აპატიე საკუთარ თავს

10-8dd1941bc1dbამ ბოლო დროს, ბევრი საუბრობს წყენის მავნებლობაზე და რომ აუცილებელია განთავისუფლდე მისგან.

სათქმელად ადვილია, მაგრამ გასაკეთებლად  რთული. ვიტყოდი, ძალიან რთული.

უფრო მეტი, გაცილებით რთულია წყენის ისეთი ფორმა, როგორიცაა – წყენა საკუთარ თავზე.

ეს ხდება, როდესაც (შენი აზრით) დააშავე და ვერ ჰპატიობ თავს, საკუთარ თავზე ხარ გაბრაზებული და ვერ იცილებ ვერაფრით ამ გრძნობას. სწორედ, ცხოვრების ამ მომენტში გროვდება ის ნეგატიური ენერგია რომელიც გაცლის სასოცოცხლო ძალებს. არადა, რაც დრო გადის, უფრო მძიმდება და ტარება შეუძლებელი ხდება. ზოგჯერ ამბობთ:„მე ვცადე , მაგრამ მაინც ცუდად მახსენდება, ვერ ვივიწყებ რაც მოხდა, ძალიან დავაშავე და ვნანობ რაც გავაკეთე… ხან სულაც არ ვფიქრობ მასზე, თითქოს მიმავიწდა, მაგრამ გარკვეულ სიტუაციაში, მტკივნეულად ამოტივტივდება, ისევ და ისევ“.

რატომ ვერ თავისუფლდებიან წყენისგან?

საქმე იმაშია, ჩადენილი ეწინააღმდეგება  საკუთარ თავზე წარმოდგენას, თავში ჩადებულ (მშობლებისგან, მასწავლებლებისგან, რელიგიისგან, ფილმიდან, წიგნიდან….) ფასეულობებს, სულზე წარმოდგენებს. ჩნდება კონმფლიქტი და იღვიძებს კრიტიკოსი, მოგვიანებით დამსჯელი. გიფიქრიათ თუ არა –  „ სიტუაციის უკან დაბრუნება რომ შემეძლოს, აუცილებლად მოვიქცეოდი სხვანაირად“.

ამ დროს, უმთავარესი პროგრამა რომელიც იჭერს, არ უშვებს და ხელს უშლის ადამიანს წინსვლაში, მდგომარეობს შემდეგში: „მე არ ვარ ბედნიერების ღირსი, მე არ უნდა მომსვლოდა ეს, ამიტომაც ვისჯები. იმას რა უჭირს, კარგად აქვთ ცხოვრება აწყობილი, მე რანაირად მექნება კარგად? მე ეს არ დამიმსახურებია“.

შეიძლება ბევრმა ამოიცნო თავი?thkovelinas1

წარმოგიდგენიათ, რას გრძნობს ადამიანი რომელიც ყოველდღიურად მიათრევს წყენებით სავსე ტომარას და ამატებს ახლ-ახალს? (იხ. იგავი კარტოფილის ტომარა) დროთა განმავლობაში ექცევა ლოდებად – გაჩნდება უამრავი შინაგანი კონმფლიქტები, აივსება ურთიერთ საწინაარმდეგო სურვულებით, მისი სული ვერ მისცემს ვერავის სითბოს, სიყვარულს და შთაგონებას. მხოლოდ ის შეუძლია გარშემომყოფებს გაუზიაროს – ფორიაქი, შიშები, განცდები, შური… ხდება ავად და შეჭირვებულია!!! სხვა არა აქვს და რა მისცეს, რა ქნას? „კოკასა შიგან რაცა დგასო…“ – ხომ გაგიგიათ

თუ ძალიან თვითკრიტიკულია და პროცესი მიშვებულია, პიროვნება ხდება ძნელად განკურნებადი. წამალი შველის მხოლოდ დროებით. ემოციური საცობები (რა არის ფსიქოსომატიკა), რაც დროთა განმავლობაში გროვდება, წამლით არ გაიწოვება. რამდენიც არ უნდა უმკურნალო, სხეული განაგრძნობს ავადმყოფობას. სანამ ახალგაზრდა ორგანიზმია კიდევ ჰო… აი 40 წლის ზემოთ, მიდის დაგროვილი წყენების გარდაქმნა სომატურ გამოვლინებაში.

ხშირად, მსგავს მოვლენებს ვაწყდები კომენტარებში ან თუნდაც „პოსტებში“. შინაარსი თავად ავტორზე მეტყველებს და მაწვდის ინფორმაციას თუ რა დამოკიდებულებაში იმყოფება მოცემული პიროვნება არა ადრესატთან, არამედ საკუთარ თავთან. სხვების მიმართ დამოკიდებულება – ეს გვერდითი მოვლენაა, შინაგანი სამყაროს პროექციაა გარეთ გაუცნობიერებლად გადმოღვრილი.

საკუთარი თავის პატიებას აქვს დადებითი შედეგი. ამავე დროს, გასათვალისწინებელია – თავის პატიება არ ნიშნავს, რომ პიროვნება მომხდარზე იხსნის პასუხისმგებლობას! უბრალოდ, ის ამით იმყოფება საკუთარი თავის შეცნობის პროცესში. სწავლობს – საკუთარი თავის მიმღებლობას, იმავდროულად, აღარ განიკითხვას სხვებს, იღებს ადამიანებს მოვლენებს ისეთს როგორც არის. პოზიტიური დიალოგით კი (მიზიდულობის კანონის თანახმად) მიიზიდავს პოზიტიურ მოვლენებს და იცვლის კარმას, ბედსაც კი.

პატიებით, პირველ რიგში, პიროვნება თავისუფლდება ემოციონალური პრობლემებისგან და სომატური (სხელის ტკივილი) შეგრძნებებისგან. როდესაც, ის ჩაბღაუჭებულია დანაშაულის გრძნობას, ემოციები იფარება სქელი კანით („სქელკანა“ გახსოვთ გამონათქვამი), რკინის ჯავშნით. დანაშაულის გრძნობა და წყენებთან დაკავშირებული აზრები ჩამოუყალიბდება მყარ პროგრამებად , რომელიც მოგვიანებით გავლენას მოახდენს ჯანმრთლობაზე და ბედზეც.

თუ ადამაინი ისწავლის საკუთარი თავის მიღებას, სიყვარულს (ჩარლი ჩაპლინი. 70 წლის იუბილეზე წარმოთქმული სიტყვა.), პატიებას, გაშვებას, შეუმცირდება ტრეგედიები  ცხოვრებაში.

მუდმივად თანმდევი დანაშაულის გრძნობა – ეს არის სულის ციხე, სადაც სული იწყებს ნელ-ნელა ლპობას.

საჭიროა, მოძიებულ და გამოტანილ იქნას სულისთვის ძალის მიმცემი და არა, გამამტყუნებელი განაჩენი – „სამუდამო ტანჯვის“ სახით, რომელიც გასაჩივრებას არ დაექვემდებარება და მოყვანილი იქნება სისრულეში, შესაბამისად, დარჩენილი ცხოვრება – სამუდამოდ სასჯელის მოხდით! მსაჯულის როლში გამოდის თავად პიროვნება და არა ჯადო, ღმერთი, სამყარო….. სასჯელის მოფიქრებას და მის აღსრულებას დიდხანს ლოდინი არ დასჭირდება. დამსჯელებად მოევლინება უსაყვარლესი ადამიანები, ახლობლები და გარემოებები. ჯამში პიროვნება მოიზიდავს ტანჯვას.

თავის პატიება – ფსიქიკურ სტაბილურობის და ემოციური ჯანმრთელობის გასაღებია.msxverpli

პიროვნება, როცა გაიაზრებს პატიების ძალას, მშვიდად შეხედავს დაშვებულ შეცდომებს, გამოიტანს დასკვნებს, ამის მერე, ის თავად გაუგებს და პატივს სცემს სხვებს, მათ აზრს. საპასუხოდ, ადამიანებსაც ექნებათ შესაბამისი დამოკიდებულება .

აი, ასეთი წრე იკვრება.

პირადი მიდგომა, გამოცდილება და პრაქტიკა შემდეგია (თუ გაქვთ სურვილი, შეგიძლიათ გამოიყენოთ):

პირველი, იმ წუთებიდან, როგორც კი ვიწყებ საკუთარი თავის განსჯას, ვჩერდები და ვფიქრობ – ჩემს პოზიციებზე, ფასეულობებზე, შეხედულებებზე… შესაძლოა ზედმეტად კრიტიკულად ვუდგები თავს? მართალია თუ არა რასაც ვფიქრობ? ხშირ შემთხვევაში, მცდარია. საიდან მოდის ეს აზრი? შიშიდან? რა იწვევს მას? რა მინდა სინამდვილეში?…

მეორე, როცა ვაკრიტიკებ (პიროვნებას) ვაფიქსირებ გონებაში ამ ფაქტს, ვჩერდები და ვფიქრობ – კრიტიკის ობიექტი, ხომ არის ჩემი ანარეკლი? მაშასადამე, რას ვაკრიტიკებ თავში? რას ვერ ვპატიობ თავს? რას არ ვიღებ? რაში არ ვუტყდები თავს? რა მინდა სინამდვილეში? როგორ? პასუხიც მოდის. მაგ: თუ საკუთარ თავს ვუზღუდავ თავისუფლებას, „რაღაცეების“ უფლებას არ ვაძლევ, ზუსტად ანალოგიურად მოვექცევი სხვას (გავაკრიტიკებ ზედმეტი თავისუფლებისთვის, უპასუხისმგებლობისთვის…), თავს მოვახვევ ჩემს პოზიციას, აღვშფოთდები და განვსჯი/გავაკრიტიკებ განსხვავებულ აზრის გამო.

დასკვნა:  უმჯობესია შევცვალო ჩემი შეხედულებები, დამოკიდებულებები, შევწყვიტო სხვების და საკუთარი თავის შეურცყიფა.

„ადამიანები უშვებენ შეცდომებს, უშეცდომო მხოლოდ ღმერთია“ – არებობს ასეთი გამონათქვამი. აუცილებელია შეცდომების მიზეზები იქნას გაცნობიერებული – რატომ მოხდა ასე? რა გაკვეთილი უნდა ავითვისო აქედან? როცა, შეცდომების მექნიზმის გააზრება მოხდება, პატიების პროცესი წარიმართება სწრაფად და მარტივად. მთავარია გააცნობიეროს: „მე ვარ ადამიანი, ჩემი დადებითი და უარყოფითი ხასიათის თვისებებით, შეცდომები მომივა. მათზე ვსწავლობ, ზოგჯერ გავიმარჯვებ, ზოგჯერ მივიღებ გამოცდილებას“. 11169893_10153246261529106_3917939276047186849_n  თავის მიღებით (არ არის იდეალური და აქვს უარყოფითი მხარე), პიროვნება იხსნის დაძაბულობას.

იდეალური ადამიანები არსებობენ?

რასაკვირველია, არა!

დაშვებული შეცდომების ჯამი და მისგან მიღებული გამოცდილება, ადამიანს სძენს  ინდივიდუალურობას, ხდის განსხვავებულს და უნიკალურს.

საკუთარი თავის პატიების სწავლა და ჩვევაში გადაყვანა ადამიანს ეხმარება გახდეს უკეთესი, შეიგრძნოს სოცოცხლე, ბედნიერება, გაიხაროს და უწილადოს სხვებს. სხვანაირად, რაც თვითონ არ აქვს, სხვას როგორ მისცემს?

მხოლოდ და მხოლოდ პიროვნების გადასაწყვეტია: ათრიოს წყენა მომალისკენ, როგორც კარტოფილის ტომარა ან  გაუშვას, იაროს მსუბუქად, თავისფლად? წარმატებები თქვენ, საყვარელო მკითხველო.

 

 

მადლიერებით და თქვენს შესაძლებლობებში რწმენით

ეფექტური აზრონების ქოუჩი

თამარ კვარაცხელია

8 thoughts on “აპატიე საკუთარ თავს

  1. ბევრჯერ მაქვს წაკითხული მსგავსი პოსტი და ძალიან მიჭირს შევასრულო ის,რასაც იგავი მოგვითხრობს,შეუძლებლად მიმაჩნია არ მივაქციო ყურადღება ადამიანს,რომელსაც მუდმივად გამოვყავარ წყობიდან და მაქვს ხშირი შეხება მასთან,ვაპატიო ნიშნავს რომ ყველაფერი გავაკეთო ისე როგორც სხვას სურს და საკუთარი მე არ გამაჩნდეს,ასე ცხოვრება შეუძლებელია უბრალოდ

    1. აქ არ ჩანს თქვენი სახელი. ამ თემაში პირველ რიგში საკუთარი თავის სიყვარულზე და პატიებაზეა საუბარი. რა თქმა უნდა სხვებს რომ უნდა აპატიო ეს აქსიომაა. მაგრამ სანამ არ ისწავლით საკუთარი თავის პატიებას, გაგიჭირდებათ ეს გააკეთოთ სხვების მიმართ. დაუსვით თქვენ თავს საკითხი ასე: რახან ეს ადამიანი არსებობს ე.ი. მისი სახით რაღაც გამოცდა უნდა გავიარო ცხოვრებაში, ვისწავლო და გამოვიტანო დასვნები. თუ ჩავთვლით, რომ ეს ადამიანი ჩემი ანარეკლია სარკეში, მაშინ დასვსვათ კითხვა: სად არ ვიღებ ჩემს თავს? რას ვერ ვპატოიბ თავს და რა უნდა მითხრას ღმერთმა ამ ადამიანის არსებობით ჩემს ცხოვრებაში? რას უნდა მივხვდე?“

      ძვირფასო, ეს არა არის ადვილი პროცესი. საკუთარ თავში ჩაღრმავება და სწორი დიალოგების მართვა ეს მთელი ცხოვრების გაკვეთიელბია, რომელიც უნდა გაიროთ თქვენც, მეც და სხვამაც. თუ ის რაც ხდება თქვენს ცხოვრებაში არ მოგწონთ, მაშინ გაერკვიეთ რა მოგწონთ და რა გინდათ. ამის მერე ადექით და ეტაპობრივად შეუდექით განხორციელებას.

      დამოუკიდებლად თუ ვერ შესძელით, ამისთვის არსებობენ ფსიქოლოგები, ქოუჩები,.. პიროვნული ზრდის და განვითარების ტრენინგები… მადლობა რომ გააზიარეთ თქვენი პრობლემა.

  2. gamarjoba tamar ,ver gadmovcem im sixaruls ,da agfrtovanebas rac tqveni blogebit vigeb ,yoveli dila tqvenit iwyeba ,chemtvis ,bevrjer avgnishne ,imdros gamochdit ,chemtvis ,roca bewvis xidze videqi ,madloba ufals rom tqveni tavi momivlina ,,gmerto ,gadevneb tvals da gaognebuli var tamar tqvenishi didi gvtiuri dalaa chadebuli romelic borotebis damarcxebashi exmareba adamianebs ,,,sruliad shemcvalet ,chemi suli dugs yvelaferi tavidan iwyeba ,,saocrebas axdent ,,,miyvarxart ,,,,vcdilob gavtavisuflde ,,,movishoroკარტოფილის ტომარა,,,,,,,,,,,,,madloba ,,,,,ra bednieri var tqven rom myavxart ,,,,

      1. ნინა, უღრმესი მადლობა ასეთი ამაღელვებელი კომენტარისთვის, თქვენი ემოცია ჩემზეც გადმოვიდა. გაიხაეთ და გისურვებთ წარმატებებს.

  3. namdvilad asea brcxinvale adamiani da pozitivis voltia gamtari kvela adamianis sahiro meshi.sahiro dros sahiro situaciashi.racarunda zlieri adamiani iko sahiroa xolme msgavsi kargi genialuri urtiertobit ertad adamuanis samkaroshqvecnobieris gamolageb gamosuftaveba kargis misagebad. es sahiro da aucilebelia ratomac ara me momcons es procesi reabilutacias gavs.shezelit sakutari tavis reabilitaciaves nakli ar aris es aris jansagi suli jansag sxeulshi migebuli rezultatiti.

  4. didi madloba aseti kargi statiebistvis amjamad sashieli tvitkritikis da danashaulis msxverpli var madlobt martlac aseti azrebistvis tqven me jojoxetidan matavisuflebt madloba

დაამატეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.