იგავი ფანქარზე – პაულო კოელიო

12299133_923149527774051_6266999748237345096_nშვილიშვილი თვალს ადაევნებს თუ როგორ წერს ბებია წერილს და ეკითხება:

– შენ ჩემზე წერ ?

ბებია ანებებს თავს წერას, უღიმის და ეუბნება:

– გამოიცანი, მე ვწერ შენ შესახებ. თუმცა, მთავარია არა ის, რას ვწერ, არამედ რითი ვწერ. ჩემი დიდი სურვილი იქნება, როცა გაიზრდები, დაემსგავსო ამ ფანქარს…

ბავშვი გულმოდგინედ და ცნობისმიყვარეობით შეათვალიერებს ფანქარს, მაგრამ ვერ ნახავს რამე განსაკუთრებულს.

 

– ის, ზუსტად ისეთია, როგორც ჩემი დანარჩენი ფანქრები!

– ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე თუ როგორ შეხედავ საგნებს. ამ ფანქარს აქვს ხუთი ისეთი თვისება, რომელიც გჭირდება. რა თქმა უნდა, თუ შენ გინდა,  ამ სამყაროში იცხოვრო ჰარმონიულად.

პირველი: შენ შეგიძლია იყო გენიოსი, მაგრამ არასდროს უნდა დაგავიწყდეს ხელები, რომლებიც შენ წაგმართავს. ჩვენ ვეძახით ამ ხელებს, უმაღლეს ძალას. მიენდე ამ ძალას და შეგრძნენი ის, მთელი არსებით.

მეორე: იმისათვის რომ ვწერო, მე დრო და დრო მიწევს ფანქრის წათლა. ეს ოპერაცია, მისთვის არის მტკივნეული, მაგრამ ამის მერე ფანქარი წერს გაცილებით ფაქიზად. გამომდინარე აქედან, ისწავლე ტკივილის დათმენა და გახსოვდეს, რომ ის გაკეთილშობილებს.

მესამე: ფანქრის გამოყენების შემთხვევაში, ყოველთვის შეგიძლია წაშალო ისეთი რამ, რასაც ჩათვლი შეცდომად. დაიმახსოვრე, საკუთარი თავის გამოსწორება, ცუდი არ არის. ძალინ ხშირად, აღიარება არის ერთადერთი საშუალება, არ გადაუხვიო სწორი გზიდან.

მეოთხე: ფანქარში, მნიშვნელობა აქვს არა აქვს იმას, რა ხისგან არის დამზადებული ან როგორი ფორმა აქვს. არამედ, მთავარია გრაფიტი რომელიც, მდებარეობს შიგნით. ამიტომაც ყოველთვის იფიქრე და იზრუნე იმაზე, თუ რა ხდება შენ შიგნით.

და ბოლოს,

მეხუთე: ფანქარი ყოველთვის ტოვებს კვალს. სწორედ, მის მსგავსად შენც დატოვებ კვალს შენი საქციელებით, ამიტომაც გაიაზრე ყოველი ნაბიჯი.

 

თუ მოგეწონათ იგავი გაუზიარეთ სხვებსაც.

 

დაამატეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.