ვისწავლოთ მამაკაცის მოსმენა

282882__blonde-glasses-finger_pვაგრძელებ თემას მამაკაცის პატივისცემაზე. გუშინ შემოგთავაზეთ თემა: რატომ უნდა დავუჯეროთ ქმარს? დღეს ოდნავ განვავრცობ.

პირველ რიგში,  ისწავლეთ –   მამაკაცს მოუსმინა.

რატომ?

  • როცა უსმენთ გამოხატავთ მის მიმართ უსიტყვი პატივისცემას და ის ამას გრძნობს. ის რაზეც საუბრობს, თქვენთვის  სასიცოცხლოდ მინიშვნელოვანი უნდა გახდეს.

  • შეძლებთ გაიგოთ – რითი ცხოვრობს, როცა არ არის თქვენს გვერდით, რა არის მისთვის მნიშვნელოვანი, რაზე ოცნებობს, რისკენ ისწრაფვის. გაიხსენეთ, როგორ ხდება სინამდვილეში? როგორც კი მეუღლე იწყებს ლაპარაკს, თქვენ გამთქნარებთ, აწყვეტინებთ. მერე გიკვირთ, რატომ გადაიზარდაა ურთიერთობები ჩვევაში და ამტკიცებთ – თურმე სიყვარული ეს დროებითია ან ილუზიაა. მამაკაცი არ უნდა გახდეს თქვენთვის შეგუების და მიჩვევის ობიექი.
  • თქვენ განსაკუთრებულად გინვითარდებათ ინტუიცია. ამ დროს, არა მარტო უსმენთ, არამედ ამჩნევთ გარძნობთ ყველა ნიუანს. სწავლობთ ხასიათს, რის გამოც კონფკიქტები გაცილებით ნაკლები იქნება.

 

 

ქალებს გვაქვს სულელური ჩვევა, შევაფასოთ და განვსაზღვროთ სიტუაცია, მანამ, სანამ ბოლომდე მოვუსმენდეთ. ava_94

მოსმენის წესები:

  • არ გააწყვეტინოთ.  როცა უსმენთ გიჩნდება სურვილი მისცე რჩევა, გამოთქვა შენი აზრი, მიაწოდო შენი ხედვა.  ეს ერთ რამეზე მეტყველებს – „ფეხებზე გკიდიათ“ ეს ადამიანი და ის, რასაც ამბობს. როცა მამაკაცს არძლევთ რჩევას (მისი თხოვნის გარეშე) – მას ღირსება ელახება. ამ დროს თამაშობთ „დედიკოს“ როლს.
  • როცა გელაპარეკება ნუ ფიქრობთ სხვა რამეზე.  მაგალითად, გაზქურაზე რაღაც დგას, ან მანქანაში სარეცხი გაირეცხა ან ბავშვს სჭირდები და ა. შ.   ამ დროს, მამაკაცი ზის და ვერ გებულობს რა ადგილი უჭირავს მას თქვენს ცხოვრებაში: სადილის და სარეცხის მერე თუ… ყველა საქმე მოიცდის, როცა ლაპარაკობს  კაცი. ის გრძნობს თქვენს უპატივცემლობას და ხედავს, რომ არ გაინტერესებთ მისი მონაყოლი. ისწავლეთ, რომ არაფერზე არ გადაიტანოთ ყურადღება, როცა საუბრობს ქმარი ეს უნდა გახდეს თქვენთვის ყველაფერზე მნიშვნელოვანი იმ მომენტში. ჩაერთეთ პროცესში აქტიურ მსმენალედ. მითუმეტეს, ისინი ხომ ისედაც ძალიან ცოტას ლაპარაკობენ, ქალებისაგან განსხვავებით.
  • იყავით საუბრის დროს კეთილგანწყობილები. უყურეთ თვალებში. თუ თქვენ დაიწყებთ ნამდვილა მოსმენას, არ დაგჭირდებათ თავის ქნევა და ბგერების წამოსროლა: აჰჰა, აჰჰა… თუ არ მოგწონთ რასაც ამბობს (არ იგულისხმება შეურაცხიფა), გაიხსენეთ ქალური მოქნილობა და  რომ ქალს სულაც არ სჭიდება იყოს მართალი. თქვენ რა უფრო მოგწონთ, იყოთ მართალი თუ იყოთ ბედნიერი?
  • გაუღიმეთ და გააკეთეთ ეს მთელი გულით. თქვენ რჩებით მშვიდი და  ხართ პოზიტური რაც არ უნდა გითხრათ მან.  იუმორი კი, ყველაზე კარგი საშუალებაა მდგომარეობის განსამუხტად. მამაკაცები აღფრთოვანებული არიან ისეთი ქალებით, რომლებიც დარწმუნებულები არიან თავში, არიან მშვიდნი, ღირსეულნი, შეუძლიათ საკუთარი თავის და ემოციების მართვა.
  • ნუ იქნებით კატეგორიული, პირდაპირი, კრიტიკული და მძაფრი. შენიშვნა ამ მისცეთ, თუნდაც იყოთ მართალი, არასოდეს არ დაიწყოთ სიმართლის დამტკიცება. მამაკცებს ეს აღიზიანებთ. ქალბატონები ხშირად აკეთებენ ამას და მერე უკვირთ რატომ ეკამათება და ეჩხუბება ან ეუხეშება მეუღლე. იყავით კეთილები და რბილები მიუხედავად ყველაფრისა.

როცა ქალი იხევს მოსმენისას ერთი ნაბიჯით უკან მამაკაცის წინაშე, მამაკაცი დგამს ქალისკენ ათ შემხვედრ ნაბიჯს ცხოვრებაში.

გათხოვილი ქალბატონების შემთხვევაში, მამკაცის მოსმენის მეთოდები გამოიყენება მეუღლის მიმართ.

გასათხოვარი ქალბატონების შემთხვევაში ყველა მამკაცის მიმართ, რომელნიც გარს გახვევიათ: მამა, ძმა, თანამშრომელი…. მათი პატივისცემის და მოსმენის სწავლით გახდებით მეტად ქალურები.

რას ფიქრობთ თქვენ ამის შესახებ?

თქვენ გაქვთ მოსმენის უნარი მამკაცის მიმართ?

დატოვეთ კომენტარები.

მადლობა რომ დარჩით ბოლობდე.

6 thoughts on “ვისწავლოთ მამაკაცის მოსმენა

  1. metnaklebad.. michirs, imitom rom arasdros r etanxmeba chveni saerto interesebi da yoveltvis michirs.. ((

    1. სამწუხაროდ სახელი არ ჩანს. მადლობა რომ გამიზიარეთ აზრი.
      – მთავარია თქვენ რა გინდთ?
      – როგორი უნდა იყოს ის და როგორი უნდა იყოთ თქვენ მის გვერდით?
      შემდეგ
      – როგორ უნდა მოახერხოთ და მიაღწიოთ იმას რა გინდათ?

      თქვენ როგორსაც აღიქვამთ მას ოჯაში და გარეთ, ისეთიც არის რეალობაში.
      თუ გიყვართ და ფიქრობთ დარჩენილი ცხოვრების მასთან გატარებას – შეცვალეთ აზრები, დამოკიდებულება მის მიმართ და ნელ-ნელა შეიცვლება თქვენი რეალობაც.
      მამაკაცი გახარებულია, როცა მისი ცოლი ბედნიერი და გახარებულია მის გვერდით.
      ეს ინდივიუალურია და ზოგადად, ვერ გაუწევ იმაზე მეტ კონსულტაციას, რაც თემაში წერია.

  2. მე არ მიყვარს ქმრის მოსმენა,ხშირად ვაკრიტიკებ,ვეუბნები შეურაცმყოფელ სიტყვებს.რადგან ის მოთამაშეა მე კი ამის ატანა და შეგუება არ შემიძლია.თვითონ პირიქით,ყოველთვის თავაზიანია და სითბოს იჩენს ჩემს მიმართ,თუ ფული აქვს საჩუქარსაც მიკეთებს.გუშინ ვაჟმა გამაკრიტიკა მამას გულს არ უჩვენებ და ნაწილობრივ შენი მიზეზიცაა თამაში რომ დაიწყოო.არ ვიცი რა ვქნა თავს ვერაფერს ვუხერხებ.გამუდმებით იმის ფიქრში ვარ სახლი უკვე დავკარგე.ახლა ნაგირავებში ვარ.ჩემი მომავალი გაურკვეველია.

  3. მამაკაცმა ისე უნდა ისაუბროს რომ მოსმენის სურვილი დაგიტოვოს

დაამატეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.