ქმრის თხოვნის გარეშე -არ ჩაერიოს, არ ასწავლოს, არ ურჩიოს, არ მიუთითოს, არ აკონტროლოს… შეეშვას და ენდოს!

აქ საუბარი არ არის მონობაზე. თვალდახიჭულად, ზიზღით და სიძულვილით მორჩილებაზე, არამედ, სიმშვიდეზე, სილაღეზე, სიყვარულზე და მინდობაზე. ეს უკანასკნელ, არის ერთ-ერთი ძირითადი წესი, რაზეც დამყარებულია ოჯახის სიმყარე. ვის უნდა ენდო, თუ არა ქმარს?

მორჩილება – ეს არის ყველაზე ძლიერი, პატივისცემის და სიყვარულის გამოვლინება მამაკაცის მიმართ.

ქმარს როგორ პატივს სცემს ცოლი, როგორ სიმაღლეზე აჰყავს, ზუსტად ადეკატურ როლს ირგებს ის საზოგადოებაში. ქალბატონები წუწუნებენ მამაკაცის უნებისყოფობაზე, უპასუხისმგებლობაზე და ამ დროს, თავად უშვებენ შეცდომებს, რადგან, არ უტოვებენ მათ ამ ხასიათის თვისებების გამოსავლენ სივრცეს. ჩვეულებრივ, ქმრის 3-4 შეცდომის მერე, ცოლი უკვე მას აღარ ენდობა და გამოაქვს განაჩენი –  „უვარგისი“  და ამის მერე კაცი არ იღებს თავის თავზე პასუხისმგებლობას..

სამაგიეროდ, ქალები თავზე იღებენ ამ პასუხისმგებლობას, მამაკაცის ვალდებულებებს,  ფუნქციებს …

მამაკაცის ბუნება ისეთია, რომ მას სჭირდება გამოცდილება, სჭიდება შეცდომები!

ბავშვობაში ბიჭებს შეცდომის დაშვების საშუალებას არ აძლევდნენ დედები, ყოველი მხრიდან დაჰფოფინებდნენ. წარმოდგინეთ როცა ოჯახში არის: დედა, ბებია და ორი გაუთხოვარო მამიდა, რა ხდება ამ მომავალი ვაჟკაცის თავს?.. მოგვიანებით, ესტაფეტა გადადის ცოლზე და თუ კიდევ სიდედრია უკმაყოფილო სიძით, ხომ საერთოდ…  😦

ქალბატონებო –  ნუ დაიცავთ მამაკაცს შეცდომებისგან, მხოლოდ მაშინ შესძლებს ის გაზრდას. შეცდომების და მარცხის შედეგად არაფერი მოუვა, მასაც და თქვენც. პირიქით, ისწავლის პასუხისმგებლობის აღებას.

ქალები ვიბადებით საუკეთსო თვისებების მთელი ნაკრებით. ჩვენი ამოცანაა შექმნილს ვეფეროთ,  originalგავზარდოთ, გავაღვივოთ, მოვუაროთ, ვიზრუნოთ, ვიყოთ მოქნილები… გვაქვს კარგი ინტუიცია…

მამაკაცი წარმოადგენს მხოლოდ და მხოლოდ გამოცდლებას – იკვლევს, ცდის, შლის, ანგრევს, მიდის რისკზე და ამაზე სწავლობს. ჯერ დედა არ აძლევდა ამის კეთების საშუალებას ბავშვობაში, ახლა თქვენ…. მიეცით მეუღლეს შანსი დაუშვას შეცდმები და გაითვალისწინეთ, ამ დროს ყვავივით კი ნუ დასჩხავით, მიენდეთ, მიუშვით…

არსებობს ასეთი გამონათქვამი:

„ჩვენი სიბრძნის წყაროს წარმოადგენს, ჩვენი გამოცდილება.

ჩვენი გამოცდილების წყაროს წარმოადგენს, ჩვენი სისულელეები“

. როგორო ფიქრობით კარგია რომ მოვუსმინოთ ქმარს?

. როგორ ქმარს უსმენენ ცოლები?

. თქვენ როგორ ქმარი გინდათ გვერდს გიმშვენებდეთ?

მორჩილებაში არსებობს ფაქიზი ზღვარი, რომელიც უნდა დაიცვათ.

თუ ქალი, პიდაპირ თვალებში შესციცინებს ქმარს, მზად არის შეასრულონ ქმრის ყველა ახირება და ეს ხდება შიშით, მონური განწყობით – ასეთი ურთიერთობები განწირულია. ამ დროს, ქალს აქვს დაბალი თვითშეფასება და ყველაფერს აკეთებენ, რომ დაიმსახუროს სიყვარული, თავს არ მიიჩნევს მის ღირსად. ასეთ დროს, კარგავს კაცისგან პატივისცემას და მეტიც, ასეთი მონური მორჩლებით ქმარში აღვიძებს დესპოტს. მოძალადე მამკაცის თვითშეფასება ყოველდღიურად ეცემა და უკმაყოფილება მატულობს ოჯახში.64ea4e0860c68a8f9be75f31fe52fb3f

მორჩილებას უნდა ახლდეს გონიერება, როგორც ეს ნამდვილ დარბაისელ და ბრძენ ქალს შეესაბამება. მორჩილება,  ეს არა არის მონობა და თავის დამცირება… არავინ ამას არ გაძალებთ.

ნებაყოფილებითი არჩევანია – მოუსმინოთ თუ არა ქმრს ურთიერთობების გასაუმჯობესებლად.

დღეს სულ ეს არის.

თემის, ვისწავლოთ მამკაცის მოსმენა  გაგრძელება იქნება.

თუ საკითხი აქტუალურია, შეგიძლიათ გააზიაროთ და დატოვოთ კომენტარები.

დაე, გქონოდეთ ჰარმონიული ურთიერთობები! 

8 Comments Add yours

  1. ანონიმური ამბობს:

    ვაიმე ჩემი თავი წარმომიდგაააა, ქმარს აღარ ვენდობი და მის მაგივრადაც მე ვაკეთებ საქმეებს, რადგან თავიდან შეცდომები დაუშვა, თუ რამეს ვავალებ რამოდენიმეჯერ ვამოწმებ და რამოდენიმეჯერ კიდევ ვახსენებ რომ გააკეთოს. ანუ უნდა მივცე თავისუფლება? ვცდი მაგრამ ამ დროს რამე ისეთი რომ გააფუჭოს. აი ეხლა დავწერე ეს ,,რამე ისეთი რომ გააფუჭოსთქო,, და მივხვდი რომ სისულელეა, ყველაფერს მოევლება, მზად ვარ მისი შეცდომები ავიტანო თუ შედეგად პასუხისმგებლიან ქმარს მივიღებ… შევეცდები მაინც…გმადლობთ

    1. მოგესალმებით. ძალიან ბევრი ქალბატონია დღეს ამ მდგომარეობაში. ეს თქვენი არჩევანია – იყოთ მორჩილი, მიმდობი, დამთმობი. თქვენ თუ ამის გაკეთებას გადაწყვიტავთ, ადვილი არიქნება ეს გზა და მოგიწევთ მოთმინებით, საყვედურების და წუწუნის გარეშე ცხოვრება და რაც მთავარია სიყვარულით და იუმორით. ხართ კი ამისთვის მზად? მამაკაცმა, რომ ისწავლოს პასუხისმგებლობის აღება თუ ამას აქამდე თავს არიდებდა, შეიძლება დასჭირდეს თვეები და თქვენ გმართებთ სიბრძნე… მან უნდა იგრძნოს, რომ მისი დახმარების გარეშე, თქვენ არ შეგიძლიათ არსებობა, რომ ის არის ოჯახში მთავარი ძალა, დამცველი და შემომტანი. ვეცდები კიდევ განვავრცო ეს თემა… თუ დააინტერესებს მიკთხველს… თქვენ კი მადლობა კომენტარისთვის და გისურვებთ გამძლეობას, ქალურ სიბრძნეს და წარმატებებს. 🙂

  2. ანონიმური ამბობს:

    ძალინ ბევრი მივუშვი, ბევრჯერაც დავეხმარე, ბევრჯერაც გვერდში დავუდექი, მაგრამ არააა, არადა არააა. მოთამაშე და სხბვა რამეზე დამოკიდებულ ადამიანებზე არ ჭრის ესსს, ეს ეხება ნორმლყრი შეგნების კაცებსს

  3. ანონიმური ამბობს:

    თამარ ძალიან პრობლემურ თემას შეეხე და პრობლემის გადაწყვეტის ზუსტი რჩვებიც შესთვაზე ქალბატონებს, რომლებსაც ავიწყდებათ ეს ჭეშმარიტება, რომ მათი ქალბატონობა ქმრისადმი მორჩილებაშია. ასეა ქრისტიანულადაც და ზოგადად, ბუნების კანონია ეს. ბუნების კანონის დამრღვევს კი ისევ ბუნება დასჯის მანამ,სანამ კანონის დამრღვევი გონს არ მოეგება და არ ინებებს „კანონმორჩილებას„ თნაც სიყვარულით და არა – იძულებით.

  4. ნინო ამბობს:

    დადეთ გაგძელება.მადლობა რომ.გაქვთ ეს ბლოგი.

  5. ანონიმური ამბობს:

    გონიერ კაცს ამდენიც არ სჭირდება, გონიერი გონიერია და მასთან თანაცხოვრებაც ბედნიერებაა, უგუნურს კი ვაცადოთ შეცდომები, განვითარდეს ( განუვითარებელი თუა რად უნდა ოჯახი?), გამოცდილება მიიღოს, შეცდეს ერთხელ , ორჯერ, ათასჯერ, გათელოს ქალის და საკუთარი ღირსება, იყოს უპასუხისმგებლო, არაფრის მაქნისი, (აბა, ხო უნდა განვითარდეს საკუთარ შეცდომებზ), ვაცადოთ, ვაცადოთ და ამასობაში წავიდა ჰეეე, ეს ცხოვრება, აღარ არის…

    1. ანონიმური ამბობს:

      100%

  6. ანონიმური ამბობს:

    zustad ase vfikrobdi, magram ar megona dges kidev tu arsebobda vinme, vinc ase azrovnebda. satelevizio shouebidan sul sxa agitacias aketeben, rac dzalian cudad aisaxeba momaval taobaze.

Leave a reply to ანონიმური კომენტარის გაუქმება

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.