იაპონელი გენიოსი – სოიჩირო ჰონდა

honda0იაპონელი გენიოსისოიჩირო ჰონდა.
«ბევრი ოცნებობს წარმატებაზე. ვთვლი, რომ წარმატებას შეიძლება მიაღწიო ხშირად განმეორებადი წარუმატებლობებით და თვითანალიზით. ფაქტიურად წარმატება – მხოლოდ 1 პროცენტია, დანარცენი 99 პროცენტი არის, წარუმატებლობა» – ამბობს სოიჩირო ჰონდა.
ის დაიბადა ღარიბ ოჯახში. მამამისი იყო ჩვეულებრივი მჭედელი და თავი გაჰქონდა ველოსიპედების შეკეთებით. მუდმივად ფულის უკმარისობის გამო მის ოჯახში შიმშლისგან დაიღუპა 5 ბავშვი. რამენაირად, რომ გაეუმჯობესებინა ოჯახური მდგომარეობა სოიჩირო, ჯერ კიდევ ბავშვი მუშაობას იწყებს მამის დამხმარედ. მიუხედავად იმისა, რომ მას ჰქონდა სკოლაში სასიარულო დრო, ის ძალიან ხშირად აცდენდა გაკვეთილებს, რადგან თვლიდა, რომ არაფერში სჭირდებოდა იქ სიარული. მას სურდა ყველაფერი ესწავლა თავის გამოცდილებაზე.
ერთხელ, მან პირველად ტავის ცხოვრებაში,  დაინახა ავტომობილი რამაც ძალიან გააკვირვა.  «ყველაფერი დამავიწყდა ამ ქვეყნად, ისე გავეკიდე მანქანას… მე ვიყავი ძალიან გაოცებული და აღფრთოვანებული… ვფიქრობ, სწორედ მაშინ, თუმცა ვიყავი ბავშვი, მაშინ დამებადა იდეა, რომ ოდესმე გავაკეთებდი მანქანას. მანქანას გავაკეთებდი მე თავად». ამ მოვლენის შემდეგ სოიჩიროს გაუჩნდა ოცნება და მიზანი – მას უნდაოდა შექმნა საკუთარი მაქანა.
გამოხდა ხანი.

ის გაიზარდა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ დურგლად მუშაობით, ვერასოდეს აიხდენდა თვის ოცნებას. გადაწყვიტა საკუთარი ბიზნესის დაწყება. თავი მოუყარა ყველა დანაზოგს. ფინანსები საკმარისი არ აღმოჩნდა, ამიტომ გადაწყვიტა გაეყიდა თავისი ცოლის სამკაულები და  მთლიანად ჩედო კომპანიაში, რომელიც „ტოიოტა“-სთვის ამზადებდა   ძრავის ნაწილს. ამ ნაწილის დამზადებით ჰონდა გახდა ცნობილი. მისი ბიზნესი სულ უფრო და უფრო იზრდებოდა. მან დაიწო სოლიდური თანხიhonda1ს გამომუშავებს. მაგრამ ომის დაწყებასთან ერთად, მას ბევრი რამის გადატანა მოუხდა. მას ძალიან ეშინოდა, ასე წვალებით ნაშენები ბიზნესი არ დანგრეოდა. მიუხედავად იმისა, რომ წარმოაება არ მოჰყოლია დაბომბვაში და 1945 წელის მიწისძვრის დროსაც გადარაჩა, სოიჩირო განიცდიდა დიდი ფინანსურ დანაკარგს. ის ისევ სიღარიბისკენ მიდიოდა.

რა გააკეთოს? როგორ მოიქცეს? როგორ დაიბრუნოს დაკარგული?

სხვა, სუსტი ნებისყოფის ადამიანს მის ადგილას შეიძლება თავი მოეკლა ან გალოთებულიყო. მაგრამ არა სოიჩირო ჰონდა.  ის არ დანებდა. მან გადაწყვიტა, თვიდან შეეგროვებინა ფული და დაეწყო ახალი ბიზნესი. გაყიდა რა ნარჩენები, ის წავიდა სოფელში. არ კარგავდა დროს – იგონებდა და ფიქრობდა. მეზობლები დასცინოდნენ კიდეც, რადგან თვლიდნენ, რომ მას არა აქვს განათლება. შესაბამისად არაფერი გამოუვიდოდა. ჰონდა – უბრალო მეოცნებე. მაგრამ ჰონდა არ ნებდებოდა და მუსაობდა. ბევრი მცდელობა იყო წარუმატებელი და მისი გამოგონებები არამოთხოვნადი.  მიუხედავად გარემოცვის ქილიკისა და უამრავი წარუმატებლობისა, ის ფარხმალს არ ყრიდა, განაგრძნობდა ოცნებას და მოქმედებას.honda-jadul
ერთხელ ჰონდამ გადაწყვიტა წასულიყო სადღაც და აღმოაჩინა, რომ მას საერთოდ არ ესხა ბენზინი მანქანაში. მგზავრობა, რომ არ გადედო, მოიტანა ძრავი რომელიც მუშაობდა ნავთზე და მიამაგრა იმ ველოსიპედის ჩარაცოს, რომელზედაც დადიოდა მისი ცოლი. გამოვიდა მშვენიერი მინი-მოპედი. მეზობლება, რომ დაინახეს ასეთი საოცრება, სთხოვეს მას მათთვისაც მიემაგრებინა მსგავსი რამ.
ძალიან მალე სიოჩიროს გამოგონებაზე ალაპარაკდნენ. მსურველების რიგი არ წყდებოდა. სიოჩიროს არ შეეძლო ყველას დაკმაყოფილება, ფულის უქონლობის გამო. ის დაფიქრდა და გადწყვიტა დაეწარა 18 000 წერილი, იმ მაღაზიის მფლობელთათვის, რომლებიც ჰყიდნენ ველოსიპედებს, მთელ იაპონიის ტერიტორიაზე. მან შეადგინა მარტივი წერილი:  «მე შემიძლია ვაწარმოო ადამიანებისთვის საჭირო მოტოციკლები, მაგრამ არ მაქვს ფული, თქვენ რომ დამიჯეროთ და გამომიგზავნოთ ცოტაოდენი თანხა, მაშინ გარანტიას გაძლევთ – მოგაწვდიდით ყველასა თვის საჭირო პროდუქციას. ერთად შევძლებდით ბიზნესის კეთებას». მაღაზიების მფლობელიბი გამოეხმაურნენ მის გულწრფელ მოწოდებას და გამოუგზავნეს საკმარისი თანხა. მიღებული თანხით ჰონდამ გახსნა, მინი მოპედების მცირე წარმოება. მას  სურდა გამხდარიყო პირველი და დაეპყრო მოტოციკლების ბაზარი.
კონკურენცია კი იყო მაღალი, მაგრამ მას ყველაფერი გამოუვიდა.  ის გახდა ლიდერი, გაიმარჯვა 250 კონკურენტთა შორის. მისი  «ჰონდა»  გახდა ერთერთი მთავარი მოტოციკლისტების ბიზნესში. იმიათვის, რომ საბოლოოდ გაემარჯვა თავის კონკურენტებზე, ჰონდამ მიიღო გადაწყვეტილება: ყოველ კვირა კონტეინერიდან უნდა გადმოვიდეს მოტოციკის ახალი მოდელი. მან ეს შეძლო. ის გახდა მეტად პოპულარული და წარმატებული.honda3
ასეთი წარმატების მერე, სიოჩირომ გაიხსენა თავისი ძველი ოცნება – ავტომობილების გამოშვება.  ბევრი, მათ შორის იაპონიის საერთაშორისო ვაჭრობის და წარმოების სამინისტროც მას ეუბნებოდა, რომ იაპონიას აღარ სჭირდება კიდევ ერთი მანქანების მწარმოებელი. ბევრი წინასწარმეტყველებდა მის ჩავარდნას, რადგან ეყრდნობოდნენ იმ მონაცემებს – ბოლო ათი წლის მანზილზე რამოდენიმე კომპანიამ იგემა მარცხი. მათ შორის იყვნენ ცნობილელი კომპანიები როგორიცაა «პაკკარდი», «ხასონი», «კაიზერი», «უილლისი», «კროსლი».

ჰონდა იყო თავის ძალებში და თვის გამარჯვებაში დარწმუნებული. ამიტომ არ აქცევდა ყურადღებას არავის აზრს. მას სჯეროდა თავისი ოცნების და მიდიოდა მასთან შესახვედრად.
1970 წელა ის ხსნის თავის საავტომობილო ბიზნესს. პირველ რიგში ჰონდა, ჰონდამ გააჟღერა გამონაბოლქვის შეგად გარემოს დაცვის სკითხი და მან შესთავაზა ბაზარს, პირველი ძრავი დაბინძურების დაბალი დონით. 1975 ჰონდამ დაამონტაჟა ეს ძრავი მის მოდელზე «სივიკ», რომელიც იმავდროულად გახდა სუპერ პოპულარული. ყველას სურდა მისი შეძენა. hoda1მოგვიანებით მისი წარმატება გაიმეორეს სხვა მწარმოებლებმაც. ჰონდას მოდელი არაფრით არ ჩამოუვარდებოდა ამერიკულ კონკურენტებს, უფრო პირიქით, წინ უსწრებდა. საქმე იმაში იყო რომ ჰონდა შეიქმნა უმაღლესი ხარისხით და დაბალი ფასით
შეიძლება ათასჯერ დასვა კითხვა, როგორ მოახერხა სიოჩირომ გადაელახა ამდენი პრობლემები და წინააღმდეგობები, რატომ არ დანებდა და თავი არ დაანება ძიებას? სად ნახულობდა ძალებს?

საქმე იმაშია, რომ ის არ აღიარებდა დამარცხებას და რისკავდა ყველაფრით, რათა მიახლოებოდა მიზანს. ის იყო მიზანსწრაფული და შეუპოვარი, შეეძლო წინააღმდეგობების გაწევა და არსდროს ნებდებოდა მორიგ სიძნელებთან შეჯახებისას.
მაგალითად, ის არ იღებდა სამსახურში ფორმალურ განათლება მიღებულ ადამიანებს, რადგან დარწმუნებული იყო, რომ მსგავსი ცოდნის შედეგად, ადამიანებს ეშინიათ სირთულეების, რისკზე წასვლის და კარგავენ ბუნებრივ ინტუიციას. ხოლო ეს  უკანასკნელი, მას მიაჩნდა ძალიან მნიშვნელოვან ფაქტორად. ჰონდას აჰყავდა ადამიანები, რომლებსაც შეეძლოთ მისი გაკვირვება. ის ძალიან ხშირად ამბობდა: «თუ თქვენ ქირაობთ იმათ, რომლებისაც გესმით, თქვენი კომპანია ვერასდროს გასცდება თქვენს დონეს. ყოველთვის გახსოვდეთ, რომ ძალიან ხშირად, განსაკუთრებული ადამიანები იმყოფებიან მათ შორის ვინც თქვენ არ გგავთ“.

სიოჩიროს შეეძლო უმარტივესი გადაწყვეტილების პოვნა, ნებისმიერი პრობლემისთვის. მაგ: როდესაც 1974 წელს იაპონიას ეწვია ნავთობის კრიზისი, ძალიან ბევრმა ავტომობილების კომპანიამ დაიწყო ხალხის დათხოვნა, წარმოების შემცირება და ფასის მომატება. ამ დროს, ჰონდამ გააკეთა ყველაფერი პირიქით. მან დააგდო ფასები მინიმუმამდე და დაიწყო წარმოების გაორმაგება.. ყველა გაკვირვებით იქნევდა ხელებს,  მას თვლიდნენ გიჟად. მაგრამ ის არა მარტო გადარჩა – არამედ კრიზისის დროს მან დაიპყრო თითქმის ავრომობილების და მოტოციკლეტების ბაზარის მეტი წილი.h

სიოჩირო არ მიეკუთვნებოდა იმ კატეგორია ადამაინებისას რომელსაც ეშინოდა შეცდომების დაშვების. ამის შესახებ ის ამბობდა: «ახლანდელი გადმოსახედიდან, სხვა რამე არც კი გამიკეთების გარდა შეცდომებისა, მქონდა სერიოზული აცდენები და გაშვებები. მაგრამ მე ვამაყობ მიღწეულით. თუმცა ერთიმეორეზე ვუშვებდი შეცდომებს, მაგრამ ჩემი შეცდომები და პრობლემები არ გამომდინარეობდა ერთი და იგივე მიზეზით».
1073 წეს სიოჩირო ჰონდამ გადაწყვიტა წასულიყო კომპანიის პრეზიდენტის თანამდებობიდან. გარდა ამისა,  ის დარწმუნებული იყო რომ მის ოჯახს არ უნდა ჰქონოდა პრეტენზია მემკვიდრეობაზე და მკაცრად იცავდა ამ შეხედულებას. ის ამბობდა: «მნიშვნელობა არ ააქვს რამდენად გამოჩენილი არის კომპანიის დამაარსებელი,, არ არის არნაირი გარნტია, რომ მისი შვილიც იქნება ასეთივე . კომპანიის მართვა უნდა გადეცეს ადამიანს, რომელიც ფლობს განსხვავებულ ლიდერის თვისებებს».

ახლა, კომპანია არის წარმატებულ და მას არ ეშინია მსოფლიო კრიზისის. მისი არსებობის განმავლობაში არასდროს ჰქონია წამგებიანი წელიწადი და არსდროს მომხდარ თანმაშრომლების მასიური განთავისუფლება.

აი, ასეთი კომპანია შექმნა გენიალურმა ადამიანმა – სიოჩირო ჰონდამ.

მიუხედავად იმისა,  ცხოვრებაში რა წინააღმდეგობები და პრობლემები გადალახა  და გახდა ბუმბერაზი, სიოჩირო დარჩა უბრალო ადამიანად. მას არ ჰქონდა არც საშულო და მითუმეტეს, არც უმაღლსი განათლება, მიაღწია სიმაღლეებს და განახორციელა თავისი ბავშვობის ოცნება.
თავად ხედავთ, რომ წარმტება მოდის არა დაბადების ადგილის მიხედვით, არც სოციალური მდგომარეობიდან და არც იქიდან, აქვს თუ არა ადამიანს ბევრი დიპლომი თუ სერთიფიკატი. წარმატება მიდის მასთან, ვისაც აქვს მიზანი და ყველაფერს აკეთებს მის განსახორციელებლად.

თუ მან შეძლო, თქვენც შეძლებთ!

ირწმუნეთ საკუთარი თავის და იმოქმედეთ!

 

წარმატებული ისტორიები.

მასალა მოამზადა

თამარ კვარაცხელიამ

 

დაამატეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.