სამი ქალური „წყევლა“, მიმართული მამაკაცისკენ

raznie

ვაგრძელებ თემების ციკლს: სამი ქალური „წყევლა“, მიმართული მამაკაცისკენ.

თითოეულ მათგანზე შეძლებისდაგვარად უკვე ვისუაბრეთ.

ესენი იყო:

I  არ მისცეთ მამაკაცს ფული

II არ დაუწუნოთ მამაკაცს საჩუქარი

III არ შეიცოდოთ მამაკაცი

გავაგრძელოთ… დავუშვათ, გავერკვიერთ სამივე „წყევლაში“, მაგრამ ქმარი მაინც თავს არ იწუხებს ზრუნვით, ჩემი სურვილების დაკმაყოფილებით. რა ხდება?

ქალსა და მამაკაცს აქვთ განსხვავებული ენერგიები – ქალი იღებს, კაცი გასცემს. ამავე დროს, ქალი ავსებს კაცს საჭირ და აუცილებელი ენერგიებით.

ისმის კითხვა: რა ენერგიებით ავსებს ქალი საყვარელ მამაკაცს?

 – შიშეებით – ფორიაქით, განკითხვით, ნერვიულობით, პრეტენზიებით, დაგროვილი წყენით, წუწუნით… (ეს ყველა ენერგიაა)

მაგალითად, ქალი ეწინააღმდეგება მეუღლის ახალ იდეას – მამაკაცი, ამ დროს, იწყებს ერთ ადგილის „ტკეპნას“ და  ჩერდება მიღწეულზე, იწყებს უკუსვლას! მოგვიანებით კი თავის უსუსურობაში ადანაშაულებას სახელმწიფოს, მთავრობას, უფროს, მეგობრს…

რატომ იქცევა ქალი ასე? 

ეშინია! რადგან მან უნდა იზრუნს შვილებზე, ოჯახზე,  სტაბილურობაზე.  უნდა ყველაფრის საქმის კურში იყოს, რათა აკონტროლოს სიტუაციაა. არ ენდობა ქმარს, არ უყვარს რისკი, ძნელად ეგუება მოულოდნელ ცვლილებებს (ეს მასი ბუნებაა). ასეთ დროს  ქალმა არ იცის, რომ მისი შიში – ბლოკავს მამაკაც განვითარებისთვის, აუცილებელი ენერგიის შემოდინებას და გადინებას აფერხებს.

– რა გამოდის?

–  ქალის უარყოფით ემოციები ტრანსფორმირდება კაცში – სისუსტეების და პასუხიმგებლობის სხვაზე გადაბარების სახით. ნებისმიერი ნეგატივი – არის ენეგიის უსარგებლო ხარჯვა. მამაკაცი ვერასდროს შეძლებს ააგოს თავისი „იმპერია“(გაგახაოთ, მოგცეთ ცხოვრების მაღალი ხარისხი, აგისრულოთ სურვილები) ქალისგან მიღებულ, ზემოთ ჩამოთვლილ ენერგეტიკულ მასალაზე.
47216391

ჩაიხედეთ საკუთარ თავში…

კითხეთ თავს, რას ფიქრობთ მეუღლეზე ?

პასუხებში იპოვოთ, ზუსტად იმ რეალობას რაშიც იმყოფებით. იმუშავეთ თავზე და არა მამაკცზე! იყავით, საკუთარ თავთან დიალოგის დროს, მაქსიმალურად „გახსნილნი“.

ეს გასათვალისწინებელია!

გამოსავალი?

 სიყვარულის ენერგიებიგაამხნევება, ნდობა, წაახალისეთ წამოწყება, გქონდეთ სურვილები (თუ ქალს არა აქვს სურვილები, რომლიც მას მიანიჭებს სიხარულს, შეუძლია დაემშვიდობოს მატერიალურ კეთილდღეობაზე ოცნებას)...  და მთავარი იფიქრეთ, საკუთარ თავის შეცვლაზე და განვითარებაზე, დატკბით ცხოვრებით.

ქალი თუ აივსება დადებითი ენერიებით, მათი სიჭარბე მოგვიანებით აავსებს მეუღლეს და შვილებს. ქალს შესწევს ძალა, დაეხმაროს მამაკაცს გახდეს წარმატებული, შეუქმნას მყარი საყრდენი, აუშენოს პლაცდარმი საიდანს აიღებს გამარჯვებებისთვის სტარტს. შედეგად, ქალის სურვილები განხორციელდება მამკაცის ხელებით. კაცის დახმარებით, ქალის ენერგია მატერიალიზდება – ფულში, კონფორტში, კეთილდღეობაში. როდესაც, ქალს ყველა ოცნება უნხორციელდება, მამკაცი ამ დროს ხდება „ყოვლისშემძლე“...

მხოლოდ და მხოლოდ, დადებითი ენერგიებით სავსე და შემოქმედებითი უნარის მქონე ქალს შეუძლია აავსოს ქმარიც და შვილებიც. ამით, გახადოს ისინი წარმატებულნი, საკუთრ თავში და ძალებში დარწმუნებულნი. ქალს რაც აქვს ჭარმად, იმას გასცემს!

თუ ქალი თავად არის „ცარიელი“ და ცდილობს მამაკაცის ან შვილების შეცვლას, როგორ ფიქრობთ რა ენერგიებით აავსებს?

სიცარიელით….

ეს დიდი შეცდომაა და აუცილებლად ჩიხში შეიყვანს ურთიერთობებს.

დღეიდან, უარი თქვით ოჯახში (და გარეთ) განკითხვაზე, შურზე, ნუ ფოკუსირდებით სხვისი ცუდი მხარეების განხილვაზე (თუნდაც გონებაში), ნუ ახსენებთ განუწყვეტლივ – ვინ რა დააშავა, გააფუჭა და ა. შ. ფუჭი და არაფრის მომცემი საუბრები, ავსებს მამკაცს შესაბამისი ენეგიებით და ის იწყებს უაზრო საქმეების კეთებას, მერე ზიხართ და გიკვირთ, ვერ გაგიგიათ რას აკეთებს? 74364641

ხედავთ, რა ენერგიების ქარბორბალა ტრიალებს? 🙂

ქალბატონებო, თქვენ ვერ შეცვლით ვერავის, სანამ თავად არ შეიცვლებით, არც ეცადოთ!

შვილს ასწავლით წარმატების მიღწევას, როცა თავად უარი თქვი თქვენს მიზნებზე? უბრალო დემაგოგობაა. ცხოვრებაში მცირედი ქარტეხილები და შვილიც იგივეს გაიმეორებს, იგივე მიზეზით. იხილეთ, იგავი: როგორ ვიყო ბედნიერი?

გარემოებების და გარშემო ადამიანების შეცვას საფუძლად უდევს, მხოლოდ და მხოლოდ თქვენი შეცვლა.

თუ თქვენ თავს თვლი იდეალურად, მაშინ გექნებათ, იდეალური მდგომარეობაც!

თუ ხართ უკმაყოფილო  „რაღაცით“, ეს „რაღაცა“ უნდა შეცვალო თავდაპირველად თქვენში.  დანარჩენი, ძალისხმევის გარეშე ავტომარურად დალაგდება.

რამდენჯერ გამიგია ფრაზა:

„როგორ მომექცა ასე, მე არ ვიყავი ასე მოქცევის ღირსი?“

„რამდენ რამეზე ვთქვი უარი, მის გამო?“

„ჩემთვის არ უნდა გაეკეთებინა, სულ მასზე ვზრუნავდი?“

სწორედ, ამაშია საქმე… აქ იმალება, ქალური შეცდომის გასაღები!

მსხვერპლის როლოს თამაშს არავინ გაიძულებთ ცხოვრებაში, ეს თქვენი არჩევანია! მიზეზ-შედეგობრივია.

კაცისთვის კი არ აკეთებთ, ჩემო ძვირფასებო, არ არის საჭირო „შეწირულის“ როლის მორგება! ვერ წარმოიდგენთ რამხელა „დათვურ სამსახურს“ უწევთ – როცა თავდ არ შემდგარი, ზრუნავთ მასზე! გარდა იმისა, რომ თქვენ ანგრევთ საკუთარ თავს, ანადგურებთ მასში ყველაფერ კაცურს.

რა ვუყოთ ამ ყოველივეს? როგორ გადავიდეთ ურთიერთობების სხვა ხარისხში?

თემა გამოსავალი  მეტად საინტერესო  პასუხს იძლევა მოცემულ კითხვებზე.

შეხვედრამდე. მადლობთ რომ სტუმრობთ ბლოგს.

თქვენი მასპინძელი

თემაზე იმუშავა

პერსონალური ქოუჩი თამარ კვარაცხელია

4 thoughts on “სამი ქალური „წყევლა“, მიმართული მამაკაცისკენ

დაამატეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.