იქ, სადაც ზეცა ეამბორება დედამიწას (იგავი)

0ერთი ძველი ლეგენდა მოგვითხრობს, რომ ძალიან დიდი ხნის წინ ცხოვრობდა ცოლ-ქმარი. ცხოვრობდნენ ბედნიერად და იყვნენ იმ ყველაფერით კმაყოფილი, რაც გააჩნდათ. ერთმანეთს უზიარებდნენ დიდ სითბოს და სიყვარულს. მათი სიყვარული იზრდებოდა და ძლიერდებოდა ყოველწლიურად. არავის და არაფერს არ შეეძლო მსგავსი გრძნობის დანგრევა.

ერთხელ, მათ ხელში ჩაუვარდათ უძველესი წიგნი,, სადაც ამოიკითხეს, რომ სადღაც დედამიწაზე, ცხრა მთასა და ცხრა ზღვას იქით ან შეიძლება ქვეყნის დასალიერსაც კი, მდებარეობდა ადგილი, სადაც არსებობდა და ცხოვრობდა წარმოუდგენელი ბედნიერება. წაიკითხეს, რომ ეს არის ადგილი- სადაც ზეცა ეამბორება დედამიწას.4194611

გადაწყვიტეს აუცილებლად წასულიყვნენ, ეპოვათ და საკუთარი თვალით ენახათ ეს ადგილი. გზა სჩანდა გრძელი, გაურკვეველობებით და წინააღმდეგობებით აღსავსე.

გადიოდა დრო. მათ უკვე აღარც იცოდნენ უკვე რამდენი ხანი დაჰყვეს მოგზაურობაში, მაგრამ დანებებას არ აპირებდნენ და განაგრძნობდნენ ძიებას.

უკვე, როდესაც იგრძნეს ძალის გამოლევა, მოულოდნელად შეამჩნიეს ის კარი, რომელიც, აღწერილი იყო იმ ძველ წიგნში.

კარის მიღმა… სწორედ, რომ ამ კარის მიღმა მდებარეობდა ადგილი სადაც ცხოვრობდა ბედნიერება… მათი იმედების და ძიების სამიზნე.

შეეტყოთ ნერვიულობა, იმის მოლოდინში, თუ რა დახვდებოდათ კარს მიღმა: როგორ გამოიყურება ადგილი სადაც ზეცა ეამბორება დადამიწას და სადაც სუფევს წარმოუდგენელი ბედნიერება.

ფრთხილად დააკაკუნეს კარებზე და უცებ, კარები გაიხსნა თავისით. მათ ხელი ჩასჭიდეს ერთმანეთს და წყნარად შეაბიჯეს.

და რას ხედავენ?..64ea4e0860c68a8f9be75f31fe52fb3f

ისინი, იმყოფებიან საკუთარ სახლში.  უსასრულოდ, გრძელი გზის დასასრულს, ისინი აღმოჩნდნენ თავიანთ სახლში.

ბოლოს და ბოლოს მიხვდნენ:

ადგილი, სადაც ზეცა ეამბორება დედამიწას, არის ადგილი სადაც, ადამიანები კოცნიან ერთმანეთს.

ადგილი, სადაც ცა ეხება მიწას, ეს არის როცა, შეყვარებული ადამიანების ხელები ეხება ერთმანეთს.

ადგილი, საიდანც ხედავ ზეცას, არის სადაც ადამიანები უხსნიან ერთმანეთს გულის კარს.

ადგილი, სადაც სუფევს დიდი და წარმოუდგენელი ბედნიერება არის, სადაც ადამიანები ერთმენთს უზიარებენ სიხარულს და სიკეთეს.

 

გაიარეთ რეგისტარაცია 21 დღიან ინლაინ ტრენინგზე #ზრდისფაქტორი და გადადით ცხოვრების ახალ ეტაპზე!

განთავისუფლება – პოზიტიური აზროვნება – თვითშეფასების ამაღლება

სრული ინფორმაცია: http://kvaratskhelia.pro/zrdisfactori/

დაამატეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.