ფული, სამსახური, დანიშნულება…

Businessman Jumping for Joy

ძალინ ბევრი რამეს ეხება ბლოგის თემები, მაგრამ დღეს აღმოვაჩინე, რომ თემა თუ – რას ნიშნავს წარმატება? – არ არის.

ერთი წუთით დაფიქრდით,  რას ნიშვავს წარმატება პირადად, თქვენთვის?

მოდი ცოტას გიკარნახებთ და თქვენ აირჩიეთ (ან კომენტარებში შემომთავაზეთ თქვენი ვარიანტი)…

წარმატებაბედნიერების განცდა ახლა და ამჟამად.

წარმატებაშინაგანი ჰარმონია.

წარმატებაკარგი ბინა, სახლი, მანქანა, სამსახური…

წარმატებაავსე ცხოვრებით ცხოვრება.

წარმატება საყვარელი საქმის კეთება, რომელისაც მოჰყავხართ აღფრთოვანებაში და შეგიძლიათ დღე და ღამ დაუღალავად მისი კეთება.

წრამატებაშეგეძლოს სხვების დახმარება.

წარმატება – ……………….

1920409_647385452000270_1005016515_nწარმატება ეს სულის მდგომარეობაა.

ჩვენ უკვე ვიცით, რომ არ ვართ მხოლოდ ფიზიკური სხეული. ჩვენში სულია, რომლიც მოევლინა სამყაროს თავისი დანიშნულების განსახორციელებლად. სწორედ ფიზიკურმა, ცნობიერმა უნდა შეძლოს გაუწიოს მას დახმარება. როცა სული რეალიზებულია ვართ ბედნიერი. ბედნიერების გზა, კი გადის სხვების ბედნიერებაზე… სული არ ქმნის რამე ფასეულს მხოლოდ თავისთვის.

წარმოიდგინეთ:

მოხვდით უკაცრიელ კუნძულზე.

რა მოხდება?

თვითრეალიზაცია დაკარაგავს აზრს. რა აზრი ექნება წიგნების წერას, მას ხომ არავინ არ წაიკითხვას. აზრი დაეკარგება ჩემს ბლოგს. რა აზრი ექნება ახალი პროექტების შექმნას და განხორციელებას, თუ მას სხვები ვერ გამოიყენებენ, სასკეთოდ? აზრი ეკარგება ახალ მანქანას. სისულელე ხდება  დიდ ლამაზი სახლები თუ ადამიანები არ იცხოვრებენ შიგნით…

ჩემი აზრით, წარმატებას აქვს შემდეგნაირი განმარტება:

წარმატება – შენი პოტენციალის გახსნა, შენი ნამდვილი ტალანტების რაელიზაცია, რომელიც სამყაროს გახდის გაცილებით უკეთესს, მეტად სრულფასოვანს და ადამიანებს ბედნიერს.

პირადად, ჩემთვის როგორც, დანიშნულების და ურთიერთობის ქოუჩს  ბედნიერებას, მანიჭებს –  როდესაც ვფიქრობ, როგორ განვხორციელებ გეგმას: სულ ცოტათი მაინც გავხადო სამყარო უკეთესი, ერთი ადამიანით (თავით დავიწყო…) მეტად ბედნიერი. აღმაფრთოვანებს, საყვარელი საქმის კეთება, რომელიც3969821_original მაძლევს დაუშრეტელ ენერგიას. შევძლო დავეხმარო სხვებს. ტრენინგების და ქოუჩ-სესიების მეშვეობით – ვიღაცა იპოვის თავის დანიშნულებას, ვიღაცა გახდება მეტად პოზიტიური, ვიღაცა დაარეგულირებს ურთიერთობებს, ვიღაცა შეცვლის დამოკიდებულებას და გაეხსნება ახალი ხედვა, რომელსაც აქამდე ვერ ამჩნევდა.. ვიღაცა აიხდენს  დიდი ხნის ოცნებას, ვირაღაც შექმნის ბიზნესს…

არის თუ არა ამ დროს, სიმდიდრე მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული?
ის ადამიანები, ვინც ცხოვრობობენ და აგროვებენ სიმდიდრეს მხოლოდ და მხოლოდ თავისთვის – არიან უბედურები. ისინი აგროვებენ, იმისთვის, რომ შეივსონ ის შინაგანი სიცარიელე, რომელიც გაჩნდა უაზრო ფასეულობების გარეშე ცხოვრებისგან. სიცარიელისგან შეიძლება განთვისუფლდე, თუ აავსებ მას სიყვარულით, რომელიც შექმნის ღირებულს გარშემომყოფთათვის.

გული ძგერს და ხარობს, როდესაც გასცემ უანგაროდ. ამას აკეთებ, მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცა გახადო ცოტათი ბედნიერი..

ყველაფერი ენერგიაა და მათ შორის აზრი და განზრახვა. ის ახდენს მატერიალიზებას, თუ ის ეხმარება სულს გაზრდაში, ეს კი სხვებისთვის წონითი რამის შექმნით მიიღწევა.  სულის საზრუნავია წავიდეს ამ ქვეყნიდან მეტად სუფთა და განწმენდილი , ვიდრე მოსვლისას. თუ სული არ აკეთებს იმას რისთვისაც არის მოსული და დაკავებულია ისეთი საქმით, სადაც თავს გრძნობს ცუდად, ის –  აფორიაქებულია.

ვინ არის ამაში დამნაშვე?

დამნაშავე არის ცნობიერი. ის, კარნახობს გარემო. სტანდარტებით ცხოვრებას (პრესა, ტვ და სოციუმი), როდესაც კი მიაღწევს მიზანს (თუ საერთოდ მიაღწევს, ეს ჯერ კიდევ საკითხავია), მაშინ ხვდება –  მიღწეულის სრულ უაზრობას, ილუზორულობას.

და რა არის სტანდარტებით და ილუზორული ცხოვრება ?

როდესაც თვითმიზანს წარმოადგენს მხოლოდ:

  • სიმდიდრე (ფული, მატერიალური საგნები)
  • პოპულარობა, სახელი ძალაუფლება
  • სოციალური სტატუსი

კარგად დააკვირდით  ამ სამ რამეს..ისინი გამომდის ეგოდან – ადამიანს სურს იგრძნოს თავისი მნიშვნელობა.  მას არანაირად არ ესმის, რომ სიმდიდრე, სახელი, ძალაუფლება, სოციალური სტატუსი – ილუზიაა. 

ეს ისეთი ილუზიაა შუა ზღვაში, რომ მოგწურდეს და დაიწყო მლაშე წყლის დალევა, რომელიც წყურვილს არა და არ გიკლავს… არა და წყალია, არა?..

ამ დროს ამბობენ: „აი, გამოვიმუშავებ კიდევ ამდენს და მერე ვიქნები ბედნიერი“… „აი, მივაღეევ 20 000 ლარს თვეში და ვიქნები ბედნიერი“… „აი, როცა გავხდები ცნობილი მომღერალი, მაშინ ჩემზე ბედნიერი, ადამიანი არ იქნება“ „აი, გავთხოვდები ხელსაყრელად, გავაჩენ შვილებს…“ „აი, ჩემი შვილი ისწავლის ოქსფორდში და ვიქნები უბედნიერესი“… თავად შეგიძლიათ გამოსცადოთ და დარწმუნდეთ, რომ ვერ გახდებით ბედნიერეი. უფრო მეტიც, თქვენი ბედნიერება კიდევ მეტად შემცირდება, რადგანაც თუ აქამდე ფიქრობდით, რომ ის რაღაცა გაგხდიდათ ბედნიერს, მისი მიღების შედეგად განიცადეთ, ბედნიერებაში იმედგაცრუება.

რატომ?

თქვენ დაშორდით მოწოდებას. სულს ესმის, რომ როცა ის, აკეთებს იძულებით საქმეს – არის უბედური, რადგან, ნამდვილი ბედნიერება მოდის სულის სიღრმეებიდან!

წარმატება – გონების და სულის ერთობაა, ეს ჰარმონიაა მათ შორის. გონების როლი მდგომარეობს იმაში, რომ ხელი შეურყოს სულის რეალიზაციას.

ადამიანები პრიორიტეტებს ვალაგებთ არასწორად. მოკვდავ სხეულს, მატერიალურს და უსულო საგნებს ვაყენებთ პირველ ადგიზე, ხოლო მარადიულ უკვდავ სულს – ბოლოში, რადგან ის უხილავია გარეშე თვალთაგან, ზოგჯერ ჩვენგანაც.

ფიქიკური სხეული არის ტრანსპორტი ჩვენი სულისთვის.

სხეული არის ჭურჭელი, ხოლო მის შემადგენელს ანუ სულს  კავშირი აქვს ზებუნებრივთან, მაღალ გონთან და მხოლოდ მას შეუძლია შეიმეცნოს, გაგრძნობინოს, ინტუიციით გიკარნახოს, რა არის საჭირო ამ სამყაროსთვის გაკეთდეს შენი ხელით, სად მოხდეს პოტენციალის რეალიზება (სულის გაკვეთილი). რა არის შენი მისია?

ძალიან ხშირად ვაფიქსირებ:

წარმატება ეს ბუნებრივი პროცესია.

წარუმატებლობა, მარცხი და წინააღმდეგობა – გზიდან გადახვევის მანიშნებელი.

თუ თქვენ, დღეს გაქვთ უამრავი პრობლემა და საქმე რომელსაც აკეთებთ არ განიჭებთ სიამოვნებას, ღირს დაფიქრება –  არის ეს ის საქმე?

თქვენ არ იფიქროთ, რომ მე სიმდიდრის და ფული 95c0c4c8143cd4387df7e2c4e2fc1da3წინააღმდეგი ვარ. არანაირად,. როდესაც ადამიანს არ ააქვს ფული, იძულებულია იაროს სამსახურში და დასაქმდეს „რამეთი“ მაინც. ხარჯაოს უამრავი დრო და ენერგია ოჯახის სარჩენად. ხშირ შემთხვევაში ადამიანი, როცა ამას აკეთებს გრძნობს, რომ ეს, მისი საქმე არ არის, ვერ ახდენს რეალიზებას. უფროსი – აი, ადამიანი რომლის ოცნებებიც სრულდება მის ხარჯზე.

რა სიკეთე მოაქვთ მატერიალურ საგნებს?

კომფორტში ისვენებს სულიც და გულიც. სულისთვის მეტად ადვილია ხელსაყრელ და სასიამოვნო გარემოში შექმნას და იმოღვაწეოს, რადგნაც ამ დროს მოდის შთაგონება. სულს, რომ გახდეს შემოქმედი, სჭირდება სიმშვიდე და სიწყნარე. განა, შეიძლება იყოს სიმშვიდე, როცა სახლში, არასდროს არის საკმარისი ფული და ცოლ-ქმარი ყოველ დღე ამის გამო ჩხუბობს? სწორედაც, რომ არა. მატერიალური საგნები აუცილებელი და მნიშვნელოვანია, მხოლოდ იმისათვის, რომ დაკმაყოფილდეს ცხოვრებისეული მოთხოვნილებები.

სულს სჭირდება დრო, რომ მან მისცეს მატერიალური ფორმა დანიშნულებას. უფრო მეტი დრო სჭირდება, რომ მის მიერ შექმნილმა დაიწყოს თანხების მოზიდვა.

და როცა ეს მოხდება მოდის იმაზე მეტი, ვიდრე თქვენ იღებთ არა საყვარელი სა-მუშა-ოდან.

მიეცით დრო შინაგან სამყარის გაშალოს ფრთები.

პირადად ჩემი შემოსავლები  მოდის ბლოგიდან, რომელსაც თქვენ ეხლა კითხულობთ. მეუღლემ 250287_830419630343396_2966283930611620166_nმირჩია: თავდაპირველ ეტაპზე, ბლოგიც საკმარისი იქნებოდა და საიტზე მოგვიანებით მეფიქრა. ბლოგს თებერვალში შუსრულდება 2 წელი რაც არსებობს. ის შეიქმნა მეუღლის დახმარებით, აბსოლუტურად ჰობის დონეზე. თუმცა რამდენიმე თვეში, ჩემს წინაშე გაიხსნა სინქრონულად „გამართლების“კარები: ჩაბვერთე ონლაინ პროგრამაში, რომელმაც გამარკვია ქოუჩინგში და დანიშნულებაში, მას მოჰყვა მეორე, მესამე, მეოთხე ცოცხლი ტრენინგები… გავხდი ერთ-ერთი ონლაინ ტრენინგის გამარჯვებული და მაჩუქეს კიევში ქოუჩინგის სკოლის გავლა. ამავე დროს პარალელურ რეჟიმში მოვამზადე საავტორი ტრენინგი რაზე გადის წარმატების გზა და პირველივე ტრენინმა მომცა კიევში წასვლის ფინანსური საშუალება, ადამიანები გამაცნო ბლოგმა. ბლოგის გახსნიდან 6 თვეში გავედი შემოსავალზე… ჯამში ავღმოცნდი სერთიფიცირებული ქოუჩი…. ბლოგის გახნიდან ერთ წელიწადში უკვე მყავდა ჩემი ახლობლები თუ უცნობები, ბლოგიდან, რომლებმაც გაიარეს ქოუჩიგი. დღევანდელი შემოსავალი აჭარბებს იმ შემოსავლებს, რასაც მიხდიდნენ სანამ წამოვიდოდო დაქირავებული შრომიდან. და ჯერ მთელი ძალით არ დამიწყია… განსახორციელებელია უამრავი პროექტები…

ამ ყველაფერს იმიტომ კი არ ვწერ, რომ, მე კარგი ვარ ან … სრულებითაც არა. თქვენ შეიძლება ჩემზე მეტად წარმატებული და რეალიზებულნი ხართ, თქვენს საქმეში. მე მინდა უბრალოდ განახოთ, როგორ იხსნება სინქრონიზაციის კარები, როცა ჯერ არი იცი რა გამოვა, მაგრამ მიჰყვები გულის კარნახს და დანიშნულებას.

გამოცდილებიდან გამომდინარე შემიძლია ვთქვა:

სამყარო  ეხმარება ისეთ ადამიანებს, რომლებიც მიყვებიან თავიანთ დანიშნულებას.

ვიქნები გულახდილი და ვიტყვი, როცა არა გაქვს შემოსავლები, ძალიან რთულია შექმნა შედევები, იყო შემოქმედი, დაწერო… გონება მუდმივად გახსენებს: „კი, რასაც შენ აკეთებ ეს ძალიან კარგია, მაგრამ რა ვჭამოთ?..“ და სწორედ, მსგავსი კითხვები განაპირობებენ არჩევანს. ეს კითხვა გართმევს ადამიანს ბედნიერებას. იმისათვის რომ გაითიშოს მსგავსი დიალოგი – საყვარელ საქმეს უნდა მოჰქონდეს შემოსავალი. აქ შეუძლია გონებამ დაგისვას სხვა შეკითხვა…

მაგრამ, რამც მეტ ფულს გამოიმუშავებთ საყვარელი საქმით, მით მეტად მცირდება მათი ზეგავლენა.

აი, რაზე ვწერ დღეს თემაში:  ფულზე, სამსახურზე, დანიშნულებაზე და მინდა დაწერილით მოვიდეს 2 მნიშვნელოვანი გზავნილიი: ნამდვილი წარმატებისთვის საჭიროა

  1. გულსა და გონებას უნდა ჰქონდეთ ერთობა და იყვნენ ჰარმონიაში

  2. ყველაფერ არამატერიალურს, უნდა დაეთმოს, გაცილებით მეტი ყურადღება და იყოს პირველ ადგილზე.10384622_831759806876045_5046098057233760575_n

მატერიალური, ეს არის, გვერდითი მოვლენა, რომელსაც მოიტანს საყვარელი საქმის კეთება, დროთა განმავლობაში.

მოთმინება და კიდევ ერთხელ მოთმინება. თუმცა მოსათმენიც არაფერია, თუ საქმე გულს და სულს ახარებს და მოაქვს სხვებისთვის სიმშვიდე და ბედნიერება.

რაც შეეხება პრიორიტეტებს. ისინი შეიძლება განლაგდეს:

ჯანმრთელობა -> ბედნიერება -> სიმდიდრე

 ადამიანების უმეტესობა კი ცხოვრობს, შემდეგი სქემით:

სიმდიდრე -> ჯანმრთელობ -> ბედნიერება.

და რაც ყველაზე ცუდია, არსებობენ ადამიანები რომლებიც ცხოვრობენ სქემით:

სიმდიდრე -> სიმდიდრე -> სიმდიდრე.

რაღაც, დიდი თემა კი გამომივიდა.

მადლობთ ერთგულებისთვის.

შეგიძლიათ აზრი – წარმატებაზე, დანიშნულებაზე… გამიზიარით. დიდად გამახარებთ.

12 thoughts on “ფული, სამსახური, დანიშნულება…

  1. დიდი არა და დიდად სასარგებლო თემა კი გამოგივიდა თამარ, კარგი გზამკვლევია, ბარაქალა შენ და შენს მეუღლეს!კარგ საქმეს აკეთებ კარგად,წარმატებები და სიხარულები!!!!!

  2. gamarjoba tamar ,dalian maxareb da mavseb ,araertxel mogweret ,,chem sulshi sul sxva cnobiereba shemoitanet ,,,,me ki minda erti davalebit mogmarto ,tqventvisac dalian saintereso da mnishvnelovani iqneba ,,,emigrantebic chagvrtot am oqros rkalshi ,da dagvexmarot ,rogor gamovidet am chaketili wridan ,rashic idulebit vimyofebit ,,rogor movipovot sayvareli saqme da warmateba ,,,,,,,,madlobaaaa,,ninaa

    1. მადლობა ნინა აქტიურობისთვის. ჩვენ მაგაზე ვილაპარაკეთ, მგონია უკევე.
      უნდა იყოთ მზად სიახლეების მისაღებად. არა სიტყვებით არამედ საქმით.

      1. ქოუჩ სესიებზე შეიძლება, თქვენს კითხვებზე გაეცეს პასუხი, მაგრამ იქ მიღებულ პასუხებს რას უზამთ მერე და რამდენად გენდომებათ ცხოვრების თავიდან დაწყება ან სხვა ხარისხში გადაყვანა? ეს უკვე ახლის მისაღებად მზაობას ნიშნავს.
      2. ვაპირებ ონლაინ ტრენინგებსაც ახლო მომავალში და იქაც ძალიან ბევრ კითხვაზე შეიძლება პასუხის პოვნა.

      ნაპოლეონ ჰილმა წარმატების ფსიქოლოგიის ფუძემდებელი და პირველი წიგნის ავტორი მოცემულ სფეროში. მან წიგნს უწოდა „იფიქრე და გამდიდრდი“ და არა „იმუშავე და გამდიდრდი“
      პატივისცემით ❤

  3. მართალია ეს ყველაფერი მაგრამ მაინც ვერ ვპოულობ ჩემს დანიშნულებას და ჩემს საქმეს, ვარ ასე არაფერში არ მიმართლებს.. მაინც ვეძებ და მაინც ასე ვარ..

    1. ლალი, დიდი მადლობა კომენტარისთვის და გულახდილობისთვის.
      რაც შეეხება დანიშნულებას: არავინ ამბობს რომ მისი პოვნა ადვილია, რადგან რეალობაში არსებული ფაქტორებო რომლებიც ჩვენს ეგოზე ზემოქმედებენ შინაგან სამყაროში, სულში გასასვლელ კარებს ხურავენ და წლები სჭირდება რომ ნაბიჯ-ნაბიჯ, მივიდეთ (ან ვერც მივიდეთ) დანიშნულებამდე.
      თუ კი დამოუკიდებლად ამაის მიღწევა გიჭირთ და გსურთ, მიხვიდეთ, გიპასუხებთ:

      1. ამისთვის არსებობს ქოუჩის პროფესია.
      პირადად დანიშნულების და ურთიერთობის ქოუჩი ვარ და ვატერებ ინდივიდუალურ სესიებს სკაიპის საშუალებით.
      2. ამისთვის არსებობს ტრენინგი(ონლაინ და ცოცხალი შეხვედრებით), რომელსაც ვატარებ წელიწადში რამოდენიმეჯერ. ალბათ ატარებენ სხვებიც საქართველოში.
      3. არსებობს მოცემული ბლოგი, სადაც ვთვლი, რომ ძალიან ბევრი ფასეული ინფორმაცია დევს და როგორც მითხრეს საკურსოებში და დისერტაციაებსიც კი იყენებენ, აქედან მასალებს 🙂

      ასე, რომ სამყაროში ყველაფერი, რაც გინდათ არის თანაც ბერი, როგორც გვინდა და რანაირიც გვინდა…. უბრალოდ ჩვენი შეხედულებები, მტკიცებულებები და აზრები არის ის კედელი, რომლებიც გამუდმებით ხელს გვიშლიან ხედვაში

  4. მოგესალმებით (როგორც მივხვდი) თამარ!
    სიმართლე გითხრათ, ძალიან მომეწონა თქვენი პოსტი და თვალმოუცილებლად გადავიკითხე. რაღაც ნაცნობი შემხვდა, რაღაც უცნობი და რაც არ ვიცოდი გავითავისე. პირველად ვარ ამ ბლოგის სტუმარი, ვეძებდი ტრენინგის თემას უბრალოდ და მაინც წარმატებაზე მქონდა აქცენტი გაკეთებული, რასაც შემდგომში მეც გამოვიყენებ-თქო, მოგეხსენებათ ახალ ახალი იდეები და ამ იდეების გაზიარების პროცესი მეტად საინტერესოა, როცა შენ სხვას უზიარებ, სხვა კი შენ გიზიარებს და ასე ივსება ერთი მთლიანი (ნახევარ+ნახევარი) იდეა.
    გეთანხმები, დღეს ბევრი ყიდის საკუთარ დროს და ენერგიას ფულზე, რაც მხოლოდ იმ დროინდელ, იმ თვეში საცხოვრებელ მინიმუმს ან მაქსიმუმს იღებს და ეს ერთი თვის განმავლობაში ყოფნის, მაგრამ ბევრს არ ესმის, რომ ერთხელაც იქნება და დრო აღარ დარჩებათ, ენერგია კი რომელიც ახალგაზრდობაში ჰქონდათ, ნელ-ნელა გამოეცლებათ ხელიდან და დროსთან ერთად წავა. ამასობაში კი დამქირავებელი სხვას უფრო ენერგიულს მონახავს და მისით ჩაანაცვლებს, ხოლო თავისი დახარჯული დროის უმეტესი ნაწილით, რაც სამსახურში აქ გატარებული (სა-მსახური) იღებს ყოველთვიურ მიზერულ ანაზღაურებას – პენსიას.
    როცა კი მე გონების სამუშაოს უფრო ვემხრობი რაღა დაგიმალოთ. ამას გარდა ხალხს არ ეზარება 40 წელი იმუშავოს სხვაზე და აიღოს ყოველთვიური ანაზღაურება და ეზარება ბიზნესს ან საკუთარ საყვარელ საქმეს მოჰკიდოს ხელი 3 წელი მაინც მინიმუმ და მიიღოს უკვე მუდმივი შემოსავალი მაშინაც კი როდესაც ისვენებს და არ მუშაობს.
    ეს ძალიან მარტივი და უეკლო არ არის, მაგრამ იმ 40 წლის დახარჯვას დამეთანხმებით ჯობს!
    და კიდევ თქვენეული წარმატების განმარტებით მოვიხიბლე. ჩემთვის წარმატება ეს საყვარელი საქმის კეთებაა. ყოველთვის რაღაც იდეა რომ მებადება, თუნდაც სიზმრის სახით, ვიწერ. შემდეგ კი ვცდილობ განვახორციელო, ან სამომავლოდ ვდებ, რათა შემდგომში მივუბრუნდე.
    ჩემი საყვარელი პროფესია – მწერლობაა. მეც ძალიან მინდა ამით მქონდეს შემოსავალი და ეს ვაკეთო მთელი ცხოვრების განმავლობაში, ვწერო და სიყვარული გადავცე ხალხს, ბედნიერება მივანიჭო მკითხველს ვინც წიგნს აიღებს ხელში და გადაშლის და უბრალოდ დროის მოსაკლავად კი არა, რომ ჩაუღრმავდეს და ბევრი რამეც გაითავისოს.
    მოკლედ, მომეწონა ეს პოსტი, ასე რომ გამოგიწერ და შენს ცხელ-ცხელ სიახლეებს ჩავუსაფრდები ხოლმე. მადლობა!

  5. დიდი მადლობა აზრის გაზიარებისთვის, ასეთი შეფაებისთვის და ბლოგის გამოწერისთვის. წარმატებებს გისურვებთ საყავრელი საქმის კეთებაში Ercke Mydass !

  6. გამარჯობა თამარ ამ სტატიით პირდაპირ ჩემს გულში იჯექი.მე რასაც ვაკეთებ მიყვარს ,მაგრამ ძალიან დამღლელია უკვე და მისგან უკვე არანაირ სიამოვნებას არ ვღებულობ.პირიქით ვიტანჯები.კვირაში 7 დღე გადაბმულად ვმუშაობ,საღამოს სახლში მოსულს ოჯახის საქმეები მხვდება და ასე ყოველდღე.ასე მგონია რომ დავისვენო ოჯახს დავაკლებ.ახლაც როცა ამას ვწერ იმას ვფიქრობ რა დროს წერის დროა ,ოჯახის საქმეს მივხედო სანამ სამსახურში წავალთქო.თავისუფალი დრო რომ მქონდეს ბევრს წავიკითხავდი,თეატრში წავიდოდი,დიდი ხნის უნახავ მეგობრებს მოვინახულებდი.მოკლედ იმის თქმა მინდა რომ ამ სტატიის წაკითხვის მერე მივხვდი,რომ ჩემი მდგომარეობა არის ჩემი ბრალი.ძალიან ბევრ პასუხისმგებლობებს ვიღებ ჩემ თავზე,მინდა ამ ყველაფრის გამოსწორება,მაგრამ ალბათ უკვე დაგვიანებულია ჩემს შემთხვევაში.

    1. ნათელა მადლობთ კომენტარისთვის.
      არასდროს არ არის დაგვიანებული. ეს ისევ პასუხისმგებლობიდან გაქცევის მცდელობას ჰგავს. რომ არაფერი შეცვალოთ. არავინ გაძალებთ იმის კეთებას რაც არ გინდათ, საკუთარი თავის გარდა. თქვენ, თქვენი, საკმარისზე მეტად გააკეთეთ და მიეცით სხვებსაც (ოჯახის წევრები) საშუალება გაიზარდნონ.

      იხარეთ, იბედნიერეთ სიცოცხლის ყოველი წამით და ცხოვრება არ იქნება ბრძოლა და ტანჯვა.

      შეგიძლიათ რეგისტრაცია გაიაროთ ამ ბმულზე და მიიღოთ ერთი ქოუჩ-სესია ჩემგან საჩუქრად: http://kvaratskhelia.pro

  7. სულმოთქმენლად ჩავიკითხე ძალიან სასარგებლო ინფორმაციაა თამარ რისთვისაც მადლიერი ვარ თქვენი .იმდენ საჭირო და სასარგებლო ინფორმაციას გვაწვდით ამ ბლოგიდან,რომ ძალიან უნდა გავიზარდოთ გვეხმარებით უკეთესობისკენ შეიცვალოს ჩვენი ცხოვრება ბევრ რამეზე დაგვაფიქრე..თითქოს ეს ყველაფერი შინაგანად გავითავისე ..მაგრამ პრაქტიკულად მაინც ვერ ვახერხებთ ცხოვრებაში ყველაფერ ამის დანერგვას.დიდი ხანი ვფიქრობ ვიცი კიდევაც რა არის ჩემი საყვარელი საქმე.რომელიც ბავშობიდან მაქვს ოცნებად..მაგრამ მაინც ვერ გამოვდივართ ამ ჩიხიდან და ვერ ვაკეთებთ იმას რაც გვსურს…არის რაღაც რაც თითქოს უკან გექაჩება და რა არის ეს რაღაც?…

    1. ნონა გმადლობთ უკუკავშირისთვის. რაც შეეხება „უკან გექაჩება“ს – იმისთვის რომ „წინ იაროს“ ადამიანმა აუცილებელია, გარკვეული უნარ-ჩვევების ერთობლიობა, ამასთან ერთად პროფესიონალი ვისაც გარკვეულ ეტაპზე გაჰყვება. ასე გავაკეთე, პირადად, თავის დროზე და ვაკეთებ დღესაც.
      სწორედ, ამისთვის შევქმენი 21 დღიანი ონლაინ პროგრამა #ზრდისფაქტორი (რომელიც უკვე ათეულობით ადამიანმა გაიარა და დადო შედეგი) და ასევე, მაქვს ინდივიდოაულური ონლაინ ქოუჩ-სესიები. ნონა თუკი გადაწყვიტავთ ცვლილებებს ცხოვრებაში, შემოგვიერთით #ზრფისფაქტორი მორიგ სეზონში. მალე სტარტს ავიღებთ http://kvaratskhelia.pro/zrdisfactori/
      კიდევ ერთხელ, გამდლობთ!

დაამატეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.