დილა მშვიდობისა!

zh2ყოველ დილით… ახალ გათენებულ დღეს, ეცადე უთხრა თავს, შემდეგი:

დილით გაღვიძებული დღეს დავეწაფები მადლიერებით. ვიქნები ღმერთის მადლიერი რომ საშუალება მომცა, კიდევ ერთლ ლამაზი დღე ვაჩუქო მას, თავს, საყვარელ ადამიანებს, სამყაროს…

დღეს მთელი დღე აუცილებლად ვიცხოვრებ თავაწეული, მხრებგაშლილი და სიყვარულით აღსავსე გულით.

მადლიერებას გავავრცელებ სრულიად დღეზე.  ვპირდები, მადლიერებით მივიღებ და დავტკბები მისი ყველა, თითქოს უმნიშვნელო და უბრალო საჩუქრებით, რომელსაც მიგზავნის ცხოვრებაში ყოველდღიურად: დილის ცვარისთვის, სუსხისთვის, მზისთვის, ღრუბლისთვის, წვიმისთვის, ხისთვის, ბალახისთვის, თოვლისთვის, ბილიკისთვის, ყვავილისთვის, ჩიტების ჯღურტულისთვის, მდინარისთვის, ზღვისთვის, ჰაერისთვის….

მე ვიქნები მადლიერი სმენისთვის, შეგრძნებისთვის, შესაძლებლობებისთვის, თმისთვის, თვალებისთვის…

დღეს, მე ვიქნები ყველაზე ყურადღებიანი ადამიანი, მთელ დედამიწაზე.

დღეს, მე გავუზიარებ სიხარულს და სიყავრულს სხვებს.

ვიღაცას, აუცილებლად გავაცინებ და მოვგვრი სიხარულს.

ვიღაცას აუციებლად თბილად ჩავიკრავ გულში და ვიგრნობ მასთან ერთარსობას.

ღმერთო, მომაფიქრე უჩვეულო რამ და სრულიად უცხო ადამიანისთვის გამაკეთებინე ისეთი სიკეთე, რომ მასაც მოუნდეს სხვას გადასოს სიკეთისგან მიღებული სიხარული.

მე დღეს დავარიგებ გულწრფელ კომპლიმენტს მათთან, ვისაც შევატყბ მოწყენილობას.

მე ვეტყვი შვილს, რომ ის არაჩვეულებრივი ადამაიანია და მისი ყოფით ლამაზდება ჩვენი ცხოვრება.

ერთადერთს, განუმეორებელს და იმას ვინც ასე ძალიან მიყვარს, თვალებში ჩვხედავ და ვუჩურჩულებ, არა კი არ ვუჩურჩულებ, სიამაყით განვუცხდებ – ამ ქვეყანაზე მე ის ძალიან მიყვარს! მის გვერდით ვარ იმდენად ბედნიერი, რომ ემოციის გადმოსაცემად ჩვეულებრივი სიტყვები ფარ-ხმალს ყრიან….

დღეს, მადლიერებით შევეხმიანები, ჩამოვურეკავ საყვარელ ადამიანებს. კიდევ ერთხელ ავუხსნი მათ სიყვარულს და საჭიროების შემთხვევაში, შევთავაზებ თანადგომას.

დღეს, მე გავუშვებ წარსულზე დარდს, გამოვემშვიდობები სამუდამოდ. წარსულიდან წამოვიღებ მხოლოდ იმას, რაც გამოცდილებად გამომადგება და სასიამოვნო მოგონებებს, ყოფიერებაზე ნაღველს მომგვრის წვიამიან ამინდში ან ბუხრის პირას ან სათუთად შენახული ნივთის დანახვისას… და კიდევ ერთხელ, გავზრდი სიყავრულს წარსულის მიმართ.1797430_795659003846243_7419687040487883649_n

დღეს, მე ვდებ პირობას, რომ შევწყვიტავ ფორიაქს მომავალზე, იმაზე რაც არ მაქვს და ვიქნები სამყაროს მადლიერი იმ საოცარი რამეებისთვის, რომელიც ბარაქიანად ალამაზებს ჩემს ცხოვრებას.

მე, დავივიწყებ შიშს გარემოებების მიმართ და ვიქნები სრულად მინდობილი უფლის ნებას.

მე, აღარ ვინერვიულებ წვრილმანებზე.  ვიცი და ძალიან კარგად მახსოვს, რომ ნერვიულობა, შიში და ფორიაქი – ძვირფასი დროის ფუჭად ფლანგვაა.

მე დღეს ვიცხოვრებ ნაკადში. რწმენა საკუთარ ძალებში და შესაძლებლობებში მოიზიდავს საჭირო გარემოებეს და ჩემი ხელშეწყობით, კიდევ ერთი ნაბიჯით მივუხლობდები დასახულს. ცხოვრებისეულ მიზანს.

და დღეს საღამოს, სანამ წავალ დასაძინებლად, აუცილებლად გავალ გარეთ, ავიხედავ მაღლა – უძირო ცაში, რომელიც დახუნძლულია მილიარდი ვარსკვლავებით ან თუნდაც არ ჩანდნენ, მე ხომ ვიცი – ღრუბლებს მაღლა ისინი ჩემთვის ანათებენ და ვიქნები უზომოდ მადლიერი ყველა იმ სასწაულების რაც ჩემ ცხოვრებაში ხდება.

და უკვე ღამით, როცა საყვარელ ბალიშზე დავდებ თავს, კიდევ ერთხელ, გამოვხატავ მადლიერებას  საუკეთეოდ ჩავლილი დღისთვის.

და ვიძინებ, იმ ბედნიერი და ჩვილი ბავშვის ძილით, რომელიც გულის ფანცქალიათ, ბედნიერებით სავსე ელოდება ხვალინდელ დღეს. რომელიც დარწმუნებულია, დღეს ყველაფერი გააკეთა, რომ  ხვალინდელი დღე მის ცხოვრებაში იყოს გაცილებით უკეთესი, ვიდრე დღეს იყო!

საუკეთესო დღე, მის ცხოვრებაში!

 

სიყვარულით და სიკეთით გევლოთ!

 

 

 

3 thoughts on “დილა მშვიდობისა!

  1. გამარჯობა თამარ .უკვე ვგრძნობ რომ თქვენ ჩემი ცხოვრება თავდაყირა დააყენეთ მე თქვენი ბლოგები ვცხოვრობ იმ დროს გამოჩდით .როცა ყველაფერი უფსკრულის პირას იდგა მადლობა უფალს რომ მაო ნინა თქვენი თავი საოცარი ადამიანი ხართ. მე ვიზრდები თქვენს ბლოგები ერთად მადლობა ცხოვრება შემიცვალეთ და მთლიანად შეხედულებები

    1. ნინა, ეს თქვენ ხართ მზად ცვლილებებისთვის. თქვენ, ბლოგის თემებს, უბრალოდ, მიანიჭეთ, გზამკვლევის სტატუსი და შემოუშვით ისინი თქვენს ცხოვრებაში, წრფელი გულით და ალალი სულით. მიხარია, რომ ყველაფერი კარგად გაქვთ და თუ იმუშავებთ საკუთარ თავზე, ყველაფერი ის გექნებათ,, რაზეც ოცნებობთ და რაზეც ოდესმე გიოცნებიათ. მადლიერებით თამარი.

  2. მადლობა თამარ ჩემ ცხოვრებაში მაშინ გამოჩდით, როცა დრო მოვიდა ჩემი ცხოვრება შეიცვალოს. ჩემი სული მუდმივად რაღაც ამოუცნობს ეძებდა და ეს მოხდა მე საოცრება ვიპოვე და ეს თქვენ ხართ .მე ემიგრანტი ვარ ჩემი დილა თქვენით იწყება ეს მასულდგმულებს თამარ რა ბედნიერი ვარ ვარ რომ მყავხართ, მადლობა მიყვარხართ

დაამატეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.