ჯადოსნური საახალწლო ზღაპარი პაულო კოელიოსგან ოცნებებზე, რომლებსაც უწერია ახდენა, მაგრამ არა ისე როგორ ჩვენ გვინდა

-უძველესი ლეგენდის თანახმად, ლიბანის უმშვენიერეს ჭალაში, დაიბადა სამიკედარი. როგორც ცნობილია, ისინი იზრდება ძალიან ნელა. ამიტომაც, მათ ჰქონდათ ასობით წლები სიკვდილ-სიცოცხლეზე, ადამიანზე და ბუნებაზე საფიქრალად.
უამრავი მოვლენების მომსწრენი გახდნენ დედამიწაზე, ამ ხნის მანძილზე - როგორ მოდიოდნენ და მიდიოდნენ მეფეები, იბადებოდა და ეცემოდა უძლეველი იმპერიები, თუ როგორ ღვრიდნენ ადამიანები სისხლს ბრძოლის ველზე. მათ ნახეს სიყვარული და სიძულვილი, სიმდიდრე და სიღარიბე. აკვირდებოდნენ ვაჭრების ქარავანს და მარტოხელა მოგზაურებს. ახსოვთ, რამდენჯერ შეეცვალათ ადამიანებს სალაპარაკო ენა და როგორ იგონებდნენ ანბანს.

ძალიან იშვიათად, ისინი საუბრობდნენ ერთმანეთში. ისინი უფრო გართული იყვნენ დაკვირვებით და ფიქრით. ერთ დღესაც,  წამოიწყეს ლაპარაკი თავიანთ მომავალზე.
- ძალიან ბევრი რამ ვნახე, ჩემი ცხოვრების მანძილზე - დაიწყო პირველმა კედარმა - მხოლოდ ძალაუფლებას აქვს აზრი, ამიტომაც მე ვისურვებდი გადავქცეულიყავი ტახტად, რომელზედაც დაჯდება, უძლიერესი მეფე მთელს დედამიწაზე.
- მე კიდევ მგონია - გაგრძელა მეორე კედარმა - ამ ქვეყნად მთავარია სიკეთე, ამიტომ ვისურვებდი გავმხდარიყავი იარაღი, რომელიც შესძლებს ბოროტების სიკეთედ გადაქცევას.
- მე დარწმუნებული ვარ, რომ მთავარია: რწმენა და სულიერება - შეიშრიალა მესამე კედარმა -  ამიტომაც ვისურვებდი როცა ადამიანები შემომხედავენ, ივსებოდნენ რწმენით და იმედით.
ათწლეულები ცვლიდა ასწლეულებს და ერთხელაც, ჭალაში გამოჩნდნენ ტყის მჭრელები. მათ მოჭრეს სამივე კედარი, წაიღეს სახელოსნოში და დახერხეს.
თითოეული კედარი ფიქრობდა თავის ოცნებაზე, თუმცა ოცნებები,  ძალიან იშვიათად ემთხვევა რეალურობას და ამრთლებს მოლოდინებს.
პირველი კედარი გახდა ჩვეულებრივი საქონლის სადგომი, ხოლო მისი ნარჩენებიდან სახელოსნოს წინ ააშენეს ჩვეულებრივი სანერგე. მეორე კედარი გახდა უხეში ხის მაგიდა, ხოლო მესამე კედარის მორები გამოუყენებლობის გამო შეაგდეს საწყობში.
გულგატეხილებმა ამოიოხრეს: „საწყენია, რომ ადამიანებმა ვერ უპოვეს ძვირფას ხეებს, ღირსეული გამოყენება...“
გადიოდა წლები. ერთ ღამესაც ცოლ-ქმარი, რომელთაც არ ჰქონდათ ღამის გასათევი, შევიდა სწორედ იმ სადგომში, აშენებული პირველი კედარისგან. ქალი იყო ფეხმძიმედ და იმ ღამით დაიბადა ბიჭი, რომელიც ჩააწვინეს თივიან ბაგაში. სწორედ, ამ დროს, პირველმა კედრმა გაიაზრა, რომ მისი ოცნება ასრულდა: ის გახდა საყრდენი, დედამიწაზე მოვლენილი დიდებული მეფის.
რამდენიმე წელიწადში, მეორე კედარიდან დამზადებულ მაგიდას, გარშემო შემოუსხდა მასწავლებელი და 12 მოწაფე. ტრაპეზამდე მასწავლებელმა წამოთქვა სიტყვა, საიდანაც, მეორე კედარი მიხვდა, ის გახდა არა მარტო ღვინით სავსე ჭიქების და პურიანი თეფშის დასალაგებელი, არამედ ადამიანის და ღმერთის დამაკავშირებელიც. 
მესამე დღეს, მესამე კედარიდან გააკეთეს ჯვარი და მიაჭედეს მას ლურსმნებით ცოცხალ-მკვდარი ადამიანი. კედარი გაოგნდა თავისი ხვედრით. დაამწუხრა, მასზე გაკრული ადამიანი ბედმა. თუმცა, არ გასულა 3 დღე, რომ ეს ადამიანი გახდა სამყაროს სხივი, ხოლო თავად ჯვარი - წამების იარაღიდან, რწმენის სიმბოლოდ გადაიქცა.
ასე ასრულდა, სამი ლივანელი კედრის ოცნება: როგორც, ეს ხშირად, ხდება ოცნებებთან დაკავშირებით - ისინი სრულდება, მაგრამ ისე არა, როგორც ეს ჩვენ წარმოგვიდგინა.
პაულო კოელიო

 

დაამატეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.