გენიალური ჰენრი ფორდის წარმატების ისტორია

ford0მწარმოებელი, ინჟინერი, გამომგონებელი, კომპანია Ford Motor Company  დამაარსბელი ჰენრი ფორდი გახდა პირველი რომელმაც, ავტომობილების მშენებლობაში უწყვეტი კონვიერული წარმოება დანერგა.

ის დაიბადა  ფერმერის ოჯახში 1863წ. მიჩიგნაში. . მისი იჯახი მდიდარი არასოდეს ყოფილა, ხოლო თავად ჰენრი დიდი იმედებს არ იძლეოდა. უფრო მეტიც, მამის აზრით ის იყო ზარმაცი. ჯერ კიდევ ბავშვობაში ის თვლიდა, რომ არსებობს ისეთი რამეები, რომელიც უფრო საყურადღებოა ვიდრე ფერმა.

პირველი გატაცება

როგორც ყველა წარმატებული ადანიანების პირველი ნაბიჯები (იხ. იაპონელი გენიოსი – სოიჩირო ჰონდა), ფორდმაც დაიწო გატაცებით.  

ის იყო 12 წლის როდესაც მამამ საათი აჩუქა. მან თავი ვერ შეიკავა და საჩუქარი დაშალა, რათა ენახა მუშაობის მექანიზმი. ჯერ კიდევ მაშინ ჰენრი მიხვდა – მსოფლიოში ყველაფერს, დამახასიათებელი მექანიზმი აქვს და გააჩნია თვისი ბერკეტები. წარმატების მისღწევად აუცილებელია იცოდე რა ბერკეტები უნდა აამუშაო და მაშინ ყველაფერი იქნება საათვივით აწყობილი. რეალურად, ეს იყო მომავალი გამომგონებლის პირველი შეხვედრა მექანიზმთან.

Ford-0მეორე, შოკი რომელიც ახალგაზრდა ფორდმა მიიღო ეს ლოკომობილის დანახვა, მაშინ მას მანქანა მოეჩვენა შიშინა ურჩხულად, რომელიც ორთქლს უშვებდა. ოღონდაც მასზე დამჯდარიყო და ეტარებინა, ბიჭი მზად იყო ნახევერი სიცოცხლე დაეთმო. 15 წლისამ გადაწყვიტა თავი დაენებებინა სწავლისთვის და გაემგზავა დეტროიტში.

მუშაობა დაიწყო ქარხანაში, სადაც კონკისთვის ვაგონებს ამზადებდნენ. ის იყო რიგითი მუშა და არემონტებდა  ნაწილებს. ჰენრი აღმოჩნდა ნიჭიერეი. სწრაფად პოულობდა და აგვარებდა მექანიზმის გაუმართაობებს, რამაც ის გამოარჩია სხვებისგან. ამის გამო შეექმნა პრობლემები და ფორდი აიძულეს წასულიყო ქარხნიდან. შემდეგ, იმუშავა ძმები ფლაუერების ქარხანაში, რომელიც აშენებდა გემებს. სხვა სამუშაობეზეც არ უთქვამს უარი. მას გაუმართლა  და იმუშავა ელექტრონულ კომპანიაშიც, მაგრამ არც ერთი საქმე არ იყო ის, რაც მას სურდა ეკეთებინა.

ჰენრი ფორდი იწყებს თავის საქმეს

ფორდის საქმიანობის  ათვლის წერტილად და გენიალურ ინჟინრად ჩამოყალიბებაში ხელისშემწყობ ფაქტორად შეიძლება ჩაითვალოს – პირველი საექსპერიმენტო ავტომობილების – „კვადროციკლი“-ს   აწყობა, რომელიც იწონიდა 500 ფუნტს და დადიოდა ველოსიპედის ბორბლებზე. 1893 წელს ფორდი ხდება ინჟინერი ედისონის კომპანიაში, ხოლო1899 წელს –დეტროიტის ავტომობილების კომპანიაში იკავებს მთავარი ინჟინერის ადგილს. საქმით ის იყო ნაკლებად დაკავებული და მთელ დროს ხარჯავდა საკუთარი „შვილის“  სრულყოფილებაზე.ford1 ეს იმდენად შესამჩნევი იყო, რომ ხელმძღვანელობამ შესთავაზა მართველის თანამდებობა, იმ პირობით, რომ თავს დაანებებდა თავისი ავტომობილის გამოგონებას. ფორდმა განაცხადა უარი შემოთავაზებაზე და შეუდგა მისი იდეისთვის ინვესტორების ძიებას. ყველა მისი მცდელობა აღმოჩნდა უშედეგო, რადგან მისი იდეები არავისთვის არ აღმოჩნდა საჭირო.

მოგვიანებით, მაინც გაუმართლა და იპოვა ბიზნესმენი, რომელთანაც ერთად 1903 წელს ოფიციალურად გაიხსნა კომპანია  Ford Motor Company. 2 წლის წარმატებული მუშაობის შემდეგ, ფორდი შეისყიდის კომპანია მალკომსონის წილს, რის შემდეგაც ის ხდება Ford Motor Company პრეზიდენტი. ამ დროს იწყება მანქანა «Т» წარმოება. დაბალი ფასის გამო მასზე ხელი მიუწვდებოდა რიგით ამერიკელებს, ამიტომაც საკმაოდ სწრაფად დაიპყო ბაზარი. მისი წარმოების პერიოდში გაიყიდა  15 მილიონზე მეტი რაოდენობა. გაყიდვების არნახული შედეგი მიღწეულ იქნა კონვეინერული წარმოები დანერგივით, ზუსტი დაგეგმვით და ხარისხის მკაცრი კონტროლით. როგორც ინჟინერი და როგორც მართველი ფორდი ყოველთვის იყო საკუთარ თავში დარწმუნებული. უსმენდა, მაგრამ შირად უგულველყოფდა ამტომანქანების მშენებლობაში პროფესონალის რჩევებს და ყოველთვის აკეთებდა ისე, როგორც თვითონ თვლიდა საჭიროდ. ძალინ ხშირად უშვებდა შეცდომებს, მაგრამ ამას ხელი არ შუშლია მიეღო პოპულარობა, აღიარება, და რაც მათავარია წარმატება.

fordooჰენრი როგორც არავინ, იყო კარგი ხელმძღვანელი, ორგანიზატორი, ინოვაციების დამნერგავი – რითაც შეცვალა მე-20- საუკუნის მაჯისცემა. ის იღებდა ახალ იდეებს, აჰყავდა საუკეთესო კადრები და ნერგავდა ინოვაციებს, ზოგჯერ სხვისას, ზოგჯერ თავისას. ამ ყველაფერს სჭირდებოდა თავდაჯერებულობა, მომავლის ხედვა, რისკზე წასვლის გამბედაობა. ფორდი იყო ამ ყველა თვისებით დაჯილდოვებული, თუმცა მას დასჭირდა ბევრი წელი მათ ჩვევაში გადასყვანად.

1945 წელას ხელმძღვანელობა გადაეცა შვილიშვილს.

ამ ეტაპზე  Ford ავტომობილები გამოირჩევა ხარისხით, ტექნოლოგიურობით და იყიდება მთელს მსოფლიოში. მისი ოცნება – ყველა ამერიკელს ყოლოდა მანქანა, გასცდა საზღვრებს.

 

მოცემული წარმატების ისტორიის მასალზე იმუშავა

თამარ კვარაცხელიამ

დაამატეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.