გენიალური ჰენრი ფორდის წარმატების ისტორია

ford0მწარმოებელი, ინჟინერი, გამომგონებელი, კომპანია Ford Motor Company  დამაარსბელი ჰენრი ფორდი გახდა პირველი რომელმაც, ავტომობილების მშენებლობაში უწყვეტი კონვიერული წარმოება დანერგა.

ის დაიბადა  ფერმერის ოჯახში 1863წ. მიჩიგნაში. . მისი იჯახი მდიდარი არასოდეს ყოფილა, ხოლო თავად ჰენრი დიდი იმედებს არ იძლეოდა. უფრო მეტიც, მამის აზრით ის იყო ზარმაცი. ჯერ კიდევ ბავშვობაში ის თვლიდა, რომ არსებობს ისეთი რამეები, რომელიც უფრო საყურადღებოა ვიდრე ფერმა.

პირველი გატაცება

როგორც ყველა წარმატებული ადანიანების პირველი ნაბიჯები (იხ. იაპონელი გენიოსი – სოიჩირო ჰონდა), ფორდმაც დაიწო გატაცებით.   Continue reading “გენიალური ჰენრი ფორდის წარმატების ისტორია”

Advertisements

იაპონელი გენიოსი – სოიჩირო ჰონდა

honda0იაპონელი გენიოსისოიჩირო ჰონდა.
«ბევრი ოცნებობს წარმატებაზე. ვთვლი, რომ წარმატებას შეიძლება მიაღწიო ხშირად განმეორებადი წარუმატებლობებით და თვითანალიზით. ფაქტიურად წარმატება – მხოლოდ 1 პროცენტია, დანარცენი 99 პროცენტი არის, წარუმატებლობა» – ამბობს სოიჩირო ჰონდა.
ის დაიბადა ღარიბ ოჯახში. მამამისი იყო ჩვეულებრივი მჭედელი და თავი გაჰქონდა ველოსიპედების შეკეთებით. მუდმივად ფულის უკმარისობის გამო მის ოჯახში შიმშლისგან დაიღუპა 5 ბავშვი. რამენაირად, რომ გაეუმჯობესებინა ოჯახური მდგომარეობა სოიჩირო, ჯერ კიდევ ბავშვი მუშაობას იწყებს მამის დამხმარედ. მიუხედავად იმისა, რომ მას ჰქონდა სკოლაში სასიარულო დრო, ის ძალიან ხშირად აცდენდა გაკვეთილებს, რადგან თვლიდა, რომ არაფერში სჭირდებოდა იქ სიარული. მას სურდა ყველაფერი ესწავლა თავის გამოცდილებაზე. Continue reading “იაპონელი გენიოსი – სოიჩირო ჰონდა”

გიხაროდეს თითოეული აგურის დადება

უილ სმიტი ერთ-ერთ ინტრვიუში ყვება:

12 წლის ვიყავი , როდესაც  მამამ მითხრა თავიდან ამეშენებინა დანგრეული კედელი, რომელსაც უკვე წელიწადნახევარი ვაშენებდი და როგორც იქნა დავასრულე. ამოცანა რომელიც ჩემს წინაშე დადგა, მაშინ მეჩვენა განუხორციელებელი.

მამამ შეამჩნია ჩემი ყოყმანი და წარმოთქვა შემდეგი რამ:

„მე არ მინდა oოდესმე მითხრა, რომ რაღაც არ შეგიძლია გააკეთო! ნუ ეცდები კედლის აშენებას, ნუ მოემზადები კედლის ასაშენებლად, ნუ იტყვი – „მე ავაშენებ ყველაზე მაღალ და ლამაზ კედელს რომელიც კი ოდესმე აუშენებიათ.“ არამედ, უთხარი საკუთარ თავს: „მე დავდებ ამ აგურს იმდენად იდეალურად, რამდენად ეს არის შესაძლებელი!“ თუ კი შენ ყოველ დღე ამას გააკეთებ – ძალიან მალე ააშენებ მყარ და ლამაზ კედელს.  არ არის საჭირო უყურო გამუდმებით მიზანს და ოცნებას – ეს მორალურად ანგრევს და გიკარგავს ყველანაირ სურვილს, ისევ და ისევ დაიხარჯო. უნდა გიხაროდეს თითოეული აგურის დადება“

დღეიდან გვესმოდეს მუსიკა

u04093მასწავლებელს და მოსწავლეს გზად ერთი სოფლის გავლა მოუწია, სადაც დღესასწაულს ზეიმობდნენ. როდესაც ისინი მიუახლოვდნენ მთავარ მოედანს, დასარტყამი ინსტრუმენტების და ხალხის შეძახილი იმდენად ხმამაღალი იყო, რომ მოსწავლემ ყურებზე აიფარა ხელები. მისდა გასაკვირად, მასწავლებელმა წაიცეკვაკიდეც. ასე მხიარულად გაიკვლია გზა მოედნის სიღრმისკენ, სადაც მთავარი მოქმედებები ვითარდებოდა.
როდესაც ზეიმი დასრულდა, დაღლილი ხალხი დაიშალა და სახლებში წავიდნენ, მოსწავლემ მასწავლებელ ჰკითხა:

— მასწავლებელო, როგორ შეგეძლო ასეთ ხმაურში გეზეიმა და გემხიარულა? მე ჩემი აზრებიც კი არ მესმოდა!

—  შენ, ჩემო მეგობარო, იყავი ხმაურის ტალღებზე მომართული, მაგრამ ამ სოფლის მცხოვრებთათვის ეს იყო მუსიკა. მე კი  ბგერები მესმოდა,  როგორც ადგილობრივები  აღიქვამდნენ. ძალიან ბევრი ადამიანი ცხოვრებას მიჰყვება, ისე, რომ ესმით მხოლოდ ხმაური.

წავიდეთ ცოტა შორს.

გავცდეთ ხმაურის ბგერებს და დღეიდან განვეწყოთ მხოლოდ მუსიკის ტალღაზე. მოვუსმინოთ ცხოვრების მელოდიებს და მუსიკას.

 

 

გაიარეთ რეგისტარაცია 21 დღიან ინლაინ ტრენინგზე #ზრდისფაქტორი და გადადით ცხოვრების ახალ ეტაპზე!

განთავისუფლება – პოზიტიური აზროვნება – თვითშეფასების ამაღლება

სრული ინფორმაცია: http://kvaratskhelia.pro/zrdisfactori/

იგავი: “ცხოვრების ორი მიდგომა”

009საკუთარ ცხოვრებას შეგიძლიათ მიუდგეთ ორნაირად:
პირველი, რომელსაც იყენებს აბსოლუტური უმრავლესობა - ეს „ბავშვური გასაფერადებლების“ გზაა. თქვენ აკეთებს იმას რასაც გეუბნებიან. გადიხართ კარგად გატკეპნილ ბილიკს. უკვე დახაზულ კონრურებს აფერადებთ, მოქმედებთ გაწერილ ჩარჩოებში, საბოლოო ჯამში ღებულობთ ლამაზ, მაგრამ უღიმღამო ნახატს.

მეორე მიდგომა, რომელსაც ირჩევენ ერთეულები – ეს არის მხატვრის გზა: როცა იღებენ სუფთა ტილოს და წერენ შედევრს. ეს გზა გაცილებით რთულია, სარისკოა, გაურკვეველია და მოითხოვს შემოქმედებით მიდგომებს. თუმცა ეს არის ერთადერთი შესაძლებლობა შექმნა შენი ცხოვრებისგან ხელოვნების ნიმუში. შედევრიდს შექმნა მოითხოვს არასტანდარტულ აზროვნებას, ათვლის წეტილის ძიებას, მოსახერხებელი კონრურების  და ხაზების არარსებობის დროს, გზამკვლევ ძაფების გაბმას. სწორედ, მსგავს გადაწყვეტილებებში არის მაღალი მიზანი – თითოეული ადამიანის დანიშნულება.

იგავი: “პოტენციალი”

მიქელანჯელო იმყოფებოდა მარმარილოების ბაზრობაზე. ერთ-ერთ დახლთან მან შეამჩნია ქვა და გამყიდველს ჰკითხა აზრი მის შესახებ. მფლობელმა უთხრა:09

– თუ ამ ქვით ინტერესდებით შეგიძლით წაიღოთ უფასოდ, რადგან დიდი ხანია დევს და ტყუილად იკავებს ადგილს. 12 წელია არავის არ შეუმჩნევია და არ უკითხავს მასზე. მე ვერ ვხედავ მასში რამე პოტენციალს.

მიქელანჯელობა წამოიღო ქვა. მუშაობდა მასზე თითქმის მთელი წელი და შექმნა შეიძება ითქვას, ულამაზესი  ქანდაკება რაც კი ადამიანის ხელს შეუქმნია.

როდესაც მან დაასრულა მარმარილოზე მუშაობა, თავისთან მოიწვია, სავაჭრო დახლის მეპატრონე, რათა ეჩვენებინა ნამუშევარი.

მეპატრონე თვალებს არ უჯერებდა.

– სად იშოვე ასეთი ულამაზესი მარმარილო? – ჰკითხა გამყიდველმა

– არ გეცნობა? – შეეკითხა მოქელანჯელო. – ეს სწორედ ის მახინჯი ქვაა, რომელიც შენი მაღაზიის წინ 12 წელი  მოლოდინში იყო.

იგავი: “რატომ მიდიხარ?”

12

ერთხელ ჯარისკაცმა, რომელიც იცავდა გზას, გააჩერა ბერი.

ამოიღო ქარქაშიდან ხმალი და მკაცრი ხმით ჰკითხა:

— ვინა ხარ?

— სად მიდიხარ?

— რატომ მიდიხარ?

ბერი რამდენიმე წამით ჩაფიქრდა. შემდეგ, მორიდებით და მშვიდად უთხრა:

– შემიძლია რამდენიმე კითხვა დაგისვა?

– მკითხე – ნება დართო წარბებშეკრულმა ჯარისკაცმა.

– ჯარისკაცო,  ამ საქმეში სეგუნი (მართველი იაპონიაში) კვირაში რამდენს გიხდის ?

– ორი კალათა ბრინჯს.

– მე გადაგიხდი ოთხ კალათა ბრინჯს, თუ კი შენ დამპირდები, რომ ყოველდღე დამისვამ ამ კითხვებს.