როგორ მუშაობს ქალის თვითშეფასების მექანიზმი (ნაწილი I)

Screen-shot-2012-03-13-at-2.42დღესაც ისევ ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე ვისაუბრებ. ქალის თვითშეფასება –  ძალიან პრობლემატური საკითხია და მრჩება შთაბეჭდილება,  თითქოს, დაბალი თვითშეფასება ეპიდემიასავით არის  მოდებული.

თითქმის ყველას  ჰქონია სიტუაცია:

„- თიკა დღეს, როგორი ლამაზი ხარ?

– მართლა?… კარგი რა, ლამაზი არა?… რავი, აბა?…“ და მიდის თავის გამართლებები, გაუთვითცნობიერებლად, შინაგანად…..
როგორ აფასებს ქალი საკუთარ თავს?

როგორ მუშაობს ქალის თვითშფასების მექანიზმი?

რითი განსხვავდება ქალის თვიღშეფასება, მამაკაცის თვითშეფასებისგან?

რამდენჯერაც არ უნდა გასცე პასუხი ამ კითხვებს, ის მაინც დგას დღის წესრიგში.

ქალის თვითშეფასება დამოკიდებილია მის ხასიათზე. იმაზე, თუ როგორ ხედავს თავს, მოცემულ გარემოცვაში (იგულისხმება ოჯახი, ახლობლები, მეგობრები…)

მამაკაცში თვითშეფასება  დამოკიდებულია – ის დააჯამებს გამარჯვებებს, შეადრებს მიღწეულს სასურველთან, დარჩება კმაყოფილი, დასახავს ახალ მიზნებს და ისევ წინ!!!!  ახალი წარმატებისკენ! ეს მამაკაცური ბუნებაა.

ქალებთან ეს არ მუშაობს. ქალმა შეიძლება დააგროვოს მიღწევების მთელი „ვაგონი“, ამ დროს, მაინც იყოს ცუდ დამოკიდებულებაში  და ჰქონდეს, ნეგატიური დიალოგები  საკუთარ თავთან.

ხშირია შემთხვევები – რაც მეტად ცუდ დამოკიდებულებაშია ქალი თავთან, მით მეტი გამარჯვების დაგროვებას ცდილობს. გაიმარჯვოს აქაც და იქაც, გახდეს უკეთესი და უკეთესი. რატომ? იმიტომ, რომ ჰგონია, გამარჯვებების სიმრავლით საკუთარ თავზე წარმოდგენა შეეცვლება.drebin_Condenast_Looking_Out_small

არსებობს გამონაკლისიც – როცა (ამის საშუალება, უნარები და საკმარისი ენერგია აქვს) საყვრელ საქმეს აყენებს ოჯახის,  ახლობლების, საზოგადოების  სამსახურში. დღევანდელობაში, არსებობენ ქალბატონები, რომლებსაც შინ და გარეთ  ჰარმონიაში აქვთ (თითქმის).

მაშ, რაზეა დამოკიდებული ქალის თვითშეფასება?

ამბობენ, რომ ქალი ისე ექცევა საკუთარ თავს, როგორც ექცევიან მას სხვები და განსაკუთრებით, მათ აზრს და შეხედულებებს აფასებს. მისი თვითშეფასება, დამოკიდებული ნამდვილად არის გარემოცვაზე, მაგრამ რამდენადაც,  პარადოქსულად არ უნდა ჟღერდეს, ცუდ გარემოცვასაც ირჩევს თავად.

რაღაც ჩაკეტილი წრე გამოდის, არა?

თუ ქალი თავად ირჩევს წრეს, მაშინ რატომ ირჩევს ისეთ გარემოს, სადაც დაბალი თვითშეფასება ექმნება და ცუდად გრძნობს თავს? რაღაც ლოგიკას არ ექვემდებარება, ასე არ არის?

მაგრამ ეს არის ჩვეულებრივი ქალის, ჩვულებრივი ცხოვრება … ქალის აზროვნება სტანდარტებში არ ზის და ახასიათებს არასტაბილურობა.

წარმიდგინეთ თავი სხვადასხვა  სიტუაციაში:

I. თქვენ ხართ მეგობრულ გარემოში, სადაც პატივსაც გცემენ, უყვარხართ, გაქებენ. ამ დროს, თავს გრძნობთ მშვიდად, თვითშეფასებაც გიმაღლდებათ  – შესაბამისად ექცევით თავს.

II. მოხვდით გარემოში, სადაც არ მოსწონხართ. ამ დროს, თავს გრძნობთ მეორე ხარისხოვნად, დამცირებულად, დათრგუნულად  – თქვენ ხომ არ შეცვლილხართ, ისეთი ხართ, როგორც პირველ შემთხვევაში, მაგრამ ამ შემთხვევაში თვითშეფასება გიქვეითდებათ.

იქიდან გამომდინარე, თუ რომელ გარემოში ატარებს ქალი მეტ დროს, უბრალო მატემატიკაა, წარმოადგენს მის საშუალო არითმეტიკულს.

კაცისგან განსხვავებით, რომელიც აჯამებს თავის მიღწევებს, გამარჯვებებს და მონაპოვარს და ამით აფასებს თავს, ქალი აგროვებს – სიყვარულს, პატივისცემას და ზრუნვას, აჯამებს მათ და შესაბამისად აფასებეს თავს.

ქალის თვითშეფასებას განაპირობებს გარემოცვა და ურთიერთობები!!!i

პატივცემულო მშობლებო, არ შეიკაოთ თავი, როცა თქვენი ქალიშვილი იმსახურებს შექებას. მიიღეთ მადლიერებით ქალიშვილის მიმართ, გამოთქმული უმნიშვნელო კომპლიმენტიც კი, წაახალისეთ და ელაპარაკეთ სიყვარულით. რადგან ბავშვობაში ეყრება ქალისვილის თვითშეფასებას საფუძველი.

ძვრფასო მამაკაცებო, მოეფერეთ, გიყვარდეთ, დააფასეთ ქალბატონები, შედეგად თქვენი ცხოვრებაც შეიცვლება უკეთესობისკენ.

როგორ ავამაღლოთ თვითშეფასება, იხილეთ თემაში.

მადლობა, რომ ეცნობით ბლოგზე განთავსებულ თემებს.

მოწონების შემთხვევაში გაუზიარეთ სხვებსაც და შეგიძლიათ აქვე,  კომენტარებში დატოვით თქვენი მოსაზრება.

გისურვებთ წარმატებებს!

 

 

 

One thought on “როგორ მუშაობს ქალის თვითშეფასების მექანიზმი (ნაწილი I)

დაამატეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.