ქოუჩინგი ოქროს თევზისგან

image1434379413ერთხელაც,  მებადური წავიდა სათევზაოდ.

ჩვეულებისამებრ, ისროლა ბადე, თუმცა უშედეგოდ. ისროლა ბადე მეორეჯერ, ამოწია და მხოლოდ, ნიჟარები და ქვიშა გამოაყოლა ზღვამ. მესამე მცდელობაც… და საოცრებავ – გახლართულა თევზი და ფართხალებს უმოწყალოდ!

გაანთავისუფლა მებადურმა თევზი. უჭირავს ხელში, ათვალიერებს და ეღიმება – არ ჰგავს ჩვეულებრივს, ოქროს თევზია!

თევზი, ადამიანის ხმით ემუდარება :

– კაცურად… გამანთავისუფლე, გამიშვი!

– სურვილს თუ ამისრულებ? – უცებ, გაახსენდა ოქროს თევზის ზღაპარი და არ დაიბნა კაცი.

– შეგისრულებ! მითხარი, რა გინდა?

– როგორ თუ რა მინდა? რა და ყველაფერი – დიდი კერძო სახლი, ბაღით და აუზით, მანქანა – მერსედესი, ძალიან ბევრი ფული, ჭკვიანი და ლამაზი ცოლი.

– გავაკეთებ ისე, როგორც გინდა, მაგრამ მანამდე, ერთ კითხვაზე გამეცი პასუხი: რაში გჭირდება ეს ყველაფერი?

–  რა მაგარი ხარ, ოქროს თევზო? როგორ თუ რაში? იმაში… რომ არ ვიწვალო,  მუდმივად არ მჭირდებოდეს რაღაც რაღაცეებზე ფიქრი და რომ ჩემი ქალი, დღე და ღამე არ მიჭამდეს ტვინს.

– კიდევ, რა გინდა? – ჰკითხა თევზმა.

– რა დაა… – მოფიხანა კეფა კაცმა – აი, ის… სახელი და პრესტიჟი! ყველას შეშურდება და იტყვიან: „რა მაგარი კაცია ეს ჩვენი გივი. ხედავ რამდენ რამეს მიაღწია ცხოვრებაშიო“

 

– და კიდევ რა გინდა? – არ ანებებდა თავს თევზი.

– მეტი რაღა უნდა მინდოდეს? კარგი… კიდევ.. შემეძლოს მთელი დღეები ვინებივრო აუზთან და სამსახურში არ ვიარო, არასოდეს ცხოვრებაში!

– რა, საერთოდ არ გსურს მუშაობა?

– არც ერთი წუთით! ყელში მაქვს ამოსული ამდენი მუშაობა! – კაცმა, ხელის ყელზე მიდებით, გამოხატა თავისი ემოცია.

– არ მოგბეზრდება მერე, ასეთი ცხოვრება?

– განა მსგავსი ცხოვრება მოსაბეზრებაელია?!

– მერე და, როგორი მოსაბეზრებელი! –  ჩაილაპარაკა თევზმა – და რას იგრძნობ, მსგავსი ცხოვრებით, ერთი წლის მერე?

– ყველაფერი კარგად იქნება, რას ამბობ! დილით გავიღვიძებ – ჩვხტები აუზში! რა ჯობია, წევხარ შენთვის , ირუჯები სადილამდე… და ასე, მთელი წელი?!!!
– კარგი! წარმოიდგინე იგივე სიტუაცია 5 წლის შემდეგაც.

– თევზო, მე მგონი, შენ მართალი ხარ. მალე მომბეზრდება ასეთი ცხოვრება! რა უნდა გავაკეთო? – აღელვდა მებადური.

– შენ თავად რას ფიქრობ? აი, წარმოიდგინე, რომ არ გჭირდება მუშაობა ოჯახის გამოსაკვებად, მაშინ რა საქმით დაკავდებოდი?

კაცი ჩაფიქრდა.

– იცი რა თევზო, მაშინ მე გავხსნიდი ხის ნაკეთობების სახელოსნოს! ძალიან მიყვარს ეს საქმე!

გაუბრწყინდა კაცს თვალები. უცებ წარმოიდგინა თავისი თავი მომავალში.

– და რას მოგცემდა ეს ყველაფერი?

– მთელი დღე ვიქნებოდი სახელოსნოში, დავამუშავებდი ხეს სიმოვნებით! თუ ფულზე და პურზე არ მექნება საფიქრი, შეიძლება არ ავჩქარდე და სიამოვნება მივიღო საქმისგან, რომელიც ასე ძალიან მიყვარს. ამ დროს, ნამუშევარიც სხვანაიად კარგი გამოგდის ადამიანს, როდესაც სულს და გულს ჩადებ მის შექმნაში.

– დავუშვათ გააკეთე, მერე რა?
– მერე იმდენი ნამუშევარი მოგროვდებოდა, რომ ნაწილს გავყიდდი და ნაწილს ქველმოქმედებაში გავიღებდი. კი, ასე ვიზამდი! მოსწავლეებსაც კი ავიყვანდი – საქმეს ვასწავლიდი და გადავცემდი, თუმცა დამხმარეებიც კარგი იქნებოდა, სახელოსნოში რომ მყოლოდა! მერე კიდევ, შეხედავ და აგერ, მეორე სახელოსნოსაც გავხსნიდი. სახელიც კი მოვიფიქრე „ოსტატი გივი“! ვაუ, რა მაგარია!
– თავს როგორ გრძნობ, შენს მიერ აღწერილ მომავალში?

– მშვენივრად! როგორ ვიქნები, სხვანაირად? წარმოვიდგინე – ვარ საყვარელი საქმით დაკავებული, ფული მაქვს, კმაყოფილი ვარ, აღიარებაც მაქვს! სრულიად ბედნიერი ვარ!!!
– როდის შეგიძლია დაიწყო ეს საქმე? – დაინტერესდა თევზი.

– ეხლავე შემიძლია დავიწყო! – წამოხტა კაცი. გაიქცა, თან სირბილით გზიდან  გამოსძახა: “მადლობაააა!“

„ასე შე კაცო! არადა გაიძახოდი – სახლიო, მანქანაო!… ხომ უნდა იცხოვრო რაღაცისთვის?“ – გაიფიქრა თევზმა – „ვგიჟდები ქოუჩინგზე“

ოქროს თევზი დამშვიდობების ნიშნად, კუდის მოქნევით, მიიმალა ზღვის ჭაღარა ქაფში. გაცურა მომავალი კლიენტისკენ, მის ბადეში მოსახვედრად. 🙂

http://kvaratskhelia.pro/

8 thoughts on “ქოუჩინგი ოქროს თევზისგან

  1. saocari qouchingi da misi agmomcheni tamar kvaracxelia ,romelic oqros tevzia da cdilobs swor gzaze dagvayenos ,ra saocreba xar tamar me ubednieresi rom vipove chemi oqros tevzi,,,,, pativiscemit da didi siyvarulit nina,,italia

  2. მშვენიერი ინტერპრეტაციაა, ყველამ ის უნდა აკეთოს რაც უყვარს. ვინც მხოლოდ ფულისთვის მუშაობს, ის ანგრევს საკუთარ ჯანმრთელობას.მაგალითად მე, დიდი ხნის წინათ.

  3. ძალიან კარგია!! 🙂 მადლობააა, თქვენი სტატიაბი ძალიან მომწონს და ვცდილობ გამოვიყენო ცხოვრებაში.

  4. „ასე შე კაცო! არადა გაიძახოდი – სახლიო, მანქანაო!… ხომ უნდა იცხოვრო რაღაცისთვის?“ – გაიფიქრა თევზმა – „ვგიჟდები ქოუჩინგზე“ 🙂 🙂

  5. ამ დროს, ნამუშევარიც სხვანაიად კარგი გამოგდის ადამიანს, როდესაც სულს და გულს ჩადებ მის შექმნაში.

დაამატეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.