წარმატების გაზომვა ან საერთოდ, რაში გვჭირდება ის

tumblr_mcs4kkGoOm1qffcdro1_500დღეს, დავწერ თემას: რა არის წარმატება, როგორ იზომება ის და საერთოდ, რაში გვჭირდება?

იცნობთ თუ არა ისეთ ადამიანს, ვისაც არ სურს იყოს წარმატებული?

მე, პირადად არა.

თუმცა, აქვე შევამჩნიე, რომ თითოეული ადამიანისთვის წარმატება იზომება სხვადასხვანაირად – ვიღაცა ოცნებობს მილიონზე დოლარებში, ვიღაცას უნდა სულიერი სიმშვიდე, ვიღაცას მაღალანაზღაურებადი სამსახური, ვიღაცას – კიდევ ერთი მანქანა, ვიღაცას – კიდევ ერთი გამარჯვება…

თქვენთვის რა არის წარმატება?

თქვენ რას გულისხმობთ წარმატებაში?

უფრო სწორად, ის შეგრძნებებია და როცა მივაღწევთ წარმატებას, მაშინ ვხვდებით რას წარმოადგენს ის ჩვენთვის.

ბავშვობიდან გვაქვს წარმატების აუცილებლობა ჩადებული და ამაზე, ჩვენმა გარემოცვამ იზრუნა თავის დროზე.

წარმატება, შეიძლება განვიხილოთ 2 სახით. პირველი ერთჯერადი წარმატება – როდესაც, დავუშვათ, თქვენ გინდოდათ ახალი სამსახური ან ახალი მანქანა და როცა მიაღწევთ, ხართ კმაყოფილი და ნასამოვნები.002

არსებობს, მეორე, უამრავი ცხოვრებისეული წარმატებები (შიძლება ასეც დავარქვათ). აქ, საქმე გაცილებით რთულად გვაქვს. თითოეული ადამიანს უნდა კარგი ჯანმრთელობა, ფინანსური დამოუკიდებლობა, იყოს ბედნიერი, ქონდეს სულიერი სიმშვიდე და ა.შ. ცოვრებისეული მიზნი მოითხოვს, ძალიან ბევრ პარამეტრბში მიღწევების ჩვენებას.. ბალანსს ცხოვრების სფეროებს შორის (რასაც ემსახურება ქოუჩინგი).

აი, რატომაც არის ცხოვრებისეული წარმატება –  მატად კომპლექსური და ფართო გაგების, ვიდრე ერთ, გარკვეულ საქმეში წარმატება. აი, რატაომ სჭირდება ქოუჩი ყველას.

დააკვირდით, 5 წლის წინ რაც მიგანჩნდათ მნიშვნელოვნად და რაზეც ოცნებობდით, მიაღწიეთ და დღეს გეჩვენებათ სრულებით ჩვეულებრივ ამბად. დავუშვათ, გაქვთ 10 პუნქტიანი მიზნების ჩამონათვალი, რომელთა შესრუების შედეგად, თავს ჩათვლიდით წარმატებულად. ამ დროს, მოხდა ისე, რომ შეასრულეთ 9 ათიდან, გამოდის რომ ყველა მიზანი არ სრულდება, თან დროთა tevzi1განმავლობაში პრიორიტეტებიც შეიცვლება. ჩაითვლებით თუ არა წარმატებულად? მოგიტანა თუ არა შესრულებულმა სურვილებმა ბედნიერება?

რას გვკარნახობს საზოგადოება.

რა შაბლონები გვეთავაზება? ვინ არიან წარმატებული ადამიანები? ვინ უნდა იყოს „წესით“ ბედნიერი ადამიანი?

ვისაც აქვს ბიზნესი, ან პრემიებიანი მაღალანაზღაურებადი სამსახური, ბინები, ან სახლები, კარგი მანქანები და ა.შ.

… და ძალიან ბევრი იწყებს მსგავს გარბენს წარმატებისკენ ისე, რომ არ ესმით – ყველა ადამიანი არის განსხვავებული. ყველას აქვს თავისი განუმეორებელი ინდივიდუალურობა. ამიტომაც, ადამიანის წარმატებაც ინდივიდუალურია. შემოთავაზებული შაბლონები, ყველასთვის არ მუშაობს და ის, რაც კარგია ერთისთვის, მეორისთვის მოსაწყენია და საერთოდ არაფერში არ სჭირდება.

ყველას გაგვიცდია წარმატების მომენტები ცხოვრებაში.

არ ააქვს მნიშვნელობა რაში – სკოლის შეჯიბრზე თუ სანუკვარ სამსახურში მოწყობაში. მთავარია, სწორედ ის მომენტები, როცა გავუგეთ წარმატებას გემო. მთავარია ემოციები – სიხარულის და ბედნიერების განცდა, როცა ამაყობ საკუთარი თავით – შენ ეს შეძელი!

ამიტომაც, წარმატებას მისცე ერთი განმარტება ძალიან რთულია.

შეიძლება, მხოლოდ და მხოლოდ აღწერო ადამიანის მდგომარეობა წარმატების მიღწევის მომენტში – ბედნიერების, სიხარულის, იმყოფები ეიფორიაში, გადავსებული ხარ პოზიტიური ემოციებით, ძარღვებს აწყდება ადრენალინი, რომელიც აღელვებს სიხლს და შენ მზად ხარ გადადგა მთები.

მოდი, ვეცადოთ განვმარტოთ – რა არის წარმატება?

წრამტება ეს არის გარკვეული შედეგის მიღწევა.daa

ადამიანი, თავად ისახავს მიზნებს და შეიმუშავებს გეგმებს მის მისაღწევად. როდესაც, ის ამას აღწევს ხვდება, რომ გახდა წარმატებული ან პირიქით – ხვდება, რომ ამ წარმატებამ, სრულებით არ მოუტანა ის, რაც უნდოდა, რასაც ელოდა. ბევრი მიჰყვება ცხოვრებას ინერციით, შაბლონებს და სტერეოტიპებს გაკიდებია და ვერ ხვდება თავის დანიშნულებას. როდესაც, ისინი აღწევენ ყველა შაბლონურ სიმაღლეს, შიგნით გრძნობენ სიცარიელეს, არ არის სიმშვიდე და პოზიტიური ემოციების შეგრძნება. არა და წესით უნდა იყოს…
რაშია პრობლემა?

რატომ ხდება,  რომ  ბევრი, მატერიალურად წარმატებული ადამიანი, ვერ გრძნობს თავს ბედნიერეად?
ალბათ იმიტომაც, რომ წარმატებას, გარდა მატერიალური მხარისა, აქვს სულიერება. სულიერება კი არის ძნელად გასაზომი – მხოლოდ და მხოლოდ შეიძლება შეიგრძნო. მაგ: როცა შენ სიხარულით მიდიხარ სახლში, სადაც გელოდება შენი ოჯახი. იქ, კი ყველა ბდნიერეი და ჯანმრთელია, მაშინ შენ თავადაც ხარ ბედნიერი, იმ საქმისგან რასაც აკეთებ.

წარმატების დროს – სიხარულისგან გეზრდება ფრთები, შინაგანად ხარ მშვიდად, თვალები გიბრწყინავს იმ გრძნობების გამო, რომელიც გავსებს.

…და სულაც არა აქვს მნიშვნელობა, რის შედეგად მოდის ეს შეგრძნებები – მთავარია,  შენ გრძნობ საოცარ შინაგან ძალას, რის შედეგადაც შენ ხარ მზად, გადადგა მთები და იარო ახალი მწვერვალების დასაპყრობად.

აქედან, შეიძლება გამოვიტანოთ დასკვნა:

რეალური წარმატება – ეს, პოზიტიური ემოციებია, რომელიც რთულია ახსნა სიტყვებით, მაგრამ როდესაც ადამიანი აღწევს ამ უსაზღვრო ბედნიერების ზღურბლს, მასთან მოდის მომენტალური გაცნობიერება – აი ნამდვილი წარმატება.1332362834_1321545587-666

მაგრამ, რატომ არის საჭირო წარმატება?

აქ, საქმე ძალიან მარტივადაა!

ყოველთვის, როცა გრძნობთ დადებითი ემოციების ქარიშხალს – თქვენ, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, იბადებით ხელახლა. გიჩნდებათ ახალი ძალები, თავში მოგდით ახალი იდეები, ისახავთ მიზნებს, გეხსნებათ მომავლის ხედვა, მიღწეული სიმაღლიდან, კარგად სჩანს ახალი მისაღწევი სიმაღლეები  – და ამ მდგომარეობაში, ახალი მარშრუტის დალაშქვრა გაცილებით ადვილია.

თქვენ ხომ უკვე იცით, რა გინდათ, რა გაძლევთ ბედნიერების და წარმატების შეგრძნებას.

თქვენ, უკვე იცით რა გჭირდებათ…

სიკეთით გევლოთ, წარმატების გზაზე!

დაამატეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.