მძივად აკინძული მარგალიტები (გამოხმაურებები)

აქ თავი მოვუყარე სხვადასხვა დროს გამოგზავნილ არასრულ, მცირე ამონარიდებს მადლიერების „შეტყობინებებიდან“ რომელიც მხვდება, ხოლმე, fb -ში (შეტყობინებების ან კომენტარების სახით|), ასევე ბლოგზე და ზოგადად მიმოწერებში.

მსურს, მადლობა თითოეულ თქვენთაგანს გადაგიხადოთ. თქვენ ხომ პირადი სიყვარულის, სითბოს და მედლიერების წილი მიწილადთ, მაჩუქეთ, გამიზიარეთ. ღმერთმა ათიათასად გიმრავლოთ სამადლობელი ცხოვრებაში!!! ❤

ამ მადლიერების წერილებს ვაქვეყნებ მათი თანხმობით. ზოგმა მომცა უფლება სურათი დამერთო, ზოგმა არ მოისურვა, ზოგიც უბრალოდ თემაზე დატოვებული კომენტრია.

 

 

ნესტან კოპაძე:

თქვენი სტატიები თითქოს სიარულს გასწავლის, თითქოს 14195212_1130423360361128_1005901365249283710_oახლა იდგამ ფეხს, აცნობიერებ – თურმე ცხოვრება არ არის ერთი ადგილი სადაც უბრალოდ ხარ და არის მთელი სამყარო. ეს სამყაროა იმ უსაზღვრო შესაძლებლობებით, რასაც ადრე ვერ ხედავდი, ვერ გრძნობდი…

მადლობა, კიდევ ერთხელ ქალბატონ, თამარ

აშა მორგოშია:

- დილა მშვიდობისა ქალბატონო თამარ!unnamed-file
ჩემმა საუკეთესო მეგობარმა და საერთო ნაცნობმა ირმამ ფეისბუკში მიმოწერისას მითხრა, რომ არსებობს ასეთი პიროვნება, თამარ კვარაცხელია და საოცარ თბილ და საყვარელ სტატუსებს აქვეყნებს თავის გვერდზეო. დავინტერესედი და გთხოვეთ მეგობრობა. მიხარია რომ დამთანხმდით, რადგან ირმა მართალი აღმოჩნდა.ნამდვილად ბევრი სითბო გამოდის თქვენი ნააზრევიდან, რაოდენ გასაკვირი არ იყოს, დღევანდელსინამდვილეში საზოგადოებას უფრო უარყოფითი ინფორმაციით კვებავენ და თქვენი ასეთი განსხვავებული აზრები, ნამდვილად დადებითი ემოციების საფუძველია. მადლობა თქვენ და ირმას, რომ ასეთი კეთილი ადამიანი გამაცნო. - საქმე რომელიც სიყვარულით კეთდება, არა მარტო თქვენ არამედ, სხვებსაც ეხმარება ......სიყვარული, 
ხომ დღეს ,,დეფიციტი“ გახდა სამწუხაროდ.

 

 

მეგი გიგაური:

26 июля 2015г. 9:27
– გამარჯობათ ქალბატონო თამარ, დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ თქვენი სტატიებისთვის, რომლებსაც დიდი ინტერესით ვკითხულობ. აზროვნების შეცვლაზე წაკითხული მაქვს ჯოის მაიერის ,,გონება ბრძოლის ველია”, ამ თეოლოგიური წიგნის წაკითხვის მერე, სულ სხვანაირად ვუყურებ ცხოვრებას.
თქვენი თითოეული სტატია არის ღმერთის სიყვარულზე, მადლიერებაზე და ადამიანის უსაზღვრო შესაძლებლობებზე, რომელიც შემოქმედმა გვიბოძა.
კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას ესე ლამაზად და მარტივად, რომ გვიზიარებთ თქვენს ცოდნას, ღმერთი იყოს თქვენი მფარველი და გისურვებთ წარმატებებს.
– მაგდა, მადლობა ეს ის, მცირედია რაც შემიძლია გადაგიხადოთ – დაფასებისთვის და შესანიშნავი კომენტარისთვის. დილით ასეთი მესიჯი რომ მოგივა, აბა, ეს არ არის ცხოვრების სასწაული? გმადლობთ თქვენ სიკეთისვის, სიყვარულისვის და დილის ჯადოქრობისთვის. სიყვარულით.
 – გაიხარეთ, მადლობა თქვენ, ღმერთის სიყვარული არ მოგკლებოდეთ.
უბრალოთ არ შემეძლო თქვენთვის მადლობის მესიჯი, რომ არ მომეწერა, იმდენად მოხიბლული ვარ თქვენი სტატიებით.

 ნანიკო სიხარულიძე:

გამარჯობა თამარ, რამდენომე დღის წინ, სრულიად შემთხვევით გიპოვეთ. ასე ვიტყოდი …და იმას მივხვდი შემთხვევით არაფერი ხდება . მე დღეების წინ ალბათ დავიბადე. მას შემდეგ, რაც თქვენ გიპოვეთ ვირტუალურად, უბედნიერესი ადამიანი ვარ. ღმერთმა გამომიგზავნა თქვენი თავი მაშინ, როცა ვფიქრობდი ცხოვრება და სიცოცხლე დამთავრდა მეთქი. ჯერ თქვენს სტატიებს ვკითხულობდი მხოლოდ , მერე რაღაც მცირე ლიტერატურა მოვიძიე. მინდა იცოდეთ, რომ თქვენ ჩემს ცხოვრებაში საჭირო დროს გამოჩნდით.

 

 


შორენა შანავა:

ჩემი ცხოვრების ყველაზე რთულ მომენტები, თქვენი გამოქვეყნებული 14731098_896921393774830_7539224447511440822_nსტატიებეით გადამაქვს და ამით ძალან მეხმარებით. ჩემს რწმენას  ვუერთებ თქვენს პოზიტიურ სტატიებს და შინაგანად მაძლერებს. ყოველდღე თვალს ვადევნებ. დიდი მადლობა თამარ რომ ხართ. უფლის მადლი არ მოგკლებოდეთ და დალოცვილი იყავით.

 

 

ლიაკო :

მადლობა თამარ, რომ პირადად მიპასუხეთ.

მე ვარ ემოგრანტი, სრულიად შემთხვევით გავიგე თქვენს შესახებ მეგობრისგან. რის გამოც ძალიან ბედნიერი ვარ. თქვენმა საიტმა შემცვალა და ჩემი ცხორებაც ნელ-ნელა იცვლება. ალბათ,შემთხვევით არაფერი ხდება. ვერ წარმოიდგენთ თქვენით როგორი აღფრთოვანებული ვარ. რომ შემეძლოს თქვენს ტრენინგებზე დასწრება,  რა ბედნიერი ვიქნებოდი, როგორ მჭირდება რომ იცოდეთ. მინდა იცოდეთ, ერთი ემიგრანტი ქალის ყოველი დილა, სანამ სამსახურში წავა თქვენი რომელიმე თემით იწება და იმ დღეს გაცილებით ადვილია ცხოვრება.

მადლობა ამისთვის.

 

 

თამარ სახოკია:

2015 წ აპრილი – ივლისი

როცა გადავწყვიტე თქვენთან სკაიპის საშუალებით სესიების გავლა, ჯერ კიდევ ბოლომდე არ ვიცოდი რა შეიძლებოდა მომხდარიყო და რას ვაკეთებდი. უღრმეს მადლობას გიხდით, თქვენთან ერთად გატარებული დროისთვის.

ქალბატონო თამარ, თქვენთან შეხვედრას ველოდები ყოველ კვირა მოუთმენლად. ისე მიცემს გული თქვენთან შესახვედრად, როგორც სკოლის დროს გამოცდაზე რომ მივდიოდი. მიყვარხართ. მადლობა უფალს, რომ მაპოვნინა თქვენი თავი და მომაცა საშუალება საკუთარ თავზე გამომეცადა ქოუჩინგის სასწაული. რომ ვაკვირდები სად ვიყავი დაახლოებით 3 თვის წინ, როცა პირველად მოგმართეთ და სად ვარ ახლა, ზოგჯერ ვერ ვიჯერებ იმხელა სხვაობაა. კიდევ ერთხელ მადლობა.

ბოლოს მინდა დავამატო, რომ ქალბატონო თამარ, თქვენ ემიგრანტებისთვის დიდ საქმეს აკეთებთ.მე მინდა ჩემი წერილი ყველამ წაიკითხოს. მადლობა საოცრებებში შებიჯებისთვის. მადლობა რომ არსებობთ.

 

მარიკო:

გამარჯობათ.

მინდა მადლობა გადაგიხადოთ ამ სტატიისთვის. როგორ დროულად წავიკითხე და რომელიც ასე ძლერად მენიშნა, ჩემს ცხოვრებაში. დღეს კიდევ ერთხელ მქონდა მსგავსი შემთხვევა, გავბრაზდი და აგერსიული გავხდი, რატომღაც ამ ბოლო დროს ასე ხდება (თემის წაკითხვით მივხვდი რატომაც). ბოლოს, ტირილიც კი დავიწყე, იმდენად გამაღიზიანა საკუთარმა უსუსურობამ მოცემულ საკითხში. ყოველთვის იმას ვამბაობ რომ ეს დროებითია, მაგრამ სულ ასე გრძელდება, რაც თავი მახსოვს და არაფერი იცვლება. ძალიან კარგად დავინახე თქვენ სტატიების წაკითხვის შემდეგ, თუ როგორ ვიცოდებ თავს და როგორ ვიმყოფები მსხვერპლის როლში. მეტი აღარ შემიძლია ძველებურად გაგრძელება და თქვენი ბლოგის თემები ძალიან მეხმარება, ბევრი რამის გარკვევაში. მე სტატიებიდან ვგრძნობ, თუ როგორ მამხნევებთ და გიხდით ამისთვის მადლობას.  განა მარტო მამხნევებთ, არამედ მეხმარებით, მაფიქრებთ და მცვლით კიდევაც.

მადლობა, თქვენი უანგარო დახმარებისთვის. უფალმა გაგაძლიეროთ.

 

ლევანი (აშშ):

29 წლის, 2015 წ იანვარი - აპრილი

დღეს ხდება სამი თვე რაც, თამართან გავდივარ სესიებს სკაიპით. ვცხოვრობ ბრუკლინში.

ქოუნგზე აქ ძალიან ბევრი მსმენია და როცა იტერნეტში აღმოვაჩინე ქართველი ქუჩი თამარის სახით, გადავწყვიტე მიმემერთა მისთვის. მართალი გითხრათ ბოლომდე არ ვიყავი დარწმუნებული და დიდი მოლოდინიც არ მქონდა. თუმცა, პირველივე გასაუბრებაზე თამარმა მოახერხა ჩემი ნდობის მოპვება და იმედიანად განმაწყო.

ახლაც, კარგად მახსოვს,  გამაფრთხილა, ეს არიქნებოდა კონსულტაცია ან რამე საკითხებზე საუბარი. ეს იქნებოდა მუშაობის პროცესი, რომელიც იქნებოდა წარმატებაზე ორიენტირებული და მთავარი მოქმედი პირი ვიქნებოდი მე. შეთანხმების დროს ამიხსნა, რომ ქოუჩინგი სასწაულებს ახდენს ადამიანის ცხოვრებაში და მე შევძლებდი ახლანდელი მდგომარეობიდან გავსულიყავი საურველ გზაზე, ჩემი შინაგანი ძალების დახმარებით. მართალი გითხრათ დაჯერება გამიჭირდა.

ახლა, რომ ვიხედები უკან ვხვდები, რა სამუშაოც გავწიეთ, როგორ ჩაკეტილ წრეში დავდიოდი ბავშვობიდან მოყოლებული. ჩემი ძველი პრობლემები ამ გადმოსახედიდან უკვე სასიცილო ჩანს და ძალიან ვწუხვარ, რომ ამდენი დრო დავკარგე მათზე.

ამ პერიოდში, გავედი ცხოვრების ახალ ეტაპზე. ვისწავლე სიზარმაცის გადალახვა და თავის დისციპლინირება. დავიწყე კარიერეაზე ფიქრი. გამოვიცვალე გარემოცვა. გავიარე დამატებითი კუსები, ავიმაღლე კვალიფიკაცია, ავიღე სერთიფიკატი და ველოდები ახალ სამსახურს, გასაუბრება უკვე გავლილი მაქვს. სესიების შედეგად გავიაზრე საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღების სრული ძალა, აღმოვაჩინე ჩემი ძლერი მხარეები, გამიჩნდა მომავლის ხედვა და მის განხორციელებაში ძლიერი რწმენა. ალბათ, ცოტას დავიცდი და მომავალშიც გავაგრძელებ სესიებს. მე თამამდ შემიძლი ვთქვა: მყავს ჩემი პირადი ქოუჩი, თამარის სახით.

მადლობას გიხდით მოთმინებისთვის ქალბატონო თამარ,  გამხნევებისთვის, მოტივაციისთვის, ჩემი რომ გჯეროდათ, შანსისთვის, გამოჩენილი სიმკაცრისთვისაც, ჯარიმებისთვისაც რომელიც ძალიან დამეხმარა. მადლობა, დღევანდელი რეალობისთვის.

 

ნინო:

ერთ-ერთი ტელევიზიით გნახეთ, შემდეგ სოციალურ ქსელში მოგძებნეთ და მას მერე ვკითხულობ თქვენს თემებს. ძალიან მომწონს. თუმცა ცხოვრებაში განხორციელება ცოტა რთულია, მაგრამ კითხვის დროს ვხვდები რომ შესაძლებელია.

თქვენი თემების კითხვა მამშვიდებს, მადლობა ამისთვის.

 

ლილა (აშშ):

მოხარული ვარ რომ ეს ყველაფერი საქართველოშიც არის შესაძლებელი. მე ვფიქრობ, ეს შემეცნება ჩვენს ლამაზ პლანეტას და სამყაროს ძალიან გჭირდება.

მე ამერიკაში ვცოვრობ და აქ საკმაოდ პოპულარულია პრაქტიკული ფსიქოლოგია. პირველად ოპრა ვინფრეის შოუს საშუალებით გავეცანი მსგავს აზროვნებას და მე მივხვდი რაში მდგომარეობს არსი წარმატების და სრული ბედნიერების. თუმცა მე დამწყები ვარ ამ სფეროში, უკვე ვხედავ შედეგს, რომ ის რაზეც ფიქრობ და გჯერა, რეალობა ხდება. თუნდაც ის, რომ „შემთხვევით“ წავაწყდი თქვენს მშვენიერ ბლოგს.

მადლობას გიხდით და გისურვებთ წარმატებებს.

 

მაიკო ბათიაშვილი:

ქალბატონო თამარ, თქვენ ბლოგზე განთავსებული სტატიებს ვეცნობი მუდმივად და აღფრთოვანებული ვარ. თქვენ, ნამდვილად შეძელით შეგეცვალათ ჩემი დამოკიდებულება საკუთარი თავის მიმართ, დიდი მადლობა თქვენ, ამისთვის 🙂 .

წარმატებებს გისურვებთ. დიდი სიამოვნებით დავესწრები თქვენს ტრენინგებს… თქვენნაირი ადამიანები მრავლად უნდა იყვნენ ჩვენს ქვეყანაში. დარწმუნებული ვარ, ბევრი კარგი საქმის გაკეთებას შეძლებთ. 🙂

 

 

madloნინა (იტალია)

თამარ ჩემო ძვირფასო, საღამო მშვიდობის.

სრული პასუხისმგებლობით მინდა გითხრათ: თქვენ მე გადამარჩინეთ. წარმოიდგინეთ – სიცოცხლის სხივი დამიბრუნეთ, ამომიყვანეთ იმ შავი წუმპიდან, სადაც წლებია ვიმყოფებიოდი, გამანთავისუფლეთ იმ სიმძიმეებისაგან, რომლებსაც ამდენი ხანია მივათრევ… მიყვარხართ… კიდევ ბევრი მაქვს სამუშაო  საკუთარ თავზე, მაგრამ იმას მივხვდი თქვენი საუბრებიდან, აუდიო ჩანაწერებიდან, თემებიდან, რომ შემოვბრუნდი ამ ქვეყნისკენ, სიცოცხლის ნაპერწკალი აკიაფდა ჩემში… ამისთვის, მიყვარხართ… მადლობა უფალს, რომ გამაცნო თქვენი თავი. ჩემო ულამაზესო ადამიანო, საიდან გამოჩნდით ჩემს ცხოვრებაში არ ვიცი, მაგრამ ვიცი რომ ბევრი, ბევრი რამ შევიძინე  და ვიცვლები თქვენი გაცნობის მერე.

თქვენი ნინა

 

 

12741902_1247384691956401_8395382410372720632_nსაღამო მშვიდობის თამარ.

შორიდან გადევნებთ თვლაყურს და მიხარია.

როგორც საზღვარგარეთელ ქოუჩებს აქვთ თვალები გაბრწყინებული, სწორედ ისე გაქვთ, თქვენც სიხარულით გაბრწყინებული თვალები. რაც საქართველოში იშვიათობაა.

თქვენი შრომა და მოღვაწეობა უსათუოდ დიდ შედეგს გამოიღებს და მივიღებთ ლამაზ და პოზიტიურ საზოგადოებას.

 

 – თამუ როგორ ხარ?
როგორ მიყვარს შენი ბლოგი, საოცრებააა. რამდენ რამეზე მაფიქრებს ყველა შენი დადებული თემა. სხვა ჭრილში ვხედავ ყველაფერს და ყოველ დილას ვეძებ , რომ წავიკითხო.
ბედნიერებაა ,რომ არსებობს და დიდი სტიმულია.
კეთილო, თბილიო და ლამაზო ფერია!
მადლობა ღმერთს ,რომ არსებობს,თქვნნაირი პოზიტიური ადამაინები. სტიმულია.
შენზე დამოკიდებული ვარ უკვე, თუ ვერ წავიკითხე რამე ყოველდღე ,მერე ვატყობ რომ მაკლია 🙂
 –  შეიძლება თამუნა ეს  სპონტანური მიმოწერა „მძივად აკინძულ მარგალიტებს“ დავამატო?
  – კი, რა თქმა უნადა. ეს ხომ გულიდან ამოსული სიტყვებია – გულწრფელი და ნაღდი. ყველაფრეს საუკეთესოს გისურვებ.

ზოია სმოევი:

ქალბატონო თამარ, როგორ ბრძანდებით?
თქვენი ბლოგის ხშირი სტუმარი და სტატიების მკითხველი ვარ. შესაბამისად, ჩემს ცხოვრებაში არც თუ ისე მცირე გავლენა აქვს მათ, შეიძლება ითქვას ძალიანაც დიდი.
მინდა ყველაფრისთვის გადაგიხადოთ მადლობა.
ჩემი ცხოვრების ზღაპარად გადაქცევაში დიდი წვლილი მიგიძღვით. ☺☺😍
Advertisements

2 thoughts on “მძივად აკინძული მარგალიტები (გამოხმაურებები)

დაამატეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s