ჩვენი მისია

10348600_534814139995232_7993765315518667494_nრა არის ჩვენი მისია?

ყველანი ამ დედამიწაზე მოსულები ვართ ჩვენ-ჩვენი მისიით და მისი გაგება დაგვეხმარება ცხოვრებისელი დანიშნულების და ამოცანის ამოხსნაში. გაეცანით სტატიას აღმოაჩინე შენი ნიჭი.

მე როგორც დანიშნულები ქოუჩი ვფლობ ტექნიკებს, მაგრამ ადამიანი თავად უნდა იყოს მზად მის მისაღებად.  დანიშნულების გაგება ერთია, მაგრამ რა უნდა უყო მერე მას? მერე იწყება, რაც იწყება. წაკაპიწებული ხელები, შეუპოვრობა და შეგედზე ორიენირებული ურყევი რწმენა. სხვანაირად რა აზრი აქვს? ჯობია იცხოვროთ, როგორც ადრე, ყოველგვარი გაცნობიერებული მისიის გარეშე. ასე უფრო მარტივია.

არადა, სტატისტიკამ აჩვენა რომ მსოფლიოში მოსახლეობი 95% არარეალიზებულად თავლის თავს და უბედურია, ამ მხრივ.

რატომ?

ამას თავისი მიზეზები აქვს და ძალიან კარგად არის ახსნილი ტრენინგზე   „ წარმატების სპირალი“.  (იხილეთ გამოხმაურება და ტრენინგის უკუკავშირი)

დღეს, უბრალოდ შემოგთავაზებთ,  საკუთარ თავზე მუშაdd-700x525ობის და ჩაღრმავების გზას. დანარჩენი თქვენთვის მომინდვია.

მოდით, დავიწოთ იმის განსაზღვრა, თუ რომელი საქმის კეთება განიჭებთ სიხარულს და ბედნიერებას? (თუ როგორ მოვახდინოთ ამ საქმის  მონეტიზირება, განვიხილოთ შემდეგ თემაში).

იმისათვის, რომ გავუგოთ ჩვენს მისიას, საჭიროა:

  • იფიქროთ არა იმაზე თუ ვინ ხართ და რას წარმოადგენთ დღეს, არამედ, როგორი ხართ რეალობაში და იყავით ყოველთვის.

ჭეშმარიტი „მე“ ჩინ-მედლების, „კუდაბზიკობების“ გარეშე (განსაზრვრეთ, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში, პრიორიტეტები, ფასეულობები რა გიზიდავთ, რა გაძლევთ ცხოვრების ხალისს). საწყისი, შეიძლება მოიძიოს ბავშვობაში, შემდეგ მოწიფულობის ასაკში, გაიხსენოთ გარკვეული მინიშნებები. ნეტავ, სად იმალება თქვენი ბედნიერება? მიუხედავად ზეგავლენისა (მშობლები, მასწავლებები, გარემო..) რა საკრალურ ნატვრას დაატარებთ გულის სიღრმეში? სამწუხაროდ, ადამიანებს უჭირთ, ამ მინიშნებების ამოცნობა. არ ეხერხებათ, არავინ ასწავლა თავიანთი მისწრაფებების, მიდრეკილებების და ინტერესების აღიარება, როგორც მნიშვნელოვანის და უნიკალურის. იმისათვის, რომ მიიღოთ წვდომა შინაგან „მე“-სთან, დახარჯეთ გარკვეული დრო.  მოახდინეთ გარკვეული ინვენტარიზაცია იმისა, თუ ოდესმე რამის კეთება მოგწონდათ, გიყვარდათ. ამის მერე, გაანალიზეთ რის მიმართ არ ხართ, დღესაც, გულგრილი და  რა „გიჩქროლებთ“ გულს.  შემდეგ, გააკეთეთ გონებრივი შტურმი და მოიფიქრეთ, რამოდენიმე გზა, როგორ აქციოთ რეალობად.

 

  • იპოვეთ ისეთი უნარები რომლის გამოყენებაც გსიამოვნებთ95c0c4c8143cd4387df7e2c4e2fc1da3

თუ გგონიათ, რომ სამსახურში საქმე სხვებზე უკეთესად გამოგდით და აქ უნდა აკეთოთ კარიერა, ცდებით! კარიერული წინსვლა, ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ იპოვეთ მისია. „ძიება მორჩა და ეს, ის არის რაც გინდათ“. არა არის საჭირო დანიშნულების გახვევა წარმატებულ კარიერის ჭრაჭუნა, ბრჭყვიალა ქაღალდში და მის გარშემო კოშკების შენება. დაგითხოვენ, შეგცვლიან და მოყვებით კოშკის ნანგრევებში 😦  სტერეოტიპებზე გაკიდება გამოსავალი არ არის…

გაიხსენეთ სამსახური და მასთან დაკაშირებული ემოციები: რისი გაკეთება გიყვართ, რა გძულთ. გაიხსენეთ, ყველაზე დიდი მიღწევები, რას მიაღწიეთ რთულად და ბოლოს, გაიაზრეთ, ამ ემოციებიდან რომელს გაიმეორებდით დიდი სიამოვნებით. რას და რა კუთხით განავითარებდით, ყველაზე მეტად, თქვენ საქმიანობაში. განსაზღვრეთ, შეგიძლიათ თუ არა პროფესიული და კარიერული ზრდაში გამოიყენოთ ის, სასურველი უნარ-ჩვევები, რომლებიც გაძლევენ სიამოვნების და ბედნიერების განცდას.

  • გაანალიზეთ: ვის გინდათ დაეხმაროთ

უნდა იცოდეთ, რომ საქმე რომელასც აკეთებთ, არ უნდა იყოს მხოლოდ თქვენ კმაყოფილებაზე ორიენტირებული და უნდა გადიოდეს სხვების სიხარულზე, ბედნიერებაზე. პროფესიული უნარ-ჩვევებით, აუცილებლად, უნდა შეძლოთ სხვების დახმარება. თუ არ გექნებათ მიზანი, რომელიც სხვებისთვის შექმნის ფასეულობას, ვერასდროს შეძლებთ არჩეული საქმიანობით ტკბობას. გექნებათ იმის შეგრძნება, რომ ტყუილად იხარჯებით. იქნებით გამოფიტულები.

გაარკვიეთ, რაც შეიძლება კონკრეტულად:

1. ვის შეიძლება დაეხმაროთ.

2. რა ფასეულობის მატარებელი იქნება ეს ქმედება.

3. გამოიყენეთ გარემოცვა და იპოვოთ თქვენი როლი, ამ მიზნის განხორციელების გზაზე.

4. გაიჩინეთ მაშტაბური ხედვა – შექმენით, საყვარელი საქმის კეთებისას, შედევრი?content_baterflyay__econet_ru

ბევრი ფიქრობს: უნდა იარო სამსახურში, აკეთოს კარიერა და გამოიმუშაოს ბევრი ფული… როგორ გვარკვიოთ არის ტუა არა ეს მითი?

მსოფლიოში ცნობილი წარმატების ექსპერტი ჯეკ კენფილდი ამბობს – ყველა ადამაინს აქვს შინაგანი ნავიგაციის სისტემა და ის განსაზღვრავს, სწორად არის თუ არა, ის მომართლი მისიაზე: თუ  არჩეული საქმის კეთებისას თავს გრძნობთ ბედნიერად და ივსებით ენერგიით, მაშინ ხართ სწორ ადგილას და აკეთებთ იმას რასაც უნდა აკეთებდეთ. ხოლო, თუ ხართ მუდმივ უკმაყოფილებაში, იფიტებით და  შესაბამისად, თავს თვლით არარეალიზებულ პიროვნებად – აცდნილი ხართ მისიის კურსს.

იხილეთ შემდეგ სტატიაში – როგორ მოვახდინოთ ჩვენი ნიჭის და ტალანტის მონიტიზირება.

ახლა კი მხოლოდ იმას დავამატებ: თუ ჯერ არ გაქვთ  მისია ნაპოვნი –  დაე,  სიხარულის, ბედნიერების და კმაყოფილების შეგრძნება იყოს თქვენი გზამკვლევი და ინდიკატორი ამ, არც თუ ისე, იოლად გასავლელ თუმცა, სოცარად ლამაზ ლაბირინთში, რომელსაც ცხოვრება ჰქვია!

 

გისურვებთ წარმატებებს!

 

სიყვარულით,

თქვენს შესაძლებლობებში და წარმატებაში რწმენით

თამარ კვარაცხელია

One thought on “ჩვენი მისია

დაამატეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.