სულის გაკვეთილი

12342308_1042949082429359_1931623330041193780_nმრგვალი მაგიდის გარშემო ისხდნენ სულები და ირჩევდნენ თავიანთ მომდევნო ცხოვრებისთვის გაკვეთილს. ამ დროს, წამოდგა თამამი და ძლიერი სული:

-მე მივდივარ დედამიწაზე, რათა ვისწავლო პატიება. ვის შეუძლია ამაში, ჩემი დახმარება?

სულები თანაგრძნობით და ცოტა შეშინებულები  ალაპარაკდნენ.

– ეს იქნება ურთულესი გაკვეთილი შენთვის…  შეიძლება, ერთ სიცოცხლეში, ვერც კი მოახერხო ეს… იცი, დაიტანჯები… ძალიან გვეცოდები… მიუხედავად ამისა,  გვიყვარხარ და ჩვენ დაგეხმარებით…

ერთი სული ეუბნება: „მზად ვარ  დედამიწაზე ვიყო შენს გვერდით და დაგეხმარო. მე გავხდები შენი ქმარი, ჩვენ ოჯახურ თანაცხოვრებაში წარმოქმნილი უამრავი პრობლემა, იქნება ჩემი ბრალი, შენ კი ამ დროს ისწავლი პატიებას“.

მეორე სულმა ამოიოხრა: „მე შემიძლია გავხდე ერთ-ერთი შენი მშობელთაგანი, უზრუნველყოფილი გექნება ჩემგან მძიმე ბავშვობა, წამოიზრდები თუ არა, მუდმივად ჩავერევი შენს ცხოვრებაში და შეგიშლი ხელს საქმეებში, შენ კი ამით ისწავლი პატიებას“.

მესამე სულმა წარმოთქვა: „მე გავხდები ერთ-ერთი შენი უფროსთაგანი და ძალიან ხშირად მოგექცევი არასამართლიანად და დაგამცირებ, რათა  შეიგრძნო ტკივილი და შეძლო პატიების სწავლა“.

კიდევ, რამოდენიმე სულმა გამოთქვა მასთან შეხვედრის სურვილი, გაკვეთილის გასამყარებლად…

მაშ ასე, თითოეულმა სულმა აირჩია თავისი გაკვეთილი, გადაანაწილეს როლები, მოიფიქრეს ცხოვრების ურთიერთკავშირის გეგმა, სადაც ისინი ერთმანეთს ასწავლიდნენ და მიმართავდნენ სულს,  არჩეული მისიის განსახორციელებლად.

სულები დაეშვნენ დედამიწაზე.

ვერაფერს იზამ, სულების განსაკუთრებულობა იმაში მდგომერეობს, რომ დაბადებისთანავე მათი მეხსიერება სუფთავდება. მხოლოდ, რამდენიმე მათგანი ხვდება იმას, რომ ბევრი მოვლენა მათ ცხოვრებაში, სულაც არა არის შემთხვევითობა. არამედ, თითოეული ადამიანი ჩვენს გარშემო ჩნდება მაშინ, როცა ყველაზე მეტად გვჭირდება სწორედ ის გაკვეთილი, რომელისაც ის თავის თავში ატერებს…

 

 

წყარო: უცნობი

3 thoughts on “სულის გაკვეთილი

  1. vfiqrob sisulela. adamiani energetikas agrovebs yvela sferoshi. meore dabadebis dros ki im adamianebs avtomaturad izidavs ra energikis matarebelicaa. problemebic zustad im sferoebshi xvdeba rac wina inkarnaciashi amowura energetikulad da vegar sheivso. samotxe da jojoxetic dedamiwazea da sanam suli var gantavisufldeba reinkarnaciis wridan is mudam iqneba am xlafortshi. ertaderti gza siyvarulis gzaa da am gzas cheshmariti martlmadidebloba aswavlis

  2. vigacas ar yavs shvilebi. energetika ar yofnis. vigacas ar aqvs fuli. man ukve gaxarja wina inkarnaciebshi fulis energia da agar izruna shevsebaze. meore inkarnacia iwereba dges am wutas chveni. ra vici am azramde mivedi amdeni qeqvis shemdeg da ar mjera me iq shekrebili sulebis da archevanis. vin airchevs jojoxets rodesac tu archevania wesieri airchio

დაამატეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.