ზღაპარი პატიებაზე

1— მე არ ვაპატიებ — უთხრა მან – მე სულ მემახსოვრება.

— აპატიე — ემუდარება ანგელოზი – აპატიე, შენთვის იქნება უკეთესი.

— არავითარ შემთხვევაში — ჯიუტად შეკრა ტუჩები ქალმა — მსგავსი რამის პატიება არ შეიძლება. ეს შეუძლებელია. არ შემიძლია.

— გინდა შური იძიო? – შეშფოთებულმა ანგელოზმა ჰკითხა.

— არა, შურს არ ვიძიებ. მე შურზე მაღლა დავდგები .
— შენ გინდა, რომ უმკაცრესი სასჯელით დაისაჯოს…


— არ ვიცი… არც ის ვიცი, როგორი სასჯელი იქნებოდა მისთვის საკმარისი.
— ყველას მოუწევს მიღებული გადაწყვეტილებისთვის საფასურის გადაიხადა. ადრე თუ გვიან ყველა გადაიხდის ყველა… მათ შორის შენც  — ნაღვლიანად ჩაიჩურჩულა ანგელოზმა — ეს გარდაუვალია.
— კი, ვიცი.
— მაშინ, აპატიე! მოიხსენი ტვირთი. შენ ხომ, უკვე მსგავსი რამეებისგან შორს ხარ.
— არა. არ მინდა. პატიებას არ იმსახურებენ.
— კარგი… შენ, როგორც იტყვი. შენი საქმეა — ამოიოხრა ანგელოზმა – სად აპირებ წყენის დამარხვას?
— აი, აქ და აქ! — ქალმა ხელით მიუთითა ჯერ თავი, შემდეგ გული.
— კიდევ ერთხელ დაფიქრდი, გთხოვ. ფრთხილად იყავი — სთხოვა ანგელოზმა – წყენა შხამიანია და ძალიან საშიში. დროთა განმავლობაში შეიძლება ქვასავით დაგაწვეს და ჩაგითრიოს უფსკრულისკენ, მას შეუძლია გააჩინოს ხანძარი და დაწვას ყოველივე ცოცხალი გარშემო…
—  ეს მეხსიერების ქვაა და მადლანი რისხვა — შეაწყვეტინა სიტყვა ქალმა – ეს ტკივილი ჩემია, ისინი ჩემს მხარეზე არიან და კარგად ესმით ჩემი.

წყენა დასახლად იქ, სადაც ქალმა მიანიშნა  – თავში და გულში.11025797_452494514900488_7156318143842322755_n

მაშინ, ქალი იყო ახალგაზრდა და ჯანმრთელი. ახლა იწყებდა ცხოვრებას,  ძარღვებში უჩქეფდა სისხლი, ფილტვები ხარბად ისუნთქავდა თავისუფლების ჰაერს. ცხოვრება ჩქეფდა მის გარშემო.

ერთ დღესაც ის, გათხოვდა… შეეძინა შვილები… შეიძინა მეგობრები. ზოგჯერ, მათზე ბრაზდებოდა, მაგრამ ძირითადად პატიებდა. ზოგჯერაც, ისე ხდებოდა, ბრაზდებოდა და ეჩხუბობდა კიდეც, მაშინ მას პატიებდნენ .

ცხოვრებაში იყო ყველაფერი და ძირითადად, ქალი ცდილობდა თავისი წყენა და წყენები არ გახსენებოდა, დავიწყებოდა.

გამოხდა ხანი… და ცხოვრებაში კიდევ ერთხელ შეეჯახა მომაბეზრებელ სიტყვას – „პატიება“.

— ქმარმა მიღალატა. ბავშვებთან მუდმივი კამათი მაქვს. ფულს არ ვუყვარვარ. რა გავაკეთო არ ვიცი? – უყვებოდა ის მოხუც ფსიქოლოგს.
მოხუცმა, ყურადღებით მოუსმინა. ბევრ რამეს კითხვებით აზუსტებდა, რადგან ვერა და ვერ აალაპარაკა, მუდმივად სთხოვდა ესაუბრა ბავშვობაზე. ქალი ამაზე ბრაზდებოდა და სუბარი გადაჰყავდა აწმყოში, მაგრამ ის, მაინც ჯიუტად ცდილობდა დაბრუნებოდა ბავშვობის წლებს. ქალს ეჩვენებოდა, რომ მოხუცი ფსიქოლოგი დადიოდა მისი გონების და სულის ლაბირინთებში, მოსახვევებში, იჭყიტებოდა შიგნით, რათა ამოეთრია იქიდან ძველი წყენები. ქალს, ეს არ უნდოდა და ამიტომაც, ეწინააღმდეგებოდა. ძიაკაცი თავს არ ანებებდა… ყელში ამოუყვანა წარსული.

— უნდა გაიწმინდოთ — დაასკვნა ფსიქოლოგმა – თქვენი წყენა გაიზარდა და მოედო ყველაფერს. მათ მიეკრო უფრო მოგვიანებითი წყენები, როგორც – კარალების რიფებზე პოლიპები. ეს რიფი გახდა წინააღმდეგობა, თქვენი საიცოცხლო ენერგიის ნაკადისთვის. სწორედ, მის გამო პირად ცხოვრებაში გაქვთ პრობლემები და ფინანსურიც არ წესრიგდება. ამ რიფს, გააჩნია მახვილი მახვილი კუთხეები, რომლებიც ჭრილობას აყენებენ თქვენ ფაქიზ სულს. რიფში შიგნით ცხოვრობენ დაბნეული ემოციები, რომლებიც, თავიანთი ნარჩენებით გიწამლავენ  სისხლს, გიქვეითებენ სიცოცხლის უნარს და მეტად იზიდავენ ახალ მსგავს მოსახლეებს
.
— კი,  გვრძნობ მსგავს რაღაცას — თავი გაუქნია ქალმა – დრო და დრო ვხდები ნერვიული, ზოგჯერ დეპრესია მერევა, ზოგჯერ კიდევ… მინდა ყველა „დავხოცო“. კარგი. გავიგე, უნდა გავსუფთავდე და როგორ?
— აპატიეთ. დაიწყეთ ყველაზე პირველი წყენიდან, მას მიხედეთ — ურჩია ფსიქოლოგმა – არ იქნება საძირკველი – რიფიც დაიშლება!
— არავითარ შემთხვევაში! – წამოიყვირა ქალმა – ეს სამართლიანი წყენაა, ის სინამდვილეში მოხდა! ესღა დამრჩა იმ წარსულიდან და ნუთუ არ მაქვს  უფლება, მწყინდეს!
— თქვენ რა გინდათ? იყოთ მართალი თუ ბედნიერი? – ჰკითხა ფსიქოლოგმა.
ქალმა არ გასცა პასუხი. ის უბრალოდ ადაგა, წამოვიდა და თან გამოიყოლა თავისი კარალების რიფი.nastoyashee_volshebstvo_4
გავიდა კიდევ რამოდენიმე წელი.
ქალი ისევ იჯდა უკვე სხვა ექიმთან კაბინეტში. ექიმი ათვალიერებდა მის რენდგენის სურათებს, ფურცლავდა ანალიზებს, იხედებოდა გვერდზე, არ ან ვერ უყრებდა თვალებში და იკვნეტდა ტუჩებს. — რატომ დუმხართ? – ვერ მოითმინა ქალმა.
— თქვენ გყავთ ნათესავები? – ჰკითხა ექიმმა.
— მშობლები გარდაიცვალნენ, ქმარს გავშორდი, ბავშვები მყავს, შვილიშვილებიც. კი მაგრამ, ჩემი ნათესავები რაში გჭირდებათ, ექიმო?
— იცით რა, თქვენ გაქვთ სიმსივნე აქ — და ექიმმა მიუთითა თავზე. ადგილზე, სადაც იყო განთავსებული ავბედითი ჯირკვალი – ანალიზებს თუ დავუჯერებთ, სიმსივნე არ არის კარგი. ამას ადასტურებს გამუდმებული თავის ტკივილები, უძილობა და ძალების დაკარგვა. რაც ყველაზე ცუდია, წარმონაქმნს აქვს სწრაფად ზრდის ტენდენცია. ის იზრდება და აი, რა არის ცუდი.
— და რა, მომიწევს ოპერაცის გაკეთება? – იკითხა ქალმა, ცუდი წინათგრძნობით გაყინულმა და აფორიაქებულმა.
—არა — ექიმმა უფრო მეტად დაძაბა სახის ნაკვთები – აი, თქვენი კარდიოგრამა, ამ ბოლო წლების… თქვენ გაქვთ ძლიან სუსტი გული. რჩება ისეთი შთაბეჭდილება, ის მოკუმშულია ყველა მხრიდან და არა აქვს მთელი ძალით ამუშავების უნარი. შეიძლება, ოპერაცია ვერც კი გადაიტანოთ. ამიტომ, თავიდან საჭიროა ვუმკურნალოთ გულს და შემდეგ…
ექიმს სიტყვა არ დაუსრულებია და ქალი მიხვდა, რომ „შემდეგ“ შეიძლება არც კი დამდგარიყო. ან გული ვერ გაუძლებს ან სიმსივნე გასრისავს.
— სხვათა შორის, სისხლის ანალიზიც არასახარბიელოა. დაბალი გემოგლობინი, ლეიკოციტები მაღალი… მე გამოგიწერთ წამალს – აგრძელებდა ექიმი – მაგრამ პირველ რიგში, თქვენ თავს თქვენ უნდა დაეხმაროთ. უნდა მოიყვანოთ ორგანიზმი შესაბამის მწყობრში და მორალურადაც მოემზადოთ ოპერაციისთვის.
— და როგორ?
— დადებითი ემოციებით, თბილი ურთიერთობებით, უახლოეს ადამიანებთან ხშირი კონტაქტით. ბოლოს და ბოლოს, შეიყვარეთ ვინმე. გადაფურცლეთ ფოტო ალბომი, გაიხსენეთ ბედნიერი ბავშვობა. 
ქალმა, მხოლოდ ისღა მოახერხა, სახე დაემანჭა.
— შეეცადეთ აპატიოთ ყველას განსაკუთრებით მშობლებს — მოულოდნელად ურჩია ექომმა – ეს ძალიან ამსუბუქებს სულს. ჩემს პრაქტიკაში მქონდა შემთხვევები, როდესაც პატიება ახდენს სასწაულებს.
— რას მელაპარაკებით, მართლა? – ირონიულად ჰკითხა ქალმა.
— თქვენ, წარმოიდგინეთ, რომ კი. მედიცინაში არსებობს ბევრი დამხმარე ინსტრუმენტი. ხარისხიანი მოვლა, მაგალითად… ზრუნვა, პატიებაც, შეიძლება გახდეს წამალი, მითუმეტეს რეცეპტის გარეშეა და უფასოა.
ან აპატიე. ან მოკვდი…
აპატიე ან მოკვდი? 
მოკვდი, მაგრამ არ აპატიო?
როდესაც არჩევანი გიდგება სიცოცხლესა და სიკვდილს შორის, მაშინ უნდა გადაწყვიტო, რომელ მხარეს გაიხედავ.

ქალს ტკივილისგან უსკდებოდა თავი, კვნესოდა და ამოვარდნაზე ჰქონდა გული.

«სად შეინახავ შენს წყენას?» – გაახსენდა ქალს – «აქ და აი, აქ».

ახლა კი, სწორედ აქ და აქ სტკიოდა. ალბათ, წყენა ყველგან მოედო და მოუნდა გაცილებით მეტი. მან ჩაიფიქრა, თავისი პატრონის გაგდება და მთელი სხეულის დაპატრონება. სულელი წყენა, მას არ ემოდა, რომ სხეული ვერ დაიტევდა მის ამბიციებს და მოკვდებოდა-განადგურდებოდა.

ქალს გაახსენდა ის ადამიანები ვიზეც ბრაზობდა – აი, იქიდან, ბავშვობიდან. დედა და მამა, რომლებიც სულ მუშაობდნენ და ჩხუბობდნენ. მათ არ უყვარდათ პატარა გოგო ისე, როგორც მას სურდა. არ გაუვიდა არაფერი: არც ხუთიანები და ქების სიგელები, არც მათი მოთხოვნის შესრულება, არც პროტესტი და ბუნტი. მოგვიანებით, მშობლები გაშორდნენ და თითოეულმა შექმნა თავისი ოჯახი და არსად მისი ადგილი აღარ აღმოჩნდა. 16 წლისა გაუშვეს ტექნიკუმში, სხვა ქალქში, ხელში მსცეს ბილეთი, ჩემოდანი ნივთებით და 3000 მანეთი, საწყის ეტაპზე გეყოფაო… და მორჩა – ამ დროდან ის გახდა დამოუკიდებელი და გადაწყვიტა: „არ ვაპატიებ!“. ამ წყენას, ის ატარებდა მთელი ცხოვრება. დაიფიცა, რომ წყენა მასთან ერთად მოკვდება და ახლა ხვდება, რომ მალე ასეც მოხდებოდა.

ჰყავდა შვილები, შვილიშვილები, მეგობარი სამსახურიდან, რომლებიც მასზე ზრუნავდნენ და ნამდვილად არ უნდოდა ქალს სიკვდილი. მართლა – ჯერ ადრე იყო მისთვის სიკვდილი!

„უნდა ვაპატიო – გაიფიქრა მან – ვეცდები მაინც“.

— მშობლებო, მე გპატიობთ თქვენ ყველაფერს — ეჭვით წარმოთქვა მან. სიტყვები გაჟღერდა არადამაჯერებლად და საცოდავად. მაშინ, მან აიღო ფანქარი, ქაღალდის ფურცელი  და დაწერა: „ძვირფასო მშობლებო! საყვარელო მშობლებო! მე არ ვარ თქვენზე ნაწყენი. მე ყველაფერს გპატიობთ“.

პირში იგრძნო სიმწარე, გული მეტად შეეკუმშა, თავი ასტკივდა უარესად. მოიკრიფა ძალები და ერთი-მეორის მიყოლებით ჯიუტად განაგრძნო  წერა:

„მე გპატიობთ. მე თქვენ გპატიობთ…“

არანაირი შვება, მხოლოდ უფრო მეტად გაღიზიანდა.

— ასე არა — უცებ წასჩურჩულა ანგელოზმა – მდინარე ყოველთვის მიედინება ერთი მიმართულებით. ისინი არიან უფროსები, შენ უმცროსი. ისინი იყვნენ შენამდე, შენ  გაჩნდი მოგვიანებით. შენ არ გიშვია ისინი, არამედ მათ შეგქმნეს შენ. მათ მოგცეს,  ამ ქვეყნად მოსვლის შესაძლებლობა. იყავი ამისთვის მადლიერი!
— მე ვარ მადლიერი — წარმოთქვა ქალმა – მე ნამდვილად მინდა ვაპატიო მათ.
— შვილებს არ ააქვთ უფლება, განიკითხონ თავიანთი მშობლები. მშობლებს, არ პატიობენ. მათ სთხოვენ პატიებას.
კი მაგრამ, რისთვის? – ჰკითხა მან – განა, მე მათ რამე დავუშავე?
— შენ, შენს თავს დაუშავე. რატომ დაიტოვე წყენა? რატომ გტკივა თავი? რა მძიმე ქვას დაატარებ გულით? რა გიწამლავს სისხლს? შენი ცხოვრება რატომ არ მიედინება წყალუხვი მდინარესავით და მიდის დამშრალი წყაროსავით? შენ რა გინდა იყო მართალი თუ ბედნიერი?
— დავიჯერო, ეს ყველაფერი, მშობლებზე წყენის გამოა? ამან დამანგრია ასე?nastoyashee_volshebstvo_4

— მე გაფრთხილებდი — გაახსენა ანგელოზმა – ანგელოზები ყოველთვის აფრთხილებენ: ნუ დააგროვებთ, ნუ ატარებთ, ნუ იწამლავთ თავს წყენით. ისინი შემდეგ თქვენში ლპებიან, ყარან და გიწამლავენ ცხოვრებას თქვენ, და გარშემო ყველას.  ჩვენ გაფრთხილებთ!  თუ ადამიანი აკეთებს არჩევანს წყენის სასარგებლოდ – არ გაქვს ჩარევის უფლება. ხოლო თუ პატიებას აირჩევენ – უნდა დავეხმაროთ.
— მე ახალა, შემიძლია ვცადო და დავამსხვრიო კარალის რიფი თუ უკვე გვიანია?
— ცდისთვის არასდროს არის გვიანი — მშვიდად უპასუხა ანგელოზმა.
— კი მაგრამ, ისინი ხომ დიდი ხანია მოკვდნენ! როგორ უნდა მოვიქცე, ვის ვთხოვო პატიება?
— შენ აპატიე. ისინი გაიგებენ. შეიძლება ვერც გაიგონ. ბოლოს და ბოლოს, შენ აკეთებ ამას არა მათთვის, არამედ შენთვის.
— ძვირფასო მშობლებო — დაიწყო ქალმა – მაპატიეთ, თუ რამე არ გავაკეთე ისე… საერთოდ,  ყველაფერი მაპატიეთ…

გარკვეული ხანი საუბრობდა, თავისთვის. მერე დადუმდა და დაიყო მიყურადება. არანაირი სასწაული – გული კვნესის, თავი სტკივა, შეგრძნებებშიც რამე განსაკუთრებული არ მომხდარა. ყველაფერი, როგორც ყოველთვის…
— მე არ მჯერა — წარმოთქვა ქალმა – ამდენი წელი გავიდა…
— გააკეთე სხვანაირად — ურჩია ანგელოზმა – გახდი ისევ ბავშვი.
— როგორ?
დადექი მუხლებზე და მიმართე მათ, როგორც ბავშვობაში: დედა, მამა

ქალი ნელა დაეშვა მუხლებზე.  ხელები ნავისებულად გააკეთა, აიხედა მაღლა და წარმოსთქვა: –  –

— დედა, მამა…

შემდეგ, კიდევ ერთხელ:

— დედა, მამა…

თვალები უფრო ფართოდ გაახილა და ცრემლად აევსო.

— დედა, მამა… ეს, მე ვარ, თქვენი გოგო… მაპატიეთ… მაპატიეთ… მაპატიეთ! – მთელი ძალით გულს მიაწვა რაღაც შეგრძნება, ეგონა გაჩერდებაო, ამოვიდა ყელში ის, რაღაცა… და წამოღო ცრემლების ნიაღვარი.  გაუჩერებლად იმეორებდა  – მაპატიეთ, გთხოვ მაპატიოთ, მე არ მქონდა თქვენი განკითხვის უფლება. ძალიან გთხოვთ მაპატიოთ. დედა.. მამა…

რამდენიმე ხანი დასჭირდა, სანამ ცრემლების მდინარე შეწყდებოდა. ღონემიხდილი იჯდა, დივანს მიყრდნობილი, პირდაპირ იატაკზე.

— როგორ ხარ? – ჰკითხა ანგელოზმა.

— არ ვიცი. ვერ ვგებულობ. ასე მგონია დავცარიელდი — უპასუხა მან.
— გაიმეორე ეს ყველაფერი ორმოცი დღე — უთხრა ანგელოზმა – როგორც მკურნალობის კურსი. როგორც ქიმიოთერაპია ან თუ გინდა მის მაგივრადაც.
— კარგი, კარგი. ორმოცი დღე. მე გავაკეთებ. აუცილებლად გავკეთებ.
მკერდში რაღაც პულსირებდა, ჩხვლეტდა და ზვირთდებოდა, გორდებოდა ცხელ-ცხელ ტალღებად. შეიძლება ეს იყო რიფის ნამსხვრევები…
…და პირველად ამდენი ხნის მანძილზე, სხვათა შორის არაფრის გამო აღარ სტკიოდა თავი .

კოლინ ტიპინგი – წიგნის და მეთოდის „რადიკალური პატიება”-ს ავტორი.

გაიარეთ რეგისტარაცია 21 დღიან ინლაინ ტრენინგზე #ზრდისფაქტორი და გადადით ცხოვრების ახალ ეტაპზე!

განთავისუფლება – პოზიტიური აზროვნება – თვითშეფასების ამაღლება

სრული ინფორმაცია: http://kvaratskhelia.pro/zrdisfactori/


4 thoughts on “ზღაპარი პატიებაზე

  1. ეს იმდენად ღრმა და ამავე დროს ისეთი უბრალოდ – მისახვედრი, რომ სერიოზულად ვერც კი აღვიქვამთ…. ❤

  2. აუცილებლად უნდა შეგვეძლოს პატიება , თუ გვსურს სხვა სიკეთეს გავუხსნათ გზას ჩვენში, მაგრამ რთულია და ხშირად წყენა ისე ღრმად იდგამს ფესვებს ადამიანში მარტო ვერ უმკლავდებ მას

  3. icit raaaa meugle ro gogalatebs, upro metic geubneba rom shen x ze araprit uketesi ar xar , ra unda qna guls xom ver ubrzaneb isev zveleburad giyvardes, roca mas shen agar chirdebi rogor vapatio?

    1. პირველ რიგში,გულწრფელად უპასუხეთ – თქვენ სჭირდებით საკუთარ თავს?
      მეუღლე, შვილი, მეზობელი და ა. შ. ჩვენი შინაგანი პროგრამების (ბლოკების) ანარეკლია, და იმას ახმოვანებენ და ისე იქცევიან, როგორც ესაუბრებით და ექცევით თავს. ეს ადამიანისთვის ზრდის ფაქტორი უნდა გხდეს და არა სხვების გადაბრალება ან დადანაშალება. გმამდლობთ!

დაამატეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.