ყველაზე კარგი გზა მიაღწიო საწადელს (იგავი)

---დიდი ხნის წინ, ბრძენთან მივიდა კაცი და ეუბნება, რომ ვერა და ვერ პოულობს ისეთ გოგოს, რომელიც ეყვარდებოდა სიცოცხლის ბოლომდე, შექმნიდა მასთან ოჯახს.

– როგორი ქალი გინდა ცოლად?

კაცი ცოტა ხნით დაფიქრდა და შემდეგ უპასუხა:

– მე ვოცნებობ ისეთ ქალზე, რომელიც იქნება მოსიყვარულე, ბრძენი, პასუხისმგებლობის გრძნობით, მხიარული, თბილი, გამგები,  მგრძნობიარე, ნაზი, უმშვენიერესი, უკეთილშობილესი, ძლიერი და დამოუკიდებელი…

მან დაამატა კიდევ რამოდენიმე ღირსება, რომლის შემდეგაც რჩევა ჰკითხა ბრძენს – როგორ მოიქცეს.

ბრძენმა  ჩახედა თვალებში, უყურა ცოტა ხანს და უთხრა:

– მე ვიცი აბსოლუტურად სანდო, მაგრამ ძალიან, ძალიან რთული ხერხი. მისი საშუალებით შეხვდები სასურველ ქალს.

– და რაში მდგომარეობს? თუ გამიმხელ, მოგცემ ყველაფერს რაც მაბადია!

– მე არაფერი არ მინდა – უპასუხა ბრძენმა – მხოლოდ, პირობა მომეცი, რომ გამოიყენებ ჩემ რჩევას.

სიხარულით აღელვებულმა კაცმა მისცა პირობა, მიჰყვება რჩევას და გააკეთებს ყველაფერს რასაც ეტყვის. ბრძენმა კაცს აცალა დამშვიდება და ყურში ჩასჩურჩულა:

_ თუ შენ გინდა შეხვდე ქალს, რომელიც იქნება  მოსიყვარულე, ბრძენი, პასუხისმგებლობის გრძნობით, მხიარული, თბილი, მგრძნობიარე, ნაზი, უმშვენიერესი, გამგები, გულკეთილი, ძლიერი და დამოუკიდებელი – მაშინ საწყის ეტაპზე, შენ თავად უნდა გახდე მსგავსი თვისებების მატერებელი. მხოლოდ, ასე იპოვი მას.  თუ ამ ყველაფერს გააკეთებ და მაინც ვერ შეხვდი, შენთვის, აღარ ექნება უკვე ამას არავითარი მნიშვნელობა.

დაამატეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.