არ შეიცოდოთ მამაკაცი

aHR0cCUzQSUyRiUyRnd3dy5taGVhbHRoLnJ1JTJGdXBsb2FkJTJGaW1nX2dldCUyRmE2JTJGYTY3OWM4MTFiZTMxYzFlZWQyOTM5NDI4ZDY3OTk0MjNfY3JvcHBlZF85NjB4NDYwX3dhdGVybWFya2VkLmpwZw==მოგესალმებთ ძვირფასებო!

ზაფხულის დასაწყისში მონაწილეობა მივიღე ონლაინ-პროგრამაში „ქალის  ენერგიები“ . თემები ეხებოდა ქალის და მამკაცის ურთიერთობებს. იმდენად ტევადი იყო პროგრამა, იმდენი გააზრებები მოვიდა და იმდენ კითხვას გაეცა პასუხი, სურვილი გამიჩნდა გამეზიარებინა მცირედი. ხშირად ქოუჩ-სესიაზე არის კითხვარი, რომლსაც ეს თემები გასცემს პასუხს და თუ სრულებით არა, ყოველ შემთხვევაში გარკვეულ წილად შექმნის წარმოდგენას:

  • რატომ არ გისრულებთ საყვრელი მამაკაცი სურვილებს.
  • რატომ  უჭირს გადაწყვეტილებების მიღება და პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება.
  • რატომ არ მუშაობს  ქმარი და არც აპირებს.
  • რატომ ვერ ხედავს და არ აფასებს მეუღლე თქვენ შრომას ოჯახში და რატომ თვლის რომ „ქალი უნდა იყოს კუხნაში“

სხვა ბევრი რამ…  რადგანაც ქოუჩ-სესიები არ წარმოადგენს ტრენინგს ან ლექციას და  ქოუჩი არ იძლევა რჩევებს, დავიხმარებ ბლოგს და მისი საშუალებით განვიხილივ ამ საკითხებს. იქნებ ვინმეს დაეხმაროს – ურთიერთობებში პრობლემების გაცნობიერებაში. მოხარული ვიქნები! რუბრიკას ჰქვია „მამაკაცისკენ მიმართული სამი ქალური წყევლა“ და შედის სამი თემა.

I  არ მისცეთ მამაკაცს ფული
II არ დაუწუნოთ მამაკაცს საჩუქარი   (ეს  ორი თემა უკვე შემოგთავაზეთ და იხილიეთ ბმულზე)
III არ შეიცოდოთ მამაკაცი

დღეს ვისაუბრებ მესმე  საკითხზე.10810033_387811614711150_518877027_n

ალბათ გსმენიათ:

„ჩემი საწყალი ქმარი!“

 „ჩემი ქმარი იმდენს მუშაობს, ცოდოა“,

„მეცოდება, რა ქნას“….

რას გრძნობს ქალ როდესაც ამას ამბობს?უჩნდება სიბრალულის გრძნობა… მასში იღვიძებს დედობრივი ინსტიქტი.. ანუ ირგებს „დედის როლის“… და ავიწყდება – ქმრისთვის ცოლია და არა დედა!

მოდი დავფიქრდებთ: ზოგადად,

  • ვინ ეცოდებათ – ძლიერი თუ სუსტი?
  • ვის უყურებენ ზემოდან – ძლეირს თუ სუსტს?

შეცოდება, წარმოადგენს უპირატესობის ხაზგასმას. შეცოდების დროს ართმევთ ენერგიას, უკარგავთ საკუთრ თავში და ძალებში რწმენას. აგრძნობინებთ, რომ ხართ მასზე გაცილებით ძლიერი. რაც მეტად გეცოდებათ, მით მეტად ასუსტებთ. შეცოდება  ნიშნავს – „მას არაფერი შეუძლია“ და მისი არ გჯერთ (მართალია, პირდაპირ არ ეუბნებით, თუმცა ამას მნიშვნელობა არა აქვს). გეცოდებათ? ნება თქვენია!!!

შეიძლება შეგეცოდოთ პარატა ბიჭი, რომ წაიქცევა ან სხვა მსგავსი (თუმცა არც ეს არის კარგი), მაგრამ საყვარელი მამაკაცის შეცოდებას – დაადეთ ტაბუ!!! ჯანსაღი შეგნების მამკაცს შეცოდებაზე აქვს ჯანსაღი რეაქცია –  ელემენტარულად, ბრაზობს.

მაგრამ თუ მამკაცმა, უკვე მოახერხა და გახა ინფანტილური – დიდი სიამოვნებით დაგიდებთ თავს მუხლებზე და ითამაშებს მსხვერპლის როლს (ცნობიერის 3 დონე). შეგაცოდებთ თავს, მოგიყვებთ – რა რთული ბავშვობა ჰქონდა, როგორი რთულია სამსახურის შოვნა, როგორ დაიჩაგრა… დაიწყებს თქვენით მანიპულირებას – რა კარგად გრძნობს თქვენ გვერდით თავს, თქვენ რომ უგებთ და გესმით ისე, არავის ესმის მისი, როგორ სგიჟემდე უყვარხართ, თქვენს გარეშე ცხოვრება ვერ წარმოუდგენია

თქვენ კი კმაყოფილი და ბედნიერი, გაბრწყნებული თვალებით, ფიქრობთ: როგორ ვუყვარვარ!!!

გადაწყვიტეთ:

თუ მეუღლედ ჩამოყალიბებული მამაკაცის ნაცვლად გჭირდებათ პატარა ბიჭი, მაშინ გააგრძელეთ იგივე ტემპით შეცოდება… კეთილი მგზავრობა ამ ეკლებზე… 🙂 😦

დაფიქრდით,

რაში გაწყობთ „მხსნელის და გადამრჩენელის“ როლის მორგება?

მოგწონთ, რომ ზრუნავთ?

გგონიათ, რომ უყვარხართ?

აქ არსებობს ერთი  მაგრამ, რომელიც შეიძლება გამოგეპაროთ….

შეცოდებით ააქტიურებთ იმ სამკუთხედს, რომელსაც მსხვერპლი-აგრესორო-მხსნელი ჰქვია და რომლისგანაც თავის დაღწევას ვერ მოახერხებთ მანამ, სანამ არ გამოუტყდებით თავს, რომ იმყოფებით მოცემულ მდგომარეობაში.

რატომ ირგებს ქალი  ხშირად „მხნელის“ და „გადამრჩენელის“ როლს?

პრაქტიკამ აჩვენა, რომ ამით ქალი ცდილობს მიიქცოს მამკაცის ყურადღება. აჩვენებს, რომ არის ძალიან კარგი, თბილი, მოსიყვარულე და მზრუნველი. რაც მთავარია, ის აგრძნობინებს მამაკაცს – „ხომ ხედავ ჩემი დახმარების გარშე არაფერი შეგიძლია… ხედავ, მე როგორი კარგი ვარ შენთვის და სხვა ასე არ მოგექცევა… ჩემნაირად არავის ეყვარები… ჩემს გარეშე ვერაფერს შეძლებ…“ ბლა-ბლა-ბლა……

შედეგად რას იღებთ? მამკაცი დუნდება, ხდება ინფანტილური და ამართლებს ქალის მოლოდინებს!!!  რატომ აკეთებთ ასე?

…და მაინც, რატომ?

გგონიათ: ის არის გარემოებების (სახელმწიფო, მთავრობა, არ გაუმართლა…) მსხვერპლი. მას სჭირდება გვერდით დგომა, დახმარება. აბა, ვინ თუ არა თქვენ? ა, ბატონო.. თქვენც აქვე ხართ, ასეთი კარგი, კეთილი და მზრუნველი. დიდი ამბავი, ამდენ რამეს აკეთებთ და ბარემ გადაწყვიტეთ მისი პრობლემებიც. წადით, იმუშავეთ 3 სამსახურში.. „სიგარეტის ფულიც კი არ აქვს“… “ცოტაც გაუძელი“- გეუბნებათ..), ქალები თურმე მეტად გამძლეები ყოფილან….

და თქვენც გაძლებაზე ხართ, მანამ

სანამ არ დაიღლებით „ბეგემოთის ჭაობიდან ამოთრევის“ მცდელობით და არ „დაიკიდებთ“, იმიტომ რომ მეტი აღარ შეუძლით.  და ამ დროს, კაცი ასეთი მოსიყვარულე კაცი, უცებ ხდება აგრესიული ( რაც დათესეთ, ის მოიმკეთ. ის ხომ მიაჩვიეთ ტვირთის შემსუბუქებას ისე, რომ ბოლოს, მთლიანად ქალის სათრევი გახდა მთელი ოჯახი).

… და შედეგად გგონიათ დაგიფასდებათ? კი როგორ არა…kak-vernut-sebe-radost-zhizni-esli-vi-zamuzhem-1036-52505

ამ დროს მამაკაცი, იწყებს ახალი „მხსნელის“ ძიებას, რომელმაც არ იცის მისი სისუსტეები… სადაც გამოჩნდება მამაკაცად… ან მიეძალება ალკოჰოლს…

ესეც დამსახურებული მადლობა „გარჯისთვის“.

გამოყავით დრო და გაერკვიეთ სამ „წყევლაში“ რომელიც მიმართულია მამკაცისკენ!

თუ იქნებით გულწრფელი და გაავლებთ პარალელებს, ბევრ კითხვას გასცემთ პასუხს და შეძლებთ მნიშვნელოვნად შცვალოთ ცხოვრება. შეძლებთ, გადახვიდეთ  ურთიერთობების ისეთ საფეხურზე, სადაც იარსებებს ნამდვილი სამყაროსებული იერარქია – სადაც უყვართ და პატივისცემით ეპყრობიან ერთმანეთს, როცა კაცი მიდის ქალის წინ ოჯახში, მფარველობს, იცავს და ზრუნავს, როცა კაცი ხდება ქალის თავლი და ხელები(ვექტორული), ხოლო ქალი, მოსიყვარულიე, მშვიდი და ბედნიერი გული(სპირალური)

თუ ქალი, მსგავს სიტუაციაში, გადაწყვიტავს რამე შეცვალოს, უნდა გააცნობიეროს, რომ არ იქნება ადვილი. უმჯობესია, თავიდანვე გამოავლინოს ძლიერი ხასიათი, გააღვიძოს და გამოიყვანოს გარეთ  შინით ჩამალული „ქალღმერთი“, რომელიც მამკაცის ყველა მცდელობას და მანიპულირებას – დააბრუნოს ყვალფერი („როგორც იყო“ ) ძველ მდგომარეობაში, გასცემს მტკიცე პასუხი: „არასოდეს!“

მაგ: „არა, მე არ მოგცემ ფულს, რადგან გაფასებ და ვფიქრობ, შენ თავადაც მოაგვარებ და მიხედავ  მაგ საქმეს!“

რთულია არა, მსგავსი უპასუხოთ?

მაგრამ უფრო რთული და მძიმეა, როცა  ეუბნებით: „კარგი, რა პრობლემაა… კი…რამდენი გინდა“

და ამ დროს ისმენ კაცის „ბაიათებს“ : „როგორ კარგი ხარ, ვერ წარმოიდგენ როგორ მეხმარები, გადამარჩინე, მადლობა….“ დარწმუნებული იყავით, იმის მერე რაც კაცი გადალახავს პრობლემას, წავა ქალთან რომელმაც არაფერი იცის მის სისუსტეებზე და მოუყვება: „ცოლს მალე უნდა გაშორდეს, ვერ ეგუება და არ უყვარს, მათი ქორწინება შეცდომა იყო“… მამაკაცი ყოველთვის გაიქცევა ქალისგან, რომელმაც მისცა ფული, დაარღვია იერარქია, შეიცოდა და დააყენა თვი გაცილებით მაღლა… თუ სხვა ქალისკენ არა, მაშინ ისევ და ისევ, მიეძალება სასმელს, ითამაშებს, ნარკოტიკს…..

ეს ხომ ძალიან ცუდია? რა საკითხავია – ცუდია!

რა არის გამოსავალი იხილეთ შემდეგ თემაში.

დღეს კი გავიაზროთ, რამდენად დამანგრევლად მოქმედებს მამაკაცზე შეცოდება.

გისურვებთ ჰარმონიულ ურთიერთობებს!!!

 

თემა  დაამუშავა, ურთიერთობების ქოუჩმ

თამარ კვარაცხელიამ

 

 

 

 

16 thoughts on “არ შეიცოდოთ მამაკაცი

  1. ეს ძალიან აქტუალური თემაა და არა მარტო თქვენთვის. ამას ქოუჩ- სესიებიც აშკარად მაჩვენებს და ჩემი თემების ძალიან ხშირად მათ(კლიენტების) დასახმარებლად იწერება.
    დაცილება ყველაზე კრიტიკულ და გამოუვალ მდგომარეობაში ხდება.
    მე არ ვიცი თქვენი პრობლემები და ზოგადად შემიძლი გიპასუხოთ.
    თქვენ ვერ შეცვლით ტქვენს მეუღლეს, ეს არ გამოგივათ არც – ჩხუბით, კამათით, მუდარით, თავის შეცოდებით, მანიპულირებით… ყველა ეს გზები განწირულია..
    ერთადერთი რა შეგიძლიათ, გაიზარდოთ თქვენ, შეიცვალოთ თქვენ, შეცვალოთ დამოკიდებულება თქვენ.

    ოდესღაც ხომ რაღაცის გამო გაყევით ამ პიროვნებას, მოგწონდათ მასში რაღაც თვისებები, იზიარებდით ფასეულობებს. საჭიროა მოიძებლოს გადაკევტის წერტილი. იქიდან დაიწყოს ათვილა და იმ გზაზე სიარული, რასაც აირჩევთ.
    პირველ რიგში, დაიწყეთ ცვლილებები საკუთარ თავში, იცხოვრეთ, იხარეთ ცხოვრებით, იყავით ბედნიერი მომენტში, არ მისცეთ ფული მეუღლეს, არ შეიცოდით, ნუ განიკითხავთ, ნუ ეწუწუნებით, ნუ უწუნებთ ნურაფერს, ნუ ადარებთ სხვას… პირიქით შეაქეთ, აღფრთოვანდით მისი ელემენტარული საქვიელითაც კი, იყავით მის გვერდში ყოველთვის, მიეცით შეცდომების დაშვების საშუალება, მიეცით მოტივაცია, შთააგონთ….

    ერთი სიტყვით, მე ვცდილობ, ჩემს თემებში დავწერო მაქსიმალურად, თუ როგრო უნდა მოვიქცეთ…

    მაგრამ ხშირ შემთხვევაში გადიან ადამიანები ქოუჩ-სესეიებს, ურთიერთობების საკითხში. სადაც მიმდინარეობს ინდივიდუალური მუშაობა 3 თვის მანძილზე, წამოწეულ პრობლემებზე.

    გაყრა არ დაგჭირდებათ, თუ თქვენ იმუშავებთ საკუთარ თავზე. როცა თქვენ შეიცვლებით ისიც შეიცვლება ან არადა, თავად წავა თქვენი ცხოვრებიდან.

      1. თამო, ძვიფასო. ყველაფერი რომ მცოდნოდა 25 წლის წინ მეც, ბერ რამეს არ გავაკეთებდი! მაგრამ არა… მაშინ ის არ ვიქნებოდი რაც ახლა ვარ. უფრო სწორად არაფერი ხდება ისე უბრალოდ ან შემთხვევით. თუ ჩვენ რამე ჩავიდინეთ ჩვენი ცხოვრების იმ კონკრეტულ მომენტში და განვითარების მოცემულ ეტაპზე, ამაში იდო აზრი. თუ კი ჩვენ გვეჩვენება რომ შეგეძლო სხვანაირად მოქცევა, იცოდე არ შეგეძლო. ❤

  2. ძალიან სასარგებლო ინფორმაციაა, რასაც საკუთარი ცხოვრების მაგალითზეც ვიგებ და ვსწავლობ. თუ შეგიძლიათ მიმასწავლოთროგორ ჩავერთოთ , სად არის თქვენს მიერ ნახსენები ონლაინ პროგრამა “ქალის ენერგიები”

  3. გმადლობ ქალბატონო თამარ რომ არსებობთ და არ იზარებთ ჩვენთვის ასეთი სასარგებლო ცოდნის გადმოცემას. მივხვდი, რომ ქმარი უბრალოდ უნდა ,,გავუშვა,, რათა თავიდან ვიპოვნო…

    1. მადლობა რომ კითხულობთ ბლოგს.
      გაუშვა – თუნდაც ბრჭყალეში საკმაოდ საფრთხილოა, ამიტომ ჯობია დაწეროთ და გამოიყენოთ სიტყვა მივენდო, ვენდო ბოლომდე და ამავე დროს თქვენ განვითარდეთ შეუჩერელად! აქ შუალედური ფორმაა დასაჭერი…

  4. meore *wyevla*ze davwere komentarı da axlac mında vtqva rom namdvılad movıqcevodı sxvanaırad tundac 10 wlıs wın ro yofılıyo es saubrebı.

  5. ra saintereso te mebia qalbatono tamar , rom ar iyos fufuneba fsiqologi umravledobistvis da chemtvidac mat shoris amdeni ojaxi ar daingreoda, chven xom ar gvaswavlias urtiertobebs 😦

  6. bodishis moxdit mogmartavt_qouchi – is shesabamisi rame qartuli sityva monaxet,gadasarevi statiaa da bolomde kargi gaxadet,gtxovt.madlobt

    1. ნინო, მომიძებნეთ მაგ: ქირურგის… შესაბამისი ქართულად, გთხოვთ! იქნებ ყასაბი ან სხვა …? ქოუჩი საერთაშორისო ტერმინია და ვერც ერთ ენაზე ვერ გადაითარგმნა, რადგან დანიშნულების ან ურთიერთობების მწვრთნელი (მაგ: ცოლ-ქმრული ურთიერთობების მწვერთნელი) ვერ ერგება არსს.. ქოუჩინგი კითხვების დასმის ხელოვნებაა, მხოლოდ.

დაამატეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.