ისევ, პოზიტიური დიალოგი

_1mvmfPICgg„სადღაც ცხოვრობდა პატარა ბიჭი, რომელსაც ჰქონდა ძალიან ცუდი ხასიათი. ერთეხელ, მამამ მისცა ლურსმნებით სავსე ჩანთა და უთხრა – ყოველთვის, როცა  დაკარგავდა თავზე კონტროლს,  მისულიყო ორღობესთან და ერთი ლურსმანი ჩაესო.

პირველ დღეს, ბიჭმა ჩააჭედა 37 ლურსმანი. მომდევნო კვირების განმავლობაში, როცა მან ისწავლა საკუთარი თავის ხელში აყვანა, ლურსმნების რაოდენობა შემცირად. მან იფიქრა – უფრო ადვილია მოვთოკო ემოციები, ვიდერე ლურსმნები ვარჭო ორღობეშიო.

ბოლოს დადგა ის დღეც, როცა ბიჭს არც ერთხელ არ დაუკარგავს კონტროლი საკუთარ თავზე. მან შეატყობინა ამის შესახებ მამას, რომელმაც შესთავაზა – როცა ის, თავის ხელში აყვანას კვლავ შეძლებდა,  ერთმანეთის მიყოლებით ამოეძრო ჩარჭობილი ლურსმნები ორღობიდან.

გადიოდა დრო. როგორ იქნა, მოზარდს შეეძლო ეთქვა მამისთვის, რომ ყველა ლურსმნები დააძრო ორღობეს.

მამამ მიიხმო ბიჭი ორღობესთან და უთხრა: „შენ ძალიან კარგად იმუშავე, შვილო, მაგრამ შეხედე ნახვრეტებს ღობეზე. ადრე იყო ასეთი? როცა, ბოროტ სიტყვებს ამბობდი, ისინი ტოვებდნენ ჭრილობებს ამ ნასვრეტების მსგავსად. შენ შეგიძლია, ადამიანს ჩაარტყა დანა, მერე ამოიღო და არ ექნება მნიშვნელობა რამდენჯერ მოუხდი ბოდიშს, ჭრილობა დარჩება. ძალიან ხშირად კი სიტყვიერი ჭრილობები გაცილებით უარესია, ვიდერე ფიზიკური“.

ეს ძველი იგავი დაგაფიქრებს, თუ როგორ უნდა აწარმოო სხვა ადამიანთან და მთლიანად, გარემომცველ სამყაროსთან პოზიტიური დიალოგი, რათა მიიღო სიხარული ურთიერთობებისგან. დღევანდელ ცხოვრებაში ურთიერთობების ხელოვნებას ვერ ფლობს უმრავლესობა ადამიანებისა. არადა, ნებისმიერი ადამიანი ვალდებულია იცოდეს ელემენტარული წესები.

ცხოვრების მანძილზე, ათასობით ადამიანთან გვიწევს საუბარი, ამიტომაც მნიშვნელოვანია, გვქონდეს მათთან ისეთი ურთიერთობები, როგორსაც ვისურვებდი, რომ ჰქონოდეთ ჩვენთან.

რა ხდება ურთიერთობების დროს?

ინფორმაციის, შეხედულებების, გამოცდილების, უნარების და შესაძლებლობების გაზიარება.

დააკვირდით საკუთარ თავს: რას აკეთებთ და როგორ იქცევით როდესაც აწარმოებთ დიალოგს?

პოზიტიური დიალოგის ოქროს წესი – მოსმენის უნარი.

ეს უკანასკნელი, საკუთარ თავზე გაწეული უდიდესი მუშაობის შედეგია. როცა უსმენთ, გამოხატეთ კეთილ განწყობას მოსუბრის გამონათქვამის მიმართ – ღიმილით, იუმორით, მოკლე რეპლიკებით  – ეს ხელოვნებაა.  პატივისცემა და მზრუნველობა მოსაუბრის მიმართ.

პირადად მაქვს შემდეგი მეთოდი –  თითოეულ რეპლიკას, კომენტარს და მოსაზრებას ვატარებ „ სიყვარულის ფილტრში“ და ასე ვაფიქსირებ აზრს (და ისიც, თ3969821_originalუ ჩავთვალი საჭიროდ). ყოფილა შემთხვევები, როცა კრიტიკული, ჩემი აზრით „უსამართლო“ კომენტარები დაუტოვებიათ, თუმცა, ამ დროს დასკვნებს ვაკეთებ არა საკუთარი განცდებიდან, არამედ, ვცდილობ ამ ადამიანის ფსიქოლოგიური ტიპაჟის გამოცნობას, წარმოსახვაში ვქმნი მის ავატარს. ვხედავ, არა ჩემს პრობლემას (თუმცა ამასაც ვხედავ, თორემ სამყარო უბრალოდ, არ გამომიგზავნიდა მსგავს მესიჯს, ამ ადამიანის სახით) არამედ, რას შეეძლო გამოეწვია მასში მსგავსი აგრესია და რა დამოკიდებულებაში იმყოფება ის საკუთარ თავთან. ურთიერთობების დროს არ ვაკეთებ ნაჩქარევ დასკვნას. ვცდილობ გავაანალიზო მოპასუხის ემოცია, გრძნობა, გავიგო და გავუგო მის აზრებს, სიტყვებს, რეაქციას.

ძალიან ხშირად, მოსაუბრის ემოცია მოჩვენებითია და მის უკან იმალება ღირსება, ღრმა ცოდნა, მგრძნობელობა, არასტანდარტული აზროვნება.

სასურველია, დიალოგის დროს თუ გააკონტროლებთ ჟესტებს, მიმიკას, პოზას. მოსაუბრეს აუცილებლად მიმართეთ სახელით. ეს ყველას სიამოვნებს, რადგანაც სახელი – ეს ინდივიდულობაა, პატივისცემის გამოხატვა და გაახლოებთ.

როცა ადამიანი გაღიზიანებულია, აგრესიულია, გრძნობთ მისგან ნეგატივს, დაძაბულობას, თქვენ თავიდანვე განეწყობით კონფლიქტზე და გადადიხართ თავდაცვის ან თავდამსხმელის პოზიციაში. თქვენს საუბარს აზრი არა აქვს. ეს გზა არ მიდის არსაით. ჩიხია!

ასეთ დროს, კარგი იქნება გამოიჩიოთ გულისხმიერება. გაამართლეთ პარტნიორი საუბრის დროს, შეაქეთ გამჭრიახობისთვის… არ დაუშვათ უარყოფითი განხილვა და შეფასება, არ გააკრიტიკოთ მისი შეხედულებები.  და თუ მაინც, ისე ცუდად არის საქმე, რომ მისი შეხედულებები, აზრები თქვენთვის ხდება  მიუღებელი და იმას რასაც ამბობს თვლით – სულელურად, ბანალურად, ამორალურად, დააფიქსირეთ თქვენი პოზიცია (თუ ეს ძალიან გინდათ) და ღირსეულად გაეცალეთ.

შეგეძლოთ, ურთიერთობებში გვერდი აუაროთ წყლისქვეშა ლოდებს და შეინარჩუნოთ ღირსება – ეს დიდი გამარჯვებაა!--

იბადება კი, კამათში ჭეშმარიტება?

შეგიძლიათ ძარღვების გაწყვეტამდე იკამათოთ, შედეგად, ორივე მხარე რჩება საწყის პოზიციებზე.

ამიტომ, აქვს აზრი ენერგიის ფუჭად ხარჯვას?

არა, თუ სხვა საქმე არა გაქვთ – იკამათეთ!

მე მომხრე ვარ, ისეთი ურთიერთობების, ისეთი აზრის დაფიქსირების რომელიც ემსახურება მონაწილეების გაზრდას და არ იქცევა ის აზრების რინგად, სადაც დამარცხებულად თავს არც ერთი მხარე არ აღიარებს.

ეს ჩემი აზრია და შეგიძლიათ დამეთანხმოთ, შეგიძლიათ არა.

… მაგიურ, მიმზიდველ, სიხარულის მომგვრელი ურთიერთობებს გისურვებთ.

გამიზიარეთ აზრი კომენტარებში. წინასწარ მადლობა.

დაამატეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.