კეთილდღეობის და ბარაქის ენერგია

10308049_504265139743104_783078337299978342_n

ბლოგის მკითხველმა იცის, რომ  ცხოვრება ეს სარკეა და ის რელობაში ირეკლავს  იმ შინაგან სამყაროს, რასაც დავატარებთ.

ერთ-ერთ სემინარზე ყოფნისას ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, სპიკერის  სიტყვებმა „ ამ წუთას თქვენ ცხოვრობთ ზუსტად ისე, როგორც  გინდათ“, მაშინ (18 წლის წინ), სრული შოკი მქონდა ამ სიტყვების მოსმენისგან. იხილეთ:  მოიკრიფე ძალები და ამოდი ფსკერიდან!

რამდენად გვაქვს მადლიერების უნარი?

მე არ ვსაუბრობ – ვამბობთ თუ არა „მადლობას“, როცა რაღაც სასაიმოვნოს გვჩუქნიან. არამედ, ვსაუბრობ იმ მადლიერებაზე – ყოვლის მომცველია, რომელიც ადამიანში არის როგორც მადლიერების მოცემულობა – შიგნით იშლება, მზად არის გადმოიღვარის და გარშემო შექმნას ჰარმონიული ველი.

ჩვენი ყოფით ცხოვრება შედგება ენერგიებისგან, რომლებიც ერთმანეთზე ურთიერთზემოქმედებს. ფაქტიურად, ეს არის ერთი, მთლიანი, ყველაფრის მომცველი ენერგია, ცნობიერეი-ჭეშმარიტება, ცნობიერი-ძალა, რომელიც ტალღებად თამაშ-თამაშში, მიედინება უამრავ შენაკადებად, წყაროებად და ვლენდება სხვადასხვაგვარად, სხვადასხვა ფორმებად.

ჩვენ გვსიამოვნებს საჩუქრის მიღება. ნებისმიერი საჩუქარი არის ენერგიის გაცემის პროცესი.

როდესაც, ჩვენ ველში, ხდება რომელიმე ნაკადიდან ჩუქების პროცესი – ეს იმას ნიშნავს, რომ კონკრეტულად ,ამ ნაკადიდან, ჩვენსკენ მომართულია გარკვეული ენერგიის „წილი“. თუ ჩვენს ფსიქოლოგიურ არსებას კარგად ესმის ბუნების მეტაფიზიკური გამოვლინებები და ცხოვრობს მის შესაბამისად, მაშინ ნებისმიერი მისთვის განკუთვნილი საჩუქარი შეფასდება, გარკვეულ ენერგეტიკულ დონეზე. შეფასების დონეზე – გაგვიხარდება, ან არ გაგვიხარდბა… ამ დროს, იქმნება ენერგია (მადლიერება) და მისი სიხშირე ნებისმიერ დადებით ემოციაზე აღმატებული უნდა იყოს. ანუ მადლიერების ენერგია უნდა იფრქვეოდეს.

სამყაროში არსებობს კანონი, რომელიც ბევრმა გამოსცადა საკუთარ თავზე:

რამდენად მეტად გასცემთ, თან უანგაროდ – მით მეტი ძღვენი მოდის თქვენსკენ ყველა მხრიდან.

სამყარო საოცრად გულუხვია. მაგრამ ის მუშაობს ექოს, ანარეკლის პრინციპით.

როცა გავცემთ – სამყარო გვაძლევს, თან ხშირად გაცილებით მეტს, ვიდრე გავეცით.730

პირველ რიგში, ჩვენ გვეხსნება ხედვის და შეგრძნებების ნიჭი.

ვიღვიძებთ დილით ადრე, ვაღებთ ფანჯარას – ჩავისუნთქავთ სუფთა ჰაერს ვავსებთ ფილტვებს, ვქმნით და ვაგზავნით მადლიერების ენერგიას – მადლობა უფალო …!

ძალიან მალე, ამოვა მზე. ის უპირობოდ, უანგაროდ გაგვათბობს და გაგვინათებს – მადლობა შენ ჩემო მზეო!

შევალთ აბაზანაში, მივიღებთ შხაპს – მიიღე ჩემი მადლიერება წყალუხვო, წყლის სტიქიავ!

გამოვალთ ქუჩაში, ვიღაცა გაგვიღიმებს – მადლობა ღმერთო, რომ მუდმივად მახსენებ სიყვარულს!

გავხსნით კომპიუტერს, შევამოწმებთ ფოსტას ან  fb და რომელიმე მეგობარმა უბრალოდ მოგვწერა „დილა მშვიდობისა, როგორ ხარ?“…

მართალია, ეს ყველაფერი ისეთი წვრილმანია… მაგრამ,  ვიღაცამ მოგვცა თავისი დროის ნაწილი, გამოგვიგზავნა ყურადღების სხივი, სინაზის ტალღა – გადმოუშვა ჩვვენი მიმართულებით ენერგიების ნაკადი. ამ დროს კი ჩვენ გულში იშლება  ლამაზი და სათუთი ყვავილიეს ყვავილი –  მადლიერებაა.

ხდება ისე, ითხოვთ დახმარებას, რჩევას, თანადგომას და იმ წუთშივე, სამყარო გიგზავნის. ვიღაც მოდის დასახმარებლად, გიწვდით ხელას, ვიღაცა ხდება სანდო დასაყრდენი… და უცნობი უყოყმანოდ გაძლევთ თავის დროს,  ენერგიას, სიყვარულს ისე, არც კი ფიქრობს, რამე განსაკუთრებულს აკეთებს.

მუდმვად უნდა გვახსოვდეს – ჩვენ დავცურავთ სიუხვის და კეთილდღეობის ოკეანეში. ცხოვრებაში მუდმივად შემოედინება რაღაც ახალი. ვიღებთ ახალ შესაძლებლობებს, ახალ ურთიერთობებს. მაგრამ აქვე უნდა გვესმოდეს – არ ვიყოთ მხოლოდ ძღვენის მიმღებნი, არამედ გავხდეთ უპირობო გამცემებიც. რათა მოხდეს ბალანსის შენარჩუნება სივრცეში, რომ არ დაგვედოს ენერგეტიკული ვალები.

რა ფორმით გავცეთ მადლიერება – ჩვენ შიგნით მუდმივად გვყავს უხილავი მოსაუბრე, რომელმაც იცის, როგორ უნდა მოიქცეს ამა თუ იმ სიტუაfotografviktoriya-derendyaeva_9ციაში. მას ჰქვია ინტუიცია. ის ჩვენი ფხიზელი გონების  ნაწილია. აუცილებელია მისი ყურის გდება , რადგან მისი ხმა ძალიან ჩუმი და სათუთია…

როდესაც, ვსწავლობთ ყოველივე წვრილმანებისთვის მადლიერებას, გაოცებულები აღმოვაჩენთ, რომ  სინამდვილეში წვრილმანები არ არსებობს. ცხოვრება ხომ წვრილმანების ჯამია. გამოდის, ისინი მთლიანი პაზლის ნაწილებია, რომელიც უნდა დავინახოთ და დავალაგოთ.

და როდესაც, ჩვენი ღია გული გასცემს მადლიერების ნაკადს,  ცხოვრებაში შემოდის ნამდვილი სასწაულები. მადლიერების და სიკეთის პასუხად, სამყარო გაუჩერებლად გვაძლევს ბარაქას და კეთილდღობას.

… შეიძლება გიგრძვნიათ – მიდიხართ ქუჩაში და მოულოდნელად  გულიდან წამოსულა ნაკადი, რომელიც ამავდროულად თავადაც გავსებთ ენერგიით. მზად ხარ გაუზიარო ეს სიყვარული ყველას. დაგიფიქსირებია, როგორ იღიმები 🙂 რატომ ხდება ასე? ეს ხდება მაშინ, როდესაც, კარგად გვაქვს გააზრებული – სამყარო  როგორი გულუხვია და როგორ უზომოდ ვუყვარვართ ყველა.

ვისწავლოთ მადლიერება!

ნუ დავიღლებით მადლიერებით.

შევამჩნიოთ ნებისმიერი წვრილმანი  ყოველდღიურობაში, მადლიერებით. ვიღაცამ გაგვამხნევა, ვირაცამ საჭირო წიგნი გვათხოვა, ვიღაცამ უბრალოდ გაგვაცინა, ვიღაცამ მოგვცა თავისი ნივთი, რომელიც მასაც არანაკლებ სჭირდებოდა, ვიღაცამ გამოგვიგზავნა „გული  ❤   ან ღიმილაკი 🙂  “ , გამოვხატოთ მადლიერება, პასუხად.

გამოვხატოთ მადლიერება საჩუქრების არსებობისთვის.

გამვხატოთ მადლიერება იმისათვის, რომ გვაქვს  მადლიერების გამოხატვის საშუალება და უნარი.

d181d187d0b0d181d182d0bbd0b8d0b2d18bd0b9-d187d0b5d0bbd0bed0b2d0b5d0ba-2

მადლიერება – სამყაროს, ღმერთს, სიცოცხლეს (რადგან ყველაფერი ეს, ერთი მთლიანია) და არა აქვს მნიშვნელობა ვის ვემადლიერებით.  მთავარია, მადლიერების ენერგია მუდმივად იღვრებოდეს ჩვენგან.

უნდა გვახსოვდეს:  რასაც  ვაკეთებთ სხვებისთვის, პირველ რიგში, ვკეთრებთ საკუთარი თავისთვის.

გავიაზროთ, ჩვენში არსებული  ენერიების და შესაძლებლობების ძალა.

ვიყავოთ მუდმივად შემეცნების პროცესში, ვიყოთ მადლიერები და ჩვენს წინაშე გაიხსნება ყველა დროის სიბრძნისკენ მიმავალი საიდუმლო კარები.

 

მადლიერებით,

თამარ კვარაცხელია

 

6 thoughts on “კეთილდღეობის და ბარაქის ენერგია

  1. მადლობააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააა თამარ ❤

დაამატეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.