მონეტიზირება ანუ როგორ ვაქციოთ ნიჭი ფულად

--00 - Copyჩვენ უკვე ვიმუშავეთ ჩვენს მისაზე. გავარკვიეთ რა გვიზიდავს და რისი გაკეთება გვანიჭებს ბედნიერებას.

დადის მოსაზრება – „საყვარელი საქმის კეთებით, ფულს ვერ იშოვი და ოჯახს ვერ შეინახავ“.

მოდი, შევეცადოთ, ამ მოსაზრების გაქარწყლება.

… და მაინ, როგორ უნდა ვაქციოთ საყვარელი საქმე მომგებიანად ანუ როგორ მოვახდინოთ მონეტიზირება?

პირველი, უნდა გვქონდე სამყაროს ურწევი რწმენა: საყვარელი საქმის კეთება არასდროს არ მოგცემთ ჩავარდნის საშუალებას! (რა თქმა უნდა, თუ თქვენ საქმეს უძღვებით გააზრებულად და აკეთებთ ყველაფერს წინსვლისთვის).

მეორე, საქმის „ამოქოქვას“ დასჭირდება  დრო და რესურსი

გთავაზობთ, სამ ნაბიჯს მიზნის ან იდეის მონიტიზირებისთვის:

  1. კარგად შეისწავლეთ და გაერკვიეთ, როგორ შეიძლება საკუთარი ნიჭის მონიტიზირება.

ხშირად, ნიჭიერი ადამიანი ფიქრობს, რომ სამყარო (სხვები, მთავრობა…) ვალშია მის წინაშე, რადგან „რაღაც“ მნიშვნელოვანი მოიფიქრა, დაწერა, შექმნა…  გავიაზროთ: არავინ, არავის წინაშე არ არის ვალში. თუ გაქვთ იდეები, მაშინ თავად უნდა იპოვოთ სფერო, სადაც შეგიძლიათ მისი გამოყენება. ამის მერე კი დაუმტკიცოთ სამყაროს –  თქვენ ამას იმსახურებთ და რომ ძალიან მნიშვნელოვანია მისი რეალიზება. შემდეგი ნაბიჯი: მოიძიოთ, აჩვენოთ იდეის ფასეულობა, რამდენად შეუძლია სხვებისთვის სარგებლის მოტანა (ადამიანები, ორგანიზაციები…)-0-- - Copy

საკმარისი არ არის, უბრალოდ იყო საქმის პროფესიონალი. საკმარისი არ არის, გქონდეს რომელიმე, პრესტიჟული უნივერსიტეტის დიპლომი და სერთიფიკატები. საჭიროა, დახარჯეოთ გარკვეული დრო იმის გასარკვევად, თუ როგორ მოუტანს თქვენი ნიჭი და უნარები, იდეები სარგებელს ადამიანებს. პირადპირ ახლა ან არა უგვიანეს ამ კვირისა, გააკეთეთ „გონებრივი შტურმი“  და განსაზღვრეთ 30 ახალი საშუალება, სადაც შეძლებთ თქვენი ნიჭის გამოყენებას და  სხვების (ორგანიზაციების, ადამიანების) სამსახურში ჩაყენება.

შემდეგ, დაიწყეთ მეგობრებთან თქვენი ხედვის გაზიარება და სთხოვეთ, დაგაკავშირონ ისეთ ადამიანებს, ვისთვისაც იქნება ეს სასარგებლო.

 2. იყავით საკუთარ თავში დარწმუნებული, რათა მიიღოთ ღირსეული ანაზრაურება

საკუთარ თავში რწმენის გარეშე, სწორი გადაწყვეტილებების მიღება და საჭირო ნაბიჯების გადაგმა გაგიჭირდებათ, როცა საქმე შეეხება ფულს და ანაზღაურებას.

თავდაჯერებულობით არ იბადებიან. ის მყარდება მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებით და საჭირო მოქმედებების კეთების შედეგად.

წარმატებული კარიერისთვის, თქვენ უნდა იყოთ თავდაჯერებული, მაგრამ არა ეგოისტურად, ქედმაღლურად და ამპარტავნულად. თავი უნდა წარადგინოთ ისე, რომ ადამიანებმა მკაფიოდ დაინახონ, რატომ უნდა დაგიქირავონ და რაში შეძლებენ თქვენი უნარების გამოყენებას, რას მოიგებენ ისინი. თუ ვერ შეძლებთ თამამდ და დამაჯერებლად ლაპარაკს, ასევე თქვენი იდეების გაზიარებას, ვერ ახსნით თქვენს უპირატესობას სხვებთან შედარებით და არ გაუსვამთ ხაზს, რატომ არის მნიშვნელოვანი ის, რასაც აკეთებთ – უბრალოდ დაივიწყეთ  წინსვლა. მითუმეტეს, ვერ შეძლებთ უზრუნველყოთ თავი ღირსეული შემოსავლით. შედეგად, გექნებათ ყოველთვის იმაზე ნაკლები შემოსავალი, ვიდრე იმსახურებთ.00

საწყის ეტაპზე წაიკითხეთ პეგი კლაუსის წიგნი „ტრაბახი! რქების გაეშე მიწოლის ხელოვნება“  ( „BRAG: The Art of Tooting Your Own Horn Without Blowing It“)  . დაჯექით, ერთ დღესაც და დაწერეთ, თქვენი საქებარი სიტყვა, რომელიც დაგეხმარებათ აუხსნათ სხვებს –  რატომ არის საქმე, რომელსაც თქვენ აკეთებთ ასეთი საჭირო.

გაითვალისწინეთ ერთი რამ: თუ გრძნობთ, რომ თქვენი უნარები არ არის მაღალ დონეზე, მიეცით საკუთარ თავს პირობა, გაკეთებთ ამ წელს ყველაფერს იმისთვის, რომ გაიზარდოთ და გადახვიდეთ ცოდნის ახალ დონეზე.

 3. თუ თქვენ მოხვდით ჩიხში, ეძებეთ დახმარება გარედან

ბლოგის თემებში ხშირად ხაზს ვუსვამ, რომ ადამიანი გენიოსია და თითოეულ მათგანში არის პოტენციალი, რომელსაც სჭირდება გაგება, გაზრდა და მაქსიმალურად ხალხის სამსახურში ჩაყენება. თუ თქვენ დღემდე არაფერი გადაგიწყვეტიათ და არაფერი გიკეთებიათ, დარწმუნებული ვარ, ამაში ხელს გიშლიდათ რაღაც, გაუაზრებელი შინაგანი პროცესები. შეგიძლიათ მიპასუხოთ, ფულიო. მაგრამ ერთი შეხედვით ჩანს. მილიონობით ადამიანს აქვს როგორც ე.წ. ფინანსური ან ემოციური ბლოკები/ტრამვები წარსული (საკუთარი თუ სხვისი) გამოცდილებიდან, რომლის მოცილება რთული ხდება.-0-

თუ თქვენ, რაც არ უნდა ეცადოთ არ გამოგდით, თავთან გაქვთ არასწორი დიალოგები და შესაბამისად, თავს  გრძნობთ ცუდად – სწორედ, ახლა, მოვიდა დრო, ითხოვოთ დახმარება.

ჩიხიდან გამოსვლაში დაგეხმარებათ პროფესიული თუ პიროვნული ზრდის ტრენინგები, აიყვანეთ პერსონალური ტრენერი (წინამძღოლი იმ საქმეში, სადაც თქვენ გინდათ წარმატება), საკუთარ თავში გასარკევად, (იხ. ქოუჩი სჭირდეგა ყველას!) პრიორიტეტების დასალაგებლად, დისციპლინისთვის… და მიზანსწრაფვის განსავითარებლად აიყვანეთ პერსონალური ქოუჩი, უფრო რთულ და ღრმად წასული პროცესებთან სამუშაოდ მიმართეთ ფსიქოლოგს.

გახსოვდეთ, რომ მისაბაძი ადამიანების ყოლას და  წინამძღოლის აყვანას აქვს დიდი ძალა და მნიშვნელობა. როგორც ალბერტ აინშტაინმა თქვა:

„შეუძლებელია პრობლემის იმ დონეზე გადაჭრა, რა დონეზეც ის წარმოიშვა. უნდა დადგე ამ პრობლემაზე მაღლა, მომდევნო საფეხურზე ასვლით“.

დამოუკიდებლად, ნამდვილად რთულია დაინახო  რა გიშლით ხელს მიზნების მიღწევაში, იდეის განხორციელებაში… განსაკუთრებით კი  მაშინ, როცა ეს ხელისშემშლელი ხართ თავად.

წინსვლა და წრამატებები თქვენ, ჩემო მეგობრებო!

 

თქვენს შესაძლებლობებში რწმენით

თამარ კვარცხელია

 

გაიარეთ რეგისტრაცია და მიიღეთ ერთი ქოუჩ-სესია საჩუქრად http://kvaratskhelia.pro

3 thoughts on “მონეტიზირება ანუ როგორ ვაქციოთ ნიჭი ფულად

  1. mjera gavumklavdebi chemshi dagrovil probkemebs gavcmindav da shevzleb tavis realizirebas samjaroshi srulfasovnad amin

    1. თუ ამას დამოუკიდებლად შეძლებთ (და რა თქმა უნდა, ადრე თუ გვიან, აუცილებლად შეძლებთ) ძალიან კარგია! თუმცა დაგჭირდებათ ბევრი დროს, უამრავი ლიტერატურის წაკითხვა, ცხოვრების გაკვეთილების გავლა…
      უმოკლესო გზაც არსებობს – პიროვნული ზრდის ტრენინგების და კიდევ უფრო კარგი, ინდივიდუალური ქოუჩ-სესიები.
      მე გეუბნებით გამოცდილებიდან (რაც, სულაც არ ნიშნავს, თქვენთვისაც ჭეშმარიტი იყოს იგივე) – თავად გავიარე გზა საკუთარი თავის ძიების და ადრე რომ მცოდნოდა ის, რაც ახლა ვიცი გაცილებით ლაღი, ბედნიერი და რეალიზებული ვიქნებოდი.
      ყველაფერი ისეა სამყაროში როგორც უდა იყოს. ცხოვრება ყველაზე კარგი მასწავლებელია. მაგრამ საფასურს წარმოადგენს დრო. ფასდაუდებელი რამით გვიწევს გადახდა.
      ქოუჩის აყვანით კი იხდით ფულს, მაგრამ გაცნობიერბები სწრაფია – სწავლობ და დროსაც ზოგავ.

      გისურვებთ წარმატებებს!

დაამატეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.