აღმოაჩინე შენი ნიჭი

-0

ხშირად, ქოუჩ სესიების დროს ვაწყდები დაბალ თვითშეფასებას და საკუთარი ნიჭის უგულვებელყოფას.

როდესაც ადამიანს, დავალებას ვაძლევ ჩამოწეროს უნარები, რა გამოსდის ყველაზე კარგად, მიღებულ პასუხებში ძალიან ბევრია სადაც მათი ნიჭი იკვეთევა… და მაშინ, როდესაც, ხაზს ვუსვამ მათ უნიკალურობას, განსაკუთრებულობას, პასუხად მესმის:

 ამასში განსაკუთრეული რა დევსო? 

ეს ყველას შეუძლიაო…

 – თურმე ცხვირწინ მქონია და ვერ შემიმჩნევიაო… 

პატარაობისას, ალბათ როგორც ყველას, მეც მეკითხებოდნენ, რა გინდა გამოხვიდეო?

ვოცნებობდი, მაგრამ რა უნდა გამოვსულიყავი, არასდროს მქონდა წარმოდგენილი. მამა ხუმრობდა: „ექიმი გამოვა ჩემი გოგოო, ოჯახში ერთი ექიმი ხომ გვინდაო“ სასტიკ უარზე ვიყავი, რადგან, ისტერიკა მემართებოდა მათ დანახვაზე. „დედა ამბობდა მასწავლებელიო“ თავს ვაქნევდი უარის ნიშნად. მახსოვს, სკამზე რომ დავიწყე დაკვრა და ღიღინი, არიქა მუსიკის ნიჭიაო და შემიყვანეს მუსიკალურ სკოლაში.. არ დადგა ბატონო, ჩემგან მუსიკოსი. ერთადერთი რაც მაინტერესებდა მთელი ბავშობა, წიგნების კითხვა… მამას, ხომ დიდი ბიბლიოთეკა ჰქონდა 3000 წიგნამდე… არა სწავლა… უბრალოდ ბევრი კითხვა..

ყველა ბავშვი ოცნებობს და მეც ვოცნებობდი…

როცა წამოიზარდები,  დარწმუნებული ხარ, რომ ყველა ოცნება ახდება. თან ძალიან თავდაჯერებული ხარ ამაში.  გადის დრო.  ხდები უფრო დიდი და თავს ანებებ ოცნებას.

უკვე,  ბავშვურ სიულელედ მიიჩნევ და სადღაც შორს, იქ გულის კუნჭულში მარხავ შენს აუ--0ხდენელ სურვილებს. სქელ ნისლში ახვევ, მათთან დაკავშირებულ ბავშვურ მოგონებებსაც…

… და როცა, 28 წლის ასაკში  მისვამენ კითხვას:

– რაზე ოცნებობ? –

ვპასუხობ:

— ფანტასტიკური ჟანრის ლიტერატურა არ მიყვარს და არც ვკითხულობ. მე ვარ რეალისტი!

არ ვიცი რა ვიგულისხმე რელისტობაში „კასანდრა“ და მსგავსი სერიალეზე დამოკიდებულება თუ ცხოვრებისგან მიღებული ტკივილების გაყუჩება „რეალისტობის“ აბებით…

… ეს, ბ ე ვ რ ი წლების გავლის მერე მივხვდი, რომ თითოეული ადამიანი უნიკალურია! თითოეულ მათგანში არის, მისითვის შეუმჩნეველი, მივიწყებული, ღრმად ჩაფლული განძი.

ყველას აქვს  ნიჭი და ტალანტი.

ნიჭი და ტალანტი – ეს განგების ბოძებულია, რომელიც ჩვენი ძალისვმევით მრავლდება. ის გვეძლევა მარცვლის ოდენა, როცა, ცოვრებისეული ამოცანით ვევლინებით ამ სამყაროს. ჩვენს დანიშნულებას წარმოადგენს არა „გავხდეთ რელისტი“ არამედ, ამოვხსნათ, გავაღვივოთ, გავზარდოთ და ვაქციოთ  ნაყოფიერ ლამაზ ხედ.

… და მერე რა, რომ ეს ვერ მოახერხეთ და ორმოცი  წლის ხარ, თანაც, უკვე „შერბილებული რეალისტი“ რადგან, რეალისტოა ვერ გამოდგა, კარგი და სანდო ცხოვრების თანამგზავრი.

არასოდეს არ არის გვიან დაიწყოთ საკუთარი ცხოვრებით ცხოვრება, თქვენი ცხოვრებისეული ამოცანის ამოხსნა, ნიჭი და ტალანტის გაღვივება. არ არის გვიან, არც ორმოცდაათი წლის ასაკში, არც სამოცი და არც სამოცდაათის (ამის უამრავი მაგალითები გავქვს მსოფლიოში)…. სამყარო ყოველთვის მოგცემთ დროს, თუ შეძლებთ დანიშნულების რეალიზებას, სხვა შემთხვევაში… რაში სჭირდებით აქ და ამ წუთას?

მთვარია მიიღოთ გადაწყვეტილება.

ნიჭი, რომ გამოავლინოთ ამისათვის საჭიროა ჩაიხედოთ შიგნით. ის, ხომ ერთ დროს, სქელ ნისლში გაახვიეთ და სადღაც გულის, გულის კუნჭულში გადამალეთ. არის თავისთვის ჩუმად, მოლოდინში – იქნება და მოიცალოთ მისთვისაც.

პირდაპირ ახლა, გადადგით პირველი ნაბიჯი და თუ აქამდე ვერ გაგირკვევიათ, ჩაიხედეთ შინაგან სამყაროში და გიგეთ – რა ტალანტებია დამალული. რა ოცნებები იმალება, შიშების და გამანადგურებელი თვითკრიტიკის მიღმა.

15 წუთის განმავლობაში დახუჭეთ თვალი, დატკბით სიწყნარით და საკუთარ თავთან ყოფნის შესაძლებლობით. დაივიწყეთ ყველაფერი, გააჩუმეთ შინაგანი დიალოგები, დატოვეთ  საფიქრალი ცოტა ხნით, მიენდეთ სამყაროს.

მხოლოდ, ამის შემდეგ  გულწრფელად გაეცით პასუხი წერილობით, შემდეგ კითხვებს:

  1. ბავშვობაში ჩემი საყვარელი სათამაშო (თამაში)იყო….
  2. ბავშვობაში ყველაზე საუკეთესო (საყვარელი) ფილმი იყო….
  3. რა არის ის, რასაც ვაკეთებ იშვიათად, მაგრამ დიდი სიამოვნებით…
  4. თუ მე ვიქნებოდი მუდმოვად კარგ ხასაითზე, მაშინ მე….
  5. რომ არ იყოს ამისთვის უკვე გვიანი, მაშიმ მე …
  6. საყვარელი მუსიკალური ინსტრუმენტი…
  7. მე მიყვარს მალულად, ჩემთვის (რისი) .. კითხვა?
  8. რომ ვიცოდე  გამომივა და წინასწარ მექნება გარნტირებული, მაშინ მე გავხებოდი (გავაკეთებდი)…
  9. ვიცი სულელური წამოწყებაა (იდეაა), მაგრამ მე მაიც მინდა (კარგი იქნებოდა)….
  10. მუსიკა, რომელსაც კარგ ხასაითზე მოვყავარ, არის …
  11. მე მიყვარს (როგორი)… ჩაცმა?
  12.  მე რომ მქონდეს თავისუფალი დრო. მაშინ…
  13. რა საჩუქარის მიღება მინდა (მესიამოვნებოდა)?

უცნაური კითხვებია?-00

თქვენ, პასუხები უნდა ნახოთ… ისინი იქნება უცნაური, მოულოდნელი. რაც მთავარია, ამ სიას შეუძლია შეცვალოს, თქვენი პირადი დამოკიდებულება ცხოვრების, თქვენი თავის მიმართ!

გულახდილობა მთავარი პირობა.

გაანალიზეთ პასუხები… ისინი შეიძლება გახდნენ ნიჭის და ტალანტის გასაღები.

… და არავითარ შემთხვევაში, არ დაგავიწყდეთ გაუკეთოთ საკუთარ თავს საჩუქარი, რომელიც დაწერეთ 13 პუნქტში!

მოგეწონათ თემა გაუზიარეთ მეგობრეს. წინასწარ მადლობა.

 

 თქვენს უსაზღვრო ნიჭსა და შესაძლებლობებში რწმენით

თამარ კვარაცხელია

 

2 thoughts on “აღმოაჩინე შენი ნიჭი

  1. nichi…xo,unicho adamiani albat ar arsebobs,yvelas aqvs ragacis nichi,mis ganxorcielebas mondomeba da da tvit dajerebulobastan ertad xelshewyoba da waqezebac unda(vgulisxmob bavshvobashi)sxvanairad sheijleba chakvdes es nichi da arasodes ar ganxorcieldes.amis magaliti piradad maqvs.

    1. მადლოაბ კომენტარისთვის. მართალია კონკრეტიკა არ არის, მაგრამ დაუსვით თავს შეკითხვა: ახალა ვინ და რა მიშლის ხელს, განვახორციელო ის რაზეც ასე ძალიან ვოცნებობდი?
      თუ ისევ სხვას დაასახელებთ ე.ი. ხართ მსხვერპლის როლში და გაწყობთ ასე ყოფნა. მართალია ცნობიერეი დაიწყებს გაპროტესტებას – არა , არ მაწყობსო! 🙂 რეალობა ჯიუტია…
      სხვანაირად, გექნებოდათ ის რაც გინდათ ან იდგებოდით მისი რეალიზების გზაზე!
      პატივისცემით.

დაამატეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.