ბოლო სიტყვა

„თუ ღმერთი, ერთი წამით მაინც დაივიწყებდა, რომ მე ვარ ნაჭრის ნაკუწებისგან შეკერილი პატარა თოჯინა და მაჩუქებდა სიცოცხლის ერთ ციცქნა ნაგლეჯს, ალბათ არ ვიტყოდი იმას რასაც ვფიქრობ… მაგრამ უეჭველად გავიფიქრებდი იმას, რასაც ვამბობ… დავაფასებდი ყველაფერს იმის მიხედვით თუ რა მნიშვნელობა გააჩნია მას… ვიძინებდი ცოტას, ვიოცნებებდი მეტს… მესმის რომ, თითეულ წუთს როდესაც თვალებს ვხუჭავთ, ვკარგავთ სინათლის 60 წამს… ვივლიდი მაშინ, როდესაც ყველა გაჩერებული იქნებოდა, გავიღვიძებდი მაშინ, როცა ყველას ეძინებოდა… მოუსმენდი როცა სხვები ისაუბრებდნენ… და რა გულიანად შევექცეოდი შოკოლადის ნაყინს… Continue reading “ბოლო სიტყვა”

Advertisements

წარსული და მომავალი გონების აბსტრაქცია

 

fon3„ცხოვრების დაყოფა  წარსულად, აწმყოდ და მომავლად – ცნობიერის მოგონილია და ის არის აბსოლუტურად ხელოვნური. წარსული და მომავალი – აზრფორმაა, ილუზია, გონების აბსტრაქციაა. წარსულის გახსენება შეგიძლია მხოლოდ ახლა. მოვლენები რომელიც ვითარდებოდა წარსულში, განიცდი ამჟამად და გახსენდება, კიდეც, მოცემულ მომენტში. მომავალი, როცა ის დადგება, დადგება მოცემულ მომენტში. ასე რომ, ერთადერთი რამ, რაც წრამოადგენს რეალობას, ერთადერთი, რაც ყოველთვის არის – ეს აწმყო დროა.“

ეკხარტ ტოლე „რაზე საუბრობს სიჩუმე“

დილა მშვიდობისა!

zh2ყოველ დილით… ახალ გათენებულ დღეს, ეცადე უთხრა თავს, შემდეგი:

დილით გაღვიძებული დღეს დავეწაფები მადლიერებით. ვიქნები ღმერთის მადლიერი რომ საშუალება მომცა, კიდევ ერთლ ლამაზი დღე ვაჩუქო მას, თავს, საყვარელ ადამიანებს, სამყაროს…

დღეს მთელი დღე აუცილებლად ვიცხოვრებ თავაწეული, მხრებგაშლილი და სიყვარულით აღსავსე გულით.

მადლიერებას გავავრცელებ სრულიად დღეზე.  ვპირდები, მადლიერებით მივიღებ და დავტკბები მისი ყველა, თითქოს უმნიშვნელო და უბრალო საჩუქრებით, რომელსაც მიგზავნის ცხოვრებაში ყოველდღიურად: დილის ცვარისთვის, სუსხისთვის, მზისთვის, ღრუბლისთვის, წვიმისთვის, ხისთვის, ბალახისთვის, თოვლისთვის, ბილიკისთვის, ყვავილისთვის, ჩიტების ჯღურტულისთვის, მდინარისთვის, ზღვისთვის, ჰაერისთვის….

Continue reading “დილა მშვიდობისა!”

აპატიე საკუთარ თავს

10-8dd1941bc1dbამ ბოლო დროს, ბევრი საუბრობს წყენის მავნებლობაზე და რომ აუცილებელია განთავისუფლდე მისგან.

სათქმელად ადვილია, მაგრამ გასაკეთებლად  რთული. ვიტყოდი, ძალიან რთული.

უფრო მეტი, გაცილებით რთულია წყენის ისეთი ფორმა, როგორიცაა – წყენა საკუთარ თავზე.

ეს ხდება, როდესაც (შენი აზრით) დააშავე და ვერ ჰპატიობ თავს, საკუთარ თავზე ხარ გაბრაზებული და ვერ იცილებ ვერაფრით ამ გრძნობას. სწორედ, ცხოვრების ამ მომენტში გროვდება ის ნეგატიური ენერგია რომელიც გაცლის სასოცოცხლო ძალებს. არადა, რაც დრო გადის, უფრო მძიმდება და ტარება შეუძლებელი ხდება. ზოგჯერ ამბობთ:„მე ვცადე , მაგრამ მაინც ცუდად მახსენდება, ვერ ვივიწყებ რაც მოხდა, ძალიან დავაშავე და ვნანობ რაც გავაკეთე… ხან სულაც არ ვფიქრობ მასზე, თითქოს მიმავიწდა, მაგრამ გარკვეულ სიტუაციაში, მტკივნეულად ამოტივტივდება, ისევ და ისევ“. Continue reading “აპატიე საკუთარ თავს”

ზღაპარი პატიებაზე

1— მე არ ვაპატიებ — უთხრა მან – მე სულ მემახსოვრება.

— აპატიე — ემუდარება ანგელოზი – აპატიე, შენთვის იქნება უკეთესი.

— არავითარ შემთხვევაში — ჯიუტად შეკრა ტუჩები ქალმა — მსგავსი რამის პატიება არ შეიძლება. ეს შეუძლებელია. არ შემიძლია.

— გინდა შური იძიო? – შეშფოთებულმა ანგელოზმა ჰკითხა.

— არა, შურს არ ვიძიებ. მე შურზე მაღლა დავდგები .
— შენ გინდა, რომ უმკაცრესი სასჯელით დაისაჯოს…

Continue reading “ზღაპარი პატიებაზე”

რა აზრი აქვს ჩახუტებას

_vyr_39825020796ემოციების შედეგად იბადება ჩახუტება.

გინახავთ ადამიანი, ვის გულსაც არ ათბობს ჩახუტება?

ის ყველას სჭირდება, განურჩევლად ასაკაისა, ფერისა თუ წარმომადგენლობისა.  ჩავთვალოთ, რომ ის წარმოადგენს სამყაროს ენას.

თუმცა, არსებობს გამონაკლისი, როცა ადამიანი მიდის მონაზვნად ან საერთოდ განერიდება ყოფით ურთიერთობებს, ცხოვრობს მარტოობაში. თუ დაუფიქრდებით, სინამდვილეში, ასეთი ადამიანი, სრულებითაც არ არის მარტო.  ის  უფრო ახლოს დგას ფაქიზ, ზე-ძალებთან და სულიერ მატერიასთან არის კავშირში.

მსგავსი ადამიანების რიცხვი ძალიან ცოტაა. ამიტომ, დავურუნდეთ ჩვენს ყოფიერებას.

უბრალო, მიწიერი ჩახუტება – ერთ-ერთი კარგი რამ არის, რაც კი მოუგონებია ადამიანს. მისი საშუალებით გადავცემთ ძალას და იმავ დროულად, ვიღებთ იგივეს. Continue reading “რა აზრი აქვს ჩახუტებას”

სამი ქალური „წყევლა“, მიმართული მამაკაცისკენ – განეიტრალება

43639რა ვუყოთ იმ ყველაფერს რაც წინ თემებში ვისაუბრეთ, სამი ქალური „წყევლა“, მიმართული მამაკაცისკენ:

I  არ მისცეთ მამაკაცს ფული

II არ დაუწუნოთ მამაკაცს საჩუქარი

III არ შეიცოდოთ მამაკაცი

ასევე თუ პროცესები მიშვებულია თვითდინებაზე, უკმაყოფილებას საზღვრები აღარ აქვს, ერთ დროს საყვარელი ადამიანი ხდება ასატანი.

სხვა თემაში ვისაუბრეთ ენერგიებზე, რომლითაც ქალბატონი ავსებენ მამაკაცს – ქალს შესწევთ ძალა დაეხმაროს მამკაცს გახადოს წარმატებული, შეუქმნას მყარი საყრდენი, აუშენოს პლაცდარმი, საიდანაც აიღებს სტარტს.

  • რა ვქნათ?
  • როგორ შევცვალოთ ან გავაუმჯობესოთ ურთიერთობები ან ავიყვანოთ სხვა ხარისხში?

პირველ რიგში, აუცილებელია გავიაზროთ  – ახლა, გვერდით არის ის ადამიანი, რომლის ღირსადაც ვთლით თავს. ეს ფაქტია. ჩვენი პოტენციალი და ენერეტიკული ხარისხი არის იდენტური მის ენერგიებთან და სწორედ, ამიტომაც მოვიზიდეთ შესაბამისი პიროვნება. Continue reading “სამი ქალური „წყევლა“, მიმართული მამაკაცისკენ – განეიტრალება”