სად იღებს სათავეს ქალის თვითშეფასება (II ნაწილი)

50460გასული თემა ეხებოდა როგორ მუშაობს ქალის თვითშეფასების მექანიზმი  (I ნაწილი) დღეს კი ვაგრძელებთ…

იცნობთ ალბათ, გოგოების ისეთ ტიპს რომლებიც ფიზიკურად და ჭკუითაც დიდად გამორჩეულნი არ არიან, მაგრამ ჰყავთ უამრავი მეგობარი. თქვენ კი გგონიათ, რომ მის შემთხვევაში „ეს შეუძლებელი უნდა იყოს“…  ასეთ გოგოებს აქვთ მაღალი თვითშეფასება და თავის მიმღებლობა – „მე ვარ ის რაც ვარ, თანაც ძალიან კარგი…“

ასევე, არიან  – ულამაზესი, წარმატებული ჭკვიანი გოგონები, რომლებსაც დაბალი თვითშფასება გააჩნიათ. ამ შემთხვევაში, მათ ჰყავთ გარემო რომელიც უწამლავს ცხოვრებას, შურს, აკრიტიკებს. ასეთი გოგოები ფიქრობენ, რომ პრობლემა არის  მათში – „რადგან არ ვუყვარვარ ე.ი. მე ვარ ცუდი, არ ვარ სიყვარულის ღირსი…“

ვფიქრობ, ბევრი ადამიანი გაავლებს პარალელს.

რატომ ფიქრობენ ეს უკანასკნელნი, ასე?

მიზეზი – ვიღაცამ უთხრა… ვიღაცამ შეაფასა. ასეთი შეფასებები ბადებს შინაგანად მეამბოხეს, შინაგან კრიტიკოსს. ჯერ ამას გაუცნობიერებლად აკეთებან მშობლები, გარემო. მოგვიანებით, როცა გოგონა გაიზრდება, უკვე, მშობლების გარეშე აგრძელებს ჩვეული „დახმარების“ ძებნას სამყაროში. განაგრძნობს საკუთარ თავზე დაცინვას და ქილიკს. ამას აკეთებს იმისთვის, რომ შეიყვარონ, რომ ბოლოს და ბოლოს გახდეს ქების ღირსი. ის, გააკეთებს ყველაფერს, „გაძვრება ნემსის ყუნწშიც“, რომ დაიმსახუროს ერთი თბილი სიტყვა, რომ მოსწონთ… რომ უყვართ.

მშობლებო, ასწავლეთ ქალიშვილს საკუთარი თავის სიყვარული და ნუ შეგეშინდებათ, რომ მას თავში „აუვარდება“. თუ თქვენ ამას არ გააკეთებთ, ქალიშვილს ვიღაც „სხვა“, რომელიც იქნება კომპლექსებით გაბერილი „ტომარა“, ეტყვის:904c4dc63b33ad097b016b373b72a1ed_1024

„რა დიდი ცხვირი გაქვს…“

„რამ სიგრძე კაბა გაცვია, დედა ტრეზა ხომ არ ხარ ?“

„რა უცნაური სახე გაქვს…“

„როგორ გასუქებულხარ“

„რას გიგავს“…..

და თუ, მსგავს შეფასებებს არ დახვდება მყარად გათვითცნობიერებული – საკუთარი თავის სიყვარული, თქვენი ქალიშვილი გახდება ადვილი სამართავი „კეთილმოსურნეს ხელში“.

ქალს, რომელასაც არ უყვარს საკუთარი თავი, ცხოვრებაში იქმნის  უსიამოვნებებს, სირთულეებს და განსაცდელებს. ის, თავად ახდენს პროვოცირებას, რომ სამყარომ დასცინოს. ამ დროს, ის დგამს ბევრ უაზრო ნაბიჯს, ფართხალებს, წრიალებს, აწყდება, მიედ- მოედება, ცარიელდება, იფიტება…. ასეთ ქალს, შეუძლია იაროს მწვერვალებისკენ და გაზარდოს გამარჯვებების სია, მაგრამ თუ მას არ ააქვს მოწესრიგებული შინაგანი სამყარო (პატიება, მიმღებლობა, სწორი დიალოგები, საკუთარი თავის სიყვარული…. ) მას წარმატება ბედნიერს ვერ გახდის. 

ილიუზიაა ქალის სიყვარული, რომელიც მიმართულია გარეთ. როგორც არ ეყვარება საკუთარი თავი, ისევე არ ეყვარება სხვები. მყიფეა, ამ დროს მისი სიყვარული.

რაშია გამოასავალი?

უნდა გავიაზროთ ქალის თვითშეფასების მექანიზმი როგორ მუშაობს (I ნაწილი) და ვისწავლოთ გარემოცვის შერჩევა. გავავლოთ ზღვარი ჩვენსა და იმ გარემოცვას შორის, რომელიც ცუდად მოქმედებს ჩვენზე. მოძებნეთ თანამოაზრეები და კარი  გაუხსნით ურთიერთობებს სადაც  – გაფასებენ, უყვარხართ, გეხმარებიან, ძალას გმატენ. დახურეთ კარები – შურიანებისთვის და კრიტიკოსებისთვის.

აქ ახლა, არ ამიჯანყდეთ 🙂 –  სხვა თემებში, რომ ამბობ: ყველა უნდა გიყვარდესო და მგავსი რამეები… 🙂

დაგეთნხმებით, უნდა…

მაგრამ, როგორ?

რა იცით თქვენ სიყვარულზე?  IMG_3893

სიყვარული საწისია – სიყვარული გაზარდო თავდაპირველად შენ გულში, როგორც მცენარე. წარმოიდგინეთ, რომ სიყვარულის მცენარე ჭირვეულია. მცირე, ორპირი ან სიცივე – ის იყინება. სიცხისაგან – შრება და ჭკნება. საჭიროა მოუაროთ –  დრო და დრო მორწყათ, მაგრამ ზედმეტად არ გადარწყათ… მიესცეთ შუქი, მაგრამ არ დაწვათ… სჭირდება სუფთა ჰაერი. როცა მომძლავრდება, გაიხარებს – მაშინ, უნდა გაუნაწილო სხვებსაც, მაგრამ აქაც ზომიერებაა დასაცავი…

არ არის ადვილი, არა?

ჯერ იწყებთ საკუთარი თავის სიყვარულით და პატივისცემით, მერე გადაედება ახლობლებს და ექცევი მათ როგორც საკუთარ თავს.

ხშირად, სიყვარულის გამხმარი მცენარე რომ გაახაროთ , რაღაცაზე უნდა თქვათ უარი. მაგალითად: რთულ ხალხთან ურთიერთობაზე. თავიდან მცენარე უნდა მოძლირდეს, მყრად გაიდგას ფევები და მერე შეგიძლიათ ატაროთ გამძლეობაზე ექპერიმენტები, რთული ურთიერთობების სახით.

რა გამოდის?

„ტოქსიკურ ადამაინებთან“ ინტერვალის დაცვით ჯერ  სწავლობთ საკუთარი თავის მიმღებლობას და სიყვარულს, ამის მერე, ადვილად შეგიძლიათ მიიღოთ სხვისი ნაკლი და შეიყვაროთ. სხვა შემთხვევაში ანუ თქვენი თავის მიუღებლობის შემთხვევაში – შეჭამთ საკუთარ თავს, მოგვიანებით მიაყოლებთ ახლობლებსაც და თუ ძალიან მიშვებულია პროცესი (გშიათ სიყვარული) დააყოლებთ უცხოებს, მოურიდებლად, უტიფრად, აგრესიულად…. 😦

დაფიქრდით, არის ამაში რამე კარგი ან სასრგებლო?

ასე, რომ სერიოზულად დაკავდით თქვენი თავით და დაალაგეთ ურთირთობები. შეამცირეთ “ტოქსიკური“ და გაზარდეთ „სუფთა“ გარემო.

რატომ უნდა ვიზრუნოთ თვითშეფასების ამაღლებაზე?

ამ კითხვაზე პასუხს გავცემ –  ქალის  თვითშეფასების III ნაწილში.

დღეს სულ ეს იყო.

კიდევ ერთხელ, გიხდით მადლობას ბლოგზე სტუმრობისთვის.

 სიყვარულით და პატივისცემით,

წარმატების ექსპერტი, პიროვნული ზრდის საკითხებში

თამარ კვარცხელია

 

 

Advertisements

6 thoughts on “სად იღებს სათავეს ქალის თვითშეფასება (II ნაწილი)

  1. ალბათ ყველაზე სწორი მცდელობაა, გჯეროდეს საკუთარი თავის, გიყვარდეს საკუთარი თავი, რაც უფრო ნაკლებად ხარ დამოკიდებული სხვის შეფასებაზე, მით ადვილია წარმატების მიღწევა, რადგან სადავეები მხოლოდ შენს ხელში გადმოდის. ბანალური, მარტივი დარიგებასავით ჟღერს, მაგრამ მე ასე ვიქცევი (ნუ, ისიც უნდა ვაღიარო, რომ მამაკაცური ჰორმონები იმაზე მოჭარბებული მაქვს ვიდრე უნდა მქონდეს) და ეს მიიოლებს ცხოვრებას, იოლი შედარებითი სიტყვაა და ინდივიდუალურიც, მაგრამ ასეა, რა. დილით რომ გავიღვიძებ, ვიწყებ იმის ფიქრს, რამდენი შევძელი უკვე, კიდევ რამდენი ენერგია მაქვს და თუ სწორად გავანაწილებ, კიდევ ბევრს შევძლებ, ამ ყველაფრის პარალელურად, აღარ მრჩება დრო ვიფიქრო ცუდ რამეებზე, თუ მაინც უღალატა გამძლეობამ ჩემს გონებას და გაბედა, მაშინვე უდიდესი სიმკაცრით აღვკვეთ ხოლმე და ეს ამართლებს 🙂 მადლობა შენ, ასეთი კარგი ნააზრევისთვის, ძალიან, ძალიან ბევრს დაეხმარება, დარწმუნებული ვარ.

    1. ბუმერანგივით გობრუნებ მადლობას. თქვენს ბლოგს ვესტუმრე 🙂 კარგად წერთ, სიღრმის გარდა, თქვენი სუნთქვა იგრძნობა ნაწერებში და ძალიან მომწონს. კომნეტარიც რეზონანსულია საკითხთან. მამაკაცის ნამდვილი თვისებებით მიიწევთ წინ და აკეთბთ. უამრავ გამარჯვებებს გისურვებ kamorale

  2. swored am kompleqsebis gamoa rom sashinlad damiqveitda tvitshepaseba, miuxedavad imisa, rom mebrdzoli xasiati maqvs, am yvelapris gamo satanadod ver vaxerxeb winsvlas da ganvitarebas, sazogadoebashi sakutari azris gamotqmac michirs tundac is chkvianuri iyos, ar var tavdajerebuli..es kompleqsebi albat martla tveni tqmis ariyos vigac-vigacebis natqvamebidan aris wamosuli da mere rogori cudia rom sxvis azrs vafaseb sakutarze metad.

    1. უმრავლესობა დღეს ამ დღეშია. მსგავსი რამ საკუთარ თაზეც გამოვიარე და ახლა ქოუჩ-სესიებშიც მეტწილად ვმუშაობთ. ეს კარგია, რომ მოხდა გააცნობიერება. ახლა მთავარია, პასუხისმგებლობა აიღოთ საკუთარ თავზე და გახდეთ ის ვინც გინდათ. მე გთავაზობთ ჩემს ონლაინ პროგრამას 21 დღიან მარათონს #ზრდისფაქტორი სწორედ ერთ-ერთ მოდულში ამ საკითხს დავამუშავებთ. მადლობა კომენტარისთვის. ინფორმაცია შეგიძლიათ ნახოთ ბმულზე და იქვე გაიაროთ რეგისტრაცია: http://kvaratskhelia.pro/zrdisfactori/

  3. ugrmesi madloba qalbatono tamar am tbili da imedismomcemi sityvebistvis, vnaxe onlain programa da axla cota stimulic momeca, vcdi aucileblad 🙂

დაამატეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s