გააკეთე ისე , რომ სახალწლო ოცნებები აგიხდეს

2-

შეგიძლიათ მიპასუხოთ: არის თქვენ შორის ის, ვინც ცდილობს ახალ წელს შეხვდეს ახალი გაზრებებით, შეხედულებებით, ჩვევებით და  უნარებით???

რატომ ახალი წელი მაინც და მაინც?

ხომ შეიძლება, ყოველი დილა დაიწოს ახლიდან?

ახალი დილა, ახალი დღე…

დღე, რომელიც არ ჰგავს გუშინდელს…

ცინცხალი დღის, ცინცხალი არჩევანი…
რატომ ვირჩევთ ახალს და არ მივირთმევთ, არ ვიცმევთ ძველს?

………………………………………

მაშ, რატო ხდება ისე, რომ ადამიანების მეტი ნაწილი თანახმაა, მოძველებული გამოფიტული, უგემური და ხშირად აუტანელი აზრებით იცხოვროს?!

აი, ისევ დეკემბერია და თითებზე ჩამოსათვლელი დღეებიღა დარჩა ახალ წლამდე.

ცხოვრობთ ილუზიაში, რომ  ყველაფერი შეიცვება, ახალი წლის ღამეს ჩათქმული სურვილების შესაბამისად. მრჩეველები კი იხარეთ იმდენია: ახლობლები, დაქალები… ინტერნეტი… ასარჩევად არის საქმე 🙂 🙂 🙂

ილუზია, ყველაზე ტკბილი რამეა ამ სამყაროში.

ბევრი ჩვენთაგანისთვის, ახალი წლის ღამის ზღაპარი გადაიქცევა ხოლმე ძველი, უკმაყოფილო გასული წლის  დასამშვიდებელ ამბად. წინასაახალწლო ფორიაქი, ახალი წლის საუკეთესოდ გატარების იმედით (რომ „ახალ წელს როგორც შეხვდები, მთელი წელიწადი ისე დამებაედება“) – ეს არის გემრიელი ილუზია, მათრობელა ნარკოტიკი, ერთგვარი ტრანსი, რომელიც ადამიანს აძლევს შეგრძნებას -აი, წელს ნამდვილად ყველაფერი სხვანაირად და კარგად იქნება ..

ახალი წელი, არის საუკეთესი საშუალება არა მხოლოდ საჩუქრების საყიდლად და კარგად დროის გასატარებლად, არამედ,  შესაძლებლობაა დაიწყო მოქმედება და რეალურად შეცვალო ცხოვრებაში რამე (თუმცა, ეს ასევე ეხება დანარჩენ, რიგით, ჩვეულებრივ ახალ დღესაც!)


სამი წესი სურვილის განხორციელებისთვის:-00

1. ისურვე მთელი გულით, მხოლოდ ერთი რამ (აიღე უმთავრესი სურვილი და არა ბევრი).

2. იმოქმედე, დაიწყე მიმდინარე დროისთვის შენთვის ხელმისაწვდომი ყველა საშუალებებით.

3. ყოველთვის გახსოვდეს  სურვილი, ოცნება!
დავიწყებულ ოცნებეს, აქვთ ერთი ცუდი თვისება – შურისძიება, დეპრესიის და „უაზრო ცხოვრების“ განცდის სახით.

თუ არ შეგიძლია გამოყო პრიორიტეტული სურვილი, მაშინ გახადე ოცნება, ამ წელს, პრიორიტეტად. 🙂 ისწავლე ოცნება!!! იმისათვის, რომ ახალი წელი გახდეს ახალი და შეცვლილი – საჭიროა, თავად გახდე სხვანაირი და შეიცვალო – წესებით, ჩვევებით, შეხედულებებით, ურთიერთობებით. შეიცვალე მსოფლხედველობა და შენი ახალი წელიც გახდება ნამდვილი ახალი!

და სერთოდ, საიდან მოვიდა ის იდეა, რომ ახალი წელი მხოლოდ 31 დელემბრის ღამეს თენდება 1 იანვრისთვის???!!! 🙂

იყავი შემოქმედი და გახადე ყოველი ახალი გათენებული დღე, ახალი წლის პირველი დღის სადარი.

03c3c848-050b-4e2a-94aa-eaafedd7ac19დაიჯერე სასწაულები და იყავი ამ სასწაულების შემოქმედი თავად!

იოცნებე და იმოქმედე!

განავითარე ფანტაზია და შემდეგ განახორციელე!

ნუ შეეკითხები ნურავის, შეიძლება თუ არა!

ერთადერთი ნებართვა, რომელიც გჭირდება ეს ნებართვაა –  თავთან!

ერთადერთი თანხმობა, რომელიც გჭირდება, არის თანხმობა –  თავთან!

ერთადერთი მხარში დგომა, რომელიც გჭირდება –  ეს გააზრება, რომ ხელში გქვს სასწაული, შენივე ცხოვრების სახით!
ბედნიერება და  ულევი სიხარული თქვენ, ჩემო ძვირფასებო!

მოგეწონათ თემა?

გამიზიარეთ – თქვენ რას გააკეთებთ ამ წელიწადს სახვანაირად?

და გაუზიარეთ მეგობრებს, მათაც ისწვლონ – საახლწლო სურვილების ახდენის საიდუმლო!! ❤

სიყვარულით და მადლიერებით

თამარ კვარაცხელია

2 thoughts on “გააკეთე ისე , რომ სახალწლო ოცნებები აგიხდეს

    1. შორენა, ეს იმ სერიიდან არის: „კარგია იქ სადაჩ ჩევენ არ ვართ“
      თქვენ მართალი იქნებით სანამ ასე ფიქრობთ – საქართველოში….
      ეს ის ხედვაა რომელიც რეალობას ქმნის. პირადად, მაქვს განსხვავებული ხედვა და შესაბამისად, რეალობა. მადლობა, კომენტარისთვის.

დაამატეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.