ქოუჩინგი ოქროს თევზისგან

image1434379413ერთხელაც,  მებადური წავიდა სათევზაოდ.

ჩვეულებისამებრ, ისროლა ბადე, თუმცა უშედეგოდ. ისროლა ბადე მეორეჯერ, ამოწია და მხოლოდ, ნიჟარები და ქვიშა გამოაყოლა ზღვამ. მესამე მცდელობაც… და საოცრებავ – გახლართულა თევზი და ფართხალებს უმოწყალოდ!

გაანთავისუფლა მებადურმა თევზი. უჭირავს ხელში, ათვალიერებს და ეღიმება – არ ჰგავს ჩვეულებრივს, ოქროს თევზია! Continue reading “ქოუჩინგი ოქროს თევზისგან”

Advertisements

იგავი ფანქარზე – პაულო კოელიო

12299133_923149527774051_6266999748237345096_nშვილიშვილი თვალს ადაევნებს თუ როგორ წერს ბებია წერილს და ეკითხება:

– შენ ჩემზე წერ ?

ბებია ანებებს თავს წერას, უღიმის და ეუბნება:

– გამოიცანი, მე ვწერ შენ შესახებ. თუმცა, მთავარია არა ის, რას ვწერ, არამედ რითი ვწერ. ჩემი დიდი სურვილი იქნება, როცა გაიზრდები, დაემსგავსო ამ ფანქარს…

ბავშვი გულმოდგინედ და ცნობისმიყვარეობით შეათვალიერებს ფანქარს, მაგრამ ვერ ნახავს რამე განსაკუთრებულს. Continue reading “იგავი ფანქარზე – პაულო კოელიო”

წარმატების გაზომვა ან საერთოდ, რაში გვჭირდება ის

tumblr_mcs4kkGoOm1qffcdro1_500დღეს, დავწერ თემას: რა არის წარმატება, როგორ იზომება ის და საერთოდ, რაში გვჭირდება?

იცნობთ თუ არა ისეთ ადამიანს, ვისაც არ სურს იყოს წარმატებული?

მე, პირადად არა.

თუმცა, აქვე შევამჩნიე, რომ თითოეული ადამიანისთვის წარმატება იზომება სხვადასხვანაირად – ვიღაცა ოცნებობს მილიონზე დოლარებში, ვიღაცას უნდა სულიერი სიმშვიდე, ვიღაცას მაღალანაზღაურებადი სამსახური, ვიღაცას – კიდევ ერთი მანქანა, ვიღაცას – კიდევ ერთი გამარჯვება…

თქვენთვის რა არის წარმატება?

თქვენ რას გულისხმობთ წარმატებაში?
Continue reading “წარმატების გაზომვა ან საერთოდ, რაში გვჭირდება ის”

თქვენი ოცნების ძიებაში

33603223-naturalizationროგორ უნდა ვიპოვოთ მიზანი?
ადრე, ბლოგზე გაგაცანით ნ. ჰილის მიერ შემოთავაზებული მიზნის დასახვის ხერხი. არ ვიცი რამდენად დაგეხმარათ, მაგრამ დღეს, მინდა ჩაიხედოთ საკუთარ თავში და გასცეთ კითხვას პასუხი - გაქვთ თუ არა ოცნება?
თუ გაქვთ, ძალიან კარგი, გილოცავთ და გისურვებთ განხორციელებას.
და თუ არა, მაშინ შემოგთავაზებთ პრაქტიკას. 
უფრო გასაგები და მკაფიო რომ გახდეს, თუ რა არის ოცნება? საჭიროა, გავაკეთოთ პრაქტიკული სამუშაო. 
რას იტყვით, გადავიდეთ პრაქტიკაზე?
გავაკეთოთ სწრაფად!
სანამ, უშუალოდ პრაქტიკულ სამუშაოზე გადავალთ გავიაროთ შემდეგი ტესტი:
ტესტი N1:
თქვენ გაქვთ 30 წამი პირდაპირ ახლავე ჩამოწერეთ 3 რამ - ყველაზე მეტად, რა გინდათ ცხოვრებაში.

დავიწყეთ: 30. 29, 28, 27, 26....
შესაძლებელია, თქვნ გაგიჭირდათ პასუხის გაცემა. 
და თუ გაეცით პასუხები, იქნებოდა შემდეგნაირი: ახალი სახლი, ახალი ბინა, ბევრი ფული... 
ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ არ იცით დანამდვილებით რა გინდათ (თუ იცით - გილოცავთ, ერთი ნაბიჯით წინ ხართ, სხვებთან შდარებით).
თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან კარგად იცით - რა არ გინდათ!
shutterstock_236191663
ტესტი:N2
თქვენ გაქვთ 30 წამი. პირდაპირ, ახლავე ჩამოწერეთ 3 რამ, რისგანაც გინდათ ცხოვრებაში ყველაზე მეტად განთვისუფლდეთ.

დავიწყეთ: 30. 29, 28, 27, 26....
იმის შემდეგ, რაც შეასრულებთ ზემოთ მოყვანილ ტესტს, დავუბრუნდეთ ჩვენს პრაქტიკულ სავარჯიშოს.

დავიწყოთ!

ყურადღება: ქვემოთმოყვანილი ოთხივე ნაბიჯი, არის პრაქტიკული გასაკეთებელი!

წასაკითხი კი არა... აიღეთ კალამი, რვეული და შეუდექით... რას უცდით... გელოდებით :) ...
წაკითხვის დროს, შეასრულეთ სავარჯიშო ქაღალდზე წერით (ნუ დაბეჭდავთ)

Continue reading “თქვენი ოცნების ძიებაში”

ფული, სამსახური, დანიშნულება…

Businessman Jumping for Joy

ძალინ ბევრი რამეს ეხება ბლოგის თემები, მაგრამ დღეს აღმოვაჩინე, რომ თემა თუ – რას ნიშნავს წარმატება? – არ არის.

ერთი წუთით დაფიქრდით,  რას ნიშვავს წარმატება პირადად, თქვენთვის?

მოდი ცოტას გიკარნახებთ და თქვენ აირჩიეთ (ან კომენტარებში შემომთავაზეთ თქვენი ვარიანტი)…

წარმატებაბედნიერების განცდა ახლა და ამჟამად.

წარმატებაშინაგანი ჰარმონია. Continue reading “ფული, სამსახური, დანიშნულება…”

იქ, სადაც ზეცა ეამბორება დედამიწას (იგავი)

0ერთი ძველი ლეგენდა მოგვითხრობს, რომ ძალიან დიდი ხნის წინ ცხოვრობდა ცოლ-ქმარი. ცხოვრობდნენ ბედნიერად და იყვნენ იმ ყველაფერით კმაყოფილი, რაც გააჩნდათ. ერთმანეთს უზიარებდნენ დიდ სითბოს და სიყვარულს. მათი სიყვარული იზრდებოდა და ძლიერდებოდა ყოველწლიურად. არავის და არაფერს არ შეეძლო მსგავსი გრძნობის დანგრევა. Continue reading “იქ, სადაც ზეცა ეამბორება დედამიწას (იგავი)”

ყველაზე კარგი გზა მიაღწიო საწადელს (იგავი)

---დიდი ხნის წინ, ბრძენთან მივიდა კაცი და ეუბნება, რომ ვერა და ვერ პოულობს ისეთ გოგოს, რომელიც ეყვარდებოდა სიცოცხლის ბოლომდე, შექმნიდა მასთან ოჯახს.

– როგორი ქალი გინდა ცოლად?

კაცი ცოტა ხნით დაფიქრდა და შემდეგ უპასუხა:

– მე ვოცნებობ ისეთ ქალზე, რომელიც იქნება მოსიყვარულე, ბრძენი, პასუხისმგებლობის გრძნობით, მხიარული, თბილი, გამგები,  მგრძნობიარე, ნაზი, უმშვენიერესი, უკეთილშობილესი, ძლიერი და დამოუკიდებელი…

მან დაამატა კიდევ რამოდენიმე ღირსება, რომლის შემდეგაც რჩევა ჰკითხა ბრძენს – როგორ მოიქცეს.

ბრძენმა  ჩახედა თვალებში, უყურა ცოტა ხანს და უთხრა:

Continue reading “ყველაზე კარგი გზა მიაღწიო საწადელს (იგავი)”