ილუზია

00-საბერძნეთში მცხოვრებმა ერთ-ერთმა ჩემმა მკითხველმა გამომიგზავნა თხოვნა, დამეწერა რამე ილუზიაზე, იყო თუ არა საშიში და რაში უშლის ის ხელს ადამიანს.

ილუზია – რელობის დამახინჯებული აღქმაა და ის გაიძულებს დაიჯერო არ არსებული.

ილუზიას განვიხილავ  პრაქტიკული ფსიქოლოგიის კუთხით. ილუზია ჩვენს ყოფიერებაში.

უმრავლესობა ადამიანების და ისინიც კი ვინც თავს რელისტს ეძახის ხშირად ებმებიან ილუზიის ხაფანგში ისე, რომ ვერ ხვდებიან ამას.

ილუზია საშიშია, რადგან როდესაც შენ გარშემო იქმნი ილუზორულ წარმოდგენებს მაშინ, წყვიტავ განვითარებას, მიზნისკენ სწრაფვას და საჭირო ნაბიჯების გადადგმას ანებებ თავს.

გექმნება შენი სამყარო, შენივე შეხედულებებით დახუნძლული და არ აკარებ სხვა აზრს, არ უშვებ ალტერნატივას, არ ცდილობ გამოსავლის პოვნას, რადგანაც გაწყობს მოცემულ კომფორტში ყოფნა და ცხოვრება.

ვიფიქრე და ჩამოვწერე, ილუზიის ყველაზე გავრცელებულ შეხედულებები:

  •  მე ყველაფერს ვაღწევ სწრაფად…

ბევრი ისწრაფვის A პინქტიდა B ში გავიდეს სწრაფად, უმოკლეს დროში. მაგრამ ეს შეუძლებელია. მიზნისკენ მსვლელობისას თქვენ უნდა გაიაროთ ყველა საფეხური, დონე და თუ გამოტოვეთ ან გადახტით თუნდეც ერთი მათგანს, მიღწეული მიაზანი არ გაამართლებს თქვენს მოლოდინებს.

  • ამისთვის არ მცალია…

ჩემს ერთ ერთ ტრენინგზე მომყვს ასეთი მაგალითი: დავიშვათ ბათუმში ხართ, ქორწილში წასასვლელი და მოვიდა დიდი თოვლი, მოიყინა გზები, მანქანით წასვლა გახდა საშიში. რას იზამთ? უმრავლესობა თ-0--ავს შეიკავებს წასვლისგან. 🙂 ახალა შევხედოთ სხვა კუთხით: ბიძაშვილმა დაგირეკათ და თქვენ ბათუმში გელოდებათ 1 მილიონო ლარი საჩუქრად ან სახლი ბულვართან გერგოთ მოულოდნელად მემკვიდრეობით, რომელიც სასწარაფოდ უნდა გადაიფორმოთ…  შეგაჩერებთ თუ არა თოვლი და ყინვა? არ მცალია … 🙂 „არ მაქვს დრო“ – ეს ყველაზე გავრცელებული და პოპულარული ილუზიაა. არ არსებობს ისეით გაგება, როგორიცაა „დრიოს უქონლობა“. დრო არის ყოველთვის, და მხოლოდ და მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ გადაწყვიტოთ, როგორ განკარგოთ ის. თუ თქვენთვის რაღაც ძალიან მნიშვნელოვანია, თქვენ ამისათვის აუცილებლად გამონახავთ დროს… არც კი დაფიქრდებით – მაქვს თუ არა ამისათვის დრო, თქვენ ავტომატურად ჩასვამთ მას დღის წესრიგში.

  •  უნდა ვაკონტროლო ყველაფერი ჩემს გარშემო..

თქვენ ვერ აკონტროლებთ აბსოლუტურად არაფერს, გარდა საკუთარი გონებისა. ცხოვრებას, ნებისმიერ დროს შეუძლია მოგართვათ მოულოდნელი სიურპრიზი.

  • ჩემს ბედნიერებას არ ექნება საზღვარი თუ …

ბევრი ადამიანი იტყუებს თავს როცა ფიქრობს აი ხვალ, ან ახლო მომავალში ყველაფერი იქნება კარგად, პრობლემები გაქრება და ისინი იცხოვრებენ ბედნიერად..ბედნიერება ან იყო ბედნიერი შესაძლებელია მხოლოდ აწმყო დროში, ახლავე, მას ვერ იპოვით მომავალში. შეეცადეთ შეცვალოთ თქვენი აღქმა გარემომცველ სამყაროზე და სრულებით შესაძლებელია, დაინახოთ, რომ გიხაროდეს ცხოვრება და იგრძნო ბედნიერება სრულებითაც არა არის აუცილებელი ვიღაცას ან რაღაცას ლოდინი.

  •  მე მას შევცვლი, მე ეს შემიძლია …

„გამიგია, რომ ადამიანები იცვლებიან და მას სჭირდება შეცვლა. მე ამისთვის გავაკეთებ ყველაფერს.. “ – ეს ილუზიაა და ის უბრალოდ გამოგფიტავთ. თქვენ ვერ შეძლებთ სხვის შეცვლას. შეგიძლიათ შეცვალოთ თქვენი დამოკიდებულება მის მიმართ და მხოლოდ და მხოლოდ შთააგონოთ  მას, რომ შეეცადოს შეცვალოს საკუთარი თავი.

  •  მე ამას გავაკეთებ, როცა …

გავაკეთებ მოგვიანებით… ნუ მოიტყუებთ თავს. ნუ იგონებთ ათას მიზეზს, რომ საქმე გადადოთ შემდეგისთვ----ის. მე ვივარჯიშებ, როცა ამისთვის მექნება მეტი ძალა…თუ თქვენ გინდათ ვარჯიში დაიწყეთ ახლავე, მაგრამ თუ არ გინდათ ნუ კვებავთ თავს ცრუ დაპირებებით. თქვენ შეგიძლიათ ელოდოთ მთელი წელი სამან მოვა ვიღაცა ან გამოგიგზავნით თანხებს და შემდეგისთვის დაგეგმოთ მაცივრის ყიდვა ან რემონტის გაკეთება ან სამსახურის შოვნა. იყავით დარწმუნებული, რომ რომც გამოჩნდეს ზმოთხსენებული, თქვენ მაინც იპოვით სხვადასხვა მიზეზს არ გააკეთოთ ეს. თუ თქვენ ნამდვილად გაქვთ მნიშვნელოვანი საქმე გასაკეთებელი, გააკეთეთ ის პირდაპირ ახალა, როცა ამ თემას ჩაიკითხავთ, სხვანაირად შეიძლება ვერც ვერასოდეს მიიყვანოთ საქმე ბოლომდე.

შეეშვით ილუზიებში ცხოვრებას და დაიწყეთ ცხოვრება დღესვე, ახალავე!

 

 

2 thoughts on “ილუზია

დაამატეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.